ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ყველაზე მწარე ცრემლები ამქვეყნად, მოედინება იმ ბავშვების თვალებიდან, ვინც მშობლები დაკარგა! საქართველოში საუკეთესო მამა გარდაიცვალა…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ნუცა (8 წლის): „ჩვენი მამიკო გარდაიცვალა! ის „ულამაზეს გოგონებს“ და „თავის პრინცესებს“ გვეძახდა. ხშირად ვთამაშობდით ერთად, ხან თოჯინებით, ხან დამალობანას. მაგრად ვხალისობდით! გვეუბნებოდა, რომ ყველაზე მეტად ვუყვარვართ ამქვეყნად! ძალიან გვაკლია და გვენატრება…“

ფოტო ოჯახის არქივიდან
ეს, მამასთან ერთად გადაღებული გოგონების უკანასკნელი ფოტოა. საბრალო კაცს ეპილეფსია ჰქონდა! რამდენჯერ საკუთარი თვალებით უნახავთ საბრალო ბავშვებს, როგორ ემართებოდა მას შეტევები…
ნუცა: „როდესაც ვხედავ, როგორ ეხუტებიან სხვა მამები თავიანთ შვილებს და სკოლაში მიჰყავთ, გული მტკივა. მამიკოს გარეშე, ძალიან მოწყენილი ვარ. ახლა კი, დამცინიან იმის გამო, რომ ობოლი ვარ. ერთმა თანაკლასელმა მითხრა: „რა კარგია, მამა რომ აღარ გყავს.“ ისე მეწყინა, ერთი კვირა ვტიროდი და სკოლაში არ დავდიოდი, სანამ დედამ არ მითხრა, რომ სხვადასხვანაირი მამები არსებობენ და ზოგიერთი შვილებსაც კი სცემს! დეიდა, ალბათ, იმ ბიჭს ასეთი მამა ჰყავს… შეგიძლია, გაიგო? ძალიან ნაწყენი ვარ…“
მეგობრებო, პატარა ნინი, ნანი და ნუცა ჩვენ გარდა არავის სჭირდება. მოდით, გარდაცვლილი მამის მისია ავიღოთ საკუთარ თავზე – როგორც საკუთარ შვილებზე, ისე ვიზრუნოთ ამ გოგონებზე!

– დღეს, საუზმეზე რა მიირთვი?
ნანი (10 წლის): ცოტა მაკარონი გვქონდა. მე, დედამ და ჩემმა დებმა თანაბრად გავინაწილეთ.
– გუშინ რა ჭამე?
ნანი: გუშინ, ცარიელი ჩაი დავლიეთ. სახლში ხშირად არ გვაქვს პროდუქტები და მშივრები ვრჩებით.
ნანი: „დეიდა, დედას არ აქვს საშუალება, მე და ჩემს დებს ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რომ გვიყიდოს. მთელი ზაფხული ფულს ვაგროვებდი და ყულაბა რომ გავტეხე, ბოტასები ვიყიდე სკოლისთვის.“
დედას, დარიკოს შაქრიანი დიაბეტი აქვს. ალბათ იცით, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, როგორი ვერაგია ეს დაავადება. ნელი სიკვდილით კლავს ადამიანს. შაქრიანი დიაბეტის დროს, სპეციალური კვებაა საჭირო. მაგრამ, ქალი ფულს ვერ იმეტებს, რაიმე განსხვავებული პროდუქტები რომ იყიდოს თავისთვის. გმირი დედა საკუთარ სიცოცხლეს თმობს, რათა გოგონებს საკვები ჰქონდეთ. ღმერთმა ნუ ქნას, ისიც სამუდამოდ წავიდეს ამ ქვეყნიდან, ისევე, როგორც მათი მამა!
დარიკო, დედა (42 წლის): „ჩემი შვილები, პატარა მფარველი ანგელოზებივით მეხმარებიან ყველაფერში: ჭურჭელს რეცხავენ, სახლს ალაგებენ. მე რომ რამე დამემართოს, ბავშვები სრულიად ობლად დარჩებიან ამ დაუნდობელ სამყაროში. ასეთ დღეში ჩავარდნას, მტერსაც კი არ ვუსურვებ.“
ნანი: „სახურავი დაზიანებულია და წვიმის დროს, მეორე სართულზე ისე წვიმს, როგორც გარეთ. ჩვენ კი, ტაშტებს ვუდგამთ.“
ნუცა: „არც კარადა გვაქვს, არც კომოდი, ტანსაცმელი რომ შევინახოთ. დედას ნივთები იატაკზე, პარკებში აქვს შენახული.“
დამტვრეულ საწოლებზე სძინავთ ობოლ ბავშვებს და გადაბრუნებაც კი არ შეუძლიათ, რადგან შეიძლება ეს საწოლიც ჩატყდეს.

დარიკო: „ჩემთვის მთავარია, ჩემმა შვილებმა არ იშიმშილონ. ამჟამად, ძალიან გვჭირდება საკვები პროდუქტები. ღმერთმა გაახაროს ჩვენი მეზობლები, ჩემი ობლებისთვის ხან ფქვილი, ხან შაქარი მოაქვთ. მერიდება. არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია. ჩემთვის არა, ჩემი შვილებისთვის ვითხოვ.
დამეხმარეთ, ბავშვები გამოვკვებო და ადამიანური პირობები შევუქმნა სახლში!“
ღმერთო, როგორ გავუძლოთ ამ თვალების მზერას? ეს ერთი კადრიც კი საკმარისია, რათა გავიგოთ, ობოლი ბავშვის პაწაწინა გული რამხელა ტკივილს იტევს. ხოლო თქვენ, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობთ, ამ პატარა ანგელოზისთვის ერთადერთი იმედი ხართ. გახსენით თქვენი გულის კარი ობლად დარჩენილი „სხვის“ შვილებისთვის და დედა ღვთისმშობელი, თავის კალთას ყოველთვის გადააფარებს თქვენს შვილებს!
მეგობრებო, თუ გული გაქვთ, დაეხმარეთ ამ ლამაზ ობოლ გოგონებსა და მათ დედიკოს! დაე, ანგელოზებმა ზეციდან დაგლოცონ!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაგვა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ჯოიძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
2645.16₾დარჩა:
549.48₾