სახლში / პროექტები /

ნათელა ბებოს ეგონა, რომ მისი ამ ქვეყნიდან წასვლის ჟამი ახლოვდებოდა. თქვენ კი, ფონდის მეგობრებმა, იმხელა ბედნიერება აჩუქეთ, რომ ახლა დარწმუნებულია – 100 წლამდე იცოცხლებს! უფალმა ისმინოს მისი ლოცვა!

calendar სექტემბერი 6, 2025

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 ზარი - ₾2

მობილური პროვაიდერები

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram
რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამის შესახებ, მით უფრო მალე შეგროვდება საჭირო თანხა.
ნათელა ბებოს ეგონა, რომ მისი ამ ქვეყნიდან წასვლის ჟამი ახლოვდებოდა. თქვენ კი, ფონდის მეგობრებმა, იმხელა ბედნიერება აჩუქეთ, რომ ახლა დარწმუნებულია – 100 წლამდე იცოცხლებს! უფალმა ისმინოს მისი ლოცვა!
შემოწირულობებისთვის საქართველოში:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში GEL-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში GEL-ში

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: LBRTGE22

ანგარიში GEL-ში

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

შემოწირულობებისთვის მთელი მსოფლიოდან:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში USD, EUR და GBP-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში USD და EUR-ში

GE32TB7194336180100004 GE32TB7194336180100004

კოპირებულია

85 წლის ნათელა ბებო მთელი ცხოვრების განმავლობაში შრომობდა და სხვებზე ზრუნავდა. სიბერეში კი, უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა, მოხუცებულთა თავშესაფარში. მას ყველაზე ელემენტარული ნივთები სჭირდება. ამქვეყნად არავინ ჰყავს და ჩვენ გარდა, არავინ დაეხმარება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

85 წლის, ანგელოზივით კეთილი ნათელა ბებო მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს. ის სრულიად მარტო დარჩა. არც მშობლები ჰყავს, არც ძმები, არც დები – ყველა გარდაიცვალა. ოჯახი და შვილებიც არასდროს ჰყოლია.

არ ნანობთ, ოჯახი რომ არ შექმენით, ნათელა ბებო?

ნათელა ბებო (85 წლის): ვნანობ, როგორ არ ვნანობ, შვილო. გიყვარდეთ ერთმანეთი, შექმენით ოჯახები და შვილები გააჩინეთ, სანამ ახალგაზრდები ხართ. ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბედის ანაბარა მიტოვებულები დარჩებით, ჩემსავით. მოსისხლე მტერსაც კი, არ ვუსურვებ სიბერეში მარტო დარჩენას.

ცხოვრების თავიდან დაწყება შესაძლებელი რომ იყოს, რას შეცვლიდით?

ნათელა ბებო: ოჯახს შევქმნიდი და ალბათ, შვილებსაც გავაჩენდი. ერთი ადამიანი მაინც მეყოლებოდა, ვინც სიბერეში მომაწვდიდა ერთ ჭიქა წყალს.

ნათელა ბებო: „სრულიად უმწეო ვარ, შვილო! ერთ-ორ ნაბიჯს გადავდგამ და ვეცემი. ორი დღის წინ, წონასწორობა დავკარგე და წავიქეცი. ახლა კი, წელი ძალიან მტკივა. ხელჯოხის გარეშე წამოდგომა არ შემიძლია, გადაადგილება მიჭირს.“

საბრალო ქალირადენი სიკეთეა მის თვალებში!

ნათელა ბებოს დახმარების თხოვნა ძალიან ერიდებოდა. მრავალი წლის განმავლობაში, ის სასურსათო მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად. აჭმევდა ნათესავებს, ნაცნობ და უცნობ ადამიანებს, ეხმარებოდა, რითაც შეეძლო. ახლა კი, მოხუცებულთა თავშესაფარში თავად აჭმევენ კოვზით. შეუცნობელ არს გზანი უფლისანი, მეგობრებო. არავინ იცის, როგორი სიბერე ელოდება. ამ ტკივილს გვერდს ვერ ავუვლით. გულგრილობას ვერ გამოვიჩენთ იმ ადამიანის ბედის მიმართ, ვინც ახალგაზრდობაში გულუხვად გასცემდა ყველაფერს, რაც გააჩნდა.

ნათელა ბებო: „მყარ საკვებს ვეღარ ვჭამ, შვილო. მეშინია, რომ გადამცდება და დავიხრჩობი. ღრძილები ძალიან მტკივა, რადგან ჩემი პროთეზი ძალიან, ძალიან ძველია. სტომატოლოგის დახმარება მჭირდება, მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება, გამოკვლევა რომ ჩავიტარო და ვიმკურნალო. კეთილი ადამიანები თუ დამეხმარებიან, ძალიან მადლობელი ვიქნები. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი!“

ყველა სირთულის მიუხედავად, ნათელა ბებოს თვალებში ჯერ კიდევ ციმციმებს იმის იმედის ნაპერწკალი, რომ ის სამყაროს არ დავიწყებია და არსებობენ ადამიანები, ვინც დახმარების ხელს გაუმართავს.

მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ნათელა ბებოსთვის სწორედ ის ოჯახი გავხდეთ, რომელიც არასდროს ჰყოლია. მისი გული რომ გავათბოთ, საკმარისია მცირედი ყურადღება, მცირედი მზრუნველობა, მცირეოდენი ადამიანური სითბო.

ერთად, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ თანხა აუცილებელი მედიკამენტების, საფენების, ჰიგიენური საშუალებების, კომფორტული ტანსაცმლის შესაძენად და ასევე, გადავიხადოთ სტომატოლოგთან ვიზიტის საფასური, რომელიც ასე ძალიან სჭირდება დატანჯულ ბებოს. მას ხომ, სიცოცხლის ბოლო წლების ისე გატარება სურს, როგორც ადამიანს შეეფერება.

ჟურნალისტი

ლიანა კრავეიშვილი

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ნათელა ბებოს, მისი მისამართია: თბილისი, მუხიანი 2ის დასახლება, ვანის ქუჩა #94. მოხუცებულთა თავშესაფარითბილი ხელები“.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ბიბლია 

მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობსწორედ იმ მომენტში სრულიად სხვაღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!

თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!

შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]

უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!

წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ნათელა ხითაროვი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

აკეთეთ სიკეთე, მეგობრებო! ბევრი ადამიანის ისტორია ვიცით, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ვაქვეყნებთ, მაგრამ, მათ სჭირდებათ დახმარება! ამიტომ წაიკითხეთ, პოსტის ბოლოს რაც წერია… ყველაფერი, რასაც ჩვენ გთავაზობთ, უფრო გაახლოებთ ღმერთთან! აქ, დიდ ფულს კი არა, არამედ მხოლოდ თანაგრძნობას და სინდისს ეხება საქმე!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ნათელა ბებოს ეგონ, რომ მისი ამ ქვეყნიდან წასვლის ჟამი ახლოვდებოდა. თქვენ კი, ფონდის მეგობრებმა, მხელა ბედნიერება აჩუქეთ, რომ ახლა დარწმუნებულია – 100 წლამდე იცოცხლებს! უფალმა ისმინოს მისი ლოცვა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თქვენ დაეხმარეთმადლობას გიხდით!

ნათელა ბებოს ძალიან უნდა, რომ თქვენთვის ლამაზი იყოს! დილიდან თმა დაიბანა და თავისი ახალი პროთეზი გაიკეთა! ფონდის მეგობრები ყველაზე მეტად იმაზე დარდობდნენ, რომ ნათელა ბებოს კბილების გარეშე უჭირდა ჭამა და დახრჩობის ეშინოდა. სწორედ ამიტომ, მათ სტომატოლოგთან ვიზიტი და ახალი პროთეზი დაუფინანსეს!

ქალი კი ყოველთვის ქალად რჩება! შესანიშნავია, რომ ნათელა ბებომ გაიხსენა, ახალგაზრდობაში რა ლამაზი იყო, გაუღიმა სარკეში საკუთარ თავს, მერე კი ჩვენც გაგვიღიმა. „ციცინათელაც“ იმღერა. ციცინათელა ხომ ანათებს, ნათელა ბებო კი ძალიან, ძალიან ნათელი სულის პატრონია.

ნათელა ბებო ხუმრობის ხასიათზეც მოვიდა და ფონდის კორესპონდენტს უთხრა: „უკვე „ჰოლივუდური ღიმილი“ მაქვს. ასეთი კბილები ახალგაზრდობაში რომ მქონოდა, უფლისწული შემირთავდა ცოლად!“ და გულიანად გაიცინა. 85 წლის განმავლობაში თვალებში დაგროვილი სევდა კი, სადღაც მოულოდნელად გაქრა. ფონდის მეგობრებო, ნათელა ბებოს ასე გახარებისთვის, აუცილებლად დიდ სიურპრიზს მიიღებთ სამყაროსგან.

თქვენ მას ჭოჭინაც აჩუქეთ, უკეთ და ადვილად სიარული რომ შეძლოს, მან კი გაიხსენა ამაყად მხრებგაშლილი როგორ დადიოდა. ამ მონაკვეთსაც კი – მოხუცთა თავშესაფრის სასადილოდან საერთო საძინებლამდე – ის ღირსებით გადის.

ის ლამაზი და მომღიმარი იქნება თქვენთვის! მან ასე გადაწყვიტა! ადამიანს ყოველთვის უნდა, ვინმესთვის აკეთოს რამე. თქვენთვის, ის ციცინათელასავით იბრწყინებს!

თავის ახალ, ახლად აწყობილ ხის საწოლში, ორთოპედიული ლეიბით რომ წვება, ახალ, რბილ საბანში გახვეული, ნათელა ბებო თავის ახალ მეგობრებს უსურვებს, მინიმუმ 85 წლამდე იცოცხლონ, მის ასაკამდე, მერე კი – რამდენსაც თქვენი გული ინებებს.

ახალი წნევის აპარატი ძალიან აქოელექტრონული, სწრაფად მუშაობს. აპარატზეც აისახა მისი სიხარული და მღელვარება– ოდნავ გახშირებულია პულსი. გარდა ამისა, პამპერსი და წამლები მიიღო, პროდუქტები გადავეცით თქვენგან.

მადლობის წერილი მოხუცთა თავშესაფრისგან

დამშვიდობება არის მისთვის ყველაზე რთული. ყველაფერი გადავიღეთ, ხელსაწყოები ჩალაგებულია. ნათელა ბებოს თვალებში კი, კვლავ უთქმელობას ვხედავ, სევდას და შიშს იმისა, რომ სიყვარული და ყურადღება მოულოდნელად დასრულდება და მარტო დარჩება, თავისთვის, მოხუცთა თავშესაფარში. მა კი ძალიან უნდა, ვინმე უთხრას, შესჩივლოს, ზურგი ომ ძალიან სტკივა და კორსეტი სჭირდება, ახალი ხელჯოხი, სასიარულოდ. ეს მომაკვდინებელი სევდა ვიგრძენი, გულში რომ ჩავიკარი და თავზე ხელი გადავუსვი.

„არავინ იცის, რა ელოდება“, – მეუბნება „ციცინათელა“.

სიბერეში რა ელოდება, არავინ იცის, მეგობრებო.

გახსოვდეთ ნათელა ბებო და დაეხმარეთ მას.

ჩვენი ფონდის ანგარიშები

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ნათელა ხიაროვ)

კორ. მედეა

თარიღი
დასახელება
თანხა
სტატუსი
08.09.2025
სტომატოლოგია
900.00₾
24.09.2025
ყავარჯენი
150.00₾
25.09.2025
საწოლის თეთრეული
200.00₾
24.09.2025
საწოლი
750.00₾
07.10.2025
მედიკამენტები
319.08₾
09.10.2025
პროდუქტები
149.92₾
30.11.2025
ფონდის ზედნადები ხარჯები
700.00₾
17.06.2026
მედიკამენტები
423.32₾

სულ ხარჯები:

3592.32₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2026 10:55:39
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2025 11:12:43
₾55.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2025 11:27:33
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2025 10:49:02
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2025 10:33:19
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2025 11:49:23
₾2.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2025 11:06:37
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2025 11:02:19
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2025 11:40:36
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.09.2025 11:02:51
₾4.96
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.09.2025 11:02:37
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.09.2025 22:03:01
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.09.2025 13:23:33
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.09.2025 10:58:11
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.09.2025 02:17:53
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2025 10:59:40
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2025 10:59:23
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2025 10:59:14
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2025 11:11:51
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2025 11:11:28
₾15.00

შემოწირულია:

₾3,586.44

191 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,586.44

191 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის