ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ილოცეთ, რომ ხათუნას ტკივილები შეუმსუბუქდეს!

ხათუნა ოცნებობს მეგობრების შეძენაზე, რათა გაუზიაროს თვისი ტკივილი და სევდა. მას სჯერა, რომ სასწაულები ხდება და ოცნებებიც სრულდება!
2,366.41 ₾
223
დონორები
შეგროვებულია
ხშირად, როდესაც რაღაცით უკმაყოფილონი ვართ, წუწუნი არ უნდა დავიწყოთ, რამეთუ ხვალ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. სხვანაირად არც კი შეიძლება რომ იყოს, რადგან ის ვინც სიკეთეს თესავს, ორმაგად მოიმკის! 
თუ თქვენ სევდა მოგეძალათ,  გაიხსენეთ ხათუნას ისტორია, რომელსაც გასულ წელს ერთად დავეხმარეთ! აი, ვის უჭირს დღეს რეალურად! აი, ვინ საჭიროებს ჩვენს თანადგომას და მხარდაჭერას! 
„ვფიქრობ, განვიცდი, ვტირი, ვყვირი, მტკივა“,- ეს სასოწარკვეთილი სიტყვები 26 წლის ხათუნა ლემსაძეს ეკუთვნის, რომელიც ყოველდღე ებრძვის სიკვდილს! კრუნჩხვები იმდენად ხშირად აქვს, რომ ძვლების დეფორმაცია დაეწყო! 
ხათუნას შესახებ ჩვენ გასულ წელს გიამბეთ, როდესაც მის დასახმარებლად გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია  https://chernovetskyifund.ge/ru/projects/finished/230-lemsadze/   
...სამ წლამდე არავის გასჩენია ეჭვი, რომ ხათუნა მძიმე სენით იყო დაავადებული. ბავშვის ფიზიკური განვითარების შეფერხება დროებით მოვლენად იქნა აღქმული, მაგრამ როდესაც  7 წლის გოგონამ ფეხზე გავლა ვერ შესძლო, მშობლებმა განგაში ატეხეს. სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო, თანაც ოჯახს ფინანსური საშუალება არ გააჩნდა, რომ ბავშვისთვის უცხოეთში ემკურნალათ. 
ლემსაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია და დუხჭირ პირობებში ცხოვრობს. ფული არც საკვებისთვის ჰყოფნით დ არც მედიკამენტებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ ხათუნასთვის  სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების თაობაზე. ახალგაზრდა გოგო ხშირად ტირის ბედის უკუღმართობის გამო, იმ უმძიმესი მდგომარეობის გამო, რომელშიც აღმოჩნდა მისი ოჯახი, თუმცა ფარხმალს არ ჰყრის და გადარჩენისთვის განაგრძობს ბრძოლას. 
ხათუნა ოცნებობს მეგობრების შეძენაზე, რათა გაუზიაროს თვისი ტკივილი და სევდა. მას სჯერა, რომ  სასწაულები ხდება და ოცნებებიც სრულდება! 
მეგობრებო, ხათუნას ოცნების ახდენა გაერთიანებული ძალებით სავსებით შესაძლებელია! მოდით შევუძინოთ მას გარე სამყაროსთან საკომუნიკაციო ტექნიკა: კომპიუტერი, ტელეფონი და, რა თქმა უნდა, ტელევიზორი. 
მას კიდევ ბევრი რამ სჭირდება: პამპერსები, ტკივილგამაყუჩებელი წამლები, ორთოპედიული საწოლი და სხვა.  თუ ჩვენმა ნაამბობმა თქვენში გამოიწვია  თანადგომის სურვილი,  გაუწოდეთ ხათუნას დახმარების ხელი და გაუხანგრძლივეთ მას სიცოცხლე! 
და კიდევ... მისწერეთ მას წერილი ან დაუმეგობრდით სოციალურ ქსელში, გახდით მისი მეგობარი, ანუგეშეთ მისი ტკივილით სავსე გული! 
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხათუნა ლემსაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე: https://goo.gl/GY2Gus). 
სიკეთე უფლისგან ბოძებული სიცოცხლეა!

მსგავსი პროექტები: