პროექტის რეპორტი სათამაშოებს ნაგავსაყრელზე ეძებენ... და ძალიან, ძალიან შიათ!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სათამაშოებს ნაგავსაყრელზე ეძებენ... და ძალიან, ძალიან შიათ!..

page info icon
2023 თებერვალი 15
მაკა: ძამიკოს სულ შია და იმიტომ. დედიკოს კი, მისთვის საჭმელი არ აქვს და ისიც ტირის. მე კი, არ მიყვარს ტირილი, თამაში მიყვარს. მაგრამ, სათამაშოები არ მაქვს. ხან ბალიშით ვთამაშობ, ხან თოჯინას ვაკეთებ ხის ნაფტისგან. სულ ვეხვეწები დედას, ერთი გაცვეთილი თოჯინა მაინც მიყიდოს, ის კი არ ყიდულობს და სულ ტირის.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,223 ₾
( 376 დონორი )
დასრულებულია

შოკოლადის კანფეტებს ვჭამთ და გლოცავთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

შოკოლადის გემო აქვს ჩვენს ახალ ცხოვრებას!

 - მე და ბაბუს ტელევიზორში ახალი ამბების ყურება გვიყვარს  - ჭიკჭიკებს რვა წლის მაკუნა. - ბაბუ „ტელევიზორის ახალი ამბების“ მერე, ნერვიულობას რომ იწყებს, მე იუთუბს ვურთავ ახალ ტელევიზორში. კინოებს და „მუსიკებს“ უყუროს, ჯობია. და საერთოდაც, ბევრად უფრო მაგარი და მხიარული ამბები ხდება ჩვენს სახლში, ვიდრე ტელევიზორში.

 ბევრი „შოკოლადები და ტანსაცმელები“ გვაქვს, ეს ერთი! ახლა, იმისთანა პლანშეტი მაქვს, ყველა ბავშვს რომ უნდა და მეხვეწებიან: „გვათხოვე, მაკა!“ კარგი მაგიდა და სკამები გვაქვს, ძველი ტაბურეტების ნაცვლად. ხომ კარგად ზიხარ, მოგწონს ახალი სკამი? წამოდი, ახლა ტახტზე დავსხდეთ, იქ კიდევ უფრო მაგარია!

 დედიკო ნაზის თქმით, მაკა სიხარულისგან ტიროდა, ფონდის მკითხველებისგან საჩუქრები რომ მიუტანეს. ბავშვები აღფრთოვანებულები არიან, ამ ქვეყნად ყველა უყვართ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ტანჯვისგან და ცრემლისგან იხსენით კიდევ ერთი ქართული ოჯახი!

„ჩემს ყველა მეგობარს ჩემნაირი პლანშეტი უნდა! მეუბნებიან: „რა ბედი გქონია!“

 მაკა (8 წლის): აი, ასე წამოგორდები ტახტზე, ხელებს დაიდებ თავქვეშ და ძალიან მაგარია. მიდი, შენც სცადე!

 - ოჰ, რა კარგია! მაკუშ, აბა, ჩამიტარე მასტერ-კლასი, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ტკბილად დაიძინო ახალ საწოლზე?  ცოტას მაინც არ ხტუნაობ ხოლმე?

 მაკა: არა-ა! რას ამბობ?! ფრთხილად უნდა დაწვე და ადგე, დიდხანს რომ გამოგადგეს. ადამიანებმა ჩვენთვის ფული შეაგროვეს და გვიყიდეს, მე როგორ გავაფუჭო?! ისეთი რბილი და გემრიელია, ისე კარგად „მაძინებს“ ხოლმე. დედიკოსაც და ნიკუშასაც კარგად აძინებს, აქ გვძინავს, სამივეს ერთად.

„ჩვენი ახალი საწოლი ისეთი კარგია, ისე ტკბილად „გვაძინებს“ ხოლმე!“

 სანამ დავიძინებთ, მე, დედიკო, ბაბუ და ნიკუშა, აქ, ყველანი ერთად ვუყურებთ ტელევიზორს. ვიცი, ვის რა მოსწონს: დედას კომედია ან სასიყვარულო, ნიკუშას მულტფილმები, მე და ბაბუს კი - ახალი ამბები.

 - უყურე ერთი! გინდა ყველაფერი იცოდე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში? 

 მაკა: მართალი გითხრა, თავს აგატკიებს ეს ახალი ამბები. ბავშვებს იტაცებენ, პენსიები არ იზრდება... ბაბუ ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ბევრი გაჭირვებული. ჩვენც გაჭირვებულები ვიყავით, სანამ თქვენ მოხვიდოდით.

 - და რა ეშველება ამ გაჭირვებას, მაკუშ?

 მაკა: ყველა უნდა დაეხმაროს ერთმანეთს!

„ჩვენი ძველი ტელევიზორი „ინტერნეტთან არ მეგობრობდა“, აჩვენებდა, როდესაც თვითონ უნდოდა, ახალს კი, იუთუბი აქვს!“

 - ბევრი ადამიანი გესტუმრათ?

 მაკა: ზოგს შევხვდი და ველაპარაკე კიდეც. მაგრამ, კიდევ ხომ, ძალიან ბევრნი არიან! ვინც ვერ ვნახეთ, მაგრამ ეს საჩუქრები გამოგვიგზავნეს. ჩემი პლანშეტი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტახტი, ტელევიზორი, „შოკოლადები“, „საჭმელები“...

„ახალი „დასასვენებლი“ ტახტი გვაქვს კიდევ.“

 ნაზი: როგორც კი ფონდის პროექტი დაიწყო, მკითხველები მოდიოდნენ და მოდიოდნენ, მოჰქონდათ პროდუქტი, ტანსაცმელი. ადამიანს მაშინვე გულში იმედი გიჩნდება და ცხოვრებაც ისე უხალისოდ აღარ გეჩვენება.

„აბა, რა დაგვრჩა კიდევ აქ გემრიელი?“

 ფონდის დამსახურებით, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგონა გავიცანი, რომელიც სიღნაღის რაიონში ცხოვრობს. ორჯერ გვესტუმრა. მაკუშას ახალი ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები აჩუქა, საოჯახო ნივთებითაც მოგვამარაგა. ასევე დამამახსოვრდა მირიანი სიღნაღიდან. ძალიან გულთბილი და კეთილი ადამიანი, ისეთი რამეები ჩამოგვიტანა, რაც ძალიან გვჭირდებოდა: კარტოფილი, მაკარონი, ზეთი... ორი მკითხველი ქალბატონი (თბილისიდან და გურჯაანიდან) დაგვეხმარა ტანსაცმლითა და პროდუქტით: ლობიო, ბრინჯი, ხახვი, კარტოფილი...

 ბავშვებზე არანაკლებ, მამაჩემი იყო გახარებული, ლოცავდა მკითხველებს. მეუბნებოდა: „ნუ გეშინია, ნაზიბროლა, უფალი არ მიგვატოვებს. ღმერთი გვიგზავნის ამ ადამიანებს. მან ასე ინება.“

 მეც ასე ვფიქრობ. უფალი აძლევს ამ საოცარ ადამიანებს ძალასა და შესაძლებლობას დაეხმარონ ჩვენისთანა შეჭირვებულებს. მიხარია, რომ საქართველოში ბევრია ასეთი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრებაც მარტივი არ არის, ბევრი მზადაა შეჭირვებულებს გაუზიაროს, რაც გააჩნია! თქვენს მკითხველებსაც ნამდვილად შესწევთ უნარი, გაიზიარონ სხვის ბედნიერება. აი, ზუსტად ვიცი, ახლა, მათ ჩვენზე რომ უამბობთ, გაუხარდებათ, ესიამოვნებათ, რომ სასიკეთოდ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება.

„გარეთ მზე ანათებს, ჩვენს სახლში კი - შოკოლადის წვიმა მოვიდა!“

 კინაღამ დამავიწყდა, ამანათებიც კი გამოგვიგზავნეს: თბილისიდან ტანსაცმელი, წნორიდან ლოგინის თეთრეული. საბნები, ლეიბები, ბალიშები საყიდელი აღარ მაქვს, ამ ნივთებითაც მოგვამარაგეს.

 მაკა: ჩემს ძამიკოს პამპერსი აჩუქეს. ეს ძალიან კარგია. ხომ არ დაასველებს ჩვენს ახალ ლოგინს?! წამლებიც გვაჩუქეს, მაგრამ ამ საჩუქარს, მხოლოდ მაშინ თუ გამოვიყენებ, როდესაც ავად ვიქნები.

„პამპერსი მაცვია, ამიტომაც არაფერს დავასველებ.“

 ნაზი: ახლა, საკუთარი აფთიაქიც გვაქვს, გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები.

 - ღმერთმა ქნას, არასდროს დაგჭირდეს, მაკუშ. სხვა საჩუქრებით დატკბი და ჯანმრთელად იყავი.

 მაკა: ჩემს მეგობრებს, ბიჭებს, ყველას ჩემნაირი პლანშეტი უნდათ. მეუბნებიან: „რა ბედი გქონია. აუ, მათხოვებ?“ ვაძლევ, მაგრამ მხოლოდ ხუთი წუთით, თან ისე, რომ თვალს არ ვაშორებ!

 -  მაკუშ, გინდა, ჩვენს მკითხველებს რამე გადავცეთ შენგან? 

 მაკა: მოიცა, ჯერ არ დაწერო, მოვიფიქრებ! (ერთ-ორ წუთში წერის ნებართვას მაძლევს.) უთხარი, რომ მე, ნიკუშას, ბაბუას და დედიკოს, ყველაფერი, „სუყველაფერი“ ძალიან მოგვეწონა! ძალიან დიდი მადლობა! ღმერთმა დაგიფაროთ სიღარიბისგან და ავადმყოფობისგან. ჩემი ახალი ბარბის თოჯინები და ჩემი ლურჯი სპილო კი, მოკითხვას გითვლიან!

 ნიკუშამ ჯერ ლაპარაკი არ იცის, მაგრამ ბევრ შოკოლადის კანფეტს შეჭამს თქვენს სახელზე!

„ყველა მკითხველს დიდი გული ჩემგან!“


„ჩემი ახალი მეგობარი ლეკვიც მოკითხვას გითვლით!“


 - ყოჩაღ, რა კარგად თქვი, ნამდვილი კახელი თამადასავით!

 ნაზი: ძალიან დიდი მადლობა! ბარაქა, ჯანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.

 - ნაზი, ადგილობრივმა მთავრობამ თუ შემოგთავაზათ თქვენი პრობლემების გადაჭრაში რაიმე დახმარება?

 ნაზი: რამე სიახლე რომ ყოფილიყო, ნამდვილად გეტყოდით. მაგრამ, არაფერია ახალი.

 მაკა: მეც გეტყოდით, მე ყველაფერი ვიცი ჩვენს სახლზე.

 - კარგი, საყვარელო პატარა ტლიკინა, რადგან ყველაფერი იცი, მაშინ შენ გვითხარი, კიდევ რა არის მოსაწესრიგებელი თქვენს სახლში და რა პრობლემები გაქვთ დარჩენილი?

 მაკა: გეტყვი. იცი, ჩვენს სახლში შუქი მხოლოდ ერთ ოთახში ინთება, საძინებელში. გვიანობამდე ჩვენთან თუ დარჩები, კარგად ვეღარ დავინახავთ ერთმანეთს. სიბნელეში კი, შეიძლება ჩემიც კი შეგეშინდეს.

 ნაზი: მეორე ოთახში, შუქი მხოლოდ ქუჩიდან შემოდის. ჩვენს სახლში გაყვანილობა ძალიან ძველია. არ ვხმარობ, ხანძარი რომ არ გავაჩინო. ერთადერთი ჩამრთველი გვაქვს და იქაც გამანაწილებელს ვაერთებ. სანტექნიკაც მოსაწესრიგებელია, სარეცხი მანქანა ვერ ჩავრთეთ. ღარიბებს ხომ, პრობლემები არ გველევა. მაგრამ, ამ ყველაფერს თავს არ მოგახვევთ, ჩემო ძვირფასებო, ისედაც ძალიან დამეხმარეთ,...

„ჯერჯერობით ვტკბები მხოლოდ სარეცხი მანქანის ცქერით, ვერ ვამონტაჟებთ. თან, სანტექნიკაც მოსაწესრიგებელია ჩვენს სახლში“

 ***

 მეგობრებო, ვიცით, რომ ნამდვილად გაგიხარდათ შესანიშნავი სიახლეები ჯალიაშვილების ოჯახის ცხოვრებაში და დარჩენილი პრობლემებიც ყურადღების მიღმა არ დაგრჩებოდათ. ამ ოჯახისთვის, სადაც ორი პატარა იზრდება და ბაბუა ავადმყოფობს, ძალიან რთულია უწყლოდ და უშუქოდ ცხოვრება. მაკუნას მხიარული ნაამბობის მიღმა, ნამდვილად ყველაფერს დაინახავდით.

 მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენი გულები ყველაფერს ხედავენ!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ჯალიაშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: