პროექტის რეპორტი „მხოლოდ ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა, აქამდე ჭკუიდან რომ არ შევიშალეთ“. სიყვარულის გულში ჩამწვდომი ამბავი გაჭირვებასთან, ავადმყოფობასა და სიკვდილთან ბრძოლაზე - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„მხოლოდ ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა, აქამდე ჭკუიდან რომ არ შევიშალეთ“. სიყვარულის გულში ჩამწვდომი ამბავი გაჭირვებასთან, ავადმყოფობასა და სიკვდილთან ბრძოლაზე

page info icon
2023 იანვარი 12
page info icon
1133
„მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო“ - ზუსტად ჩემზე და ჩემს ცოლზეა ნათქვამი“ - ამბობს აკაკი და სევდიანად უყურებს დალის, რომელსაც ფეხი მოჰკვეთეს დიაბეტის გამო, დაკარგა მხედველობა და ცუდად გრძნობს თავს. აკაკის კი, ღია გულზე ოპერაცია ჩაუტარდა - ინფარქტის გამო შუნტირება და ფეხი აქვს მოტეხილი. ორი ოპერაცია გაუკეთეს ფეხზე, მაგრამ მოტეხილობა არაფრით ხორცდება. მესამედ ვეღარ გარისკეს, უთხრეს, რომ გული ვერ გაუძლებდა. ძლივს დადის, ყავარჯნებით. ძლივს სუნთქავს, მისი მეუღლე კი, ეტლს არის მიჯაჭვული, ისიც არ იცის, საით გააგოროს, ვერაფერს ხედავს. მათ არავინ ჰყავთ ერთმანეთის გარდა. ვერ გაიგებ, ვის უფრო უჭირს, რომელი უფრო იტანჯება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,170 ₾
( 99 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: