ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„დეიდა, ექიმი ხარ? დედიკოს გადასარჩენად მოხვედი?“ – სწორედ ეს სიტყვები უთხრა სამი წლის გოგონამ ფონდის კორესპონდენტს. მის ხმაში ისმოდა, რა გამალებით და მშფოთვარედ უცემდა პატარა გული…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს მაშოა – გოგონა, რომელმაც დედის ავადმყოფობისა და საშინელი სიღარიბის გამო, ნაადრევად დაკარგა ბავშვობა. დიდხანს უმალავდნენ, საყვარელი დედიკო მძიმედ ავად რომ არის. მაგრამ, ერთ დღეს, პატარამ თავად დაინახა, დედა კედელს თავს როგორ ურტყამდა, რადგან ვეღარ უძლებდა ტკივილს… მას შემდეგ, ამ ანგელოზის სახეზე ღიმილი აღარავის უნახავს.

ეს კი, მაშოს დედაა – თამარი, 30 წლის არის. ის გაჭირვებით ზრდის ორ პატარა შვილს.
თამარი მხოლოდ 27 წლის იყო, როდესაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო. მაგრამ, საბრალო ქალს წამლების ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. იცით, რატომ? ის საშინელი არჩევანის წინაშე იდგა: ახალშობილი მაშო და ექვსი წლის ნატა ზამთარში გათბობის გარეშე დაეტოვებინა, თუ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის გაემეტებინა თანხა.
ალბათ, თავადაც გესმით, ამ გმირმა დედამ რა არჩევანი გააკეთა. შედეგმა არ დააყოვნა – თამარის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის სიკვდილის პირას აღმოჩნდა. შემდეგ, კუჭზე ოპერაცია ჩაუტარდა… რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა. თამარი – ღვთისმოსავი და დელიკატური ქალბატონია – ექიმის შეცდომაზე საუბარი არ ისურვა, მაგრამ ყველაფერი ისედაც ნათელია.
ოპერაციის შემდეგ, ბულეიშვილების ოჯახში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. თამარის კუჭი იმდენად დაზიანდა, რომ წყლის დალევაც კი უჭირს. ჭამაზე საუბარიც ზედმეტია – მხოლოდ ფაფებისა და თხევადი საკვების მიღება შეუძლია.
თამარი (30 წლის): „უკვე სამი წელია, ფაქტობრივად, ნორმალურად ვერ ვჭამ. მყარი საკვების ერთ პატარა ლუკმას როგორც კი შევჭამ – ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, საშინელი მჟავით დამეწვა კუჭი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ტკივილს, რასაც განვიცდი. ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებიც კი აღარ მშველის…“
ფონდის მეგობრებო, ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ ამჟამად, თამარს ტანჯვის გარეშე წყლის დალევაც კი არ შეუძლია. მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ობლობისთვის განწირულია ორი პატარა ბავშვი.
ხანდახან, სამი წლის გოგონა ასე ზის სახლთან და გამვლელებს აკვირდება იმ იმედით, რომ ექიმს დაინახავს. მას დაამახსოვრდა, რომ საავადმყოფოში, ექიმებს თეთრი და ლურჯი ხალათები აცვიათ. ამიტომ, ყოველ ჯერზე, ქუჩაში ასეთ ფერებში ჩაცმულ ადამიანს რომ შენიშნავს, მის თვალებში იმედის ნაპერწკალი ინთება. მერე კი… მერე, კვლავ იმედგაცრუებული რჩება.
ქუჩის კუთხეში არც ექიმი ჩანს და არც იმედი…
სახელმწიფო თანახმაა ნაწილობრივ დაფაროს ოპერაციის საფასური. ამჟამად, თამარს 7300 ლარი ესაჭიროება, რომ გადარჩეს. ნუთუ, ახალგაზრდა დედის სიცოცხლის ფასი ამ თანხაზე ნაკლები არის? ნუთუ, დავუშვებთ იმას, რომ ორი პატარა გოგონა ობლად დარჩეს 7300 ლარის გამო? ნუთუ, შვილმკვდარი დედა უნდა გახდეს გოგონების ბებია, მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახს ფული არ აქვს?
ახლა კი, კიდევ ერთი კეთილი და უსაზღვროდ უბედური გოგონა უნდა გაგაცნოთ – 12 წლის ბარბარე, რომელიც ამ ოჯახში იზრდება და ფაქტობრივად, თამარის მესამე შვილია. სინამდვილეში, ბარბარე მისი ძმისშვილია. გოგონას დაზიანებული აქვს თავის ტვინი. მას დამოუკიდებლად სიარული, ლაპარაკი, ჭამა არ შეუძლია. დაბადებიდან ასეთ მდგომარეობაშია… სხვადასხვა მიზეზების გამო, მშობლები მასზე ზრუნვას ვერ ახერხებენ და მთელი პასუხისმგებლობა ბებიამ და თამარმა აიღეს საკუთარ თავზე. ადრე, თამარს დაჰყავდა სასეირნოდ, ეთამაშებოდა, უვლიდა, ახლა კი, ავადმყოფობის გამო, არც საკუთარ შვილებზე, არც ბარბარეზე შეუძლია ზრუნვა.
ბულეიშვილების ოჯახი ისეთ სიღარიბეში ცხოვრობს, რომლის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. სახლი ფაქტობრივად ენგრევა თავზე სამ პატარა ბავშვს. თუმცა, რთულია, სახლი ვუწოდოთ ამ ნაგებობას.

ამ ოჯახში სიღატაკე თითქოს, ყოველდღიურად „კვებავს“ დაავადებას და ეხმარება, კიდევ უფრო ღრმად გაიდგას „ფესვები“.

ყოველი ახალი დღის დადგომასთან ერთად, 30 წლის მარტოხელა დედის ცხოვრება სულ უფრო აუტანელი ხდება. ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა კი, ოპერაცია არის.
ღვთისნიერო ადამიანებო, გახსოვდეთ: 30 წლის დედის სიცოცხლე დამოკიდებულია მხოლოდ 7300 ლარზე. 
ეს ნამდვილად არ არის იმხელა თანხა, რომლის შეგროვებაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს. არც ისე ბევრი ფულია საჭირო იმისთვის, რომ ობლობისგან ვიხსნათ პატარა მაშო, რომელიც მხოლოდ სამი წლისაა. საჭიროა მხოლოდ კეთილი გული და ღვთის სიყვარული, რათა გმირმა დედამ შეძლოს, სიცოცხლეს დაუბრუნდეს.
თამარი: „ძალიან მრცხვენია, უცხო ადამიანებს დახმარებას რომ ვთხოვ. ბავშვები რომ არ მყავდეს გასაზრდელი, ალბათ, უბრალოდ შევეგუებოდი და მშვიდად დაველოდებოდი სიკვდილს. მაგრამ ახლა, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ორი პატარა შვილი და მძიმედ დაავადებული 12 წლის ბარბარე მხოლოდ ჩემზე არიან დამოკიდებული, განა შემიძლია, ასე უბრალოდ დავნებდე და წავიდე?“
კვალიფიციური ექიმები მზად არიან, თამარს ოპერაცია ჩაუტარონ. გახსოვდეთ: დღეს, 7300 ლარზეა დამოკიდებული მარტოხელა გმირი დედის სიცოცხლე. სამწუხაროდ, დრო იწურება…
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, სენაკის ქ. ბინა 18.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ბულეიშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
თქვენ გატეხეთ ქვიშის საათი, რომელიც ითვლიდა თამარის სიცოცხლის დროს! ახლა, მას შეუძლია, ტირილის გარეშე დალიოს წყალი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ – მადლობას გიხდით!
ერთი ყლუპი წყალი და ერთი კოვზი საკვებიც კი, თამარისთვის 24-საათიან მტკივნეულ სასჯელად იყო ქცეული. ამას გულატირებული უყურებდნენ მისი ორი პატარა შვილი – მაშო და ნატა. თამარის კუჭი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ქვიშის საათს დაემსგავსა. მისი ერთი მონაკვეთი იმდენად დავიწროვდა, რომ აღარ ატარებდა საკვებსა და წყალს. თამარის სიცოცხლეც ნელ-ნელა იცლებოდა ამ ქვიშის საათში.

თქვენ გატეხეთ ის ქვიშის საათი, რომელიც თამარის სიცოცხლის დროს დაუნდობლად ითვლიდა! მის გატეხვაში დაგეხმარათ თანხა, რომელიც ოპერაციისთვის აკლდებოდა, თქვენ კი შემოწირულობის სახით გაიღეთ. ექიმებმა საკვებისთვის ახალი გზა გააკეთეს, პრობლემური უბნის გვერდის ავლით.

თამარი წყალს ტირილის გარეშე სვამს.
მან დაავადების 12-კილოგრამიანი ტვირთი მოიშორა.
სამი წლის განმავლობაში პირველად, შეძლო დაძინება.
თამარის მადლობის წერილი:

სანამ მარტოხელა დედა თამარი სიცოცხლისთვის იბრძოდა, პატარა მაშო იყო მისი ჩუმი მფარველი ანგელოზი. ის არ წუწუნებდა, უბრალოდ ელოდა, დედა უკეთესად როდის იგრძნობდა თავს. მხოლოდ ახლა, როდესაც საშიშროება უკან მოიტოვეს, პატარამ გაბედა ჩურჩულით ეთქვა: „დეიდა, ჩემს თითებსაც სჭირდება ექიმი… ძალიან მტკივა“.

ბრძოლა დედისთვის გრძელდება, ხოლო შვილისთვის – ახლა იწყება.
იმისათვის, რომ თამარი საბოლოოდ დადგეს ფეხზე, მას 3-თვიანი მხარდაჭერა (მედიკამენტები) სჭირდება. ოჯახის სიმშვიდისთვის, მხოლოდ 342 ლარია საჭირო.
მაშოს კი პასუხი სჭირდება: როგორ დაამარცხოს სენი, რომელიც მას სამი გრძელი წელიწადის განმავლობაში სტანჯავს? ჩვენ არ ვიცით დიაგნოზი, მხოლოდ გამონაყარს და ქავილს ვხედავთ.
თქვენი დღევანდელი წვლილი, დედისთვის წამლებს და შვილის დიაგნოზისკენ გადადგმული პირველ ნაბიჯს ნიშნავს. ტკივილის გარეშე გათენებული დილის უფლება აჩუქეთ მათ.
მეგობრებო, სხვისი გასაჭირი არ არსებობს, ამიტომ თუკი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ რაიმე იცით – მოგვწერეთ! ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით ვართ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ბულეიშვილების ოჯახი)
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
6094.89₾დარჩა:
0.48₾