რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შიმშილისა და სიღატაკისთვის განწირული საქართველოს შვილები!

calendar ნოემბერი 15, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ბავშვებმა უბრალოდ არ იციან, რომ საქართველოში კეთილი ადამიანებიც ცხოვრობენ! ჩვენ ვიცით, და გვინდა ისინი დავარწმუნოთ ამაში!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ეს პატარა ბავშვები საქართველოს შვილები არიან!  “დიდი დეიდები და ბიძიები” მათ მდგომარეობას რომ ნახავენ, თავში ხელს შემოირტყავენ, ფოტოებს გადაიღებენ, როგორს ეგზოტიკურ ცხოველებთან, ორ კანფეტს აჩუქებენ, ოქროს მთებს დაჰპირდებიან და შემდეგ… შემდეგ არაფერიც არ ხდება, საერთოდ არაფერი… მხოლოდ სამოქმედო გეგმას უდგენენ დედას როგორ უნდა გაიტანოს თავი თვეში 570 ლარით… აი, ასეთი ამაღელვებელად ზრუნავენ ისინი ბავშვებზე … და არც კი რცხვენიათ!
ბავშვებმა უბრალოდ არ იციან, რომ  საქართველოში კეთილი ადამიანებიც ცხოვრობენ! ჩვენ ვიცით, და გვინდა ისინი დავარწმუნოთ ამაში!
როგორ აღმოჩნდა ოჯახი ასეთ ღვთისგან მიტოვებულ ადგილას, როგორ ცხოვრობდნენ მანამდე, რა არის მათი მთავარი პრობლემა დღეისთვის,  ამის შესახებ 6 შვილის დედამ ტასო აკობიამ მოგვიყვა. ის 43 წლის არის და 6 ბავშვს უვლის. 
12 წელი ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა 6 შვილი იქ შეეძინა.  მამა მშენებლობაზე მუშაობდა, ოჯახს არჩენდა, ბავშვები სკოლაში დადიოდნენ… უცხო ქვეყანაში კი იყვნენ, მაგრამ ადამიანებივით ცხოვრობდნენ!
მთელი ეს წლები დედ-მამა სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა! მამა დარჩა უცხო მხარეში, ოჯახს რომ არაფერი მოკლებოდა. მაგრამ არ გამოუვიდა…
-როგორ აღმოჩნდით აქ, ამ ნანგრევებში?
ტასო: თავიდან ბებიასთან, ზუგდიდში ვცხოვრობდით. დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო! მაშინ ჩემს შვილებს არც პური აკლდათ, არც ტანსაცმელი. ახლა კი არავინ დაგვრაჩა ახლობელი. ხან ვის შევეკედლეთ, ხან სად შევიჭერით, ბოლოს კი ეს სახლი ფონდმა „იავნანამ“ გვაჩუქა. 
– დმგონი, აქ ყოფნა ხომ საშხიფათოა?
ტასო: მაშინ არ მიფიქრია სად გადავდიოდი. ახლა კი ვფიქრობ, – მგონი ჯობია ტყეში წავიყვანო ბავშვები და იქ ვიცხოვრო… აქ ხომ ყოველი მხრიდან წვეთავს და წუმპეში ვცხოვრობთ…
-თქვენი მეუღლე სად არის?
ტასო: რუსეთშია. აქ ვერ იშოვა სამსახური და წავიდა… მაგრამ იქაც ნორმალური ვერაფერი იპოვა… ზოგჯერ გვიგზავნის კაპიკებს… შეიძლება ახალი ოჯახიც გაიჩინა იქ… ვინ იცის… მე არ გამიმართლა ცხოვრებაში, მაგრამ ჩემმა შვილებმა რა შესცოდეს? 
-როგორ წარმოგედგინათ გათხოვების შემდეგ ცხოვრება?
ტასო: მე დედისერთა ვარ. მამა რომ გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა. ამიტომ ბევრი შვილი მინდოდა. 
-უკმაყოფილო ხართ თქვენი ხვედრით?
ტასო: როგორ შეიძლება ღმერთზე გავნაწყენდე? ჩემს გვერდით ახლა ჩემი ანგელოზები არიან. 
-ხელისუფლება თუ გეხმარებათ რამით?
ტასო: დიახ… სოციალური დახმარება 540 ლარია და საკვები პროდუქტების ვაუჩერი… მრცხვენია რომ ვწუწუნებ. ემე მართლმადიდებებლი ვარ და ღმერთი გვასწავლის, რომ მცირედითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ! ჩემი შვილები ჯანმრთელები არიან და მადლიერი ვარ ამისთვის უფლის! ბავშვებმა გაიგეს, არ ვიცი მათ ეს ვინ უთხრათ, „კეთილის მსურველები ყველგან მოიძებნებიან, რომ შეიძლება ისინი წამართვან, იმიტომ რომ მათი ყველაფრით უზრუნველყოფა არ შემიძლია… რომ გენახათ პატარა ტაზომ როგორ ინერვიულა… საბრალო, უცხო ხალხს რომ დაინახავდა ჩვენს კართან, ჭაში იმალებოდა… ღამე ხელს არ მიშვებს, საშინელებები ესიზმრება, წამოხტება და მეძებს. როგორ შეიძლება ასე მოექცე ბავშვებს? ვიცი საუკეთესო დედა არ ვარ, სულ მცირედსაც ვერ ვაძლევ ჩემ შვილებს, მაგრამ ეს ჩემი შვილები არიან! ღმერთმა გამომიგზავნა ისინი და რა უფლებით უნდა წამართვან?
-შეიძლება რამდენიმე კითხვა ბავშვებსაც დავუსვათ? მოდით გაგეცნობით ჯერ!
ტასო: ყველაზე უფროსი მზიაა -15 წლის, დედის შემცველელია ბავშვებისთვის. ჩემი მარჯვენა ხელი და ჩემი გადარჩენა. შემდეგი რევაზია 14 წლის. თვლის, რომ ყველაზე დიდია და ჩვენზე ზრუნვას ცდილობს… ვარაზი 12 წლის არის, ტაზო 8-ის, ყველაზე პატარა კი 6 წლის. აი ჩემი საგანძური!
-მოდი, შენიდან დავიწყოთ მზია, რაზე ოცნებობ?
მზია: კარგად მახსოვს, როგორ ვცხოვრობდით… კარგად ვიყავით. მშობლები მუშაობდნენ. მე, რევაზი და რამაზი სკოლაში დავდიოდით, უმცროსები – ბაღში. საღამოს ყველანი ვიკრიბებოდით და ეს იყო ყველაზე ბედნიერი დრო ჩვენთვის… ვსაუბრობდით, ვმღეროდით, მამა ზღაპრებს გვიკითხავდა, დედა გემრიელ ფუნთუშებს გვიცხობდა… მე ეს მახსოვს, და ვიცი რას ნიშნავს ცხოვრება… დასანანია, რომ პატარებს ყველაფერი ასე კარგად არ ახსოვთ. 
-რევაზ, შენ გახსოვს „კარგი“ ცხოვრება?
რევაზი: რა თქმა უნდა, მაგრამ მისი გახსენება არ მინდა… სევდა მერევა ხოლმე. ბავშვებს ცალკე ოთახები გვქონდა, ის კი არა ახლა ყველანი ერთ ხვრელში რომ ვართ მოქცეულები… კიდევ ერთი ოთახი რომ გვქონდეს, გოგოები ცალკე იქნებოდნენ, ბიჭები ცალკე…
-და რაზე ოცნებობთ?
რამაზი: ბიჭებისთვის ველოსიპედები, გოგოებისთვის სათამაშოები და დედიკოსთვის საკვები პროდუქტები… რომ აღარ მოგვატყუოს, ვჭამე როცა თქვენ სკოლაში იყავითო! არასდროს მინახავს, ჩვენთან ერთად რაიმე ეჭამოს. ყოველთვის ვეხვეწებით, ის კი გვპასუხობს რომ ნაჭამია… მერე კი შიმშილისგან ეცემა ხოლმე… მე ხომ ვხვდები, პატარა აღარ ვარ. 
ტაზო: მე მინდა რომ ჩემი ძაღლი მეკო, ჯანმრთელი იყოს! ის ისეთი საყვარელია, სულ მასზე ვზრუნავ…არ მაქვს სათამშოები, მეკოსთან ერთად კი თამაში შეიძლება…
ტასო: ღმერთმა ყველა დედა შვილების შიმშილისგან დაიფაროს… ეს ჯოჯოხეთია! გოგონებს თოჯინებიც კი არ ჰყავთ… მათ არც კი იციან, რომ არსებობს მაღაზიები, სადაც სათამაშოები იყიდება… მათ რომ სათამაშოები ვუყიდო მინიმუმ 2 დღე ვერაფერს შეჭამენ ბავშვები… ხომ გესმით რასაც ვამბობ…
აი, ჩემი გაზქურა, და აი ჩვენი საკვები დღეისთვის… ცომი მოვზილე, იმისთვის რომ პური გამოვაცხო… მისი ყიდვა არ შემიძლია. როდესაც  პური შენი ერთადერთი საარსებო საკვებია, ის ბევრი უნდა იყოს… თვეში 100 კგ ფქვილი გვესაჭიროება! ხორცზე, რძის პროდუქტებზე და ხილზე არც კი ვსაუბრობ. ტკბილეულობა და კანფეტები ჩვენთვის არარეალურია…
-როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს მას შემდეგ რაც ჩვენ თქვენი ოჯახის შესახებ დავწერთ და თქვენი პრობლემების შესახებ ხალხი გაიგებს?
ტასო: ვიცი, რომ ბევრი კეთილი ადამიანი კითხულობს თქვენ სტატიებს, მე კომპიურტერი არ მაქვს, მაგრამ მეზობელმა თავის კომპიუტერში მანახა… ყოველთვის მჯერა სიკეთის და მჯერა, რომ უფალი კეთილ ხალხს გამოგვიგზავნის!
მეგობრებო, თუ ჩვენ ახლავე არ გამოვეხმაურებით მათ დახმარების თხოვნას, კიდევ რამდენი მშიერი დღე გაუთენდებათ ბავშვებს, არავინ იცის!
ამიტომ ვიწყებთ აკობიების ოჯახისთვის თანხის შეგროვების აქციას. ჩვენ ერთჯერად დახმარებაზე არ გავჩერდებით. 
გადარჩენისთვის ოჯახს საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, გაზქურა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი ესაჭიროება! 
დავეხმაროთ მათ გადარჩენაში. ჩავთვალოთ, რომ ეს ჩვენი შვილები არიან. და კიდევ დაურეკეთ ტასოს და გაიგეთ კიდევ რაიმე ხომ არ ესაჭიროებათ. აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტო, რომ უფრო მეტმა ადამინმა გაიგოს ამ ოჯახის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი და პირადად დაეხმაროთ ამ ადამიანებს. მათი მისამართია: ზუგდიდი, თეთრი გიორგის პირველი შესახვევი N23. ტელ: 592 78 50 74
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ფინანსური დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ მათ შესახებ. 
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი: GE15TB7194336080100003, 
ლიბერთი ბანკი: GE42LB0115113036665000 
საქართველოს ბანკი: GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: აკობიების ოჯახი) 
ჩვენი საიტიდანაც:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: 
NovaTechnology, 
TBCpay 
ExpressPay
განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი 
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        მეგობრებო, თუ თქვენ იცით თქვენი მეზობლის ან ნაცნობის გასაჭირის შესახებ, მოგვწერეთ ჩვენ, რათა გავუწიოთ მათ დახმარება. ჩვენი ელექტრონული მისამართია: office-fsp@fsp.ge.
        მეგობრებო, თქვენ ჩვენი „სამისამართო პროექტის“ მამოძრავებელი ძალა ხართ. თქვენი წყალობით, ჩვენ გვაქვს საშუალება გავუწიოთ დახმარება უფრო და უფრო მეტ ადამიანს!

ზეციდან ანგელოზები გვიღიმიან!

ძვირფასო მგობრებო, თითოეული დახარჯული თეთრისთვის გაბარებთ ანგარიშს! ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ თქვენს ნდობას, მაგრამ ჩვენთვის ასვე მნიშვნელოვანია თვალნათლივ დაინახოთ, რომ თქვენს მიერ შემოწირული თანხები მიზნობრივად იხარჯება! ალბათ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, აკობიების ოჯახზე რომ გიამბეთ. მარტოხელა დედა, ექვს მცირეწლოვან შვილთან ერთად არაადამაინურ პირობებსა და საშინელ სიღატაკეში ცხოვრობდა: დანგრეულ ქოხში, დაბზარული კედლებითა და მოშლილი სახურავით, დაობებული ჭერითა და დაშლილი ავეჯით.
მიზერული სოციალური დახმარება პურის საყიდლადაც არ ყოფნიდათ. ბავშვები ხშირად შიმშილობდნენ, წვიმიან ამინდში აცდენდნენ სკოლას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არც ფეხსაცმელი და არც ტანსაცმელი არ ჰქონდათ. ნესტიან ოთახში, ძველ გამათბობელთან ისხდნენ მთელი დღე.
მას შემდეგ, რაც ჩვენი სტატია გამოქვეყნდა, მათი ცხოვრება შეიცვალა! ზუგდიდის მერიის დახმარებით ოთახი გარემონტებულია! უამრავმა კეთილმა ადამიანმა მოუტანა ტანსაცმელი, პროდუქტი, ფულადი დახმარებაც კი გაუწიეს!
– ტასო, რა შეიცვალა იმის მერე, რაც თქვენს შესახებ სტატია დავწერეთ?
ტასო: უნდა გამოგიტყდეთ, როდესაც მოხვედით და დახმარებას შეგვპირდით, მეგონა, რომ ეს მხოლოდ სიტყვები იყო… მეგონა ისევ დაწერენ, აჩვენებენ ჩემს შვილებს, ისაუბრებენ იმაზე, თუ რაოდენ მძიმეა ქვეყანაში ცხოვრება… ვიღაც ამით ქულებს დაიწერდა, ვიღაცას სალაპარაკო თემა გაუჩნდებოდა, და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, შევცდი…ჩემი ოჯახის შესახებ როგორც კი დაწერეთ, პირველივე დღიდან, მირეკავდნენ სრულიად უცხო ადამიანები, მოდიოდნენ, მოჰქონდათ პროდუქტი! ერთმა კაცმა, სახელიც არ მახსოვს, 50 ლარი მაჩუქა, არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო!
– კიდევ როგორ დაგეხმარნენ ტასო, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
ტასო: სიხარულით ცას ვეწიე! ოთახი გამირემონტეს! ადამიანად ვიგრძენი თავი. ჩემს შვილებს ნესტიან იატაკზე აღარ სძინავთ, მათ საწოლები აქვთ, და მომავლის იმედი!
– შეიძლება ბავშვებს გავესაუბროთ? მზია, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
მზია(15 წლის): ჩემი აზრით ყველაზე მეტად პროდუქტი გვჭირდებოდა! დედას ძალიან გაუხარდა.
რევაზი(14 წლის): სიმართლე რომ გითხრათ, სარეცხი მანქანა ძალიან გამიხარდა. სარეცხისთვის წყალი მე მომქონდა ხოლმე და ზამთარში ხელები მეყინებოდა.
ვარაზი(12 წლის): თითქოს ჩემს გულში იჯექით! ბავშვობიდან ვოცნებიბდი ველოსიპედზე…
რამაზი(9 წლის): ვარაზიმ თქვა რასაც ვფიქრობდი… ველოსიპედი იყო ჩემი ოცნებაც!
თაზო(8 წლის): პროდუქტი და კამფეტები გამიხარდა ყველაზე მეტად და კიდევ, ვარაზი ველოსიპედით გამასეირნებს ხოლმე!
თინა(6 წლის): მე კი სარეცხი მანქანის და გაზქურის ყუთები მომეწონა ყველაზე მეტად… ჩემს ბენის პატარა სახლი ექნება… და მეც!
-ტასო, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს, იქნებ კიდევ რამეზე ოცნებობთ.
ტასო: არც კი ვიცი… ამდენი გააკეთეთ ჩვენთვის, კიდევ რამე როგორ უნდა გთხოვოთ? უბრალოდ ნუ დაგვივიწყებთ, დახმარება ისევ თუ დამჭირდა, ვიცი ვისაც უნდა მივმართო.
-როგორც თავად დარწმუნდით, ქართველებზე კეთილი ხალხი არ არსებობს! ეჭვიც არ გვეპარება, რომ არ მიგატოვებენ.
ტასო: დიახ, ეს ჩემი თვალით დავინახე და ვიწამე! დიდი მადლობა! მადლობა ჩემი შვილების ღიმილისთვის! ყველაფრისთვის დიდი მადლობა!
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს fb – პოსტებზე… ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას! ამ ოჯახის პრობლემები ჯერ არ დამთავრებულა, მხოლოდ ახლა იწყება. გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ ამ ოჯახს! თქვენი სიკეთე – შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: აკობიების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/531-akobia/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია
Nova Technology,
TBCpay
ExpressPay
ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
პ.ს. ჩერნოვეცკის ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას! ჩვენს პრაქტიკაში, ხალხის რჩეულმა პირველად გამოავლინა ასეთი ქრისტანული სიკეთე! დიდი მადლობა მას!
და კიდევ ვთხოვთ გამოგვეხმაუროს ყველას, ვინც გამოიჩინა გულისხმიერება ამ ოჯახის მიმართ. გაგვეცანით, თქვენ ჩვენი გმირები ხართ!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 თებ 14
სარეცხი მანქანა, გაზქურა
1500.00₾
2020 თებ 14
პროდუქტები
299.79₾
2020 თებ 14
ველოსიპედები
600.00₾
2020 მარ 11
ფონდის ზედნადები ხარჯები
600.00₾

სულ ხარჯები:

2999.79₾

დატოვა:

0.21₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
20.02.2020 12:27:31
₾20.00
კეთილი გული
17.02.2020 16:49:05
₾2.00
ფურცხვანიძე ეთერი
16.02.2020 20:00:00
₾5.00
ირმა ბაბუნაშვილი
15.02.2020 20:00:00
₾1.00
კარმანოვი ლევან
26.01.2020 20:00:00
₾20.00
ფატი ძოწენიძე
25.01.2020 20:00:00
₾20.00
გოგოლიძე გიორგი
23.01.2020 20:00:00
₾15.00
ვლადიმერბიბილური
22.01.2020 20:00:00
₾20.00
ლელა ვაშაკიძე
22.01.2020 20:00:00
₾20.00
გიორგი გულდამაშვილი
22.01.2020 20:00:00
₾100.00
ლევან შარაშიძე
22.01.2020 20:00:00
₾100.00
ზვიადი ჯეირანაშვილი
21.01.2020 20:00:00
₾15.00
კვერნაძე ანა
21.01.2020 20:00:00
₾20.00
არძენაძე სოფიო
20.01.2020 20:00:00
₾30.00
ელენე ივანიაშვილი
16.01.2020 20:00:00
₾50.00
გიორგი გულდამაშვილი
16.01.2020 20:00:00
₾100.00
დავით ვახტანგიშვილი
13.01.2020 20:00:00
₾20.00
ნოზაძე გიორგი
12.01.2020 20:00:00
₾1.00
ეკა გვიდიანი
07.01.2020 20:00:00
₾20.00
ბესიკ ხურციძე
06.01.2020 20:00:00
₾15.00

შემოწირულია:

₾3,000.00

130 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,000.00

130 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება