ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
უბედურმა და უკიდურესად შეჭირვებულმა თამარმა ხუთი ინსულტი გადაიტანა!!! ორგანიზმი უკიდურესად გამოფიტულია! იცოცხლებს თუ მოკვდება მარტოხელა, უბედური, ძალიან კარგი ქალბატონი – ჩვენზეა დამოკიდებული!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სადისტი ქმარი ისე ძალადობდა თამარზე, რომ ამის გამო ხუთი წლით ჩასვეს ციხეში! ქალს, რომელიც არამზადა ქმარმა სასტიკად სცემა, ტვინში სისხლი ჩაექცა. თავის მძიმე ტრავმის გამო ის თითქმის დაბრმავდა. თამარის გადარჩენის არანაირი იმედი არ იყო, მაგრამ უფალმა სასწაული მოახდინა და ორი შვილის დედას სიცოცხლე შეუნარჩუნა, არ დატოვა ისინი ობლად.
მხოლოდ ღმერთმა იცის, რისი გადატანა მოუხდა საბრალო ქალს. შედეგები დღემდე თავს იჩენს: ხუთი ინსულტი, ტვინში სისხლის ჩაქცევა, ინფარქტი.
თამარი (54 წლის): „მეუღლე გამუდმებით თავში მირტყამდა. წარმოიქმნა ჰემატომა, ტვინში სისხლი ჩამექცა. ექიმების თქმით, გადარჩენის ერთი პროცენტიც კი არ მქონდა. მაგრამ გადავრჩი! ღმერთს ვუყვარვარ!“

– რამდენი ხანი ითმენდით ცემას?
თამარი: 6 წელი.
– მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართეთ?
თამარი: იმიტომ, რომ მემუქრებოდა. მეუბნებოდა, რომ დაგვხოცავდა მეც და ბავშვებსაც. მეშინოდა!
თამარმა უდიდესი შიში გადაიტანა ინსულტის შემდეგ: მოღრეცილი აქვს სახე, სხეულის მარცხენა მხარეს ვერ გრძნობს, ლაპარაკი არ შეუძლია, გაურკვევლად მეტყველებს. როდესაც ავადმყოფობის შემდეგ თავისი ანარეკლი პირველად დაინახა, ქალს სტრესისგან სარკე ხელიდან გაუვარდა.

ქალს სიარული უჭირს და ხშირად ეცემა, მთელი სხეული სილურჯეებით აქვს დაფარული.
თამარი თითქმის დაბრმავდა. სწრაფად კარგავს მხედველობას. ბოლო მოუღეთ საბრალო ქალის ტანჯვას!
თამარი: „წამლები გამომელია და ფული არ მაქვს, რომ ვიყიდო. მედიკამენტებისთვის დაახლოებით 400 ლარი მჭირდება თვეში. საიდან მექნება, როდესაც საჭმლის ფულიც კი არ მაქვს? ერთი პური სამი დღე უნდა ვიმყოფინო. მხოლოდ წოლა და ლოდინიღა დამრჩენია, სანამ დაავადება უკანასკნელ ძალებს წამართმევს. აბების მიღებას თუ არ გავაგრძელებ – მოვკვდები. ყოველდღე 200-მდე მაქვს წნევა. ღმერთმა დამიფაროს, კიდევ ერთ ინსულტს ვეღარ გადავიტან.“
მედიკოსებმა თამარს იმედი მისცეს – რეაბილიტაცია მას გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. ინსულტგადატანილი ადამიანებისთვის ეს ერთადერთი გზაა სრულფასოვანი ცხოვრების დასაბრუნებლად. მაგრამ ქალს მკურნალობის ფული არ აქვს. ის ინვალიდობის პენსიითა და სოციალური დახმარებით არსებობს. დრო გადის, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ დავკარგავთ თამარს! ამჟამად მისი გადარჩენის შანსი ჩვენზეა დამოკიდებული. გულგრილად ნუ აუვლით გვერდს. მას სასიცოცხლოდ სჭირდება თქვენი დახმარება!
იტირებთ, როდესაც ნახავთ, როგორ რეცხავს ცალი ხელით ტანსაცმელს ქალი, რომელმაც ხუთი ინსულტი გადაიტანა. არც სარეცხი მანქანა აქვს, არც ცხელი წყალი – წყლის გამაცხელებელი გაუფუჭდა. ასე რომ, თამარი ადამიანურად დაბანასაც კი ვერ ახერხებს.
სახლში არც ფანჯრებია, არც კარებები. წვიმის დროს ჭერიდან ღვარად მოედინება წყალი.
ნახეთ, სად სძინავს საბრალო ქალს – ძველ, დანგრეულ საწოლზე.
ამჟამად ქალი სრულიად მარტო ცხოვრობს – დამხმარე არავინ ჰყავს. 16 წლის ვაჟი მამასთანაა, 18 წლის ქალიშვილი კი გათხოვილია (ჩვილს უვლის და არ მუშაობს, ამიტომაც დედას ვერ ეხმარება).
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ შორის ბევრია გულკეთილი ადამიანი!
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ უბედურ ქალს, რომელმაც ოჯახური ძალადობა გადაიტანა. რადგან მხოლოდ ისეთი ადამიანები, როგორებიც თქვენ ხართ, ამ სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან და სიკეთით ავსებენ. თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ სხვისი გასაჭირი არ არსებობს!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი შალაური.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი, თქვენი ნაცნობის ან მეზობლის გასაჭირის შესახებ იცით, გთხოვთ, ღვთის მოსაწონი საქმე გააკეთეთ და ამის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ყურაშიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში „ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1341.36₾დარჩა:
0.22₾