ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„აქ ყველა ოცნება სრულდება“

მეგობრებო, ჩვენ ქობულეთის მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლში გვყავს არაჩვეულებრივი აღსაზრდელი - გიორგი, რომელიც 23 იანვარს გახდება 16 წლის!
85 ₾
6
დონორები
შეგროვებულია

მეგობრებო, ჩვენ ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლში გვყავს არაჩვეულებრივი აღსაზრდელი - გიორგი, რომელიც 23 იანვარს გახდება 16 წლის!

ის ჩვენთან ორიოდე თვის წინ, პატარა ძმასთან და ორ დასთან ერთად მოხვდა. უფლის წყალობით ყველა უბედურებამ მათ ცხოვრებაში უკვე ჩაიარა. ჩვენთან ისინი თავს დაცულად გრძნობენ. მშივრები არ არიან, კარგად აცვიათ, სითბოში, სიყვარულში და კომფორტში ცხოვრობენ.

მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, გიორგიმ პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარა. რამდენიმე წელიწადში ის პროფესიონალი მზარეული გახდება! ჩვენს აღსაზრდელს ეს საქმიანობა ძალიან მოსწონს, კარგად სწავლობს, ხშირად მონაწილეობს საკულინარიო კონკურსებში, ამასთან ერთად ძალიან უყვარს ნაციონალურ ქართულ ინსტრუმენტებზე დაკვრა.

ძალიან ვამაყობთ გმისი წარმატებებით! მადლობა ღმერთს, რომ მისი ცხოვრება სწორი მიმართულებით მიდის!

მალე მისი დაბადების დღეა, რა თქმა უნდა, ჩვენ მისთვის საჩუქრების ჩუქებას ვაპირებთ, გავუშლით სუფრას, ავუნთებთ 16 სანთელს ტორტზე, მოვაწყობთ სადღესასწაულო საღამოს, მაგრამ ყველაზე მეტად გვსურს, რომ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში! ჩვენი ფონდი მიზნად ისახავს ქველმოქმედების იდეის რაც შეიძლება უფრო ფართე პოპულარიზაციას!

ამიტომ, თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ თავად მიულოცოთ გიორგის, მისწეროთ წერილი და დაუმეგობრდეთ!

აგრეთვე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს საქველმოქმედო აქციაში და გვერდში ამოუდგეთ გიორგის - დაგვეხმაროთ თანხების შეგროვებაში, რათა ვაჩუქოთ სალამური! ნეტა იცოდეთ რამდენად გააბედნიერებთ ამით მას! მეგობრებო, მოდით ერთად გავუზიაროთ გიორგის ჩვენი ყურადღება, რადგან ის ამას მართლა იმსახურებს!

თუ გაქვთ სურვილი და საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი გიორგი თურქიაშვილს ) ან ვებ–გვერდიდან 

ასევეთანხაშეგიძლიათჩარიცხოთსწრაფიგადახდისაპარატებიდან: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება.


მსგავსი პროექტები: