„ვინმეს ჩემთვის „მაწანწალას დაემსგავსებიო“, რომ ეთქვა, ვერასდროს დავიჯერებდი...“ - მაიამ აჩუქა სიცოცხლე შვილს, თავად კი სიარულის უნარი დაკარგა... ნუ მივატოვებთ მას გასაჭირში!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ვინმეს ჩემთვის „მაწანწალას დაემსგავსებიო“, რომ ეთქვა, ვერასდროს დავიჯერებდი...“ - მაიამ აჩუქა სიცოცხლე შვილს, თავად კი სიარულის უნარი დაკარგა... ნუ მივატოვებთ მას გასაჭირში!..

page info icon
2023 აგვისტო 15
მძიმედ დაავადებული მაიასთვს სიკვდილი იქნებოდა ყველაზე მარტივი გამოსავალი, მაგრამ უდიდესი დარტყმა, მისი პატარა შვილისთვის. როდესაც მაია ორსულად იყო და ამ ანგელოზს ელოდებოდა, ფეხები წაერთვა. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ მშობიარობას ვერ გადაიტანდა. მაგრამ მაიამ გადაწყვიტა, თუ მაინც სიკვდილი უწერია, აჯობებს თვითონ მოკვდეს, ვიდრე მოკლას შვილი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა.თავად ცოცხალი გადარჩა და ულამაზეს საბასაც აჩუქა სიცოცხლე. მაგრამ, ბავშვის შენარჩუნების გადაწყვეტილებამ, მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად აქცია. უკვე სამი წელია, ის გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება, რომლის გამოც, ხანდახან ფეხზეც ვერ დგება. მხოლოდ შვილის მოფერებით დაძახებული „დედიკო“ აცოცხლებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,173 ₾
( 363 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

„ვინმეს ჩემთვის „მაწანწალას დაემსგავსებიო“, რომ ეთქვა, ვერასდროს დავიჯერებდი...“ - მაიამ აჩუქა სიცოცხლე  შვილს, თავად კი სიარულის უნარი დაკარგა... ნუ მივატოვებთ მას გასაჭირში!..

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მძიმედ დაავადებული მაიასთვს სიკვდილი იქნებოდა ყველაზე მარტივი გამოსავალი, მაგრამ უდიდესი დარტყმა, მისი პატარა შვილისთვის. 

როდესაც მაია ორსულად იყო და ამ ანგელოზს ელოდებოდა, ფეხები წაერთვა. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ მშობიარობას ვერ გადაიტანდა. მაგრამ მაიამ გადაწყვიტა, თუ მაინც სიკვდილი უწერია, აჯობებს თვითონ მოკვდეს, ვიდრე მოკლას შვილი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა.თავად ცოცხალი გადარჩა და ულამაზეს საბასაც აჩუქა სიცოცხლე. მაგრამ, ბავშვის შენარჩუნების გადაწყვეტილებამ, მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად აქცია. უკვე სამი წელია, ის გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება, რომლის გამოც, ხანდახან ფეხზეც ვერ დგება. მხოლოდ შვილის მოფერებით დაძახებული „დედიკო“ აცოცხლებს.

ის მხოლოდ საბასთვის ცოცხლობს. იტანჯება, ტირის, მაგრამ ცოცხლობს!

„მკურნალობის, ყველა გამოწერილი მედიკამენტის მიღების, პროცედურების ჩატარების საშუალება რომ მქონოდა, ასეთ დღეში არ ვიქნებოდი და სხვებისთვის ხელებში ყურება არ მომიწევდა,“ - ამბობს მაია და ცრემლები ახრჩობს.

 - მაია, ეს ტკივილები როდის დაგეწყოთ?

 მაია: დედაჩემი ამბობს, რომ პოლიკლინიკაში წაყვანაც კი არასდროს დამჭირვებია. რამე სერიოზული კი არა, ბავშვობაში გაციებაც არ ვიცოდი რა იყო. სკოლაშიც, სხვებს გრიპი ჰქონდათ, ყელი სტკიოდათ და მე ერთი დღეც კი არ გამიცდენია. ახლა კი, ამინაზღაურდა მთელი ჩემი ცხოვრების „ჯანმრთელი“ წლების სამაგიეროდ ვარ ავად. ორსულად რომ ვიყავი, ფეხები ამტკივდა. სიარული ვეღარ შევძელი, ფეხები მეკვეთებოდა, საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ასეთი შეტევები სულ უფრო ხშირად მეორდებოდა და საბოლოოდ, ფეხზე დგომა ვეღარ შევძელი. ექიმებმა მითხრეს, რომ ძალიან სახიფათო იყო მშობიარობა, რომ შეიძლებოდა დავღუპულიყავი. სწორედ ასეთ უმძიმეს მომენტში, მეუღლემ მიმატოვა... არ მკითხოთ, რატომ - არ ვიცი. ალბათ, ავადმყოფ ქალთან ერთად ცხოვრება არ მოისურვა. დავრჩი მარტო, პატარა შვილთან ერთად. დედაჩემი რომ არა, ალბათ, უკვე დიდი ხნის დახოცილებიც ვიქნებოდით. ფაქტობრივად, მან ჩემი შვილიც გაზარდა და მეც მივლის.

 „ვერასდროს დავიჯერებდი, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ოდესმე მაწანწალას რომ დავემსგავსებოდი“

 - უფალმა გააძლიეროს!

 მაია: ის მხოლოდ ჩემი კი არა, ჩემი ძმის, მისი შვილის და დისშვილის - 30 წლის მარიამის მფარველი ანგელოზია. მარიამი ობოლია. არ ჰყავს ნათესავები ჩვენს გარდა, დედაჩემი კი პატრონობს. მარიამიც ავად არის, განუვითარებელი კიდურები აქვს და გონებრივად ჩამორჩენილია.

 „ბავშვებს მუდმივად სჭირდებათ ყურადღება, მე კი ჩემი ავადმყოფობით ვუმატებ საზრუნავს. საერთოდ ვერ ვხვდები როგორ უძლებს დედაჩემი ამ ყველაფერს“

- რა არის თქვენი საარსებო წყარო, მაია?

მაია: დედაჩემს საჭმელი მოაქვს უფასო სასადილოდან, სოციალური შემწეობის ჩარიცხვა კი, სახელმწიფომ გადაწყვიტა შეეჩერებინა. არ ვიცი, რისთვის ვისჯებით ასე. მე ვერ გავარკვიე. იქნებ, თქვენ მოახერხოთ? მე ხომ, სახლიდან ვერ გავდივარ, დედა კი საათობით ვერ დადგება რიგებში და შემწეობის გამო ვერ იმათხოვრებს.

საქართველოში ავადმყოფობა სასჯელს ნიშნავს! წამლები ძალიან ძვირია, ექიმთან მისვლა მაგაზე ძვირი, საავადმყოფოში ტაქსით რომ წახვიდე, უნდა იყო მილიონერი. ასეთ მდგომარეობაში მე ავტობუსში ვერაფრით ავალ. ან ვინ ამიშვებს საერთოდ? კათეტერი მიდგას.

„შარდის კათეტერი უნდა გამოიცვალოს ორ კვირაში ერთხელ. მე ამის საშუალება არ მაქვს, უკვე ორი თვეა არ შემიცვლია. მეშინია, არ დალპეს“

 - პენსიას რამდენს იღებთ?

 მაია: ვერ ვიღებ. როგორც ჩანს არ ვარ „საკმარისად ავადმყოფი“. კომისია ვერ გავიარე, პოლიკლინიკებშიც არეულობაა. არც ფული მაქვს, არც ძალა. ყველგან მიყვირიან, მე კი ისე სწრაფად ვეღარ ვაზროვნებ, როგორც ადრე. არავის ვწყევლი, მაგრამ ყველას ჯვარი ეწეროს, ვინმეს რომ სტკიოდეს ისე, როგორც მე მტკივა, სრულ ჭკუაზე თუ იქნებოდა? ისინი კი მიყვირიან, რაღაცას რომ ვერ გავიგებ. ექიმებიც და „სოციალურებიც“.

 - მაია, ამჟამად რა გჭირდებათ იმისთვის, თავი ცოტათი მაინც უკეთ რომ იგრძნოთ? 

 მაია: ძალიან მჭირდება გამოკვლევები. ასევე სამკურნალოდ და მედიკამენტების შესაძენად სახსრები მჭირდება. კიდევ, პროდუქტი. ძალიან ბევრი რამ მჭირდება. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩავიტარო მრტ კვლევა, რათა გავიგო, როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. იქნებ მოახერხოთ პენსიისა და სოციალური შემწეობის საკითხის მოგვარება? ეს თანხა რომ ავიღო, ბავშვი მაინც აღარ მეყოლება მშიერი!

 „მაიას სულაც არ სჭირდება ბევრი, ისეთივე რომ გახდეს, როგორიც უწინ იყო. შესაძლოა ვეღარ შეძლოს ხტუნვა და სირბილი, მაგრამ ნამდვილად შეძლებს სიარულს და ადამიანურად ცხოვრებას.“

- რას ეტყოდით იმ ადამიანებს ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია?

მაია: ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, და ასევე იმას, რომ თანაგრძნობა გამოიჩინონ ავადმყოფების მიმართ. როდესაც ჯანმრთელი ვიყავი, მეც ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავს ტკივილის მოთმენა. როდესაც მუდმივად გტკივა, ადამიანი კი ისეთი უსუსურია, რომ ერთი უხეში სიტყვაც კი გულს სტკენს. როდესაც მეუბნებიან: „ადექი, მოითმინე, მარტო შენ კი არ ხარ ასე“, ტირილს ვიწყებ. მე ხომ, არ ამირჩევია ასეთი ხვედრი?! განა ჩემი ბრალია, ასეთ დღეში რომ ჩავვარდი და აღარაფერი შემიძლია?

მხოლოდ საბა აკავებს თავის დედიკოს ამ ქვეყნად. მაგრამ დიდხანს ვერ შეძლებს, ის ხომ, ჯერ პატარაა!“

უფალმა გამოგვიგზავნა მაია, რათა ვიზრუნოთ მასზე. იქნებ იმ სიკეთემ და გულისხმიერებამ რომელსაც მის მიმართ გამოვიჩენთ, შეიძლება ჩვენც გადაგვარჩინოს? მას ხორციელად გადავარჩენთ, საკუთარ თავს კი, სულიერად! თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა და იმ ადამიანების დახმარება, ვისაც სჭირდება თანადგომა და მზრუნველობა. როდესაც სიკეთეს ვუკეთებთ სხვებს, ვუახლოვდებით უფალს და ამ სამყაროს ყველასთვის უკეთესს ვხდით. მაიას სჭირდება სახსრები სამკურნალოდ, პროდუქტი და პამპერსი.

 ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიკეთის კეთებით ჩვენ არა მხოლოდ სხვის, არამედ საკუთარი სულის გადარჩენაც შეგვიძლია. მოდით, ეს სამყარო უკეთესობისკენ ერთად შევცვალოთ, მაიას ისტორია კი გახდება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მზრუნველობას და თანადგომას შეუძლია ამ სამყაროს შეცვლა.

 თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, კუპრაძის ქ. 72, კორპუსი 26, მე-2 სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა 301.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მაია კაპანაძე)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: