რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

აი, ასე მუშაობს თქვენი ფული. ფონდის მეგობრებმა ვერტიკალიზატორი შეიძინეს პატარა მძიმედ დაავადებული ომარიკოსთვის. ახლა, მას დგომა შეუძლია და ეს სასწაულია!

calendar მარტი 13, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

— მე და ჩემი ოჯახი ჩემი ძამიკოს გამოჯანმრთელების იმედს არასდროს ვკარგავთ, — ამბობს ლიკუნა, იშვიათი გენეტიკური დაავადების, თავის ტვინის ატროფიის მქონე 7 წლის ომარის და. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენც გწამთ ამის და გვეხმარებით.გვინდა, რომ ომარიკოს ორგანიზმმა საკვები მიიღოს, წონაში მოიმატოს და ნაწოლები არ გაუჩნდეს, თავისუფლად სუნთქვა რომ შეძლოს. სტენდერი კი, რომელიც თქვენ აჩუქეთ, სწორედ ამაში გვეხმარება. ომარიკო თვალებით გვანიშნებს, როდესაც ადგომა უნდა და სტენდერზე ვაყენებთ. ჩემი სურვილია, ყველა ავადმყოფი ბავშვი ფეხზე დადგეს.ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები და ბავშვის ოჯახი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაავადებამ უკან დაიხიოს

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა! საბრალო, როგორ იტანჯებოდა! ახლა კი, მეორე ვაჟი 7 წლის ომარიც კვდება. დამეხმარეთ!!! გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„უფროსი ვაჟი ლუკა (მისი სურათია საფლავის ქვაზე), ეს ულამაზესი ბიჭი, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს მიზეზის დადგენა, თუ რით იტანჯებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვი,“ – ამბობს გულმოკლული დედა თეონა. ახლა, ის მხოლოდ საფლავის ქვას იკრავს გულში. „დღეს კი, სიმწრით ვაცნობიერებ, რომ 7 წლის ომარის შეიძლება ისეთივე უბედურება დაემართოს.“

თეონა, დედა: ომარის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მხედველობა დაკარგა, სმენაც დაუქვეითდა, მისი გონება ინფორმაციას ვეღარ აღიქვამს, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ვერ ჭამს, მილის მეშვეობით ვაწვდით საკვებს, საკვებს შპრიცით ვასხამთ პირდაპირ კუჭში. გვჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები და მკურნალობა, მაგრამ ფული საერთოდ არ გვაქვს! ბოლომდე დავიხარჯეთ, ლუკას რომ ვმკურნალობდით! ახლა კი, არაფრის საშუალება არ გაგვაჩნია!

„კიდევ რამდენ ხანს გაუძლებ ამ ტკივილს? კიდევ რამდენ ბედნიერ დღეს მაჩუქებს უფალი, შენი დედობით რომ გავიხარო?!“

„თეონა: „მე და ჩემი მეუღლე ისეთი გენის მატარებლები ვართ, რომელმაც ჩვენი შვილების ავადმყოფობა გამოიწვია. ძალიან იშვიათი დაავადებაა“

მადლობა ღმერთს, დაავადება არ შეეხო ჩემს გოგოს, ლიკას! ისეთი თბილი და მოსიყვარულე მყავს… ძალიან უყვარს თავისი ძმა, ძალიან უნდა, რომ გამოკეთდეს!

„ღმერთო, არ მინდა, ძალიან არ მინდა, ჩემი ძამიკო რომ მოკვდეს… კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!“

„ყოველთვის ვხვდები, რის გამო ტირის… სიგიჟემდე მიყვარს, ის ჩემი სიყვარულია! არაერთხელ მსმენია თქვენს ვიდეოებში, რომ უფალს შეუძლია სასწაულების მოხდენა! მგონი, თქვენ, ფონდის მეგობრები მას პირადად იცნობთ. ახლა, ჩემს ძმას გადაუღებთ, ღმერთიც ნახავს, იქნებ შეიბრალოს და განკურნოს ომარიკო… “

„უარს ვიტყვი ყველა ოცნებაზე, ოღონდ ომარიკო ცოცხალი მყავდეს“

ამ მოწყობილობამ (სტენდერი), შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოს მძიმედ დაავადებული ბიჭუნას ცხოვრება. ოჯახს კი, ელემენტარული წამლების ყიდვის საშუალება არ გააჩნია

თეონა: „არ შემიძლია უბრალოდ დავჯდე და დაველოდო, როდის წამართმევს სიკვდილი მეორე შვილსაც! რადაც არ უნდა დამიჯდეს, ევროპაში უნდა წავიყვანო და ხელმეორედ ჩავუტარო მას გამოკვლევები. დამიჯერეთ, ბოლომდე ვიბრძოლებ! მაგრამ, დახმარების გარეშე, არაფერი გამოგვივა!“

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
თეონა:
ჩემს მომავალ დედამთილს მოვეწონე და შეუთანხმდა ჩემს ოჯახს. აი ასე, პირდაპირ მოვიდა და თქვა, რომ მე და მისი შვილი ვიქნებოდით შესანიშნავი წყვილი. ალბათ, ამიტომაც ვცხოვრობთ ასე მშვიდად და ტკბილად. მაგრამ, ხომ ხედავთ, როგორ ვიტანჯებით?

– როგორ მიხვდით, რომ ომარს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? დაბადებისთანავე გამოუვლინდა?
თეონა:
არა! ომარი ჯანმრთელი დაიბადა, ლაპარაკიც შეეძლო და სიარულიც… 3 წლის ასაკში კი, რევმატოიდული ართრიტი დაემართა, ასე გვითხრეს ექიმებმა. ფეხები ძალიან სტკიოდა. 2019 წელს, ალბათ, ჩვენი ლუკას გარდაცვალების გამო, ნერვიულობის ნიადაგზე ომარიკომ შეწყვიტა სიარული და ლაპარაკი. ქართველმა ექიმებმა ვერ დასვეს დიაგნოზი, გამორიცხეს გენეტიკური დაავადება. ანალიზები გერმანიაში გაიგზავნა, მაგრამ იქაც ვერ გაარკვიეს, რა სჭირდა ჩემს შვილს. თურქეთში წავიყვანეთ, ანალიზები ისრაელში და ინგლისში გაიგზავნა, იქ კი გაირკვა, რომ ჩემს შვილს ჰქონდა უიშვიათესი დაავადება სახელწოდებით POU2AF1 და თანაც, დაუდგენელი! აგრეთვე გავიგე, რომ ინგლისში ორი ბავშვია ასეთი დაავადებით, მათ მშობლებთან მინდოდა დაკავშირება, რათა გამეგო, რას უნდა ველოდო და რისთვის უნდა ვიყო მომზადებული. ექიმები იმედს არ გვაძლევენ. უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი ვერასდროს იქნება, მაგრამ, იქნებ შეიძლება, რაიმე გაკეთდეს იმისთვის, რომ ასე არ დაიტანჯოს, რაც შეიძლება მეტად რომ გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე და ის უნარები მაინც შეუნარჩუნდეს, რაც ამჟამად აქვს?

„მთელი ამ წლების განმავლობაში, უამრავი ანალიზი გაკეთდა იმის იმედით, რომ რაღაცას მაინც გამოვნახავდით სნუგეშოს. მაგრამ, ყველა გვეუბნება, რომ განწირულია ჩვენი შვილი!“

– სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თქვენ სიკვდილს ებრძვით…
თეონა:
აბა, რა ვქნა? დავჯდე და დაველოდო? ვუყურო, სიკვდილი შვილს თანდათანობით როგორ მართმევს? ჩემს ადგილას სხვა მშობელი როგორ მოიქცეოდა? გულზეხელდაკრეფილი დაჯდებოდა? ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია და ვერაფერი შემაჩერებს. ისიც კი ვიფიქრე, ევროპაში წავსულიყავი და თავშესაფარი მეთხოვა, საჭირო მკურნალობა რომ მიმეღო.

– რატომ გადაიფიქრეთ?
თეონა:
ერთი შვილი აქ დავასაფლავე. ომარის გარდა, ჩემი საყვარელი გოგონა, ლიკა მყავს. აქ ოჯახი მყავს და ის ადამიანები, ყველაზე კეთილი ადამიანები, ვინც სიკვდილთან ბრძოლაში მარტოს არ მტოვებს. იქ ვინ მელოდება? თანაც ეს დაავადება ძალიან იშვიათია, ღმერთმა ნუ ქნას, ცდები ატარონ ჩემს შვილზე! ამიტომ, დავრჩი. სასწაულის იმედით მოგმართეთ თქვენ!

ლიკა (10 წლის):
არაერთხელ მსმენია თქვენს ვიდეოებში, რომ უფალს შეუძლია სასწაულების მოხდენა! მგონი, თქვენც იცნობთ მას. ახლა, ჩემს ძმას გადაუღებთ, ღმერთიც ნახავს, იქნებ შეიბრალოს და განკურნოს ომარიკო… ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, მაგრამ ექიმები გვეუბნებიან, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელია.
– ლიკა, შენ როგორ უვლი შენს ძმას?
ლიკა:
ხანდახან, ვფიქრობ, ნეტავ მის ნაცვლად მე ვიყო ავად. სიხარულით გავუცვლიდი მას ადგილს. ამქვეყნად ყველაზე მეტად ის მიყვარს, საკუთარ თავზე მეტად. როდესაც მარტო ვართ მე და დედიკო, შემიძლია ვაჭამო და გამოვუცვალო კიდეც… რასაც ითხოვს ყველაფერს ვხვდები. მაგრამ, აი ასე, საცოდავად რომ იწყებს ტირილს, ვერ ვუძლებ და მასთან ერთად მეც ვტირი. ვიცი, რომ არ შეიძლება, მაგრამ ცრემლები თავისით მომდის.

– კი, ნამდვილად ძალიან რთულია…
ლიკა:
ერთი ძმა მომიკვდა და არ მინდა, მეორეც დავკარგო. სულ მარტო დავრჩები მერე. იცით, რა მტკივნეულია? თითქოს, გულის ნაწილი მოგაჭრეს.

– ზრდასრული ადამიანივით ლაპარაკობ! ალბათ, ოცნებებიც ძალიან სერიოზული გაქვს!
ლიკა:
ძალიან! მაგრამ, არავის ვეუბნები, რაზე ვოცნებობ. ჩემი მშობლები ვერასდროს ვერაფერს მიყიდიან. მთელი ფული მხოლოდ ომარიკოსთვის იხარჯება. იცით, რა ღირს მისი პამპერსი და აი, ეს მილები? ამხელა ხელფასი მამიკოსაც კი არ აქვს! არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური აქვს! ის სამხედროა! სამშობლოს დამცველი! მეც, რომ გავიზრდები, მინდა, სამხედრო გავხდე და ექიმიც!

„როდესაც დედიკო დაკავებულია, მე შემიძლია ომარს ვაჭამო. ძალიან რთული საქმეა – შპრიცით საჭმელს რომ აჭმევ. სპეციალური მილით ვასხამ პირდაპირ კუჭში“

– ლიკა, მაინც არ მითხარი, შენთვის რას ისურვებდი.
ლიკა:
მინდა, ჩემი მეგობრებივით ლამაზი ტანსაცმელი რომ მქონდეს, აიფონი მინდა ისეთი, ხატვა რომ შეიძლებოდეს. კიდევ, ბაკურიანში წასვლა და თოვლში კოტრიალი მინდა!
ყველა ჩემი მეგობარი იქ ნამყოფია, მე კი, არასდროს არსად ვყოფილვარ. სულ ეს არის! მაგრამ! ეს ომარიკოს ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა იყოს. მისი ჯანმრთელობაა მთავარი, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის!

ომარს სიცოცხლე ძალიან უნდა და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენი დღე აქვს მას დარჩენილი!

თეონა: მართალს ამბობს, ჩვენი შემოსავალი ბავშვის მკურნალობაში იხარჯება მთლიანად. მას სჭირდება პამპერსი, სანაციის მილები, შპრიცები კვებისთვის, სპეციალური საკვები… აგრეთვე, შესაძენია სპეციალური მოწყობილობა – სტენდერი, რომელიც დაიჭერს და სიარულის იმიტაციას შექმნის. გარდა ამისა, სპეციალური ეტლი გვჭირდება, რომელიც მისთვის იქნება გათვლილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შეძენის საშუალება არ გაგვაჩნია. ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების ჯამური ღირებულება 5 000 დოლარს შეადგენს!!! რამდენი წელი უნდა იმუშაოს ჩემმა მეუღლემ, ახელა თანხის შეგროვება რომ შევძლოთ. დრო კი არ იცდის და ამ ყველაფრის გარეშე, სულ უფრო მძიმდება ჩემი შვილის მდგომარეობა. სიკვდილი ელის! სამშობლოს დამცველის ხელფასით ოჯახის შენახვა შეუძლებელია. ამიტომაც მოგმართეთ თქვენ. ის, რომ ომარი დღემდე ცოცხალია, არის იმ კეთილი ადამიანების დამსახურება, ვინც გვერდში გვიდგას. ახლა კი, ჩემი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ!

თეონა შვილთან ერთად გატარებული კიდევ ერთი ნაჩუქარი დღისთვის უფალს ყოველდღე მადლობას წირავს. იცის, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასდროს იქნება, მაგრამ მასთან გატარებული ყოველი წუთი მადლია მისთვის! თეონას სიტყვებში თავისი პატარა შვილის, ომარის სიცოცხლისთვის ბრძოლაში დახმარების მუდარა ჟღერს. ამ ქალის თვალებში, რომელმაც დაკარგა უფროსი ვაჟი და იბრძვის უმცროის სიცოცხლისთვის, თავგანწირვა და სასწაულის რწმენა იკითხება.

ასეთ მძიმე მომენტში თეონამ დახმარების თხოვნით მოგმართათ თქვენ, ძვირფასო მკითხველებო. მას სჯერა ადამიანური სიკეთისა და ლოცვის ძალის. ახლა, მას თქვენი თანადგომა, თქვენი ლოცვა ძალიან სჭირდება, რათა საჭირო სამედიცინო საშუალებებითა და მოწყობილობებით უზრუნველჰყოს თავისი შვილი. გთხოვთ, როდესაც ილოცებთ თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის, არ დაგავიწყდეთ აანთოთ ერთი სანთელი ომარისთვის! როდესაც ერთად ვილოცებთ ამდენნი ერთად, უფალი აუცილებლად შეისმენს ჩვენ ლოცვას!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ვარკეთილი, გიორგი აბაშვილის ქ. 3, კორპუსი 8, ბინა 150.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ომარი ასლანიძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო

აი, ასე მუშაობს თქვენი ფული. ფონდის მეგობრებმა ვერტიკალიზატორი შეიძინეს პატარა მძიმედ დაავადებული ომარიკოსთვის. ახლა, მას დგომა შეუძლია და ეს სასწაულია!

 

 

დიდი მადლობა! ჩემი ძამიკო უკეთ არის! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მის გვერდით ხართ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

„მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ახლა ჩვენი ომარიკო უკეთ არის!“

— მე და ჩემი ოჯახი ჩემი ძამიკოს გამოჯანმრთელების იმედს  არასდროს ვკარგავთ, — ამბობს ლიკუნა, იშვიათი გენეტიკური დაავადების, თავის ტვინის ატროფიის მქონე 7 წლის ომარის და. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენც გწამთ ამის და გვეხმარებით.

ამ საბრალო ბავშვმა ისეთი დღეები გადაიტანა, გახსენებაც კი მტკივნეულია…

გვინდა, რომ ომარიკოს ორგანიზმმა საკვები მიიღოს, წონაში მოიმატოს და ნაწოლები არ გაუჩნდეს, თავისუფლად სუნთქვა რომ შეძლოს. სტენდერი კი, რომელიც თქვენ აჩუქეთ, სწორედ ამაში გვეხმარება. ომარიკო თვალებით გვანიშნებს, როდესაც ადგომა უნდა და სტენდერზე ვაყენებთ. ჩემი სურვილია,  ყველა ავადმყოფი ბავშვი ფეხზე დადგეს.

ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები და ბავშვის ოჯახი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაავადებამ უკან დაიხიოს

 — ლიკუნა, სტენდერზე რომ აყენებთ ომარს, როგორ გრძნობს თავს? 

 ლიკუნა: კარგად და კომფორტულად. პირველად იქ ჩაეძინა კიდეც (იღიმის). მაგრამ სტენდერი ამისთვის არ არის. სანამ მიეჩვევა, ვერტიკალურ მდგომარეობაში ნახევარი საათით ვაყენებთ ხოლმე. დღეში რამდენჯერმე ნახევარი საათით შეიძლება. კარგია ეს სტენდერი, ბევრ რამეს შველის. ომარიკოს ხერხემალი რომ გასწორდეს, ფეხების სწორად დადგმა რომ ისწავლოს, დგომასაც რომ მიეჩვიოს; მისმა გულმა, ფილტვებმა და კუჭ-ნაწლავმა ნორმალურად რომ იმუშაოს; კუნთები რომ არ ატროფირდეს; წოლის დროს ფუჭდება ყველაფერი, ჩვენ კი ვერ დავუშვებთ, რომ ომარიკოს მდგომარეობა გაუარესდეს. მადლობა, თქვენც რომ გვეხმარებით ამაში. მთელი ჩემი ოჯახის სახელით ამისთვის მადლობას გიხდით. ამჟამად ომარიკო კარგად არის.

„სტენდერი იმისთვის არის საჭირო, რომ ომარიკოს ნაწოლები არ გაუჩნდეს, კუნთოვანი ატროფია არ დაემართოს, მისმა გულმა და ფილტვებმა ნორმალურად იმუშაოს“

ნახევარი საათის განმავლობაში დგას. ომარიკოს მოსწონს ეს სეანსები

 — ჭკვიანი და საყვარელი გოგო ხარ, კარგად საუბრობ, დიდივით. ლიკუნა, როგორ მოგეწონათ სურამში დასვენება?

 ლიკუნა: მადლობა. სურამის ჰაერი ჩემს ძმას ძალიან მოუხდა. საოჯახო სასტუმროში ვცხოვრობდით მე, დედა და ომარიკო. დილაობით ვსეირნობდით. რომ დავბრუნებოდით, ვაძინებდით ომარიკოს, მოგვიანებით კი ისევ გავდიოდით სასეირნოდ. ჩემს ძმას ნახველი სულ უგროვდება, ადრე დედა ძალიან ხშირად უკეთებდა სანაციას. მაგრამ ფიჭვის მტვერს რომ სუნთქავს ან საჭმელში თუ ჩავუყრით, ნახველს ბევრად მარტივად იღებს. ამიტომ ფიჭვნარში სეირნობაც, ძილიც და სუნთქვაც მისთვის ძალიან სასარგებლოა. გმადლობთ, ათი დღე იქ რომ დაგვასვენეთ. სასტუმროს მეპატრონეც დაგვეხმარა და მტვერი გვაჩუქა, სახლშიც რომ შევძლოთ მკურნალობის გაგრძელება.

ლიკუნა: „ომარიკოს ძალიან მოუხდა სურამის ჰაერი“

„მისთვის ძალიან სასარგებლოა ფიჭვნარში სეირნობა და ძილი“

თეონა, დედა: ჩემი შვილის დახმარება მოინდომა წარმოუდგენლად ბევრმა ადამიანმა. გული მაქვს აჩუყებული, ძალიან ვღელავ. ჩვენ ხომ დიდი ხანია ყოველგვარი სახსრები ამოვწურეთ, მხოლოდ უფლისა და კეთილი ადამიანების იმედად ვართ. ასეთ ძვირადღირებულ იოგურტებს (ერთი ცალის ღირებულება 15 ლარია), რომელიც შეიცავს ცილას და ვიტამინებს და ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მე ვერ ვყიდულობ.

თანაც ისეთი სიამოვნებით ჭამს! ფაფებიც ძალიან მოეწონა. დიდი იმედი მაქვს, რომ წონაში მოიმატებს. მადლობას გიხდით სამედიცინო ხელსაწყოებისთვის, რომელიც აუცილებლად გვჭირდება ყოველდღე — გასტროსტომები, შპრიცები, სანაციის მილები… ასევე იმისთვის, რომ არა მხოლოდ ხვალინდელი დღის, არამედ მომავლის იმედიც გვაჩუქეთ. თქვენს თანადგომას ვგრძნობ, ეს კი ძალიან მამშვიდებს და მანუგეშებს. მუდამ ჯანმრთელები და უფლისგან დალოცვილები ყოფილიყავით ასეთი დიდსულოვნებისთვის.

იოგურტები და ფაფები, რათა ომარიკომ წონაში მომატოს

 — პირადად თუ გაიცანით ჩერნოვეკის ფონდის მეგობრებიდან ვინმე?

 თეონა: კი, რა თქმა უნდა. ახალგაზრდა მამაკაცი გვესტუმრა და აიფონი მოუტანა ლიკუნას საჩუქრად. ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა ისე გაგვანებივრეს. ლიკუნას ჯერ პლანშეტი, მერე კი აიფონი აჩუქეს. უზომოდ გაუხარდა, მაგრამ, იმავდროულად, დაიმორცხვა. ძალიან ძვირფასი საჩუქარია! იმ ბიჭის ისტორია რომ მოვისმინეთ, ცრემლებს ძლივს ვიკავებდით. მასაც მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს და გოგონა, რომელიც ისევე ზრუნავს მასზე, როგორც ლიკუნა ომარიკოზე.

 —   ძალიან უნდოდა ჩემი ლიკუნას გახარება, გამხნევება და დასაჩუქრება, ძამიკოზე ასე რომ ზრუნავს.

 ლიკუნა: ეს საჩუქრები კარგ განწყობას მიქმნის. მთელ ჩვენს ოჯახს ძალა და კარგი განწყობა გვჭირდება, ომარიკოს დაავადება რომ დავძლიოთ. ტელეფონით ჩემს მეგობრებს ვესაუბრები, პლანშეტით ვერთობი, ვთამაშობ და ვკითხულობ. მერე კი ჩემს ძმას ვუბრუნდები და ვცდილობ, დავეხმარო, რითაც შემიძლია.

„პლანშეტით ვერთობი, ვთამაშობ, ვკითხულობ. მაგრამ სულ ინტერნეტში ვერ ვიჯდები, ომრიკოს მიხედვა უნდა“

ლიკუნა: „მუდამ ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ, ჩემი ძამიკო  გამოაჯანმრთელოს!“

 — ვხედავ, ფონდის მეგობრებისთვის რაღაც გაქვს სათქმელი.

 ლიკუნა: ჩვენთან ერთად ილოცეთ, გთხოვთ. უფლის დახმარების დიდი იმედი გვაქვს. იმის იმედი გვაქვს, რომ ამ საშინელი უცნაური დაავადების წამალს გამოიგონებენ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამჟამად ჩემი ძმა უკეთესად არის! მომავალზე კი, ჯერჯერობით, ვერაფერს ვიტყვით.

მინდა, რომ ფონდის მეგობრებს ყოველთვის ყველა ჯანმრთელად ჰყავდეთ. თუკი თქვენს ოჯახებშიც ავად არიან ბავშვები… თუ თქვენ ხართ ასეთი ბავშვის დედა, მამა, და ან ძმა, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მასაც და ჩვენს ომარიკოსაც. რომ აღარ იტიროთ და თქვენი შვილის ჯანმრთელობით ბედნიერები იყოთ.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

აი, ასეთი არაჩვეულებრივი, უშიშარი დაიკო ჰყავს ჩვენს ომარიკოს — ლიკუნა. მეგობრებო, ბავშვის მდგომარეობა დადებითია — შეუძლია გასტროსტომის მეშვეობით საკვების მიღება, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები კი მეტნაკლებად ნორმაში არის. ომარიკოს ხომ გაურკვეველი დაავადების გამო გადაადგილება და ლაპარაკი არ შეუძლია, დაკარგული აქვს მხედველობა… მეგობრებო, მისი გამოჯანმრთელებისთვის ვილოცოთ და გვერდში დავუდგეთ მას.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge  

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ასლანიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: მედეა
 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 აპრ 20
სამედიცინო მოწყობილობა
5000.00₾
2024 მაი 08
სამედიცინო საქონელი
1500.00₾
2024 მაი 12
სამედიცინო საქონელი
250.00₾
2024 მაი 15
დასვენება სურამში
600.00₾
26.05.2024
სამედიცინო მოწყობილობა
3000.00₾
30.05.2024
პლანშეტი
380.00₾
31.05.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
3725.00₾
13.06.2024
მედიკამენტები
405.70₾
13.06.2024
მედიკამენტები
636.59₾
01.07.2024
გამოკვლევა
170.00₾
08.07.2024
სამედიცინო საქონელი
3147.00₾

სულ ხარჯები:

18814.29₾

დატოვა:

0.40₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გიორგი ლობჟანიძე, 01027047740
08.07.2024 00:00:00
₾10.00
სიფრაშვილი ნონა
08.07.2024 00:00:00
₾30.00
ლუკავა ნანა
08.07.2024 00:00:00
₾20.00
ვარძელაშვილი ეკა
08.07.2024 00:00:00
₾100.00
თინათინ კაკოიშვილი
08.07.2024 00:00:00
₾20.00
თასოშვილი რუსუდან
20.06.2024 00:00:00
₾5.00
დეკანოსიძე მარიამ
04.06.2024 00:00:00
₾1.00
ჩახალიან სტეპან
01.06.2024 00:00:00
₾5.00
ივანიძე აკაკი
31.05.2024 00:00:00
₾1.00
თათია პაპუნიძე
31.05.2024 00:00:00
₾2.00
გოხელაშვილი დიმიტრი
29.05.2024 00:00:00
₾300.00
ლია ხვედელიძე
25.05.2024 00:00:00
₾5.00
ნინო დავითაშვილი
25.05.2024 00:00:00
₾1.00
მანუჩარ მეგრელიშვილი
27.05.2024 11:17:30
₾10.00
ქაფიანიძე მარიამ
17.05.2024 20:00:00
₾5.00
ჩუბითიძე მაკა
06.05.2024 20:00:00
₾13.00
გვანცა რუხაძე
04.05.2024 20:00:00
₾10.00
დავით კუპრავა
03.05.2024 20:00:00
₾50.00
ლელა ქერდიკაშვილი
03.05.2024 20:00:00
₾3.00
მახარაძე ავთანდილ
03.05.2024 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾18,814.69

1488 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾18,814.69

1488 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება