ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
9 წლის ხატია ფეხზე დადგომას შეძლებს, თუ სიცოცხლის ბოლომდე აუტანელი ტანჯვისთვის იქნება განწირული, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, გულკეთილო ადამიანებო. თურქი ექიმები გოგონას ელოდებიან, მაგრამ უსახსრობის გამო, ის თავის სოფელში რჩება. ყოველი გასული საათი თანდათანობით ართმევს მას სიარულის შანსს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ტერფს ვინმე ისე მოუჭერს ხელს, თითქოს ქაღალდს ჭმუჭნის. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა ტკივილია? როდესაც ძვალი იხრება და თითქოს, შიგნიდან ტყდება. ალბათ, ეს ძნელი წარმოსადგენია თქვენთვის… ცხრა წლის ხატიასთვის კი, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია ასეთი ტკივილი.
მას არასოდეს შეეძლო სირბილი ან ცეკვა, უბრალო ბავშვური ნაბიჯის გადადგმის სიხარული არასოდეს გომოუცდია. მარტივი ნაბიჯების ნაცვლად – მტანჯველი მოძრაობები, ეზოში თამაშის ნაცვლად – ცრემლები და დაცემა.
დაბადებიდან დაუსრულებელი საავადმყოფოებისა და ოპერაციებისგან შედგება მისი ცხოვრება.
უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა ფეხებზე – უმნიშვნელო შედეგი არის, მაგრამ ექიმების თქმით, საჭიროა კიდევ ერთი, უფრო რთული ჩარევა, რაც შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში.
ცოტა ხნის წინ, ის კიბიდან ჩამოვარდა და სახე დაიმტვრია… პატარა სახე… თითქოს, ბედი კვლავ ცდის მის სიმტკიცეს.
დღეს ხატიას შანსი ეძლევა – თურქი ექიმები მზად არიან ოპერაცია ჩაუტარონ, რომელიც მას ფეხზე დადგომის შესაძლებლობას მისცემს. მაგრამ, ამ იმედის ღირებულება 25 000 დოლარია. პატარა სოფელში მცხოვრები ოჯახისთვის, სადაც უბრალო მტვირთავად მუშაობს ხატიას მამა, დედა კი დღედაღამ შვილის გვერდით არის, წარმოუდგენელია ამხელა თანხა. რა დააშავა ამ პატარა ანგელოზმა ისეთი, რის გამოც ამ წყეულ ფულზეა დამოკიდებული მთელი მისი ბავშვობა და მომავალი?
საკმარისია მხოლოდ ერთი წამით შეხედოთ დედის სახეს და ეს კადრი თქვენს მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება.
„ვერ ვპატიობ საკუთარ თავს იმას, რომ ერთი წამით მოვადუნე ყურადღება და ბავშვი დაეცა… მე უნდა ვიყო მის გვერდით ყოველ წამს, ყოველ წუთს… გთხოვთ, მიეცით ჩემს პატარა პრინცესას შანსი, ისეთი ბავშვობა ჰქონდეს, რომ დაცემის არ ეშინოდეს, რადგან ეცოდინება, რომ დამოუკიდებლად შეძლებს წამოდგომას…“ – ამბობს თინათინი, გოგონას დედა და ხმამაღლა ტირის.
ხატიას ჰყავს კიდევ ერთი ადამიანი, ვისი გულიც მისი ტკივილის უნისონში ძგერს – ბებია, ხათუნა. ქალი მზადაა ყველაფრი დათმოს შვილიშვილის გულისთვის. ხელს არ უშვებს, ჩურჩულებს ნუგეშის სიტყვებს და სჯერა, რომ სასწაულები ხდება. „ბებია გყავთ?“ – მეკითხება – „ბებიისა და შვილიშვილის სიყვარული ხომ, განსაკუთრებული სიყვარულია. მე მისთვის ვცოცხლობ“, – ამბობს თვალცრემლიანი.
თავად ხატია კი ჩუმად კითხულობს: „დეიდა, ნორმალურად სიარულს როდის შევძლებ? მინდა, დამოუკიდებლად ვიარო… მინდა, სხვა ბავშვებივით თამაში შევძლო,“ – გულსაკლავია ეს უბრალო ბავშვური სიტყვები.
ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, ყველა ოპერაცია რომ ჩაეტარებინათ ხატიასთვის. ისინი ყველაფერს გაყიდიან, რაც გააჩნიათ, მაგრამ მათი გოგონას ბავშვობის გადასარჩენად ესეც არ იქნება საკმარისი.
ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ეტლს მიჯაჭვილმა, საავადმყოფოს პალატებში გაატაროს მთელი ცხოვრება. ყოველი დაგვიანებული დღე, ნაბიჯის გადადგმის კიდევ ერთ წართმეულ შესაძლებლობას ნიშნავს მისთვის.
მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია, ვაჩუქოთ ამ გოგონას ის, რასაც დაბადებიდან ელოდება – ცეკვა, სირბილი, თამაში! გთხოვთ, მისი იმედი გახდეთ.
ყოველი თეთრი, ყოველი გადარიცხვა – ეს არის ნაბიჯი, რომელსაც თქვენი დამსახურებით გადადგამს ბავშვი.
გულგრილად ნუ აუვლით გვერდს. ხატია ნამდვილად იმსახურებს ბავშვობას ტკივილის გარეშე, თქვენ როგორ ფიქრობთ?
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცხრაწყარო.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: შალამბერიძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
9585.00₾დარჩა:
4132.83₾