ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

მარტოხელა მოხუცები

როგორ მტკივა, ღმერთო!

მეგობრებო, გაიცანით, ეს შუშანა ბებოა. და ეს დაავადებები, სამწუხაროდ, მისი მძიმე დიაგნოზების სრული ჩამონათვალი არ არის. სამი წლის წინ, მთლიანად მოჰკვეთეს მარცხენა ფეხი. „მას შემდეგ, გადაადგილება სახლშიც კი მიჭირს! სასეირნოდ კი, თვეში ერთხელ ჩავყავარ ეზოში ჩემს კიბოთი დაავადებულ შვილს!“ ეს ქალბატონი 72 წლისაა, ისევე, როგორც ჩვენი ფონდის დამფუძნებელი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ამ საშინელ ისტორიას პირადად გაეცნო და აი, რა თქვა: „სიკვდილის პირას არიან დედა-შვილი! არაადამიანურ ტანჯვას უძლებენ ორივე! მინდა, ავუხსნა ჩვენს გამომწერებს, რა გრძნობა მეუფლება, ასეთ ასაკში ავად რომ ვხდები! ამ დროს ადამიანი ფიქრობს: აი, ჩემი აღსასრულიც დადგა! ნეტავ, რა მელის? ცივი მიწა, მატლები, თუ უფალთან შეხვედრა?! უფალს თუ შევხვდი, ნეტავ ყველა ცოდვის გამოსყიდვა თუ მოვასწარი, რაც ახალგაზრდობაში მაქვს ჩადენილი?! ნეტავ, ღვთის ნება თუ აღვასრულე?! ხომ არ გამომრჩა რამე?!“

შემოწირულია

$7745.32

დონორი

579

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

„მიმატოვეს ჩემმა შვილებმა, გარდაცვლილმაც და ცოცხალმაც“

გულომ იმდენი ცრემლი დაღვარა, რომ ვეღარავის და ვეღარაფერს ხედავს. მაგრამ, მოხუცთა თავშესაფარს ვინმე რომ სტუმრობს, სთხოვს მიაწოდოს სამი სურათი, რომელსაც კარადაში ინახავს. უნდა, რომ თავისი შვილები და შვილიშვილები ანახოს და ჰკითხოს: „შეხედე, რა კარგები და ლამაზები არიან, არა? აი, ასეთი ლამაზები დავასაფლავე სამივე, მიწაში ჩავდე.“ ის მხოლოდ იმისთვის ცოცხლობს, რომ იტიროს. დაკარგა თვალის ჩინიც, საბუთებიც და სახლ-კარიც. ყველამ მიატოვა, გარდაცვლილმა შვილებმაც და ქალიშვილმაც, რომელიც ცოცხალია, მაგრამ კეთილი ადამიანები ვერ პოულობენ.

შემოწირულია

$3339.49

დონორი

462

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

ჩვენი ერთობლივი დახმარება სჭირდება საწოლს მიჯაჭვულ, მძიმედ დაავადებულ, მარტოხელა ლამარა ბებოს. რა თქმა უნდა, ასეთ სიბერეზე სულაც არ ოცნებობდა

„არც კარგად ვარ… არც ცუდად. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. ჩემი მეუღლე და ერთადერთი შვილი ცივ საფლავში წვანან… მე კი, აქ ვარ კამოკეტილი, ოთხკედელ შუა.“ – ამბობს ლამარა ბებო ძალიან ჩუმად და მშრალ თვალებს ისრესს. მას შემდეგ 17 წელია გასული და ტირილიც კი აღარ შეუძლია, ცრემლები გაუშრა. ის სიბნელეში წევს და შინაგანად, უხმოდ ტირის. სიკვიდლი უნდა და იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვინც დაკარგა, მაგრამ სიკვდილიც არ ეკარება და უსასრულო ტანჯვისთვის წირავს.

შემოწირულია

$2193.59

დონორი

151

დიახ! მსურს დახმარება!
Project

მარტოხელა მოხუცები

„მხოლოდ ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა, აქამდე ჭკუიდან რომ არ შევიშალეთ“. სიყვარულის გულში ჩამწვდომი ამბავი გაჭირვებასთან, ავადმყოფობასა და სიკვდილთან ბრძოლაზე

„მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო“ – ზუსტად ჩემზე და ჩემს ცოლზეა ნათქვამი“ – ამბობს აკაკი და სევდიანად უყურებს დალის, რომელსაც ფეხი მოჰკვეთეს დიაბეტის გამო, დაკარგა მხედველობა და ცუდად გრძნობს თავს. აკაკის კი, ღია გულზე ოპერაცია ჩაუტარდა – ინფარქტის გამო შუნტირება და ფეხი აქვს მოტეხილი. ორი ოპერაცია გაუკეთეს ფეხზე, მაგრამ მოტეხილობა არაფრით ხორცდება. მესამედ ვეღარ გარისკეს, უთხრეს, რომ გული ვერ გაუძლებდა. ძლივს დადის, ყავარჯნებით. ძლივს სუნთქავს, მისი მეუღლე კი, ეტლს არის მიჯაჭვული, ისიც არ იცის, საით გააგოროს, ვერაფერს ხედავს. მათ არავინ ჰყავთ ერთმანეთის გარდა. ვერ გაიგებ, ვის უფრო უჭირს, რომელი უფრო იტანჯება.

შემოწირულია

$1169.64

დონორი

99

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

ქართველი ვარსკვლავები გაჭირვებას და დამცირებას არ იმსახურებენ!

როდესაც პურის საყიდელი ფულიც კი არ აქვს, იუზა ხელის გულზე დაიდებს ხოლმე და სინანულით უყურებს თავის ყველაზე ძვირფას ნივთს – ღირსების ორდენს. საინტერესოა, თუ გაყიდის, ნეტავ, რამდენი დღის სამყოფი პურისა და მედიკამენტების ყიდვას შეძლებს? მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიცაა იუზა, ღირსებას არ ყიდიან! „არსებობს იმდენად ფასდაუდებელი ნივთები, რომელიც არ იყიდება. და რადგან არ იყიდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე ნივთი კი არა, ცხოვრების აზრია“ – ამბობს იუზა.

შემოწირულია

$1449.80

დონორი

100

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 2 3 4 5 19