რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 22 წლის ზურაბ გველესიანს გაგაცნობთ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 22 წლის
ზურაბ გველესიანს გაგაცნობთ. ზურას თანატოლებმა უკვე ცხოვრება მოიწყვეს, ზოგმა ოჯახი
შექმნა, შვილები ჰყავთ… მას კი არ გაუმართლა, იგი ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაიბადა
და დაბადებიდან ამ მძიმე სენს ებრძვის მთელი ოჯახი.
ეს მძიმე გამოცდაა, როგორც ბავშვისთვის, ასევე მისი
მშობლებისთვის. ამ დაავადებასთან საბრძოლველად დიდი ძალისხმევა და ხარჯებია საჭირო,
ზურას მშობლებმა კი უკვე ყველა რესურსი ამოწურეს.
ასეთ ოჯახებს ხშირად ტოვებენ მამები – ვერ უძლებენ ფსიქოლოგიურ
ზეწოლას. მაგრამ გველესიანების ოჯახი, ზურას დაბადებამ უფრო გააძლიერა. დედა და მამა
ერთნაირად ზრუნავენ თავის შვილზე.
მშობლები ზურას უკვე 22 წელი უვლიან და ცდილობენ ყველაფერი
გააკეთონ იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა გააუმჯობესონ. მშობლებისთვის ის ისევ პატარა
ბავშვად რჩება, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლია.
მისი დაბანა, ჩაცმა და გამოცვლა, მშობლებს მხოლოდ ერთად
შეუძლიათ, რადგან ზურა უკვე დიდია ხოლო დედა და მამა ახალგაზრდები აღარ არიან… მათ
უკვე ძალა აღარ აქვთ გაუმკლავდნენ პრობლემებს, მათ თავად სჭირდებათ დახმარება.
ზურას არ გააჩნია ღეჭვითი რეფლექსი და დედას უხდება
ჩანგლით დაჭყლეტილი საჭმელი აჭამოს შვილს. სადილი, ორი პური და ბოსტნეულის წვნიანი,
სოციალური სასადილოდან მოაქვთ. მათთვის ეს დიდი შეღავათია, რადგან პროდუქტების საყიდლად
ფული არ რჩებათ. მთელი პენსია ზურას წამლებში იხარჯება.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ოჯახისთვის? როგორ დავუჭიროთ
მხარი მძიმე სენით დაავადებულ ახალგაზრდა ბიჭს და მის მშობლებს?
ფონდი “სოციალური პარტნიორობა“ გთხოვთ, გულთან ახლოს
მიიტანოთ ამ ოჯახის ისტორია. ნებისმიერი სახის დახმარება (პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები,
მედიკამენტები) მათ მძიმე ყოფას შეუმსუბუქებს და მომავლის იმედს ჩაუსახავენ.
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ
მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ზურაბ გველესიანი)
ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/143/
ერთი ადამიანის ცხოვრების შეცვლით, თქვენ უკეთესობისკენ
ცვლით მსოფლიოს!
©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.
სულ ხარჯები:
1493.00₾დატოვა:
0₾