ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
SOS! შვიდი მცირეწლოვანი და–ძმა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი შვიდი თვის ქრისტინეა, სასიკვდილო საფრთხეში არიან. ბავშვები ამ ზამთარს ვერ გადაიტანენ, თუ მათ სასწრაფოდ არ გავუწვდით დახმარების ხელს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს ჯახიების ოჯახია. ლამაზი, ნამდვილი ქართული ოჯახი, სადაც შვიდი ანგელოზი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.
11 წლის მარიამი, 9 წლის ანი, 7 წლის ლიზი, 5 წლის ლევანი, 3 წლის თაზო, ორწლინახევრის რეზი და 7 თვის ქრისტინე.
როდესაც, მე ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტი, თბილისიდან, აბაშაში გავემგზავრე ჯახიების ოჯახის მოსანახულებლად, რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცოდი, რომ ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ ბავშვებს, მეგობრებო. მაგრამ ის სურათი, რაც ადგილზე დამხვდა, საშინელებაზე უარესი იყო. აქამდე, არც კი მინახავს ასეთი რამ …
ამ საშინელ პირქუშ ოთახში არის მოწყობილი „მკვდარი ნივთების ქვეყანა“. არ მოგეჩვენათ… ყველა ისეთი ნივთი, რომელიც სხვა ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ ბუნკერში ჩასაგდებად ჰქონდათ გადადებული, ახლა აქ, ჯახიების ოთახში ინახება. ყველაზე დიდი საშინელება კი ისაა, რომ სწორედ ეს „მკვდარი ნივთების ქვეყანა“ არის ერთადერთი საიმედო ადგილი ამ პატარა ანგელოზებისთვის.
ეს საყვარელი ბიჭუნა, თვალებგაბრწყინებული ეძებდა ზამთრისთვის შესაფერის ფეხსაცმელებს, მაგრამ სამწუხაროდ, ორი ერთნაირი ვერ ნახა. ღმერთო, ღმერთო, რამხელა დრამაა ამ ერთ „უბრალო“ კადრში!
ორწლინახევრის რეზიც ძმას შეურთდა „მკვდარი ნივთების ქვეყანაში“. სიცივისგან გაყინული პაწაწინა თითებით ეძებდა „ბაჩიებს“, მაგრამ…
ოჰ, არა… არა… შეუძლებელია ამ კადრს მშვიდად უყუროს ადამიანმა. ღმერთო, ნუთუ, ეს სიზმარი არაა?
ამ პატარა პრინცესას კი, იმედი ჰქონდა, რომ შესაფერისი ზომის თბილ ფეხსაცმელს ნახავდა თავისთვის და თანატოლებს შეუერთდებოდა, თოვლში თამაშისას, მაგრამ ბავშვმა, მხოლოდ ეს საზაფხულო ფეხსაცმელი იპოვა.
გოგონა ცდლობდა, რომ ჩემთან, „უცხო დეიდასთან“ დაემალა, იმედგაცრუებით გამოწვეული გულისტკივილი, მაგრამ ვგრძნობდი, რა მწველი ცეცხლი გიზგიზებდა მის გულში. ვგრძნობდი, რომ ის „ცეცხლი“ მეც მწვავდა…
ლიზი (7 წლის): „ჩვენს თანატოლებს ყველაფერი აქვთ, ჩვენ კი – არაფერი. დეიდა, არ გეგონოს, რომ მათი მშურს. უბრალოდ, მეც მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც ისინი ცხოვრობენ.“
ეს კი, შვიდი თვის ქრისტინეა. ალბათ, ის ერთადერთი „ბედნიერი“ ბავშვია ამ ოჯახში, რადგან ჯერ პატარაა და ვერ ხვდება, რა უბედურება ტრიალებს მათ თავს. გოგონას სპეციალური კვება სჭირდება, მაგრამ საბრალო დედა, ოცნებასაც კი ვერ ბედავს ამაზე, რადგან საკმაოდ ძვირი ღირს.
მეგობრებო, ნუთუ, შვიდი თვის ანგელოზს გავწირავთ და მშვიდად დაძინებას შევძლებთ ამის მერე?!
გაუსაძლისმა სიღატაკემ, 53 წლის ქალად აქცია 33 წლის ქეთევანი.
სახლში საჭმელი არაფერი აქვთ, ამიტომ საბრალო დედამ, პურის თითო ნატეხი ჩამოურიგა ბავშვებს.
შეხედეთ, მშიერი ბავშვები ისე გემრიელად ჭამენ ცარიელ პურს, თითქოს, ეს შემწვარი ქათმის ხორცია.
ჯახიების ოჯახში, ბავშვები გონიერებით გამოირჩევიან, ამიტომაც, აღარაფრის ყიდვას სთხოვენ დედიკოს…
დედა ღვთისმშობელო, გევედრები, შენი კალთა გადააფარე ამ პატარებს!
სახლის სახურავი იმდენად დაზიანებულია, რომ ოთახებშიც ისევე წვიმს და თოვს, როგორც გარეთ. კედლები ნესტისგან დამპალია და დაბზარული.
ფანჯრებს მინები არ აქვს. ხის კარი ისეთი დამპალია, რომ გინდ ყოფილა და გინდ არა.
ბავშვების საწოლი გატეხილია და აგურებზე დგას.
ეს უცნაური სათამაშო კი, ბავშვის ერთადერთი სათამაშოა.
აი, ეს არის ჯახიების ოჯახის „საპირფარეშო“.
მარი (11 წლის): „მე არ ვოცნებობ პრინცესას სასახლეზე. მხოლოდ ის მინდა, რომ ჭერიდან წყალი არ ჩამოდიოდეს. ვოცნებობ, რომ კედლებზე ლამაზი, თუნდაც დაბალფასიანი შპალერი იყოს გაკრული, თანაკლასელების დაპატიჟების რომ არ მრცხვენოდეს.“
შვიდი თვის ქრისტინე, წვიმის წვეთებმა რამდენჯერ გააღვიძა!
ღვთისნიერო ადამიანებო, ეს პატარა ანგელოზები „სხვის შვილები“ არ არიან. ისინი, ჩვენი პატარა სამშობლოს შვილები არიან. დღეს, ისინი თითოეული ჩვენგანის შვილები არიან. მათი თვალები მხოლოდ ერთ რამეს გვევედრებიან: „გადაგვარჩინეთ“.
საშინელება ისაა, რომ ბავშვობა წართმეული პატარები, ბავშვობის დაბრუნებასაც კი არ ითხოვენ. ისინი, მხოლოდ გადარჩენას გვთხოვენ. დიახ… მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენას…. ახლა კი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მათი „განაჩენი“, ღვთისნიერო ადამიანებო.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: აბაშა, თავისუფლების ქუჩა 80.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
(დანიშნულება: ჯახიების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: