ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ორი ბავშვის ცხედარი ვიპოვეთ ტბაში. სავარაუდოდ, თქვენი შვილები არიან, ამოსაცნობად უნდა წამობრძანდეთ,“ – ტბაში დამხრჩვალი 11 წლის გიორგის და 13 წლის ავთანდილის სულები ზეციდან გვთხოვენ დახმარებას.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

აღდგომის დღესასწაული იყო. პატარა ავთანდილი და გიორგი, მამასთან და დედინაცვალთან ერთად ტაძარში წავიდნენ. ბავშვების დედა მაშინ დაიღუპა, როდესაც ძმები ძალიან პატარები იყვნენ. რა თქმა უნდა, მამისთვის ძნელი იყო, რომ ფიზიკური მუშაობის პარალელურად, პატარებისთვის შესაბამისი საჭმელი მოემზადებინა, საფენები გამოეცვალა, ტანსაცმელი გაერეცხა და ასე შემდეგ.
დაობლებულ ბავშვებს დედობა ქალბატონმა მზიამ გაუწია. ეს გულისხმიერები ქალბატონი ახლა, 62 წლის არის, მაგრამ ცხოვრების უსამართლობამ გატეხა და უსახლკარო მოხუცად აქცია.
მზია 57 წლის იყო, როდესაც ის „სხვისი შვილების“ დედა გახდა. ალბათ ახლა, ზოგიერთი თქვენგანი შენიშვნას მომცემს, მაგას „დედობა“ კი არა, „დედინაცვლობა“ ჰქვიაო. მართალი ხართ, მეგობრებო… მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქალბატონი მზია, ერთი დღეც კი არ ყოფილა დედინაცვალი პატარა გიორგისა და ავთანდილისთვის.
მზია (62 წლის): სამწუხაროდ, ცხოვრებამ საკუთარი შვილების ყოლის ღირსი არ გამხადა. როდესაც, თუნდაც, სხვისი შვილების დედობის ყველანაირი იმედი საბოლოოდ გადამეწურა, სწორედ იმ დროს, გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში დაობლებული პატარა ანგელოზები. ჩემი გიორგი და ავთანდილი ისე შევიყვარე, როგორც ჩემი საკუთარი შვილები. მაგრამ, ვერაგმა სიკვდილმა ისინი წამართვა…“
აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას ვაპირებდით. მართალია, ძალიან ღარიბულად ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენს სახლში სიყვარული და სითბო იყო. მე სამზარეულოში ვფუსფუსებდი. ბავშვები კი, ამ დროს, მამასთან ერთად წავიდნენ ტბაზე, რომელიც ჩვენს სოფელშია.

პასკა გამოვაცხე, სუფრა გავამზადე. მიხაროდა, ბავშვები რომ დაბრუნდებიან, გემრიელად შეჭამენ-თქო. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ჭიშკარს პოლიციის წარმომადგენლები მოადგნენ. „ტბიდან სამი ცხედარი ამოვოყვანეთ. მამაკაცი და ორი ბავშვი. ცხედრების ამოსაცნობად უნდა წამოგვყვეთ…“
„დაობლებული ძმები, ზეცაში, დედიკოსთან გაფრინდნენ.“
მეუღლისა და ბავშვების დაკარგვის შემდეგ, საბრალო ქალი ცოცხალ მკვდრად გადაიქცა. საბრალო მზია, სრულიად მარტო დარჩა ამ სამყაროში. მაგრამ უბედურება, ამით არ მთავრდება. თითქოს, საშინელი წყევლა ტრიალებს საბრალო ქალის თავზე. ახალი წლის წინა დღეებში, მზიამ ფიჩხები წვალებით შეაგროვა, ღუმელი დაანთო. მერე კი, საშინელმა ფიქრებმა აიყოლია.
„ვინ იცის, ტბაში რომ იხრჩობოდნენ, იმ დროს, საშველად მეძახდნენ ბავშვები განწირული ხმით. მათ ხომ, ღუმელთან ჯდომა უყვარდათ და ახლა, ცივ სამარეში როგორ იყინებიან ჩემი შვილები. უფალო, მე რატომ არ წამიყვანე ბავშვების ნაცვლად. ისინი ხომ, ჯერ ძალიან პატარები იყვნენ და ცხოვრებაში ვერაფრით გაიხარეს,“ – სწორედ ამ ფიქრებით გულდამძიმებულ მზიას ჩაეძინა.
ძლიერმა ქარმა კი, დაჟანგებული ღუმელის, ფანჯრიდან გაყვანილი მილი გამოაძრო და… საშინელი ხანძარი გაჩნდა… მზიას კი, ისევ ღრმა ძილით ეძინა…
„ამ დროს, გიორგისა და ავთანდილს ვხედავდი სიზმარში. ვითომ, ბავშვები სახლის თავზე დაფრინავდნენ. მათი ხმა არ მესმოდა. მაგრამ ვხედავდი, როგორ ტიროდნენ. ამასობაში გამომეღვიძა, სახლი კი ცეცხლში იწვოდა. ნახევარი წუთით გვიან რომ გამღვიძებოდა, გარეთ გასვლას ვეღარ მოვასწრებდი, ცოცხლად ჩავიწვებოდი ცეცხლში. ჩემმა პატარა ანგელოზებმა – გიორგიმ და ავთანდილმა, უფლის სამყაროდან გადამარჩინეს.“
ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, ახლა კი, თავად ნახეთ, მზიას სახლისგან რა დარჩა. მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა ფერფლად ქცევას იმ ყველაფრისა, რაც ერთი საუკუნის განმავლობაში, წვალებით მოიპოვეს მზიას ბებია-ბაბუამ, დედ-მამამ და შემდეგ, უკვე თავად მზიამაც, თავისი პატიოსანი შრომით.

მზია იმდენად ღვთისნიერი ადამიანია, რომ სიღატაკის მიუხედავად, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავდა და მათ უნაწილებდა საკუთარ ლუკმას.
გგონიათ, ხანძრის დროს, ქალი მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა? არა, მეგობრებო.
ეს კნუტი ახალდაბადებული იყო. ხანძრის კვამლში მზია მას ვეღარ პოულობდა, მაგრამ არ დანებდა. მართალია, ხანძრის დროს კნუტმა თვალი დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ, მზიამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა, საკუთარი სიცოცხლის სასწორზე დადების სანაცვლოდ. აი, ასეთი ღვთისნიერია ეს ქალი.

ხანძრის შემდეგ, უსახლკაროდ დარჩენილი ქალი, რამდენიმე დღით, ნათესავმა შეიფარა ქალაქში, კორპუსის ბინაში, სადაც ხუთი ადამიანი ცხოვრობს და ისინიც, ძლივს ეტევეიან. მზია ისევ დაუბრუნდა თავის სახლს, რომლისგანაც მხოლოდ დამწვარი კედლებია დარჩენილი. გარდა ამისა, სახლი უკვე ავარიულია.
ზამთრის ძლიერი ქარი საკმარისია იმისთვის, რომ დამწვარი კედლები მიწაში ჩაიმარხოს. მათთან ერთად კი, საბრალო ქალიც…
ღვთისნიერო ადამიანებო, სანამ ახალი ტრაგედია დატრიალებულა, სახურავის შეკეთება უნდა მოვასწროთ. ასევე, კარ-ფანჯრის ჩასმა, რომ სიცივისგან არ გაიყინოს საბრალო ქალი. გარდა ამისა, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი, ავეჯი, ტექნიკა სჭირდება… რადგან, როგორც უკვე იცით, ყველაფერი ცეცხლში ჩაიწვა. მზიამ მორიდებით მითხრა, რომ გაზქურა და ტელევიზორი ყველაზე მეტად გაახარებდა.
ფონდის ჟურნალისტი: ამბის დასასრულს, ერთი რამ მინდა გიამბოთ, ჩვენო მეგობრებო. როდესაც მე, „ჩერნოვეცკის ფონდის“ ჟურნალისტი გარდაბანში, ფოლადაანთკარში მივედი, საბრალო ქალი ვერ ვნახე. შემდეგ კი, მოხუცმა მეზობელმა მითხრა: „ეჰ, შვილო, ალბათ, ისევ იმ ტბაზეა წასული და ბავშვებს ეძებს…“ ამ სიტყვების მოსმენისას, თითქოს, ძარღვებში სისხლი გამეყინა. გზას გავუდექი…
ტბის სანაპიროსთან, შორიდანვე ადამიანის სილუეტი შევნიშნე. ოდნავ რომ მივუახლოვდი… ნეტავ, ნეტავ, არ მივსულიყავი და ის სცენა არ მენახა…
ქალი ტბას უყვიროდა გამწარებული ხმით: „რატომ გაიმეტე ბავშვები დასახრჩობად? ისინი ხომ, შენი სილამაზის სანახავად მოვიდნენ. სიკვდილო, როგორ არ შეგრცხვა, დაობლებულ და სიღატაკეში გაზრდილ ბავშვებს სიცოცხლეს რომ ართმევდი.“
ბოლოს კი, ქალმა ზეცას ახედა: „კი მაგრამ, შენ სად იყავი ამ დროს, უფალო?“
თუ გსურთ, მოინახულოთ ქალბატონი მზია და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფოლადაანთკარი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მზია გიგაური).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: