ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ცხოვრება ვაგონში

4 მცირეწლოვანი ბავშვი და მათი მშობლები ვაგონში ცხოვრობენ. დიახ, ეს მათი სახლია, სადაც ზაფხულში სუნთქვა ჭირს, ხოლო ზამთარში აუტანელი სიცივე სუფევს.
2,409.65 ₾
187
დონორები
შეგროვებულია

4 მცირეწლოვანი ბავშვი და მათი მშობლები  ვაგონში ცხოვრობენ. დიახ, ეს მათი სახლია, სადაც ზაფხულში სუნთქვა ჭირს, ხოლო ზამთარში აუტანელი სიცივე სუფევს.

მამა ადრე მუშაობდა და ქირის გადასახადი თანხა ჰქონდა, მაგრამ  როდესაც იგი ავად გახდა და მუშაობა ვერ შესძლო, ოჯახი საცხოვრებლად ამ დაჟანგულ ვაგონში გადაიყვანა, რომელიც ლილოს დასახლებაში მდებარეობს.  „ზამთარში სიცივისგან ვიყინებით, ხოლო ზაფხულში აქ ისე ცხელა, როგორც გაზქურის ღუმელში...თუმცა ეს მაინც სჯობს ღია ცისქვეშ ცხოვრებას...“, - ამბობს  4 შვილის დედა მინაია აჯალოვა. მეზობელი ეზოდან წყლის მოტანაში დედას შვილები ეხმარებიან. წარმოგიდგენიათ, რამდენი წყალი სჭირდება 6 სულიან ოჯახს?! თუმცა ეს კიდევ ყველაფერი არ არის - აჯალოვებს ონკანიც არ გააჩნიათ.

საცხოვრებელი ფართი და „სველი წერტილები“ ერთ სივრცეშია განთავსებული. დიახ, მათ ერთ სივრცეში სძინავთ, ამზადებენ სადილს, იბანენ ტანს, ხოლო ტუალეტი „ოთახისგან“ მხოლოდ ფარდით არის დაფარული.

მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, მინაია მაინც ცდილობს სისუფთავე შეინარჩუნოს და ელემენტარული „კომფორტი“ შექმნას.

აჯალოვები ხშირად შიმშილობენ. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვებს მშივრები დაუძინიათ იმ დაპირებით, რომ „საჭმელი ხვალ იქნება“.

უჭმელობისა და სიცივისგან ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ისინი მოვინახულეთ, პატარა ლუკას მაღალი სიცხე ჰქონდა, ხოლო მშობლებს წამლის ყიდვის არანაირი საშუალება არ აქვთ. ისინი არჩევანის წინაშე დგანან: ან წამალი ან პური?!

ამასწინათ, აჯალოვების ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა - უსახლკარო ძაღლი ჯეკი. იგი ბავშვებმა ნაგავსაყრელზე იპოვეს, შეეცოდათ და სახლში წაიყვანეს. „დედამ გვასწავლა, რომ მშიერს უნდა დაეხმარო და პური აჭამოო“,- გვითხრეს ბავშვებმა.

აჯალოვების ოჯახი ცდილობს ამ სიდუხჭირეს დააღწიოს თავი.  მამა მუშაობს მთელი დღე, თუმცა მიზერული შემოსავალი არ იძლევა აუტანელი პირობების გაუმჯობესების საშუალებას. მეგობრებო, ვიწყებთ აქციას ამ ოჯახის მხარდასაჭერად! სარეცხი მანქანის, მაცივრის, საწოლების და თეთრეულის, ტანსაცმლის, ჰიგიენური საშუალებების და საკვების შესაძენად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ  ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აჯალოვების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).


მსგავსი პროექტები: