70 წლის გურამ აზმაიფარაშვილი რამდენიმე წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული, მომვლელი კი არავი ჰყავს. წლების განმავლობაში მშენებლობაზე მუშაობდა, ოჯახი არ შეუქმნია, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა, გადაიტანა ინსულტი.
ჩვენი ფონდის ექიმები და ექთნები ზრუნავენ გურამ აზმაიფარაშვილზე, მას მეზობლებიც ეხმარებიან, თუმცა პენსია და მწირი სოციალური შემწეობა არ იძლევა სათანადო მკურნალობის საშუალებას. მას არ ჰყოფნის ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, საკვები პროდუქტები. მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი გურამ აზმაიფარაშვილს! ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილი გულის!