ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რედიკო ფიროსმანაშვილი

„შეიბრალეთ ჩემი შვილი, მე თუ მალე გარდავიცვალე მან მაინც უნდა იცოცხლოს.“
25 ₾
5
დონორები
შეგროვებულია

შემზარავი სანახაობაა, 80 წლის ავადმყოფი დედისა და მისი ფსიქიკურად დაავადებული შვილის, ჯემალის შეჭირვებული არსებობა.
მხოლოდ დედას შეუძლია მიუძღვნას მთელი თავისი ცხოვრება შვილს, მიუხედავად უძლურებისა, დედობრივი მოვალეობა მას სიცოცხლის ძალასაც კი აძლევს. 
ჩვენ გავესაუბრეთ რედიკო ფიროსმანაშვილი და ვთხოვეთ გაეზიარებინა საკუთარი პრობლემები.
- როგორ ახერხებთ თქვენ ასაკში ავადმყოფი შვილის მოვლას?
რედიკო ფიროსმანაშვილი: ყოველდღიურად უფრო და უფრო მიჭირს ჯემალის მოვლა, მაგრამ ჩემ გარდა არავინ ჰყავს. როგორც ჩანს, ესეთი ყოფილა ჩემი ბედი.
- რამდენი წლის არის?
რედიკო ფიროსმანაშვილი: ჯემალი 51 წლისაა. ის ფსიქოლოგიური აშლილობით იტანჯება. საკუთარ თავს საერთოდ ვერ უვლის, მუდმივი ყურადღება სჭირდება, შემთხვევით რამე რომ არ დაუშავოს საკუთარ თავს, ან ფანჯრიდან რომ არ გადავარდეს. წესით უკვე ჩემი სიკვდილის დროა, მაგრამ უჩემოდ ვერ იცოცხლებს და ამის უფლება არ მაქვს.
-თქვენი მეუღლე?
რედიკო ფიროსმანაშვილი: ჩემი მეუღლე 2008 წელს გარდაიცვალა. სანამ ცოცხალი იყო, ერთად ვუვლიდით, თუმცა გარდაცვალების შემდეგ აბსოლუტურად მარტო ვარ.
- წარმოშობით საიდან ხართ?
რედიკო ფიროსმანაშვილი: ჩვენ კახეთიდან ვართ, სიღნაღის რაიონიდან. განათლებით ეკონომისტი ვარ, ჩემი მეუღლე ინჟინერი იყო. ტიბაანის კოლმეურნეობაში ვმუშაობდით. როდესაც ჩვენი შვილი დაავადდა გავყიდეთ სახლი და თბილისში გადმოვედით. ბავშვს სჭირდებოდა რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა, ხოლო სოფელში ამის საშუალება არ იყო. ჩემი ქმარი ტაქსის მძღოლად, ნორმალურად ვიყავით, თუმცა გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება ტანჯვად გადაიქცა.
- რა არის თქვენი შემოსავალი და რაზე გყოფნით?
რედიჯო ფიროსმანაშვილი: პენსია და სოციალური დახმარება მხოლოდ, 100 ლარის ოდენობის. თითქმის მთელი თანხა წამლებზე გვეხარჯება. ბოლო წლები  ტროფიკული წყლულიც ტანჯავს. ერთი ფეხი თითქმის მთლიანად გაუშავდა. ხშირად მხოლოდ პურითა და წყლით იკვებება და მის დაავადებას ეს უფრო ამძაფრებს.
- ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებები თუ გეხმარებათ?
რედიკო ფიროსმანაშვილი: ამ ბოლო დროს გვეხმარებიან. წელიწადში 2-ჯერ გამგეობა თანხას გამოყოფს მედიკამენტებისთვის. ცოტა ხნის წინ გაზქურაც შეგვიძინეს, სასადილოშიც დავდივართ. ზამთარში კომუნალურ გადასახადებსაც გვიფინანსებს.
-ჩერნოვეცკის ფონდის დახმარებით თუ ხართ კმაყოფილი?
რედიკო ფიროსმანაშვილი:  თქვენით გვიდგას სული. ჩვენ შინმოვლის პროგრამაში ვართ და რეგულარულად გვსტუმრობს თქვენი ექიმი, მედ-და, სოციალური მუშაკი. ჩვენი ერთადერთი იმედი ხართ.
-რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად?
რედიკო ფიროსმანაშვილი: წამლები და საკვები. არ გვაქვს სარეცხი მანქანა. გვაქვს ძველი, გაფუჭებული მაცივარი. ბინა, თქვენ თვითონაც ხედავთ რამდენად საშინელ მდგომარეობაშია. კედლები, ავეჯი, სველი წერტილები - ყველაფერი საშინელ მდგომარეობაშია.
- რაზე შეიძლება ოცნებობდეს 80 წლის დედა ავადმყოფი შვილით?
რედიკო ფიროსმანაშვილი: ზოგჯერ სასოწარკვეთაში ვვარდები, თუმცა ვცდილობ ცუდზე არ ვიფიქრო და არ ვიტირო. ღმერთის ნებით კიდევ რამდენიმე წელს ვიცოცხლებ, იმედია არ მოვკვდები. არ მინდა ჩემი შვილის მიტოვება, უჩემოდ ის ვერ გადარჩება.
მეგობრებო, ასეთ საშინელ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, რომელთა სიცოცხლე ნებისმიერ წამს შეიძლება შეწყდეს ჩვენი მხარდაჭერისა და ყურადღების გარეშე. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანური სითბო, სჭირდებათ რომ იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და ყოველთვის არის ვიღაც, ვინც გაუწოდებს დახმარების ხელს.
კეთილო ადამიანებო, თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ ფიროსმანაშვილების ოჯახს და თავად გაუწიოთ დახმარება. დედა-შვილს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გადარიცხოთ სასურველი თანხა მედიკამენტების, საკვები პროდუქტებისა და სხვა აუცილებელი ნივთების შესაძენად და შემდეგ პოსტში აუცილებლად გაცნობებთ ამ ოჯახისთვის დახარჯული თითოეული თეთრის შესახებ. თანხა შეგიძლია ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ფიროსმანაშვილების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

მსგავსი პროექტები: