ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„მეუღლე დავმარხე… მე კი, დამმარხავიც არავინ მეყოლება… მარტოს ნუ მიმატოვებთ, გთხოვთ…“ – 70 წლის სვეტლანა ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს, სადაც სახურავიდან წყალი ჟონავს. ყოველდღირად, ყველაფერზე – წამლებსა, თუ საკვებზე ცდილობს, დაზოგოს ფული – რათა უბრალოდ გადააგოროს კიდევ ერთი დღე. მას არავინ ჰყავს დამხმარე, ჩვენ გარდა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
70 წლის სვეტლანა ბებო თავიდან ფეხებამდე გალუმპული და სიცივისგან აკანკალებული შეეგება ფონდის კორესპონდენტს. მის სახლში ზუსტად ისევე წვიმდა, როგორც გარეთ.
სვეტლანა გორიდკო (70 წლის): „ჩვენი სახლი ავარიულია. მეშინია, ძილში, სახურავი თავზე არ ჩამომენგრეს. ძალიან მეშინია…“

სახურავიდან წყალი ჩამოდის, მაგრამ სვეტლანა არ ნებდება – სათლებსა და ტაშტებს დგამს, მთელი სახლი რომ არ დაიტბოროს.
ჭერს ჩამოსული წყლის კვალი ეტყობა.
იატაკი დამპალია, ფიცრები სხვადასხვა ხის ნაჭრებისგან არის შეკრული. სვეტა ბებოს ეშინია, არ წაიქცეს.

სიარული სულ უფრო მეტად უჭირს. ბებოს მუხლები ძალიან ტკივა, ერთი მუხლის ქვემოთ კი, კისტა აქვს და ოპერაცია სჭირდება. თითქმის არ სძინავს ღამით – გაუსაძლისი ტკივილი მოსვენებას არ აძლევს. ექიმმა 200 ლარის წამლები გამოუწერა. მაგრამ, საიდან ექნება ამხელა თანხა, როდესაც ქალი მხოლოდ პენსიითა და 40-ლარიანი შემწეობით არსებობს?
რენტგენზე ჩანს: სახსრები გაცვეთილია, ძვლები გათხელებულია და მსხვრევადი გახდა.
„პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს!“
სვეტლანა ყოველდღიურად ყველაფერზე ეკონომიას აკეთებს – საკვებზეც კი. ის უფასო სასადილოში დადის, მოაქვს პური და ცდილობს, მთელი დღის განმავლობაში იმყოფინოს.
ოდესღაც, მას სულ სხვა ცხოვრება ჰქონდა. ლენინგრადის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, შეუყვარდა თანაკურსელი ქართველი ბიჭი და ცოლად გაჰყვა. ასე აღმოჩნდა თბილისში, რომელიც მთელი გულით შეიყვარა!
დედამ მის არჩევანს ვერ შეეგუა და ერთადერთი ქალიშვილი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. თუმცა, სვეტლანას არასოდეს უნანია ეს გადაწყვეტილება.
სვეტლანა გორიდკო (70 წლის): „სიყვარულმა საზღვრები არ იცის! კარგი, კეთილი ქმარი მყავდა, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა.“
როდესაც მის მეუღლეს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა, არ მიატოვა. 16 წლის განმავლობაში იბრძოდა მისთვის. ბინა გაყიდა. ყველაფერი დათმო. ქმარი ოთხი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული – სვეტლანა კი ყოველდღე მის გვერდით იყო.
მან ქმარს სიცოცხლე გაუხანგრძლივა, საკუთარი ცხოვრება კი – დაანგრია. 2019 წელს ის გარდაიცვალა და მას შემდეგ, სვეტლანა მარტო დარჩა. სრულიად მარტო. შვილი სხვა ქვეყანაშია – მას ორი შვილი ჰყავს და არ აქვს საშუალება, დედას რომ დაეხმაროს.

სვეტა ბებო არ წუწუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს.
მეგობრებო, ამ კეთილ უკრაინელ ბებოს, თავდავიწყებით უყვარდა თავისი ქართველი ქმარი, რომელსაც თავის ტვინის საშინელი დაავადება ჰქონდა, მან ყველაფერი გაყიდა, რაც კი გააჩნდა, რაც შეიძლება დიდი ხნით რომ გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე მისთვის – ახლა კი, მას ძალიან, ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება:

სვეტლანა გორიდკო (70 წლის): „მარტოობის მეშინია ყველაზე მეტად. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი დამამცირებელი სიბერე მელოდა. მტერსაც არ ვუსურვებ! ვნანობ, რომ მეტი შვილი არ გავაჩინე. ახლა, რომელიმე მათგანი ჩემს გვერდით იქნებოდა და ბევრად გამიადვილდებოდა ცხოვრება.“
კეთილშობილი უკრაინელი ქალი ხელისუფლებამ დაამცირა და მიატოვა! მას არავინ ჰყავს, ჩვენ გარდა! გთხოვთ, გულგრილად ნუ აუვლით გვერდს. ვისაც შეგიძლიათ და ახლოს ცხოვრობთ – მოინახულეთ ეს საბრალო მოხუცი ან დაურეკეთ. მორალურად ამოუდექით მხარში და, რა თქმა უნდა, მატერიალურ დახმარებას თუ არ გავუწევთ, მისი მომავალი ბედი ჩვენს ნამუსზე იქნება. გააკეთეთ სიკეთე სვეტა ბებოსთვის.
თქვენი დამსახურებით, კეთილშობილო ადამიანებო, ეს ქალი სიბერეში ბედნიერი იქნება!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, ლარეხის ქ. მეორე შესახვევი, კორპუსი 6ა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: სვეტლანა გორიდკო).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: