რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
სოციალური აგენტები პირდებიან, მოვალთ შეგამოწმებთო… ნეტა რის შემოწმებას აპირებენ? გადაურჩნენ თუ არა ბავშვები სიცივეს და შიმშილს?
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270კეპაშვილების ოჯახში, ხუთი ანგელოზი, ბედნიერებითა და იმედით გაბრწყინებული თვალებით შეგვეგება. სულ ცოტა ხნის წინ, მათი მომავალი ბურუსით იყო მოცული, ჩვენს ფონდში მომართვის შემდეგ კი მომავლის შიში და უიმედობა, ადამიანების რწმენითა და მომავლის იმედით შეიცვალა.
– მუდამ უფლისგან დალოცვილები იყავით! ვერც კი წარმოიდგენთ, ჩვენთვის რა გააკეთეთ! ბავშვებს ზღაპარული სიხარული აჩუქეთ… თქვენი დამსახურებით, ჩვენი გაჭირვების შესახებ უამრავმა კეთილმა ადამიანმა შეიტყო, ჩვენი მფარველი ანგელოზები ხართ!
ნინო კეპაშვილისა და მისი ხუთი მცირეწლოვანი შვილის ცხოვრება, წარმოუდგენლად შეიცვალა ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენ გიამბეთ მათ არაადამიანურ ყოფაზე. ოჯახს პატარა ქოხი ჰქონდა ნაქირავები, სადაც ჭერი თავზე ენგრეოდათ, იატაკი ჩავარდნილი, კედლები კი ობით დაფარული იყო. ერთ საწოლზე, ექვს ადამიანს ეძინა… ტანსაცმლის და პურის ფულიც კი არ ჰქონდათ, სათამაშოებსა და ტკბილეულზე კი საუბარიც ზედმეტია…
– ნინო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
ნინო: ჩვენს შესახებ იმდენმა ადამიანმა შეიტყო! გვეხმარებოდნენ ფინანსურად, პროდუქტით, ტანსაცმლით, სადეზინფექციო ხსნარებიც კი მოგვიტანეს. ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით! ჩერნოვეცკის ფონდმა შეცვალა ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება… ახლა, ჩვენი ყოველი დღე -დღესასწაულია… განსაკუთრებით უხარიათ, რომ ტელევიზორი და კომპიუტერი გვაჩუქეს! იძულებითი თვითიზოლაციის პირობებში, ეს ჩვენთვის ნამდვილი ხსნაა! გაზქურა და სარეცხი მანქანა კი, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ, ჩემთვის ისეთი კომფორტია, რომელზეც ვერც ვიოცნებებდი!..
– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იმ ადამიანთა სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?
ნინო: ჩვენი დანგრეული ქოხი წარსულს ჩაბარდა! თქვენი გამოყვეყნებული სტატიის შემდეგ, ქალბატონი, თამარ კანკავა გვეწვია. როდესაც ნახა, თუ რა საშინელ პირობებში ვცხოვრობდით, ჩვენთვის იპოვა და საკუთარი სახსრებით იქირავა ახალი საცხოვრებელი – ეს ბინა! თამარმა ერთი თვის ქირა გადაიხადა, ახლა კი ჩვენი ბინის ქირას ორი მეგობარი, ანა კუჭავა და თამარ დგებუაძე იხდია… სიტყვები არ მყოფნის, რომ მადლობა გადაგიხადოთ! განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ერთი გოგონა – თათია კონიაძე. ის ჩემთვის კაცთმოყვარეობისა და სიკეთის მაგალითად იქცა! ყოველკვირა მეუღლესთან ერთად მოდის და ჩვენთვის პროდუქტი მოაქვს… დახმარების ხელი გამოგვიწოდა, არა ერთხელ და ორჯერ, არამედ განუწყვეტლივ აკეთებს ამას! ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ! ერთი დღეც არ გადის ისე, რომ არ დაგვირეკოს და არ მოგვიკითხოს… უფალმა გაახაროს! დღესაც იყო ჩვენთან მოსული, სადეზინფექციო ხსნარებიც კი მოგვიტანა! არ დავიწყებია!
– ადგილობრივი მმართველობა გამოეხმაურა ჩვენს სტატიას? დაინტერესდნენ თქვენით? რამით თუ დაგეხმარნენ?
ნინო: არა, საერთოდ არავინ მოსულა. თითქოს არც ვარსებობთ. სამაგიეროდ სოციალური დახმარება შეგვიჩერეს, მისამართის შეცვლის გამო. ველოდებით ახლა, როდის გავახსენდებით და ისევ მოვლენ შესამოწმებლად.
– ნინო, ბავშვების ემოციებზე გვიამბეთ, გაუხარდათ საჩუქრები?
ნინო: ანას და ბარბარეს – 12 და 10 წლის არიან – განსკუთრებულად გაუხარდათ კომპიუტერი. ფონდის საჩუქრები – სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი და კომპიუტერი დილით მოგვიტანეს, მოულოდნელად. რა ბედნიერება იყო! ბავშვებმა არ იცოდნენ, სიხარული როგორ გამოეხტათ – ეფერებოდნენ და გულში იკრავდნენ საჩუქრებს… არ სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო…
ეფემია ჯერ მხოლოდ წლინახევრისაა და ბევრი რამ არ ესმის, მაგრამ რაღაც საოცრების შეგრძნება, მგონი, მასაც აქვს.
– ბიჭებს რა რეაქცია ჰქონდათ?
ნინო: სამი წლის ნიკოლა სპაიდერმენის სათამაშოზე, ან ფორმაზე ოცნებობდა. ნეტავ გენახათ, ჩვენს სახლში რა ხდებოდა! ნიკოლა დასაძინებლადაც კი ამ ფორმით წვებოდა. და, რა თქმა უნდა, ნიკოლასა და ლაზარესთვის(9 წლის) სასწაული ბედნიერებაა ტკბილეული… ამდენი კამფეტი და გემრიელობა ცოვრებაში არ არ ენახათ…
– გოგონებო, გვითხარით, ბედნიერები ხართ?
ანა(12 წლის): ერთი დეიდა იყო მოსული, გვითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო, და ასეც მოხდა. მეორე დილას, უკვე სხვა ზღაპარში გავიღვიძეთ! ახლა მართლა ძალიან კარგად ვართ!
ბარბარე(10 წლის): მართალია! ანა, გახსოვს, სათითაოდ როგორ გვეკითხებოდენენ, რა გვინდა, ჩვენ კი არ გვინდოდა, რომ გვეთქვა? მერე დეიდამ ჩაიწერა ყველაფერი. მე მახოვს! შენ კომპიუტერი სთხოვე, დედამ სარეცხი მანქანა, ნიკოლა დარბოდა და ყვიროდა „სპაიდერმენი, სპაიდერმენიო“, მე კი ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე, რომ ლამაზი სახლი მინდა. ყველაფერი აგვიხდა!
– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
ნინო: ამ დღეებში, ჩემმა უფროსმა გოგომ, ანამ, მკითხა: დედა, საჩუქრები გიხარია? მე ვუპასუხე, რომ ქვეყანაზე ამდენი კეთილი ადამიანის არსებობა უფრო მახარებს. ახლა ხომ ყველას უჭირს, ყველას თავის საფიქრალი აქვს, მაგრამ მაინც არიან ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლიათ სიკეთე აკეთონ და სხვებს ბედნიერება მოუტანონ.
რა თქმა უნდა, თითოეული საჩუქარი ბედნიერი მომავლის იმედია. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩვენთან მოსული, მოჰქონდათ ფული, პროდუქტი, ტანსაცმელი, ტკბილეული და საოჯახო ნივთები… უდიდეს მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს! უფალმა ასმაგად დაასაჩუქროს კეთილი საქმეებისთვის!
– ნინო, იქნებ კიდევ რაიმე პრობლემა გაქვთ, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს დახმარება შეუძლიათ…
ნინო: რას ამბობთ, კიდევ რამე როგორ გთხოვოთ… ჩვენთვის ისედაც ამდენი გააკეთეთ. ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი, არასდროს დაგვხმარებიან ისე, როგორც თქვენ და ჩვენი ახალი მეგობრები…
კიდევ ერთი ოჯახი გაბედნიერდა, მათ თვალებში იმედის სხივია ბრწყინავს! ეს ყველაფერი, იმ გულისხმიერი ადამიანების დამსახურებაა, ვისაც არ შეუძლია გულგრილად აუაროს გვერდი გაჭირვებულს და ყოველთვის მზადა არიან მხარში ამოუდგენენ მათ!
უღრმესი მადლობა ყველას!
– დიდი მადლობა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ჩვენი მხრიდან კი, გპირდებით, რომ ჩვენი ფონდი შემდგომშიც დაგეხმარებათ.
თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე…
ან უბრალოდ დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ ბევრი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, თვალი ადევნოთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კეპაშვილების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/542-kepashvili/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
3005.00₾დატოვა:
0.39₾