ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენი ცხოვრება ტანჯვა და განსაცდელია!

ნათელაშვილების ოჯახს საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება. 57 წლის დედა, ქეთევან თოდაძე, ორ სნეულს – შვილს და მეუღლეს უვლის, რომლებიც ფსიქიური აშლილობა აქვთ.
84 ₾
7
დონორები
შეგროვებულია


ნათელაშვილების ოჯახს უკვე რამდენიმე წელია საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება! 57 წლის დედა, ქეთევან თოდაძე, ორ სნეულს – შვილს და მეუღლეს უვლის, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა აქვთ.

ქეთევანმა დახმარების თხოვნით მოგვმართა, მას თქვენი – კეთილი ადამიანების იმედი აქვს.

აი რას გვიყვება ქეთევანი.

 – სამი წლის წინ, ჩემს მეუღლეს ნერვებმა უმტყუნა. როდესაც ჩვენს შვილს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა, მის სამკურნალოდ ყველაფერი გავყიდეთ რაც გაგვაჩნდა და აქ გადმოვსახლდით. მრავალწლიანმა მკურნალობამ, რა თქმა უნდა შედეგი გამოიღო. ახლა ლევანი 17 წლისაა, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, არაა აგრესიული, და გვიჯერებს, მაგრამ ეს შედეგი რომ მიგვეღო, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დავრჩით და მხოლოდ სოციალური შემწეობით ვირჩენთ თავს. ზვიადი – ჩემი მეუღლე, ძალიან განიცდიდა შექმნილ ვითარებას და საბოლოოდ მასაც უმტყუნა ნერვებმა.

  ამ სახლს ქირაობთ?

   დიას, თვეში 50 ლარად. პირობები დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აქედანაც შეიძლება ნებისმიერ დროს გაგვასახლონ, თუ პატრონი სახლის გაყიდვას გადაწყვეტს. ჩვენი შემოსავალი ქმრის და შვილის პენსია და სოციალური შემწეობა წამლების, საკვების საყიდლად და კომუნალური გადასახადების დასაფარად ძლივს გვყოფნის.

  თქვენ არ მუშაობთ?

  განათლებით ინჟინერი ვარ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც ვმუშაობდი. მაგრამ რაც ლევანს ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა, სამსახურს თავი დავანებე. ახლა ძალიან მინდა მუშაობა, მაგრამ მეც ვერ დავიკვეხნი კარგი ჯანმრთელობით. სამჯერ გავიკეთე ოპერაცია – კისტა ამომაჭრეს, ერთხელ თვალებზეც მომიწია... გული მაწუხებს, მაღალი წნევები...

ალბათ ოპერაცია სახელმწიფომ დაგიფინანსათ, არა?

  კი სახელმწიფომ დამაფინანსა. ასევე ჩემი ქმარი და შვილი სახელმწიფო პროგრამის სერვისებით სარგებლობენ. ადგილობრივი ხელისუფლებაც გვეხმარება, როგორც შეუძლიათ ისე. მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. გამგეობა ორ თვეში ერთხელ წამლებს გვიფინანსებს, უფასო სასადილოთიც ვსარგებლობთ...

  ამჟამად ყველაზე მეტად რა გესაჭიროებათ?

  საყოფაცხოვრებო ტექნიკა ფაქტობრივად არ გვაქვს. რამდენიმე დღის წინ გაზქურა აგვიფეთქდა.  სარეცხი მანქანა არც გვქონია არასდროს. მაცივარი არ მუშაობს ...ძალიან ბევრი მსმენია თქვენი ფონდის შესახებ, რომ უამრავი გულისხმიერი ადამიანები ეხმარებიან საქართველოში გაჭირვებულ ოჯახებს. მინდა რომ ჩემი ხმა მათ მიაწვდინოთ! ვოცნებობ, რომ ჩემი შვილი და მეუღლე კვლავ ჯანმრთელები იყვნენ.

ნათელაშვილების ოჯახს თქვენი დახმარება სჭირდება, ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება!

მათი მისამართია: საგარეჯოს რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა, ტელ: 591 31 31 87

თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003  ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათელაშვილების ოჯახი).

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge

სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს დამოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)