სახლში / პროექტები /

სამშობიაროდან – ბოსელში. წლინახევრის გოგონას ძროხასთან ერთ ჭერქვეშ, ხანდახან კი, კეთილ პირუტყვთან ჩახუტებულსაც კი სძინავს. საშინელება!

calendar დეკემბერი 18, 2025

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 ზარი - ₾2

მობილური პროვაიდერები

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

სამშობიაროდან – ბოსელში. წლინახევრის გოგონას ძროხასთან ერთ ჭერქვეშ, ხანდახან კი, კეთილ პირუტყვთან ჩახუტებულსაც კი სძინავს. საშინელება!
შემოწირულობებისთვის საქართველოში:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში GEL-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში GEL-ში

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: LBRTGE22

ანგარიში GEL-ში

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

შემოწირულობებისთვის მთელი მსოფლიოდან:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში USD, EUR და GBP-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში USD და EUR-ში

GE32TB7194336180100004 GE32TB7194336180100004

კოპირებულია

სამშობიაროდანბოსელში. წლინახევრის გოგონას ძროხასთან ერთ ჭერქვეშ, ხანდახან კი, კეთილ პირუტყვთან ჩახუტებულსაც კი სძინავს. საშინელება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

წელიწადნახევრის წინ, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, საბრალო დედამ პატარა სუსანა სახლში კი არა, პირდაპირ ბოსელში მიიყვანა. ეს სტრიქონები რომ წაიკითხეთ, ალბათ იფიქრეთ, რომ ფონდის ჟურნალისტმა მექანიკური შეცდომა დაუშვა და სიტყვასახლისნაცვლადბოსელიდაწერა. ნეტავ, მართლაც ასე ყოფილიყომაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის.

შესაძლოა, ჩვენი საბრალო გოგონა პირველი ბავშვია საქართველოში, რომელიც არა სახლში, არამედ ბოსელში აღმოჩნდა სამშობიაროს შემდეგ. დღეს, სწორედ ამ ბოსელს მისისახლი ეწოდება.

გოგონას ლაპარაკი რომ შეეძლოს, ალბათ, აუცილებლად იტყოდა: „ძია გამგებელო, მრცხვენია, ძროხას ძილს რომ ვუფრთხობ! დამეხმარე, ძია!“

პალოიანების ოჯახი, საქართველოს სამხრეთდასავლეთის შორეულ სოფელში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ ცივი კი არა, ხანგრძლივი და დაუნდობელია ზამთარი. აქ, თოვლი სილამაზე კი არა, თვეობით გაწელილი განსაცდელია.

მათი სახლი ნახევრად დანგრეულია. მაგრამ, კედლებზე გაჩენილი ბზარები და ჩამოვარდნილი კარი ყველაზე დიდი საშინელება არ არის.

ამ სახლში, ადამიანები ძროხებთან ერთად ცხოვრობენ. ერთ ოთახში საქონელია, მეორეში ოჯახის წევრები.

ამ სუნის ზუსტი აღწერა შეუძლებელია. ის ტანსაცმელში, კანში, სუნთქვაში ჯდება. ეს არის გარემო, სადაც შეუძლებელია ადამიანად და მით უმეტეს, ბავშვად რომ იგრძნო თავი.

ნოტიო ჰაერი, ტალახი, სიცივე, ცხოველების მუდმივი ყოფნა ყოველივე ეს, მათთვის ყოველდღიურობაა და არა დროებითი პირობა.

აქ, გათბობა არ არის. ისინი საქონლის ნაკელს წვავენ, რომ გათბნენ.

ეს არის ნაკელი, რომელსაც ოჯახი ზამთარში, შეშის ნაცვლად გასათბობად იყენებს.

ეს, უბრალოდ სურათი არ არის. არც მეტაფორაა. ეს გათბობის ერთადერთი საშუალებაა.

ამ ოჯახში, ადამიანების უმეტესობისგან განსხვავებულად ვითარდებიან მშობლები და შვილები.

მათ ორიენტირება უჭირთ, უჭირთ რთული საკითხების გაგება, საკუთარი თავის დაცვა და დახმარების თხოვნა უჭირთ.

მათ არ შეუძლიათ ხმამაღლა ჩივილი. არ შეუძლიათ ახსნა, რამდენად ცუდად არიან. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ როგორც შეუძლიათ.

მათ კი, ძალიან ცოტა რამ შეუძლიათ. პრაქტიკულად არაფერი აქვთ, არც პირობები, არც რესურსები, არც ძალა. ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც სიცივე ნორმაა, სუნი ფონი, ხოლო არჩევანის არქონა ერთადერთი რეალობა.

მათ არ იციან, რომ შეიძლება სხვაგვარად იყოს. არა იმიტომ, რომ არ უნდათ არამედ იმიტომ, რომ არავინ არის, ვინც ამას დაანახებს.

ეს არ არის სიღატაკის ისტორია. ეს არის ცხოვრების ისტორია, სადაც ადამიანი და პირუტყვი ერთ სივრცეს იყოფენ, რადგან სხვა, უბრალოდ არ აქვთ.

ეს ბავშვების ბებიაა, მასაც სუსანა ჰქვია. ამ მოხუცი ქალბატონის სახეს შეხედეთ. თითოეულ ნაოჭში – განვლილი ცხოვრების მთელი ტკივილი ჩანს. თვალები კითვალები ცხოვრებისეულ უსამართლობაზე ძლიერი აღმოჩნდა. დიახ, ბებოს თვალები ისეთივე სუფთა და წრფელია, როგორც მისი გული. ტყუილად როდი ამბობენ, თვალები სულის სარკეაო. საკმარისია, წამით ჩახედოთ თვალებში მას და მაშინვე მიხვდებით: სული სტკივა უბრალოდ, ამ ტკივილის დაფარვას, მოკრძალებული ღიმილით ცდილობს. მაგრამ ხანდახან, ცრემლებზე უფრო მწარეა ასეთი ღიმილი.

სიცივისგან გათოშილი, მძიმე შრომისგან დაღლილი და სიბერისგან დამჭკნარი ხელებით, ის მაგრად იკრავს შვილიშვილს გულში. როდესაც მე, ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტი, ფოტოაპარატის ობიექტივში ვუყურებდი სუსანა ბებოს, საკუთარი თავის შემრცხვა.

მე თბილი პალტო მეცვა, ბებოს კი მინუს შვიდ გრადუსში მხოლოდ თხელი ქურთუკი. მე თბილი ფეხსაცმელი მეცვა, საბრალო მოხუცს კი – თხელი სახლის ჩუსტები.

მე ახალი წლის მოახლოება მიხაროდა, მის თვალებში კი, სევდა იყო ჩამდგარი. გამოუთქმელი ტკივილი ჩუმი დარდირომელიც ისე ხმამაღლაყვიროდა“, თითქოს, ზეცას წვდებოდა მისი ხმა.

ის „ყვიროდა“ ზამთარზე, რომელიც სახლში აღწევს. სითბოზე, რომელიც ნაკელით მოიპოვება. ადამიანებზე, რომლებსაც თავისთვის არაფრის თხოვნა შეუძლიათ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სჭირდებათ ვინმე, ვინც მათ ნაცვლად სათქმელს იტყვის.

იმისათვის, რომ ამ ზამთარს გაუძლოს, ოჯახს ყველაზე ელემენტარული ნივთები სჭირდება: საკვები პროდუქტები, ელექტროქურა, თბილი ტანისამოსი, საბნები, ლეიბები. ნუთუ, ამ ოჯახში, პატარებმა არ დაიმსახურეს თბილი ახალი წელი?

გულდამძიმებულმა დავტოვე სოფელი ბოზალი. მანქანის სარკეში მოხუცის სილუეტს ვუყურებდი, როგორ მიაბიჯებდა თეთრ თოვლზეწლების განმავლობაში, მძიმე შრომით დასუსტებულ ხელებში წყლით სავსე მძიმე სათლი ეჭირათავსაფარი ჭაღარა თმაზეის მიდიოდა და თოვლზე ტოვებდა თავის ნაკვალევს

ეს უკიდურესობა არ არის. ეს არ არის გამონაკლისი. ეს, რეალობაა, რომელიც ჩუმად, შორს და თითქმის შეუმჩნევლად არსებობს.

თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოზალი.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ბიბლია 

მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობსწორედ იმ მომენტში სრულიად სხვაღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები

თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებაღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ

შეავსეთ ფორმა ვებგვერდზებმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] 

უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის

წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: პალოიანების ოჯახი).

თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).

თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).

თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
დასახელება
თანხა
სტატუსი
09.02.2026
პროდუქტები
595.82₾
12.02.2026
სამშენებლო მასალები
750.50₾
23.02.2026
საწოლი
500.00₾
28.02.2026
ფონდის ზედნადები ხარჯები
860.00₾
27.02.2026
პროდუქტები
399.44₾
06.03.2026
მედიკამენტები
573.95₾
17.03.2026
პროდუქტები
399.85₾
12.02.2026
სარემონტო მასალები
509.00₾

სულ ხარჯები:

4588.56₾

დარჩა:

0.30₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2026 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2026 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2026 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2026 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2026 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2026 00:00:00
₾27.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2026 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2026 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2026 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2026 00:00:00
₾8.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2026 00:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2026 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2026 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2026 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2026 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.01.2026 10:50:12
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.01.2026 10:43:56
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2026 10:35:41
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2026 10:35:28
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.01.2026 00:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾4,588.86

259 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,588.86

259 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის