რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ბავშვების საწოლი ფიცრებისგან გააკეთეს, ხოლო სათამაშოები და ჭურჭელი ნაგავსაყრელზე იპოვეს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
ჩვენ გარშემო სამყარო თქვენი წყალობით შეიცვალა!
ჩვენი საქართველო
ჭეშმარიტად ყველაზე კეთილი და გულისხმიერი ადამიანების ქვეყანაა! თქვენ, ჩვენო
ერთგულო მეგობრებო, ეს უკვე ათასჯერ დაამტკიცეთ! რამდენი უბედური და დაბეჩავებული
ოჯახი გააბედნიერეთ, როდესაც შვილებს ზღაპარი აჩუქეთ, მშობლებს კი ხვალინდელი დღის
იმედი დაუბრუნეთ!
თქვენმა სიყვარულმა და
მზრუნველობამ არც ამ ცხოვრებაში დაკარგულ ხაჟომიების ოჯახს აუარა გვერდი.
უფლის ოთხი ანგელოზი –
10 წლის ნათია, 7 წლის გოგიტა და 2 წლის ტყუპები – მათე და დაჩი, ღვთის განგებითა
და ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანების გულგრილობის გამო, იძულებულია, საზოგადოებრივი
საპირფარეშოს ნანგრევებში იცხოვროს. მათი სასოწარკვეთილი მშობლები კი ამაოდ
ცდილობენ ცივი ბეტონის კედლებში მათთვის თუნდაც მოჩვენებითი სიმყუდროვის შექმნას, შვილების
ზედმეტი გოგორა პურით და ვიღაცის მიერ ნაგავსაყრელზე გადაგდებული, ძველი, გატეხილი
სათამაშოთი გახარებას…
მაგრამ, თითქოს ჯადოსნური ჯოხის გაქნევაზე, ერთი წლის წინ, მათი ცხოვრება შეიცვალა.
ხაჟომიების ოჯახის შესახებ ჩვენი ფონდის მეგობრებმა შეიტყვეს და როგორც ყოველთვის,
დაიწყო სასწაულები…
ხაჟომიების ოჯახის სამშენებლო
ნარჩენებით გადავსებულ სახლის შესასვლელს რომ მივუახლოვდით, პირველი, ვინც
დავინახეთ, 7 წლის გოგიტა იყო, დამხმარე ეტლში, რომელიც შეუნიღბავი აღტაცებით
ადევნებდა თვალყურს ახალთახალ გორგოლაჭებზე მოსრიალე დას, ნათიას (10 წლის). ჩვენ
რომ შეგვამჩნია, გოგონამ გზა გადაგვიღობა. „ჯერ სახლში არ შეხვიდეთ. ნახეთ, რა
ვისწავლე!“ – შეგვეხვეწა პატარა გოგონა და უშიშრად, რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა
გორგოლაჭებით. – „ეს ქეთი დეიდამ მაჩუქა!“ – უკვე შორიდან მოგვაძახა ნათიამ და
ჩვენდამი ინტერესი დაკარგა.
ზღურბლთან კი დედა,
თამარი შეგვეგება.
– შემოდით, შემოდით!
იმდენი რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი, ვერც კი წარმოიდგენთ!
ჩვენი ოჯახის შესახებ
გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა „გაიღვიძო
ცნობილმა“! საღამოს დასაძინებლად დავწექით, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, დილით
კი ჩვენ შესახებ მთელმა საქართველომ იცოდა! ღმერთო, დაიწყო და რა დაიწყო?! ზარები
ქვეყნის ყველა კუთხიდან, საჩუქრებით დახუნძლული ხალხი… ტელეფონი დღემდე არ
გაჩერებულა; არადა, თქვენი პუბლიკაციიდან უკვე ერთი წელი გავიდა! მერე, რა
საჩუქრები და ძღვენი მოგვიტანეს?!
– თამარ, გვითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? თქვენი ახალი
მეგობრებიდან, ვის აღნიშნავდით განსაკუთრებით?
– თითოეული ზარი,
თითოეული სტუმარი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი, მეტად ძვირფასი იყო! დამიჯერეთ,
მართლა ასეა!შეიძლება, ყველას სახელი არ მახსოვდეს, მაგრამ ისინი მუდამ ჩემს გულსა და
ფიქრებში არიან. ჩემი შვილები ამ დალოცვილ ადამიანებს არასოდეს დაივიწყებენ!
განსაკუთრებით მინდა
აღვნიშნო საჩუქარი, რომელმაც ჩემი შვილის, გოგიტას ცხოვრება შეცვალა. ეს არის
ეტლი, რომელიც მისთვის კეთილმა ადამიანებმა მოიტანეს. ახალი 2020 წლის წინა დღეს,
ჩვენთან რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა და ეს ფასდაუდებელი საჩუქარი მოგვიტანა. ეს
ისეთი მოულოდნელი, ისეთი ამაღელვებელი იყო, რომ სიხარულისგან, მგონი, მათი სახელებიც
კი არ მიკითხავს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ერთ-ერთი მათგანი სპორტსმენი იყო.
ჩემს გოგიტას ეპილეფსია
აქვს, სიარული და საუბარი საერთოდ არ შეუძლია… ახლა კი, ნაჩუქარი ეტლის
წყალობით, ჩვენ ის ეზოში, სუფთა ჰაერზე გაგვყავს ხოლმე. აქამდე, გოგიტას ამის
შესაძლებლობა არ ჰქონია, თუ ვინმე ხელში აყვანილს არ გაიყვანდა, ნახევარი საათით.
ასევე, მინდა აღვნიშნო
გოგონა, ქეთი, რომელმაც, – როგორც ნათიამ უკვე მოგახსენათ, – მას გორგოლაჭები
აჩუქა. თუმცა, ქეთი მხოლოდ ამ საჩუქრით არ მოსულა. მან უამრავი პროდუქტი, სასადილო
მაგიდა და სკამები მოგვიტანა.
ხალხი დღემდე გვირეკავს
და გვეკითხება, როგორ მოვიდნენ ჩვენამდე, რა მოგვიტანონ. არ გვივიწყებენ…
მადლობა თქვენ, რადგან ხალხმა ჩვენი უბედურების შესახებ სწორედ ფონდის წყალობით
შეიტყო!
–
თამარ, პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
– ვერც კი ვიფიქრებდი,
რომ ამქვეყნად ამდენი კეთილი, გულისხმიერი ადამიანი არსებობდა. მათ იმდენი
სიხარული მოუტანეს ჩემს შვილებს! პატარა მათეს და დაჩის ჯერ კიდევ არ ესმით, რა
მოხდა მათ და ჩვენს ცხოვრებაში; გოგიტა, ავადმყოფობის გამო, მომხდარს კარგად ვერ
აცნობიერებს; აი, ნათია კი გიჟდება საჩუქრებზე, რომლებითაც ჩვენი სახლი აივსო!
თუმცა, არა! ვიცი, რამ
გაახარა მათე და დაჩი – სარეცხმა მანქანამ! ახლა, ეს მათი საყვარელი ადგილია
სახლში. როგორც კი მოგვიტანეთ, მაშინვე დაიწყეს მისი თავისებურად ათვისება. მას
შემდეგ, რაც ისინი თქვენმა თანამშრომელმა, დავითმა სარეცხ მანქანაზე შესვა, აღარც
ჩამოდიან. სხედან და სხედან! (წკრიალა ხმით იცინის)
მერე, ახალ წელს როგორ
შევხვდით?! იმდენი სურსათი, რაც მაშინ, ჩვენს სადღესასწაულო სუფრაზე არასოდეს
ყოფილა და ბავშვებსაც ნამდვილი, ახალი სათამაშოები ჰქონდათ ნაძვის ხის ქვეშ!
იცით, ყველაზე მთავარი
რა მოხდა? ჩვენ სიკეთის იმედი და რწმენა მოგვეცა! ჩვენი ცხოვრება იმდენად მძიმე
იყო, რომ სრულ სასოწარკვეთილებაში ვიყავით;
გვეგონა, გარშემო არავინ იყო – მხოლოდ ჩვენ და ჩვენი სიღარიბე… და უცებ, თვალის
დახამხამებაში, ყველაფერი შეიცვალა! უცნობმა ადამიანებმა გულთან მიიტანეს ჩვენი
პრობლემები. ჩვენზე ზრუნავენ, ფიქრობენ და ვახსოვართ… მაგრამ ხელისუფლებისთვის ჩვენ
ჯერ კიდევ არ ვარსებობთ…
– ნუთუ ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავის გაახსენდით? არავინ დაინტერესებულა
თქვენი მდგომარეობით?
– არც ერთი ცოცხალი
სული… მაგრამ დაე, ღმერთმა განსაჯოს… მთავარია, რომ ახლა ვიცით – ჩვენ მარტო
არ ვართ! ჩვენ ჩერნოვეცკის ფონდი და ჩვენი ახალი, ერთგული მეგობრები გვყავს!
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს
შეუძლიათ დახმარება?
თამარის სახეზე
მყისიერად აღიბეჭდა ტკივილი და დარდი.
– პრობლემები გვაქვს, მაგრამ ამაში თქვენ
ვერ დაგვეხმარებით… უბრალოდ მინდა, ჩვენი ტკივილი გაგიზიაროთ. ვიცი, რომ მას,
როგორც საკუთარს, ისე მიიღებთ. ჩემს ნათიას (10 წლის) ჯანმრთელობის პრობლემები
შეექმნა… რამდენიმე თვის წინ მას, მოულოდნელად, აგრესიის შეტევები დაეწყო –
უმიზეზოდ იცინოდა, შემდეგ კი შტერდებოდა… ნევროპათოლოგთან და ფსიქოლოგთან ჩავიტარეთ
გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ მას განვითარების შეფერხება და ქცევითი აშლილობა აქვს…
ნათია ფსიქიატრიულ ცენტრში აიყვანეს აღრიცხვაზე.
– ნათიას მკურნალობაში რაიმე დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
– არა, გმადლობთ.
წამლებს ამავე ცენტრში გვაძლევენ. მე მხოლოდ ნათიასთვის გთხოვთ: აჩუქეთ მას
ტელეფონი! გოგონა მასზე უბრალოდ ოცნებობს! მას ის კორონავირუსის პირობებშიც
გამოადგება. დისტანციური სწავლების დაწყების შემთხვევაში, ის შეძლებს, ონლაინ
გაკვეთილებს ტელეფონით დაესწროს.
– წარმოქმნილი პრობლემა ნათიას სწავლაში ხელს არ უშლის?
– არა, ის ჩვეულებრივ
სკოლაში მივიდა, მეხუთე კლასში, მაგრამ სწავლებას ინდივიდუალური პროგრამის
მიხედვით გადის.
– თამარ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველები თქვენს თხოვნას გულთან
ახლოს მიიტანენ.
– ჩვენ მათ წინაშე
ისედაც ვალში ვართ… მათ იმდენი სიკეთე გააკეთეს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.
თქვენთვის თვალებში ჩახედვაც კი მრცხვენია… ისე მეუხერხულება, კიდევ რამეს რომ
ვითხოვ…
კიდევ ერთხელ, მინდა
ყველას მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რაც ფონდმა და
მისმა მეგობრებმა გვაჩუქეს! უფალი და მისი წყალობა იყოს თქვენთან!
***
გვერწმუნეთ, მეგობრებო,
მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ ხაჟომიების ოჯახისათვის გააკეთეთ, მათი პრობლემები
ამით არ დასრულებულა. ოჯახს ძველებურად ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი
და ჰიგიენური საშუალებები – ბავშვებისთვის. ამ საბრალო ხალხის მწირი შემოსავალი საკმარისი
არ არის პატარა მათეს და დაჩის, ეპილეფსიით დაავადებული გოგიტას და მშვენიერი
ნათიას სრულფასოვანი, ჯანმრთელი კვებისთვის. მოდით, კიდევ ერთხელ გამოვავლინოთ
სიყვარული ახლობლისადმი და ავუსრულოთ ნათიას ოცნება, ჰქონდეს საკუთარი ტელეფონი.
და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო
სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ
ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ
ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან
შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან
შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა!
უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი
ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
დროდადრო, დაათვალიერეთ
ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ
ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად
იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება.
სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის
შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ,
დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხაჟომიების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ
ჩვენი საიტის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/536-khajomia
თანხის ჩარიცხვა ასევე
შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში
“ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს
შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს:
0901 200 270.
დაფიქრდით იმაზე, რომ
გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ
სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
3086.50₾დატოვა:
0.43₾