ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მეტი, ვიდრე ტრაგედია.
ახლავე გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
ეს 34 წლის ლაშაა. თავისი სიცოცხლის ზუსტად ნახევარი, 17 წელი – მან საწოლსა და ინვალიდის ეტლში გაატარა. ეს ძველი ისტორიაა! ფეხზე დადგომის შესაძლებლობა კი მხოლოდ ახლახან გაჩნდა!
ლაშა სკოლას ამთავრებდა, დამამთავრებელ კლასში იყო, ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადასასვლელად ემზადებოდა. ერთ მზიან დღეს, მეგობართან ერთად განტვირთვა გადაწყვიტა და ტყეში წავიდნენ. ლაშას თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა და აი, უცებ, ზუსტად ერთ წამში, სინათლე სიბნელედ გადაიქცა. მეგობარს, შემთხვევით, თოფი გაუვარდა და ტყვია ლაშას მოხვდა.

მერე იყო რეანიმაცია… დედ-მამის სულისშემძვრელი ტირილი, საყვარელი ადამიანების ცრემლები და მოთქმა! დროთა განმავლობაში კი თანდათანობითი მივიწყება, ახლობლების გარდა! შემდეგ კი მხოლოდ თეთრი ხალათები და გაბრუება, ხოლო როცა გონზე მოვიდა – უსაზღვრო საშინელება: ლაშას მისი ახალგაზრდა და, სულ ცოტა ხნის წინ, ძლიერი სხეულის ქვედა ნაწილი აღარ ემორჩილებოდა!
დედა ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადააფარა საბრალო ბიჭს და ლაშას სიცოცხლე შეუნარჩუნდა, სამაგიეროდ მოკვდა მისი იმედი, გეგმები, მიზნები. მოკვდა აწმყო და მომავალი…
ლაშამ ვერ გაიგონა სკოლის ბოლო ზარი, ვერ დაესწრო გამოსაშვებ საღამოს, ვერც ბანკეტს და ვერც უნივერსიტეტის კარი შეაღო…
არც საოცნებო სამსახურში გამოცხადებულა პირველ დღეს… პირველი ხელფასით გამოწვეული სიხარულიც ვერ გამოსცადა. ვერც ვარდები ვერ მიართვა რომელიმე გოგონას… ვერც დაოჯახდა და ვერც მამა ვერ გახდა.
მისი ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან, უკვე 17 წელია, მხოლოდ ოთხკუთხა ჩარჩოთი შემოიფარგლება. დიახ…. ფანჯარა ერთადერთია, რომელიც ამ საბრალო ბიჭს საშუალებას აძლევს, რომ სამყაროს სიფერადე დაინახოს. იმ სამყაროსი, რომლისგანაც უკვე 17 წელია რაც გარიყულია…
ლაშა, 34 წლის: „17 წლიანი ჯოჯოხეთის მიუხედავად, ერთი დღეც კი არ ყოფილა ისეთი, რომ უფლის მიმართ საყვედური დამცდენოდა. პირიქით, ყოველ დღე, უფალს მადლობას ვწირავ, რომ სიცოცხლე შემინარჩუნა. სამადლობელი სიტყვების მერე კი ვბედავ, რომ უფალს გამოჯანმრთელებაც ვთხოვო“.
ეს პატარა ანგელოზი გოგონა ლაშას დისშვილია, რომელიც სულ რაღაც 5 თვის წინ მოევლინა ამ სამყაროს.
ლაშა, 34 წლის: „მე ის საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. გული მტკივა, ხელში აყვანა რომ არ შემიძლია. ვერც სასეირნოდ გამყავს, ვერც ვეთამაშები. როცა ოდნავ კიდევ წამოიზრდება, ალბათ განაწყენდება ჩემზე: ,,ალბათ ბიძას არ ვუყვარვარ და ამიტომ არ მეთამაშებაო”.
ის ჯერ ლეკვი იყო, როდესაც ლაშასთან ერთად იზრდებოდა. ერთად დარბოდნენ სოფლის მდელოებზე. ხოლო მას შემდეგ, რაც ლაშა ინვალიდის ეტლში აღმოჩნდა, ერთგულმა მეგობარმაც შეწყვიტა მდელოებზე სირბილი.

ახლა, ეს ორნი ჭიშკრიდან გაჰყურებენ გზას და უსასრულო სივრცეს. იმედი აქვთ, რომ ერთ დღესაც, ამ გზაზე აუცილებლად გაივლის ვინმე, ვინც ლაშას ეტყვის – ,,გაემზადე, მალე გაგიკეთებენ იმ ოპერაციას, რომელიც 17 წლის წინანდელ ცხოვრებას დაგიბრუნებს”.
დიახ, უკვე 17 წელია, საბრალო ბიჭი ოცნებობს ამ ფრაზის გაგონებაზე…. მაგრამ ამაოდ…
და ახლა, 17 წლის შემდეგ, პირველად გაჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ ამ ღვთისნიერმა ბიჭმა თავი დააღწიოს ჯოჯოხეთს. ეს კი, თქვენი დახმარების გარეშე შეუძლებელია, კეთილო ადამიანებო. თურქი ექიმები უკვე ელოდებიან ჩვენს მამაც ვაჟკაცს. ყველაფერი მზადაა, მაგრამ არ არის მხოლოდ ერთი რამ…..
დიახ, სწორად მიხვდით, ძვირფასო მკითხველო. ოჯახმა, ყველანაირი რესურსი ამოწურა. რას გვირჩევთ, მეგობრებო? მივატოვოთ ლაშა და სიცოცხლის ბოლომდე ჯოჯოხეთური ცხოვრებისთვის გავიმეტოთ ახალგაზრდა ბიჭი?
ეს მხოლოდ რიტორიკული შეკითხვაა, რადგან ,,ჩერნოვეცკის ფონდის” წარმომადგენლებმა ზუსტად ვიცით, თქვენი პასუხი რაც იქნება, მეგობრებო.
ექიმების წინასწარი დასკვნა ასეთია – ლაშას შეიძლება ვაჩუქოთ ის მომავალი, რომელზეც ეს ღვთისმოშიში ბიჭი ოცნებობდა!!! მას ჯერ კიდევ შეუძლია მთების გადადგმა, თუმცა ამისათვის საჭიროა თანხები და რთული სამედიცინო პროცედურები, რისი სახსრებიც ბიჭის ოჯახს არ გააჩნია!
დააკვირდით ამ ბიჭის სახეს! მისი ლამაზი ქართული თვალები პირდაპირ ჩვენს სულებში იხედება! ჩვენ ფონდის ყველა მეგობარს მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ და შევევედრებით ღმერთს, რომ მარტო არ დატოვოს ის იმ უდიდეს ადამიანურ უბედურებასთან, რომელიც მას თავს დაატყდა!
თუ გსურთ, პირადად ესტუმროთ და დახმარება გაუწიოთ, აი მისი მისამართი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი მეორე წითელხევი
ახლავე გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ლაშა ფაიკიძე).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
340.00₾დარჩა:
1353.80₾