ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაეხმარე უპოვართ!

ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ბედის ანაბარად მიტოვებული, შეურაცხყოფილი, უსარგებლო მიგდებული, მივიწყებული მოხუცია ჩვენს გარშემო...
8,254.15 ₾
874
დონორები
შეგროვებულია
მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა – სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის დიდი გამოწვევაა! სამწუხაროდ, საქართველოში დღეს მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც შვილებიც ჰყავთ, შვილიშვილებიც, მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობაში, სიცივესა და შიმშილში ატარებენ, მისტირიან წარსულს და გული უკვდებათ საკუთარი ყოფით დაუძლურებულთ – როგორც ქუჩაში მაწანწალა  ფინიები, ისე შეჰყურებენ ხელში ადამიანებს და მოწყალების ელიან. 
ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი  ბედის ანაბარად მიტოვებული, შეურაცხყოფილი, უსარგებლო მიგდებული, მივიწყებული მოხუცია ჩვენს გარშემო...
ვის, რომ სრულად მოვიცვათ, უფრო მეტი თანადგომა და დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, საჭიროა კეთილ ადამიანთა დახმარება, ისეთი ადამიანების თანადგომა, რომლებზეც იტყვიან – დიდი გულისა და კეთილი სულის პატრონი არისო! 
ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქველმოქმედს, რომ მზრუნველობაში აიყვანონ ერთ–ერთი ჩვენი ბენეფიციარი, რომელსაც არ ჰყავს შვილი თუ მომვლელი და რომლისთვისაც თქვენი თანადგომა სიცოცხლის გაგრძელების ტოლფასი იქნება!    გვერწმუნეთ, თქვენ მათ მხსნელად მოევლინებით, რის გამოც ეს ადამიანები სიცოცხლის ბოლომდე ილოცებენ თქვენზე და თქვენს ოჯახებზე!
მეგობრებო, თქვენს შორის, შესაძლოა, არიან ისეთები, ვისაც გარდაცვლილი ჰყავს ბაბუა, ბებია, მამა, დედა…დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან გაკლიათ ისინი, გაკლიათ მათი სითბო, სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება. ალბათ, ყველაფერს გაიმეტებდით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გულში ჩაიკრათ ისინი და მათი ნაოჭიან თბილ ხელებს ეამბოროთ! არადა, რამდენი ბებია და ბაბუა არის მოკლებული ასეთ სიყვარულს?! გახდით მათთვის მშობლიური ადამიანი! 

მსგავსი პროექტები: