ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მკვლელი ექიმი!!! ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კლინიკის ექიმების შეცდომის გამო, გიორგი კაპანაძე დღეს სიკვდილს ებრძვის. ერთი წლის წინ, მამაკაცს ინფარქტი დაემართა. გულის სტენტირების დროს, ექიმის დაუდევრობის გამო, ორგანიზმში ინფექცია შეიჭრა. შედეგად, აორტის სარქველზე გაჩნდა ცხრა სანტიმეტრიანი წარმონაქმნი, რის გამოც, მამაკაცმა ნახევარ წელიწადში სამი ინსულტი გადაიტანა. დიახ, სწორედ ექიმის დაუდევრობის გამო ორ სამყაროს შორისაა „გამოკიდული“ ეს მშრომელი ადამიანი. ეს ხომ, სიკვდილზე უარესია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
შეხედეთ ამ საბრალო ადამიანს – მას მხოლოდ ნახევარი თავი აქვს დარჩენილი. გიორგი კაპანაძის სახლში მე, ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტს, ისეთი შემზარავი სურათი დამხვდა, როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდი. ოთახში ფაქტობრივად მკვდარი ადამიანი დავინახე, რომელიც მხოლოდ სუნთქავდა და ისიც, დიდი გაჭირვებით.

პატარა ნესტიან ოთახში უგონოდ, სიგამხდრისგან ძვლებად ქცეული გიორგი იწვა. რომ დავინახე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი საფლავიდან ამოიყვანეს. ყველამ პირჯვარი გადაიწერეთ!
დაე, თქვენს ოჯახებში მხოლოდ სიხარული სუფევდეს, მაგრამ ამავე დროს არ დაგავიწყდეთ: სწორედ ახლა, ამ წუთას, ვიღაც სიკვდილს ებრძვის – ვიღაცის შვილი, ვიღაცის მამა, ვიღაცის და… სწორედ იმ მომენტში, როცა თქვენს სახლებში თქვენი საყვარელი ადამიანების მხიარული სიცილი ისმის, გახსოვდეთ: იმ წამს ვიღაცის შვილმა, ვიღაცის დედამ ბოლოჯერ… უკანასკნელად ამოისუნთქა.
ეს კი, გიორგის მეუღლეა, ეკა, რომლის გულში ახლაც ისეთივე ძლიერი სიყვარულია, როგორიც იყო მრავალი წლის წინ, როდესაც ოჯახი შექმნეს.
დიახ… უკვე წელიწადზე მეტია, რაც ეს საბრალო ქალი თავის ნახევრად მკვდარ, ძვლებად ქცეულ მეუღლეს უყურებს. მიუხედავად ამისა, მის გულში სიყვარულის ცეცხლი კვლავაც გიზგიზებს. ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული!
ვინ იცის, ცხოვრებაში რა გველის წინ?
შეხედეთ ამ ფოტოს, დაახლოებით 25 წლის წინ არის გადაღებული. ნუთუ, ეს გიორგია? ნუთუ, ეს მართლა ის ადამიანია, ვისგანაც ახლა, მხოლოდ ჩონჩხია დარჩენილი? ნუთუ, ეს ის მამაკაცია, რომელსაც ახლა თავის ქალის ნახევარი აკლია და ყოველი ახალი ჩასუნთქვა სიკვდილთან აახლოებს? დიახ, ეს სწორედ ის გიორგია…
მის გვერდით კი ეკა, რომლისთვისაც მეუღლე ცხოვრებაში მთავარი საყრდენი იყო. მაგრამ სამწუხაროდ, ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და როლები შეიცვალა. დღეს, ფრთებდაჭრილ ჩიტს ჰგავს ეს ნაზი ქალი. მაგრამ, ყველა დარდის მიუხედავად, ის მაინც გიორგის ერთადერთ საყრდენად რჩება. ღმერთო, მიეცი ძალა ამ ღირსეულ ქალს, რომელსაც ასეთი გულწრფელი სიყვარული აქვს გულში! ეს ღირსეული დედაა! ღირსეული ადამიანი!
სამწუხაროდ, კაპანაძეების ოჯახს გამუდმებით თან სდევს უბედურება, ერთი მეორეს მიყოლებით. ჯერ, გიორგის და ეკას ვაჟი – 26 წლის დავითი, რომელიც ცნობილია თავისი შრომისმოყვარეობით, პატიოსნებითა და კეთილი გულით, საშინელ ავარიაში მოყვა. ამ საბედისწერო დღის მერე, საბრალო ბიჭს ფეხებში ლითონის ფირფიტები ჩაუდგეს და ამის გამო, ფეხზე დგომა დიდხანს არ შეუძლია.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმაა ეს ახალგაზრდა, დასაოჯახებელი ბიჭისთვის. რას გრძნობს დედა, რომლის ერთადერთი ვაჟი ასეთ მდგომარეობაშია? დასკვნები თქვენთვის მოგვინდია, ჩვენო ძვირფასო მკითხველებო.
კაპანაძეების ოჯახის ოთახში, სადაც სიკვდილის შიშმა დაიდო ბინა, ერთადერთი სინათლის წყარო ეს ნათურაა. წარმოიდგინეთ: მისი მკრთალი შუქი იმედის ერთადერთი ნაპერწკალია ამ ოჯახისთვის, რომელიც ამხელა განსაცდელის წინაშე დგას.
ალბათ, მხოლოდ ამ ერთი ფოტოს შემხედვარეც უკვე მიხვდით, რომ კაპანაძეები სიღატაკეში ცხოვრობენ. ამას ემატება საცხოვრებლის დაკარგვის საშიშროებაც, რომელიც სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.
საქმე იმაშია, რომ კაპანაძეების მთელი ოჯახი (მამა, დედა და შვილი) პატიოსანი შრომით, ავეჯის მაღაზიაში მუშაობით ირჩენდა თავს. მართალია, არ ჰქონდათ დიდი შემოსავალი, მაგრამ ოჯახში ყოველთვის სითბო და გემრიელი საჭმელი იყო, რადგან ჯანმრთელი და ენერგიით სავსე იყვნენ ყველანი. იმ ტრაგიკული დღის შემდეგ კი, ჯერ შვილმა დაკარგა ჯანმრთელობა, შემდეგ კი მამა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის „დარჩა გამოკიდული“…
საბრალო ქალი იძულებული გახდა ბინა ჩაედო ბანკში, რადგან ფულის გარეშე, ქმრის სიცოცხლისთვის ბრძოლას, სამწუხაროდ, აზრი არ ჰქონდა. თუმცა, ეს თანხაც არ აღმოჩნდა საკმარისი. საბრალო გიორგი ძალიან იტანჯება… მისი თვალები თითქოს ამბობენ: „მომკალით, რომ დავისვენო“. მაგრამ ჩვენი მისიაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვოს.
გიორგის ყოველთვიურად 800 ლარის ღირებულების მედიკამენტები სჭირდება. გარდა ამისა, ესაჭიროება რეაბილიტაცია, ფიზიოთერაპია და სტიმულაცია, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ერთი დღის ღირებულება 250 ლარია. ახლა კი, მეგობრებო, ეს თანხა ერთ თვეზე გაამრავლეთ და თავად მიხვდებით, ამ პატიოსანი, შრომისმოყვარე და ღვთისნიერი ადამიანის სიცოცხლის საფასური რა არის დღეს.
გარდა ამისა, გიორგის გადასახვევი მასალა და ჰიგიენური საშუალებები სჭირდება, რომლებიც არცთუ ისე იაფი ღირს. ერთია, როდესაც ადამიანი სიკვდილს ებრძვის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ავადმყოფობამ ღირსება არ შეულახოს. წარმოიდგინეთ: ძლიერი მამაკაცი სამედიცინო ნაჭრებშია გახვეული საფენების ნაცვლად, ამის მიზეზი კი, მხოლოდ წყეული სიღატაკეა.
ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობს – არ აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ მამაკაცი. ასაკსაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია – შენ ადამიანი ხარ და გყავს ოჯახი, რომელშიც აუცილებლად იქნება მამაკაცი (მამა, ძმა, შვილი, მეუღლე ან თუნდაც, ბაბუა). ახლა კი, ერთი წუთით წარმოიდგინე, რას იგრძნობდი, მამაშენი ან საყვარელი მეუღლე გიორგის ადგილას რომ ყოფილიყო. ალბათ, უსიამოვნო ჟრუანტელმა დაგიარა ტანში. დიახ… სწორედ ამ გამოუთქმელ საშინელებას და ტკივილს განიცდიან ადამიანები, რომელთა ახლობლებიც მათ თვალწინ კვდებიან, ისინი კი სიღარიბის გამო, ვერაფრით ეხმარებიან.
თუ ამ სტატიას კითხულობ, ჩემი ერთადერთი თხოვნაა: ერთი წამით მაინც წარმოიდგინე გიორგის ადგილას შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. მერე კი ისე მოიქეცი, როგორც გული გკარნახობს. თუკი, მაინც ვერ შეძლებ თუნდაც ერთი ლარის გაღებას ამ საბრალო ადამიანის გადასარჩენად, მაშინ გააზიარე მაინც ეს სტატია, რათა მთელმა საქართველომ გაიგოს: ახლა, თითოეული ჩვენგანის ხელთაა გიორგის სიცოცხლე.
ჩვენ არ გაგიცრუებთ იმედს, მეგობრებო! თუ მხარს დაგვიჭერთ – პროკურატურას, შსს–ს, შემდეგ კი საერთაშორისო სასამართლოსაც მივმართავთ! აშშ–ში ან ევროპაში ასეთი „შეცდომა“, რომელიც ფაქტობრივად გაუფრთხილებლობით მკვლელობის ტოლფასია (2-დან 6 წლამდე), არა მხოლოდ ამ გმირ ადამიანს, არამედ მისი შთამომავლობის არაერთ თაობას უზრუნველჰყოფდა! კანონიერად და სამართლიანად მირებული ათობით ან ასობით მილიონი დოლარი! მაგრამ, ამ სიტუაციაში ბინის დაკარგვის პირასაა ჩვენი გმირი. წამლების საყიდლად და ოჯახის სარჩენად მის მეურლეს სესხების აღება მოუწია.
თუ გსურთ, ოჯახი მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ქ. თბილისი, ვარკეთილი–3, მეოთხე მიკრორაიონი, კორპუსი 413, ბ. 65.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: გიორგი კაპანაძე).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
6540.11₾დარჩა:
0.52₾