ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მათი განათლება ჩვენი მოვალეობაა!

უკან მოხედვას ვერ მოვასწრებთ ისე ჩაივლის აგვისტო და სექტემბერიც შემოაღებს კარებს, დაიწყება ახალი სასწავლო წელი.
161 ₾
7
დონორები
შეგროვებულია
ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მიმდინარე ეტაპზე 27 მოზარდი ირიცხება. ყველა მათგანმა ადრინდელი ბავშვობის საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა. ძალადობის ფაქტები, სულიერი ტრავმა, შიმშილი, სიღატაკე... საბედნიეროდ,  ის დრო წარსულს  ჩაბარდა. 
დღეს ამ ბავშვებს ჩერნოვეცკის ფონდი მფარველობს. ისინი იზრდებიან ისეთ გარემოში, სადაც სუფევს სითბო და სიყვარული, სადაც არსებობს ყველა საშუალება ნორმალური განვითარებისთვის! 
ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღმზრდელები ყურადღებას არ აკლებენ მათ. ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობენ, რამეთუ იზრდებიან ჯანსაღ ატმოსფეროში! 
ერთ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. უკვე ტრადიციად იქცა, რომ 15 სექტემბრის შესახვედრად ჩვენ საქველმოქმედო აქციას ვაცხადებთ და ვაგროვებთ თანხას ჩვენი აღსაზრდელებისთვის სასკოლო ნივთების შესაძენად. 
მეგობრებო, შემოგვიერთდით, ერთად გავახაროთ ჩვენი ბავშვები! ისინი მოუთმენლად ელოდებიან იმ დღეს, როდესაც ხელში დაიკავებენ ახალ სასკოლო ჩანთებს, დასაჩუქრდებიან საკანცელარიო ნივთებით, რვეულებით, საწერი კალმებით...
ჩვენს აქციაში მონაწილეობა - ეს არის გზა ბავშვების გულებისკენ! მოდით, ერთიანი ძალებით განვახორციელოთ ეს წამოწყება, რომელიც მიმართულია ჩვენი მოზარდების საკეთილდღეოდ! 
თუ გაქვთ სურვილი, რომ დაეხმაროთ ჩვენს აღსაზრდელებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მცირე საოჯახო ტიპის სახლები) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
ეს სამყარო მდიდარია კეთილი ადამიანებით, ერთ-ერთი მათგანი სწორედ რომ თქვენ ხართ! 

მსგავსი პროექტები: