ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საჩუქრები აგვისტოს იუბილარებს

ერთად გავუხალისოთ და გავუხაროთ პატარებს გულები
230 ₾
16
დონორები
შეგროვებულია
მეგობრებო, თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენ პერიოდულად გაძლევთ საშუალებას დაბადების დღე მიულოცოთ ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს. ეს უკვე კეთილ ტრადიციად იქცა, რომელშიც მონაწილეობს უამრავი ჩვენი თანამოქალაქე. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს! 
აგვისტოში დაბადების დღეს ჩვენი 4 მოზარდი აღნიშნავს. ისინი ამ თარიღს მოუთმენლად ელიან, რადგან იციან, რომ მათ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ! 
ჩვენ ვერ შევცვლით ამ სამყაროს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ამ ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ!  დარწმუნებული ვართ იმაში, რომ თქვენ თავად მიიღებთ უზომო სიამოვნებას, რამეთუ არაერთხელ გაგიწევიათ დახმარება და მიგინიჭებიათ მათთვის დიდი სიხარული! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვები საზოგადოების მხრიდან გრძნობდნენ ზრუნვას, სითბოს და სიყვარულს! 
         
საბინა კაჭკაჭური – ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მოკრძალებული და მშვიდი გოგონაა. იგი 2002 წლის 31 ივლისს დაიბადა. ჩვენთან უკვე  5 წელია რაც ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში საბინამ ყველას დიდი სიყვარული დაიმსახურა. იგი გამოირჩევა არამარტო კარგი გარეგნობით. მას გააჩნია ლამაზი სულიერი სამყარო და არის ძალიან შრომისმოყვარე.  საბინამ 9 კლასია დაამთავრა წარმატებით და ახლა მენეჯერობაზე ოცნებობს, აქვს დიდი სურვილი შესაბამისი კოლეჯის მოწაფე გახდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საბინას ოცნება რეალობად იქცეს! 
რა სახის საჩუქრის მიღება გაუხარდებოდა მას დაბადების დღეზე?! ჩვენ გავიგეთ, რომ ამ გოგონას გულს გაახარებს სუნამო! მოდით, ერთად ავუსრულოთ მას ეს დიდი ხნის ნატვრა
 მზია გოგოლაური ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს მისი დაარსების პირველივე დღიდან. მზია უაღრესად თბილი ბავშვია, მას ბევრი მეგობარი ჰყავს და ყოველთვის მზადაა მათ დახმარება აღმოუჩინოს. ბავშვებს იგი განსაკუთრებით უყვართ და პატივს სცემენ. მზიას ჰობი არის კულინარია. იგი შესანიშნავი მზარეულია და მის მიერ მომზადებული კერძები ჩვენს მოზარდებში დიდად პოპულარულია. 18 აგვისტოს მას დაბადების დღე აქვს. როგორ ფიქრობთ, რა საჩუქარი გაახარებს მას ყველაზე მეტად?  ეს არის ლამაზად დასურათებული კულინარიული რეცეპტების წიგნი! მოდით, ერთიანი ძალებით ფრთები შევასხათ მის ამ დიდი ხნის ნატვრას! 
27 აგვისტოს ჩვენს პატარა ვაჟკაცს ბექა ქელეხსაშვილს 10 წელი შეუსრულდება! იგი 5 წლის იყო, როდესაც ჩვენთან მოიყვანეს - შეშინებული თვალებით, ძალიან მორცხვი და უკარება.
დღეს? დღეს ბექა არის ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ნამდვილი კოლორიტი! უზომოდ აქტიური და ენერგიული ბავშვია, უყვარს სპორტული თამაშები, მუსიკალური წარმოდგენები. ბექა - ჩვენი სული და გულია! იგი სულ „საქმეშია“ ჩართული და ყველაფერს, რასაც მოკიდებს ხელს, აკეთებს ზედმიწევნით და ხარისხიანად, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით! მაგალითად, მშვენივრად ტრიალებს სამზარეულოში და კარგ კერძებსაც ამზადებს. საერთოდ, ბექა ოცნებობს შეფ-მზარეულის პროფესიაზე, თუმცა ახლა მას ყველაზე მეტად გაახარებს სათამაშო მანქანა! მოდით, ერთად ავუსრულოთ მას ეს ნატვრა! 
ელენე გაბაიძეს 25 აგვისტოს 13 წელი შეუსრულდება! იგი ძალიან მხიარული და კეთილი გოგონაა. მას „მოსიარულე პოზიტივს“ ვეძახით, რადგან სულ იღიმება და სულ კარგ ხასიათზეა. მადლობა ღმერთს, რომ წარსულს ჩაბარდა ის პერიოდი, როდესაც ამ ბავშვს უჭირდა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ახლა ელენე თავს ლაღად და ბედნიერად გრძნობს! რომ იცოდეთ, როგორი მოსიყვარულე გოგონაა ჩვენი ელენე! მისგან მოედინება დიდი სიყვარული, სითბო და დადებითი ენერგია! ელენეს უყვარს სწავლა და ოცნებობს, რომ დაბადების დღეზე მას აჩუქონ ახალი ზურგჩანთა! მოდით, ერთიანი ძალებით ფრთები შევასხათ მის ამ  ნატვრას! 
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ჩვენს პატარებს და გაულამაზოთ მათ ცხოვრება, საჩუქრების შესასყიდი თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დაბადების დღის საჩუქრები) ან ჩარიცხოთ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).



მსგავსი პროექტები: