ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270დავითი – კეთილშობილი და გულისხმიერი ახალგაზრდა ქართველი ბიჭია, რომელმაც გვერდი ვერ აუარა ბანდიტებს, რომლებიც გამვლელს უმოწყალოდ სცემდნენ! გონება რომ დაკარგა, მთვრალმა ნაძირლებმა პირდაპირ საძილე არტერიაში ჩაარტყეს მინის ნამსხვრევი.
საშინელებაა! ასე გაწირეს გარდაუვალი სიკვდილისთვის 23 წლის ბიჭი – ორი მცირეწლოვანის მამა. მეგობრებო, ეს ნამდვილი მკვლელობაა! ჩვენ, ფონდის თანამშრომლები, თქვენი დახმარებით, სასამართლოსგან მკვლელებისთვის მაქსიმალურ სასჯელს მოვითხოვთ!
მეგობრებო, დაწერეთ კომენტარები და თანხის შეგროვებაში დაგვეხმარეთ, დავითი თურქეთში რეაბილიტაციაზე რაც შეიძლება მალე უნდა გავგზავნოთ, რადგან, ჯანდაცვის სამინისტროს თუ დაველოდებით, სანამ გამოყოფს თანხას, დავითი შეიძლება უბრალოდ მოკვდეს…
ქართველი ექიმები მხოლოდ ერთ პროცენტს აძლევენ გადარჩენის შანსს. რა თქმა უნდა, ადგილობრივ კლინიკებში მკურნალობაზე, საუბარიც კი ზედმეტია. სახლში კი, დავითს მისი ვაჟი იოანე და ულამაზესი გოგონა ნიკოლი ელოდებიან… დავითი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. უფალო, ახალგაზრდა მამას გადარჩენაში დაეხმარე!
დაეხმარე, უფალო! აუცილებლად გავიგებთ, დამნაშავეებს რამდენ წელს მიუსჯიან და მოგახსენებთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ფონდის დამფუძნებელი უკრაინის პროკურატურის ყოფილი, უდიდესი გამოცდილების მქონე უფროსი გამომძიებელი და სამართლის დოქტორი გახლავთ. მაგრამ, საქმე მარტივად არ არის, მეგობრებო!
დავითის სიცოცხლის ფასი, მისი შეჭირვებული ოჯახის წევრების თქმით, დღეს, 50 000 დოლარია. ეს დიდი უბედურებაა, მეგობრებო! უდიდესი ადამიანური უბედურება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
აი, ეს საშინელება დამართეს ლაჩარმა არაკაცებმა ჩვენს ვაჟკაც დავითს. საძილე არტერიის გადაჭრა არ აკმარეს და ბიჭს უმოწყალოდ სცემეს. თავში იქამდე ურტყეს, სანამ დიდი რაოდენობით სისხლი არ ჩაექცა ტვინში. ღმერთო, სად იზრდებოდნენ? ნუთუ, დედის რძის ნაცვლად, გველის რძეს სვამდნენ?
მიღებული დაზიანებების შედეგად, ბიჭს თავის ტვინი დაუზიანდა. რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა 40 დღე. თავის ქალის ძვლები ამოუღეს ორივე მხრიდან. ეს, საშინელებათა ჟანრის ფილმის კადრი არ გეგონოთ. ეს რეალობაა – ამქვეყნიური ჯოჯოხეთი.
საბრალო ბიჭი, თავს ვერ იმაგრებს. ამჟამად კი, დიდი რაოდენობით სითხეა ჩამდგარი თავში, რაც დიდ საფრთხეს უქმნის დავითის სიცოცხლეს. სითხის გაწოვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ რეაბილიტაციის სრულფასოვანი კურსი ჩაუტარდება დავითს საზღვარგარეთ.
დრო ცოტა რჩება: უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, დავითის თურქეთში გადაყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს. რეაბილიტაციის ხანგრძლივობა სამი თვეა. ჯამური ღირებულება კი, თითქმის 50 000 დოლარს შეადგენს. რა ქნას საბრალო დედამ, საიდან მოიტანოს ამხელა თანხა? ოჯახმა უკვე ყველაფერი გაყიდა, რაც კი რამ ებადათ.
ანგელინა (56 წლის): „ეროვნებით უკრაინელი ვარ. ქართველ მამაკაცზე რომ ვიქორწინე, ჩემი მომავალი საქართველოში, როგორც კეთილ ზღაპრებშია, ისეთი წარმომედგინა. ჩემი შვილებით და შვილიშვილებით უნდა მეხარა. რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც, არაკაცები სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ ჩემს შვილს…“
საბრალო დედა დავითს სასოწარკვეთილი ეკითხება: „შვილო, გესმის ჩემი ხმა? თუ გესმის, რაიმე მინიშნება მომეცი.“ ეს სიტყვები, იმდენად სულისშემძვრელი იყო, რომ ფონდის კორესპონდენტმაც ცრემლები ვერ შეიკავა და დედასთან ერთად ატირდა.
ეს ანგელოზი დავითის შვილია. შეხედეთ, მართლაც, ნამდვილ ანგელოზს ჰგავს. ბავშვი ერთი წლის იყო, როდესაც მის მამიკოს მხეცურად გაუსწორდნენ. დიახ, ამ ანგელოზმა არ იცის, როგორია მამის ჩახუტება, მამის სითბო. მამობრივი სიყვარულის გარეშე მისი დარჩენა, ყველაზე დიდი უსამართლობა იქნება.
ეს კი, სამი წლის ნიკოლია. გოგონას ვერ გაუგია, რატომ წევს ასე გაუნძრევლად მისი საყვარელი მამიკო, რატომ არ ეთამაშება…
1 მაისს, დავითს 25 წელი შეუსრულდა. საბრალო დედამ, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მომაკვდავ შვილს ტორტი გამოუცხო. „ნუთუ, ეს მისი უკანასკნელი დაბადების დღეა? ნუთუ, ჩემი შვილის მომდევნო დაბადების დღეს, მის საფლავზე შევხვდები?..“ – სწორედ ამ ფიქრებში იყო მთელი დღე საბრალო ქალი, მაგრამ ცდილობდა, ღიმილის უკან დაემალა ცრემლები. რადგან დავითს შეტევა ემართება, თვალცრემლიანს რომ ხედავს დედას.
დავითი ზოგიერთი ადამიანივით გულცივი რომ ყოფილიყო, უცხო ადამიანის ცემას გვერდს აუვლიდა. მაგრამ, ბიჭის კეთილმა გულმა უსამართლობა, ჩაგვრა ვერ მოითმინა. გასაჭირში მყოფი ადამიანი ვერ მიატოვა. რა გამოდის? კეთილი საქმის გამო მიჰყავს დავითი ვერაგ სიკვდილს? რა პასუხს გავცემთ დავითის შვილებს, რომ გაიზრდებიან? ,,შენი მამიკო ცოცხალი იმიტომ აღარ არის, რომ კეთილ და ვაჟკაცურ საქმეს შეეწირა?“ ნუთუ, ბავშვებს ამ სიტყვებს ვეტყვით? მერე რა იქნება? ბავშვებს ხომ, ეგონებათ, რომ დამღუპველია სიკეთე და ვაჟკაცობა. არა! ეს სიმართლე არ არის!
სწორედ ამიტომ, მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ, ჩვენი ვაჟკაცი ბიჭის გადასარჩენად. დაე, ბოროტმა ძალებმა გაიგონ, რომ სიკეთეს ვერაფერი დაამარცხებს!
ის არაკაცები კი, ვინც დავითი სასიკვდილოდ გაიმეტა, ახლა, ციხეში სხედან. მართალია, ცოცხლები არიან, მაგრამ ასეთ სიცოცხლეს, სიკვდილი სჯობს.
ღვთისნიერო ადამიანებო, ფონდში დარწმუნებული ვართ, რომ გულგრილი არ დარჩებით სასოწარკვეთილი დედის ვედრების მიმართ. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით, დავითის თურქეთში გაგზავნას შევძლებთ.
სამწუხაროდ, დრო თითქმის აღარ დარჩა. ამ მწვანეთვალება ვაჟკაცისთვის, ხვალინდელი დილა თუ გათენდება, არავინ იცის.
გახსოვდეთ, თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას. დღეს, დავითის სიცოცხლის საფასური 50 000 დოლარი არის.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ვარკეთილი–3, მეოთხე მიკრორაიონი, კორპუსი 409.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა დაგანახათ „სხვის“ გასაჭირი! თქვენი მეშვეობით რომ პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! ეს იმას ნიშნავს, რომ რჩეული ხართ! მუდამ დალოცვილი იყავით! ძალიან გთხოვთ, ხშირად გაიხსენოთ სხვის გასაჭირი და მოინახულოთ შეჭირვებულები. სწორედ ამ დროს, თქვენ იძენთ პიროვნულ მნიშვნელობას და დიდებას – ნამდვილი ქართველი ადამიანის, დიადი ქართველი ერის ღირსებას, რომელიც ღმერთმა ასეთად შექმნა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ზითანიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: