ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მშობლების საფლავზე ის ხმამაღლა ტირის... მთელი სოფელი იგებს იქ რომ ავდივართ.

თემური 40 წლის არის, მაგრამ დღემდე არ შეუძლია დედ-მამის გარეშე ცხოვრება. მას ხომ მათ გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია.
755 ₾
69
დონორები
შეგროვებულია

როდესაც სასაფლაოდან სულის შემზარავი გმინვა  და ტირილი ისმის, მთელმა სოფელმა იცის, რომ თემური მშობლების საფლავზე მიიყვანეს! თემური 40 წლის არის, მაგრამ დღემდე არ შეუძლია დედ-მამის გარეშე ცხოვრება. მას ხომ მათ გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია. თემური დაიბადა ბავშვთა ცერებრული დამბლის უმძიმესი ფორმით. 
დედ-მამას სული არ დაუშურებიათ მისთვის და სანამ ცოცხლები იყვნენ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რამენაირად მაინც გაეუმჯობესებინათ თემურის მდგომარეობა. ისევე უვლიდნენ, როგორც ბავშვობაში: ბანდნენ, აჭმევდნენ!
თემურის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე დადგა! ჯერ დედა გარდაიცვალა, შემდეგ კი მამა... მარტოდმარტო დარჩა! მადლობა ღმერთს, მას ჰყავს და, რომელიც ძმის გამო მეუღლესთან და პატარა ბავშვებთან ერთად თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადავიდა.
წარმოიდგინეთ, როგორი სიყვარული და თავგანწირვაა საჭირო, ქალაქი რომ მიატოვო და სოფელში ავადმყოფ ძმასთან გადახვიდე?!
ჩვენ მზევინარს ოჯახისა პრობლემებსა და საჭიროებებზე გავესაუბრეთ.
- მზევინარ, ძალინ რთული იყო მშობლების გარდაცვალების შემდეგ?
მზევინარი: ეს დარტყმა იყო ჩემთვის. დედ-მამა ერთ წელიწადში დავკარგე... მაგრამ ოჯახი მყავს, უბედურება შვილებმა გადამატანინეს, თემური კი ... ის ხომ ბავშვივითაა... ერთი დღეც არ უცხოვრია მშობლების გარეშე, ძალიან ენატრებოდა ისინი. იმდენად მიჯაჭვული იყო მათზე, რომ მათი გარდაცვალების შემდეგ, ყველას ეგონა, ვერ გადარჩებოდა. როცა ჩემთან თბილისში ერთოთახიან ბინაში გადავიყვანე, ყოველ დღე ტიროდა. ამიტომ გადავწყვიტეთ სოფელში გადმოსვლა, რაზეც ჩემ ქმარს ვემადლიერები, ის თემურთან დაკავშირებით ყველაფერში მხარს მიჭერს და მეხმარება, ბავშვებსაც ძალიან უყვართ ბიძა...
- სოფელში უკეთ გახდა თემური?
მზევინარი: დიახ! არ გეგონოთ რომ ბავშვთა ცერებრულ დამბლასთან ერთად ის გონებრივადაც ჩამორჩენილია, მას ძალიან კარგად ესმის ყველაფერი, ის მიჩვეულია ამ სახლს, ეზოს. ეს მისი სამყაროა, და ამ სამყაროში სრულიად მარტო დარჩა! ყოველ დღე გვთხოვს მე და ჩემს მეუღლეს „დედასთან და მამასთან“ ავიყვანოთ. მხოლოდ ამ ორ სიტყვას წარმოთქვამს. მშობლების საფლავზე ტირის, ეძახის მათ. მთელმა სოფელმა იცის თემური როდესაც იქაა. – გვითხრა მზევინარმა და თავადაც ატირდა.
თემურის ჯანმრთელობა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ასე იტანჯება, ბოლო დროს ძალიან გაუარესდა. წინა წელს ექიმებმა მას ახალი დიაგნოზი დაუსვეს - „ეპილეფსია“.
ეს ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. თემურის პენსიითა და ქმრის მიერ შემოტანილი ორი კაპიკით ცდილობენ თავის გატანას.
მზევინარი: ორი შვილი მყავს, და რა თქმა უნდა, მათი გამოკვება ჩვენი მთავარი საზრუნავია, მაგრამ თემური, ჩვენთვის უპირველესია. მას მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. წარმოგიდგენიათ რა რთულია მისთვის ეს ყველაფერი, ბზიკის მოცილებაც კი არ შეუძლია თავიდან, თუ უკბინა. თავსაც კი ვერ ასწორებს დახმარების გარეშე...
ჩვენი ოჯახი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ძალიან გაგვიჭირდა დახმარების თხოვნით თქვენთან მოსვლა. ვიმედოვნებთ, ჩვენ თხოვნაზე კეთილი ადამიანები გამოგვეხმაურებიან და ჩემ ძმას თავის წილ სითბოს აჩუქებენ. ჩვენი მშობლები სულ იმ იმედით ცხოვრობდნენ, რომ გამოვაკეთებდით თემურს. მაგრამ ღმერთმა ის ჩვენ ასეთი გვაჩუქა, სუფთა სულის მქონე ანგელოზი და ჩვენ უფალთან პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მასზე ვიზრუნოთ!
მეგობრებო, ნებისმიერი სახის დახმარება თემურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება! ახლა მას ყველაზე მეტად მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და სპეციალური კვება. ვიცით, მისი განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია! 
თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ თემური. ის ჩხოროწყუს რაიონში სოფელ ზუმში ცხოვრობს. ტელ: 579 18 03 40.
 ეს ჩვენი ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 или  (დანიშნულება: თემურ ჯოლოხავა) ასევე თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან: Nova Technology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.  (ფონდის დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
     

მსგავსი პროექტები: