რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
შანიძეების ოჯახის დიდი ტრაგედია!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მეგობრებო, ჩერნოვეცკის
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მზრუნველობას უწევს ნამდვილ გმირს, ადამიანს,
რომელმაც ქვეყნის ინტერესები საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა დააყენა.
ამ ფოტოზე ერთი და იგივე
ადამიანია გამოსახული, ეს ირაკლი შანიძეა.
ირაკლი ბედნიერ ოჯახში დაიბადა,
უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. ახალგაზრდამ ოჯახი შექმნა, მუშაობდა და ყველაფრით უზრუნველყოფილი
იყო. მისი მშვიდი ცხოვრება 2008 წლის აგვისტოში შეიცვალა! ირაკლი მოხალისედ სამშობლოს
მთლიანობის დასაცავად, ოჯახისგან მალულად ომში წავიდა, მაგრამ გამოუცდელმა მეომარმა
საბედისწერო ჭრილობა მიიღო თავის არეში.
რამდენიმე დღეში დაჭრილი
შვილი საკაცით მიუყვანეს დედას. არავის სჯეროდა, რომ ირაკლი გადარჩებოდა. მამა ნერვიულობას
გადაყვა… განწირულ შვილთან ერთად მხოლოდ მისი დედა – ქალბატონი ვიოლა დარჩა. მან
ყველაფერი გაყიდა, რაც მის ოჯახს ებადა, უძრავი ქონება, ძვირფასეულობა, ავეჯი და ჭურჭელიც
კი, რომ ირაკლისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
და მართლაც, ღვთის წყალობით
და ექიმების ძალისხმევით ირაკლი გადარჩა, ცნობიერება დაუბრუნდა, მან თავიდან შეძლო
სიარული, ისწავლა ლაპარაკი… მაგრამ როგორც კი სამკურნალო თანხა ამოიწურა, ირაკლის
ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ახლა ის სრულიად პარალიზებულია, ვერ
ამოძრავებს კიდურებს, აქვს ნაწოლები და ნებისმიერი შეხება უდიდეს ტკივილს აყენებს.
ირაკლის თავის წამოწევაც კი არ შეუძლია. ვეღარც ლაპარაკობს და მხოლოდ ცრემლებით ახვედრებს
დედას, რომ ძალიან ცუდადაა…
„ორმეტრიანი, ჯანმრთელი,
სიცოცხლით სავსე ბიჭისგან, არაფერი დარჩა… ახლა კოვზით ვაჭმევ, ვბან და ვაცმევ როგორც
პატარას. ჩემს გარდა მას არავინ ჰყავს. ღმერთს ვთხოვ, ძალა მომცეს, ჩემ ბიჭს რომ კარგად
მოვუარო“ – ამბობს დარდიანი დედა…
ოჯახის ერთადერთი შემოსავლის
წყარო მიზერული შემწეობაა, რომელიც წამლის საყიდლადაც კი არ არის საკმარისი.
ირაკლის მდგომარეობა ძალიან
მძიმეა! ჩვენი გვერდში დგომის გარეშე მას გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვს! გთხოვთ
ყველას, გვერდში დავუდგეთ ახალგაზრდას, რომელმაც თავისი ჯანმრთელობა საქართველოს კეთილდღეობას
შესწირა!
თუ გაქვთ საშუალება, თანხა
შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ირაკლი შანიძე) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/161/
გვჯერა, რომ თქვენი დახმარებით ირაკლის მდგომარეობა გაუმჯობესდება!
სულ ხარჯები:
12515.53₾დატოვა:
0₾