ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ხანდახან შეუძლებელიც შესაძლებელია“

„შემდეგ ჩემზეც დაწერენ, ბავშვთა სახლში გაზრდილმა გოგონამ ასეთი წარმატების მიღწევა შეძლოო“ – პატარა ლიზი ხინიკაძის დიდი ოცნება შესაძლოა რეალობადაც იქცეს...
24 ₾
4
დონორები
შეგროვებულია
„შემდეგ ჩემზეც დაწერენ, ბავშვთა სახლში გაზრდილმა გოგონამ ასეთი წარმატების მიღწევა შეძლოო“ – პატარა ლიზის დიდი ოცნება შესაძლოა,  რეალობადაც იქცეს, თუ ამას თითოეული ჩვენგანი მოინდომებს. მას ხომ, ფონდისა და გულისხმიერი ადამიანების წყალობით, უკვე არაერთხელ აუსრულდა სურვილი.   
ლამაზი და ნიჭიერი გოგონა, რომელსაც, ხელშეწყობის შემთხვევაში, საკმაოდ დიდი მომავალი აქვს,  ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარია. ის, ისევე როგორც მცირე საოჯახო სახლების სხვა აღსაზრდელები, ოჯახს გარეთ ცხოვრობს. ჩერნოვეცკის ფონდი მისი ოცნების რეალიზებას მთელი ძალისხმევით ცდილობს. სწორედ ასეთი ხელშეწყობის წყალობით გახდა რეგიონალური თუ საქალაქო კონკურსები და ფესტივალები  მისი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილი.  ნიჭიერმა გოგონამ არაერთი ჯილდო და პრიზი მოიპოვა.
„ლიზი ძალიან კომუნიკაბელური, კეთილი, მხიარული და ნიჭიერი გოგონაა. მეგობრებს ის ძალიან უყვართ. ხშირად მის თვალებში სევდაც იკითხება, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა. ეს ბავშვები არ ცხოვრობენ ისე, როგორც სხვები, რადგან ისინი არ იზრდებიან საკუთარ ოჯახებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი მივცეთ, მათ მარტივი ცხოვრება მაინც არ აქვთ. მოთხოვნებიც მოკრძალებული, განსხვავებული აქვთ. ოცნებობენ იმაზე, რასაც სხვები ყოველდღიურ ცხოვრებას უწოდებენ. ღვთისა და კეთილი ადამიანების ნებით, ლიზის მეტის მიღწევა შეუძლია. თავის ხმრივ, ჩვენი ფონდიც მაქსიმალურ აკეთებს ამისთვის.“ - აცხადებს მცირე საოჯახო სახლის ხელმძღვანელი. 
თებერვალში ლიზის 13 წელი უსრულდება. რა თქმა უნდა, ფონდი გოგონას დაბადების დღეს საოჯახო სახლში, ხალისიან და მხიარულ გარემოში, მისი მეგობრების - საოჯახო სახლის აღსაზრდელების გვერდით აღუნიშნავს. პატარა მომღერალმა იუბილეზე მოკრძალებული საჩუქრის მიღების სურვილიც გამოთქვა. როგორც თავად განგვიმარტა, საყვარელი სიმღერების მოსასმენად ბლუთუსიანი ყურსასმენი სჭირდება. 
ჩერნოვეცკის ფონდი ულოცავს ლიზის დაბადების დღეს და უსურვებს ყველა ოცნების რეალიზებას.  ბუნებრივია, ფონდი გოგონას ხელშეწყობას მომავალშიც მთელი ძალისხმევით გააგრძელებს, მაგრამ მას აუდიტორიის მხარაჭერაც სჭირდება. ეს მისი ოცნების რეალიზებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შესაძლოა, სწორედ თქვენი მხარდაჭერის წყალობით გახდეს გოგონა საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოში. მას ხომ დღემდე სწამს, რომ „შეუძლებელი შესაძლებელია“
თუ ვინმეს ექნება სურვილი, პირადად მიულოცოს დაბადების დღე ლიზის, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ,  მიწეროთ წერილი ან მობრძანდეთ ადგილზე და გახდეთ ღონისძიების შემადგენელი ნაწილი. ბავშვს დიდი სიხარულისთვის ხომ ელემენტარული ყურადღებაც ჰყოფნის.  ჩვენ ერთად შეგვიძლია მას მივცეთ სითბო და სიყვარული. 
თანხის ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ისარგებლოთ ანგარიშით GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი ლიზი ხინიკაძეს), ვებ–გვერდზე განთავსებული ბმულებით ან გადახდის აპარატებით: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay.  ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება და მიჰყევით ინსტრუქციას. 

მსგავსი პროექტები: