რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩვენ ფონდს „სოციალური პარტნიორობა“ დახმარების თხოვნით ახალშობილთან ერთად მრავალშვილიანი მარტოხელა დედა, ნათია ჯიშკარიანი ესტუმრა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ჩვენ ფონდს „სოციალური პარტნიორობა“
დახმარების თხოვნით ახალშობილთან ერთად მრავალშვილიანი მარტოხელა დედა, ნათია ჯიშკარიანი
ესტუმრა.
მისი მეუღლე ოჯახიდან წავიდა,
როდესაც ნათიას მეექვსე ორსულობის შესახებ შეიტყო. მიუხედავად საშინელი საცხოვრებელი
პირობებისა და გაჭირვებისა, ნათიამ გადაწყვიტა არ ჩაედინა დანაშაული თავისი ჯერ არდაბადებული შვილის წინაშე და ასე გაჩნდა პარატა გიორგი.
ნათია ბავშვებთან ერთად
ვარკეთილის მასივში, ყოფილი 109–ე სკოლის შენობაში ცხოვრობს, რომელიც საცხოვრებლად
გამოუსადეგარია, ბეტონის იატაკი, დაბზარული კედლები, ჩამსხვრეული შუშები, ძველი დამტვრეული
ავეჯი… მაგრამ ნათიას წასასვლელი არსად აქვს. იმითაც ბედნიერია, რომ ბავშვებთან ერთად
ღია ცის ქვეშ არ უწევს ცხოვრება.
ნათიას ფარისებრი ჯირკვლის
პრობლემები აქვს, ასევე აწუხებს თირკველები და ჰიპერტონია. ჰორმონალური დარღვევების
ფონზე, მან წონაში მოიმატა და ამის გამო სახსრებიც აწუხებს.
ოჯახი სოციალური სასადილოთი
სარგებლობს, პროდუქტის შესაძენად თანხა მათ არ აქვთ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ნათიას
სისხლი ჩაუბარებია, რომ ბავშებისთვის პური ეყიდა. სასადილოდან მოტანილ საჭმელს ნათია
ხშირად არ ჭამდა, რომ ბავშვები მშივრები არ ყოფილიყვნენ. ამის გამო მას რამდენჯერმე
გულიც წასვლია. ამიტომ ახლა ბავშვები ყოველთვის სთხოვენ დედას, რომ მათთან ერთად ისადილოს!
ბავშვები ძალიან ზრდილობიანები,
ლამაზები და საყვარლები არიან.
15 წლის გვანცა დედიკოს
მარჯვენა ხელია.
10 წლის ლუკა ოცნებობს,
რომ პროფესიონალი რაგბის მოთამაშე გახდეს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისთვის
ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, დედას კი საშუალება არ აქვს, რომ შვილს უმკურნალოს.
5 წლის ნიკოლოზი, რომ გაიზრდება დედიკოსთვის დიდი
და ლამაზი სახლის აშენებას გეგმავს.
3 წლის ხატიას და 2 წლის
ნანუკას ძალიან უყვართ ხატვა, მაგრამ სახატავი ალბომები და ფანქრები მათ არ აქვთ, ამიტომ
უფროსი დაიკოს სკოლის ძველ რვეულში ხატავენ.
პატარა გიორგი კი ყველაზე
უდარდელი და ბედნიერი ბავშვია, მასზე ხომ 5 მოსიყვარული და–ძმა ზრუნავს.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“
იწყებს საქველმოქმედო აქციას ნათია ჯიშკარიანის ოჯახის დასახმარებლად. ნათიას და მის
6 მცირეწლოვან შვილს ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები,
წამლები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ესაჭიროებათ!
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური
დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათია ჯიშკარიანი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/140/
ახლა მათ ძალიან სჭირდებათ
თანადგომა. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია გასაჭირი შევუმსუბუქოთ ამ ულამაზეს
ბავშვებს და მათ დედიკოს!
ნათიას მხოლოდ თქვენი იმედი
აქვს, ადამიანების, ვისაც სხვისი გაჭირვების გულთან ახლოს მიტანა შეუძლიათ!
©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.
სულ ხარჯები:
1660.00₾დატოვა:
0.00₾