ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შიმშილისთვის განწირულნი

ეს ადამიანები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. ყოველ ახალ დღეს მათთვის ახალი გასაჭირი მოაქვს, შველა კი არსაიდან ჩანს...
შეგროვებულია
840 ₾
დარია და ალექსი 50 წლის წინ დაქორწინდნენ, დიდი და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე ოცნებობდნენ, თუმცა ბოროტმა განგებამ მათ თავიდანვე დიდი დარტყმა მიაყენა…
პირველ შვილს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აღმოაჩნდა. ახლობლები არწმუნებდნენ მშობლებს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი ისინი ბავშვზე უარს განაცხადებდნენ, მაგრამ დედა-მამამ პატარა ლელა სახლში წაიყვანა, რამეთუ ასეთი უსულგულო ნაბიჯის გადადგმა მათ არ შეეძლოთ. 
მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვისთვის ნორმალური გარემო შეექმნათ, ემკურნალათ და არ მოეკლოთ ყურადღება. დედა საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული, მამა კი მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა, რათა ცოლ-შვილი ერჩინა. ასე გრძელდებოდა მრავალი წელი...
შემდეგ კი ოჯახში ახალი უბედურება დატრიალდა. როდესაც ალექსი პენსიაზე გავიდა, მას ინფარქტი დაემართა, რამაც იგი საწოლს მიაჯაჭვა…
დღეს ეს ადამიანები უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობენ. „არაფერი გვახარებს, დღეები ერმანეთს ჰგვანან, გაგვაქვს თავი როგორც შეგვიძლია… ვუვლი ავადმყოფ მეუღლეს და 50 წლის ქალიშვილს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია ჭამა, დაბანა და თავის მოვლა … ხშირად ვტირი, ხანდახან კი ვფიქრობ -  განა ღირს ასეთი ცხოვრება? განა სიკვდილი არ სჯობს? მაგრამ ვინ მოუვლის ჩემი ოჯახის წევრებს?“, - ამბობს სასოწარკვეთაში ჩავარდნილი დარია ღარიბაშვილი. 
ღარიბაშვილების ოჯახი შიმშილობს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათი პენსია და სოციალური შემწეობა მედიკამენტებზე იხარჯება და ხშირად პურის ფულიც არ გააჩნიათ. ამ ოჯახში გამეფებულია სიდუხჭირე,  უძლურება და სასოწარკვეთა, რამაც შეუძლებელია, რომ არ დათრგუნოს ნებისმიერი ადამიანი! 
„ყველაზე მეტად ვოცნებობ „პეჩენიაზე“... ხო, კიდევ წიწიბურას ფაფაზე... როგორ მიყვარს, მაგრამ არ არის... უი, სულ დამავიწყდა... ნაყინი მომწონდა ადრე, დიდი ხანია არ მიჭამია...“, - ამბობს ლელა.  მიუხედავად იმისა, რომ ლელა ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, იგი ძალღონეს არ იშურებს, რომ დედას ცოტათი მაინც დაეხმაროს საოჯახო საქმეებში, როგორც შეუძლია ისე...
უყურებ ამ ადამიანებს და ფიქრობ, ღმერთო აშორე ყველას ასეთი უბედურება, ხოლო ღარიბაშვილების ოჯახს მიეცი გამძლეობა და ჯანმრთელობა! 
თუ გაქვს დახმარების სურვილი თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ღარიბაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/332-garibashvili/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
 „და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“ (ფსალმუნი, 61).

მსგავსი პროექტები: