ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
არაადამიანური ტანჯვა!!! ქართველ ქალს, ნანას, ცოცხლად ჭამს და მომაკვდინებელი ტკივილით ანადგურებს წყეული კიბო, რომლის მეტასტაზები მთელ მის სხეულშია გავრცელებული!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
კიბოს მეოთხე სტადია!!! ნანა ჟანგბადის აპარატის დახმარებით სუნთქავს. ფილტვებში თრომბები აქვს. გული კი – დაავადებული. დიაბეტი. ფილტვებსა და მუცელში სითხე უგროვდება. ნებისმიერ მომენტში, შეიძლება შეუქცევადი შედეგის წინაშე დავდგეთ…
ღმერთო, ღმერთო, რა დღეში ჩააგდო ამ საშინელმა, სასიკვდილო დაავადებამ ეს ქალი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ისეთი ლამაზი იყო?!
ნუთუ, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არის? არა, არა – ჩვენ ამის არ გვჯერა და მზად ვართ, მედგრად ვებრძოლოთ ამ ამაზრზენ ურჩხულს – კიბოს, რომელიც ცდილობს, ეს საბრალო ქალი წაგვართვას!
ნანა (49 წლის): „აუტანელი ტკივილები მაქვს! ღმერთს ვთხოვ, ასეთი რამ არავის გამოაცდევინოს ამქვეყნად…“
ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ ფოტოზე ერთი და იგივე ქალია. მარცხნივ – ლამაზი და ძლიერი ნანა, რომელიც მომვლელად მუშაობდა, მძიმე ავადმყოფებს უვლიდა და სხვებს ეხმარებოდა. მარჯვნივაც ის არის, მაგრამ, უკვე ავადმყოფობისგან დაუძლურებული… ახლა, ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ.

ნანას სასწრაფოდ სჭირდება გამოკვლევები, მედიკამენტები და პეტ-კტ. ამის გარეშე, ის ვერ გადარჩება! ამ ყველაფრის დახმარებით კი, მნიშვნელოვნად იზრდება შანსი იმისა, რომ მას კვლავ ჯანმრთელსა და ლამაზს ვიხილავთ.
ნანა: „სიკვდილი არ მინდა… ჩემს საყვარელ შვილიშვილს ვერ მივატოვებ! მთელი გულით ელოდება, რომ დავინახავ როგორი ძლიერი და ლამაზი გაიზრდება. გთხოვთ, დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ!“

შვილიშვილი – 12 წლის დავითი – ეზოში არ თამაშობს. ის ბებოს ეხმარება სახლში. ერთი წამით წარმოიდგინეთ: ბავშვი სათამაშოებს კი არა, ბებოსთვის სიცოცხლეს ითხოვს.
დავითი (12 წლის): „მინდა, ბებომ დიდხანს იცოცხლოს და ჩემ გვერდით იყოს. მე ის ძალიან მიყვარს! ყველა კეთილ ადამიანს მივმართავ: „გთხოვთ, დამეხმარეთ, გადაარჩინეთ ბებიაჩემი! მას გამოკვლევები და წამლები სჭირდება!“
ნანა: „ყოველდღე, როცა ვიღვიძებ, მზის სხივებს ვხედავ, ისინი ჩემს ტკივილით გაწამებულ სულში აღწევენ და თითქოს, მეუბნებიან: „დამშვიდდი, ნანა, შენ იცოცხლებ, რადგან არავისთვის არაფერი დაგიშავებია და სიყვარულით ცხოვრობდი, უცხო ადამიანების მიმართაც კი“. თუკი შეძლებთ, დამეხმაროთ და შემიმსუბუქოთ ტანჯვა, უსაზღვროდ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენგანის. დაუსრულებლად ვილოცებ თითოეული თქვენგანისთვის, ჩემო ძვირფასებო! ძალიან მინდა, რომ საქართველოში, ყველა ადამიანი ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს! მერწმუნეთ, ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ჩამხედეთ თვალებში – ისინი ჩემს ნაცვლად გეტყვიან სათქმელს!
გარდა ამისა, ჩემო ძვირფასებო: ჩემი მეუღლეც მძიმედ ავად არის. ის მორიდებული ადამიანია. ნამდვილი ვაჟკაცი!“
„ეს, ჩემი სახლია!“
ნანა ავარიულ სახლში ცხოვრობს, სადაც სახურავიდან წყალი ჟონავს. სინესტე კედლებს ანადგურებს და დაავადებაზე უფრო სწრაფად კლავს მის ფილტვებს.
ნანას მეუღლე პირველი ჯგუფის შშმ პირია. ის ხუთმეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდა, წმინდა სამების ტაძრის მშენებლობაზე მუშაობის დროს. მამაკაცს კრანიოტომია ჩაუტარდა და ახლა, თავადაც დახმარებას საჭიროებს.
ნანას შვილი მედდაა. ის ყველაფერს აკეთებს, დედას რომ დაეხმაროს, მაგრამ მისი ხელფასი კატასტროფულად მწირია და ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯებს ვერ ფარავს. ნანას გადასარჩენად, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რაც კი გააჩნდათ, სოფელში სახლიც კი, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.
მეგობრებო, ახლა, მცირე თანხასაც კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ახლა, თითოეული ლარი ყველაფერს წყვეტს.
გთხოვთ, დაეხმარეთ ნანას გადარჩენაში! გულგრილად ნუ აუვლით გვერდს. დღეს, შეგიძლიათ ერთდროულად ორი სიცოცხლის გადარჩენა!
ნანა… ნანა უბრალოდ ვალდებულია იცოცხლოს! ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, ამ საბრალო ქალის გადასარჩენად!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, მ. პაკელიანის ქუჩა, ბინა 10.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ცერცვაძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: