რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ვაჩუქოთ მარიამს მომავლის იმედი!

calendar აგვისტო 27, 2018

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

8 წლის მარიამ კასრაძე ხერხემლის თანდაყოლილი თიაქარით დაიბადა. გადაიტანა 6 უმძიმესი ოპერაცია, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ნებისმიერი მშობელი დიდ ტკივილს განიცდის, როდესაც მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ეს ტკივილი კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც იგი ვერაფრით შველის მისთვის ყველაზე საყვარელს ადამიანს!
8 წლის მარიამ კასრაძე ხერხემლის თანდაყოლილი თიაქარით დაიბადა.  გადაიტანა 6 უმძიმესი ოპერაცია, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. გოგონა ვერ დადის, რადგან განუვითარდა ქვედა კიდურების დამბლა. მას ერთი ფეხი მეორეზე დიდი აქვს, ხოლო ტერფები – სრულიად  ატროფირებულია. მარიამი ეტლის მეშვეობით გადაადგილდება, აწუხებს მწარე ტკივილები მენჯის არეში, შეუძლია მხოლოდ ხოხვით გადაადგილება, რასაც შინაგანად ძალიან განიცდის. 
„როდესაც მარი პირველად მივიყვანე სკოლაში, – გვიამბობს ბავშვის დედა მანანა გულიშვილი, მან სინანულით მკითხა: „დედა, მე რატომ არ შემიძლია სხვებივით სიარული და სირბილი?“. გული დამეწვა, არ ვიცოდი რა მეთქვა… ყოველთვის ვცდილობ, რომ ბავშვი არ მოვწყვიტო სასკოლო ღონისძიებებს, ექსკურსიაზეც ვახლდი მას კლასთან ერთად… მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მარიმ არ იგრძნოს თავი ეულად და დაჩაგრულად, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე ბევრ დაბრკოლებას გვიქმნის“. 
კასრაძეების ოჯახი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წელს, რუსული ოკუპაციის დროს, მათ  იძულებით დატოვეს სოფელი კეხვი და საკუთარ ქვეყანაში დევნილები გახდნენ. 
მარიამის ინვალიდობის პენსია და მწირი სოციალური ფულადი დახმარება – ეს არის ამ ოჯახის შემოსავალი, რომელიც გასაკვირი არ არის, რომ ელემენტარულ პროდუქტებზე და ჰიგიენურ საშუალებებზეც კი არ ჰყოფნით. მარიამის მამა პერიოდულად უმუშევარია, რადგან წეროვანში პრაქტიკულად შეუძლებელია სამუშაოს შოვნა, თუმცა როდესაც რაიმე სეზონური სამუშაო გამოჩნდება სხვა ადგილას, იგი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ როგორმე შეავსოს მწირი საოჯახო ბიუჯეტი! 
მეგობრებო, მარიამ კასრაძეს დღეს ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. სულ მალე იგი მე-3 კლასის მოწაფე გახდება, მაგრამ შესძლებს თუ არა სკოლაში წასვლას, ეს საკითხავია?! მას არც ჩანთა  გააჩნია და არც სასკოლო ნივთები, ხოლო ეტლი, რომლითაც გადაადგილდებოდა, სრულიად არის გამოსული მწყობრიდან.
მოდით, გავუწოდოთ დახმარების ხელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილ კასრაძეების ოჯახს, გავუთბოთ გული პატარა მარიამს და მარიამობის ამ უდიდეს დღესასწაულზე ვაჩუქოთ მას მომავლის იმედი! 
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ კასრაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
ყოველადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გაგვაძლიერე რწმენაში!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 იან 04
მედიკამენტები
180.00₾
2019 იან 04
კაბა
32.00₾
2019 იან 04
პროდუქტები
260.00₾
2019 იან 04
პროდუქტები სასადილოსთვის
200.00₾
2019 იან 04
პამპერსები
352.50₾
2019 იან 21
პამპერსები
141.00₾
2019 თებ 20
პამპერსები
50.00₾

სულ ხარჯები:

1215.50₾

დატოვა:

0.50₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
14.02.2019 19:06:01
₾10.00
კეთილი გული
31.12.2018 08:31:51
₾50.00
გიორგი ალექსიშვილი
20.12.2018 20:00:00
₾10.00
ნოზაძე გიორგი
06.12.2018 20:00:00
₾1.00
თამილა ებრალიძე
30.11.2018 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
30.11.2018 09:39:55
₾5.00
ნინო ხუციშვილი
20.11.2018 20:00:00
₾10.00
უსტიაშვილი მანანა
18.11.2018 20:00:00
₾20.00
ელიზბარაშვილი ნიკა
15.11.2018 20:00:00
₾20.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
15.11.2018 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
25.10.2018 20:18:29
₾10.00
კეთილი გული
22.10.2018 17:39:19
₾10.00
კეთილი გული
22.10.2018 12:40:25
₾10.00
თამარ წურწუმია
14.10.2018 20:00:00
₾3.00
კეთილი გული
08.10.2018 20:18:56
₾5.00
კეთილი გული
08.10.2018 17:08:24
₾10.00
ნინო კვარაცხელია
04.10.2018 20:00:00
₾30.00
ირინე ზახარიანი
01.10.2018 20:00:00
₾3.00
ნიკოლოზ წირღვავა
01.10.2018 17:33:39
₾5.00
ვერა ბენდელიანი
29.09.2018 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,216.00

91 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,216.00

91 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება