რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სასოწარკვეთილება – ჩვენი ბედისწერაა

calendar იანვარი 29, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ყოველ დღე დედა და მამა საშინელი არჩევანის წინაშე დგანან – იყიდონ პროდუქტები თუ მედიკამენტები.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ვარდიაშვილების
მრავალშვილიანი ოჯახი მოკლებულია ყველაფერს რაც 21-ე საუკუნეში ნორმად ითვლება. ყოველ
დღე ისინი საშინელი არჩევანის წინაშე დგანან – იყიდონ პროდუქტები თუ მედიკამენტები.
 თქვენ როგორ მოიქცევით, ასეთი არჩევანს წინაშე რომ დადგეთ?
ერთმანეთი რომ გაიცნეს, ნინო თხუთმეტი წლის იყო, ვაჟა თვრამეტის. შეუყვარდათ და ოჯახიც
შექმნეს. 17 წელი რომ შეუსრულდა ნინოს, 17 წლის წინ – გოგონა შეეძინათ. ლამაზი, ჯანმრთელი
თამარი! წლამდე ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. შემდეგ თამარი შეიცვალა. მთელი დღე
გაუნძრევლად იწვა. მერე გულყრები დაეწყო, შეტევები… ცერებრული დამბლა დაუდგინეს. 
„გული მოგვიკვდა. ეს განაჩენივით ჟღერდა. ვიცოდი ამ დაავადების შესახებ და ყოველთვის
მეშინოდა. ვიცოდი, რომ იგი არ იკურნება, რომ ადამიანთან სიცოცხლის ბოლომდე რჩება…
ვიცოდი, რომ იგი არ კლავს, მაგრამ ბავშვის და მისი ახლობლების ცხოვრებას ტანჯვად აქცევს“
– ნინო, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ?
ნინო: 17 წელია ჩვენი გოგოს ცხოვრებით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი. თამარის გარდა კიდევ
4 შვილი გვყავს. ზუსტად ვიცი დამიწყებენ „ჭკუის სწავლებას“ რისთვის აჩენდიო, იმ ერთისთვის
მოგევლო და გეპატრონაო. ასეთ ბოროტ
ადამიანებს მინდა ვუთხრა – ბავშვები ეს ღმერთის საჩუქარია, ხოლო ვინც ამ საჩუქარზე
უარს ამბობს იგი უარს ეუბნება ღმერთს! მე და ვაჟამ კი ჩვენს სახლში უფალი ხუთჯერ შემოვუშვით. 
–   როგორია თქვენი ერთი დღე!
–   დილა იწყება თამარის ტირილით. ის ყოველთვის ტირის როცა იღვიძებს.
მე და მეუღლე მას ვაცმევთ,
ვაჭმევთ, ვბანთ…
ამას ერთად ვაკეთებთ. მე მარტო ვერ ვერევი. თამარი გაიზარდა და დამძიმდა. იმის გამო,
რომ მარტო ვეღარ ვუმკლავდები, მეუღლე სულ სახლშია. ვეღარ მუშაობს. თამარის გარდა კი
პატარებსაც მოვლა სჭირდებათ! მეგი 13 წლისაა, სწავლობს და ძალიან მეხმარება ოჯახის
საქმეებში. პატარა და-ძმისთვის ის პატარა დედაა! ეკატერინე 5 წლისაა, ჩვენი პატარა
პრინცესაა. როცა
მას ვუყურებ, უფალს მადლობას ვწირავ და ვეუბნები, „მადლობა, რომ მარგუნე წილად ბედნიერება
ვიყო მისი დედა“.  
ჩვენი ერთადერთი ვაჟი გაბრიელ-დავითი
3 წლისაა. დიახ, არ მოგესმათ, მას ორი სახელი აქვს! წმინდა გაბრიელის და მეფე დავითის
საპატივცემულოდ. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ასახელებს! ეს კი ჩვენი ნაბოლარა
მარიამია. მალე 1 წლის გახდება. და აქვე, შეგეკითხებით: ამ ბავშვებიდან რომელი არ უნდა
გამეჩინა? რომელზე უნდა მეთქვა უარი?
-ნინო, ნათესავები არ გეხმარებიან?
– შეძლებისდაგვარად ყველა მეხმარება, მხოლოდ კეთილი ადამიანების წყალობით მოვედი აქამდე.
თქვენი აზრით 600 ლარი საკმარისია ამხელა ოჯახისთვის? მხოლოდ თამარის წამლებსა და პამპერსებში ამ თანხის
ნახევარი იხარჯება. კომუნალურებსაც
ხომ უნდა გადახდა… და საკვებს ვეღარ ვყიდულობთ. პურს მე ვაცხობ ბავშვებისთვის და
ესაა ჩვენი საუზმე, სადილი და ვახშამიც.
– მეგი, გვითხარი შენ რაზე ოცნებობ?
მეგი (13 წლის): არც კი ვიცი. დედა და მამა რომ ჯანმრთელები იყვნენ. თამარი რომ არ
ტიროდეს სულ… სკოლისთვის მჭირდება ნივთები, რვეულები… არც კი ვიცი რა მინდა. 
ეკატერინე (5 წლის): მე მინდა რომ დედიკოს წელი აღარ სტკიოდეს და რომ შეძლოს ჩემი ხელში
აყვანა. აი, დედა, მამა და მეგი პრინცესას მეძახიან, მაგრამ აბა თქვენ გინახავთ სადმე
პრინცესა, რომელსაც ლამაზი კაბები არ აქვს? ან რომელსაც ფეხსაცმელი არ აქვს? აი, ეს
ყველაფერი თუ მექნება, მაშინ თქვენც პრინცესა დამიძახეთ!
– ნინო, თქვენ არაჩვეულებრივი შვილები გყავთ! მათ შესახებ მთელი საქართველო შეიტყობს.
მიმართეთ მათ!
ნინო: ერთი სათხოვარი მაქვს, არ გაიმეტოთ
ჩემი შვილები შიმშილისთვის. დაგვეხმარეთ, გადაგვარჩინეთ! არც კი ვიცი რა ვთქვა. თამარს
გამოკვლევები სჭირდება და ექიმთანაც ვერ ჩამყავს უსახსრობის გამო. ორგანიზმი აღარ იღებს
იმ წამლებს რაც 2 წლის წინ დაუნიშნეს, ანალიზები და კვლევები სჭირდება, მაგრამ როგორ
რანაირად მოვახერხო ეს? ისე გაუმძაფრდა ეპილეფსიის გულყრები, ზოგჯერ მეშინია, რომ ცოცხალი
ვერ გადამირჩება. 
– მიმართეთ ჩვენს მკითხველს!
– მგონი ისედაც ზედმეტად დაგთრგუნეთ.
არავინაა ვალდებული ისმინოს
და იკითხოს სხვისი გაჭირვების შესახებ, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა აღარ დამრჩა! 
————————————————————————————
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას ვარდიაშვილების
ოჯახის დასახმარებლად. როგორც ხედავთ, ლაურას და მის პატარებს ჩვენი იმედი აქვთ. მათ
ესაჭიროებათ სარეაბილიტაციო კურსი ზვიადისთვის და პროდუქტები.
თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს, ლაურას და ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. დაუკავშირდით
მას და უთხარით, რომ ის მარტო არ არის, რომ მას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი! ეს მათი
მისამართია: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი თელა. ტელ:  599 45 44 53  
ასევე გაუზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ღმერთი
გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ უმწეო ბავშვებზე, ისინი ხომ მისი ანგელოზები არიან!
თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ
ფონდში: office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ
ანგარიშზე:
#GE15TB7194336080100003,
#GE42LB0115113036665000,
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ვარდიაშვილების
ოჯახი)
საიტიდან:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
 ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

რაკარგიაიმისშეგრძნებარომსაკუთარი სამშობლოს მიწაზე უცხოებიარვართ!

„ასეთ რამეზე ვერც კი ვიოცნებებდით! – ზღურბლიდან შესძახა ნინომ – საბრალო, მძიმედ ავადმყოფი, 17 წლის თამარისა და კიდევ ოთხი არაჩვეულებრივი ბავშვის დედამ. – ასეთ უზარმაზარ ტელევიზორს ჩვენ ვერასდროს ვიყიდდით… ეს ნივთი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება! და საჭმელი?! თანაც, ამდენი! ხომ გესმით, რა გრძნობაა, როდესაც ხვდები, რომ შენი შვილები, როგორც იქნა, დანაყრდებიან?!“

ვარდიაშვილების კეთილი, მშვენიერი ქართული ოჯახი უფსკრულის პირას იყო და გადარჩენისთვის იბრძოდა, როდესაც ჩვენ მათ შესახებ გულშემზარავი პოსტი გამოვაქვეყნეთ, სახელწოდებით – “სასოწარკვეთილება – ჩვენი ბედისწერაა!”

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/547-1/description/

  თქვენი გულმოწყალებისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მეგობრებო, ახლა, ამ მშვენიერიბავშვების სახეებს ღიმილი ანათებს,სახლში კი,გაუთავებლად, მათი წკრიალა სიცილიისმის. როგორც იქნა, ისინი დანაყრებულები არიან და ახალ წელს, ისინი პირველად შეძლებენ საშობაო ფილმებსა და გადაცემების ნახვას თქვენ მიერ ნაჩუქარი, ახალი ტელევიზორის დიდ ეკრანზე! ეს დღესასწაული სწორედ თქვენ გახადეთმათთვის ჭეშმარიტადნათელი და მხიარული!

– ნინო, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

ნინო: ის გრძნობა თუ გეცნობათ, როდესაც ბავშვებს შიათ, შენ კი გამალებით ცდილობ, გაიაზრო, რა აჭამო მათ და ხვდები, რომ გამოსავალი არ გაქვს და საჭმელსაც ვერსად იშოვი? სწორედ თქვენი წყალობით, მთელი სამი თვის განმავლობაში, ჩემი შვილები საკმარისად ჭამდნენ და ამაზე ფიქრი და იმაზე თავის მტვრევა აღარ მიწევდა, რომ ხვალ ჩემი შვილებისთვის რა მეჭმია… თქვენ იმდენი სურსათი მოგვიტანეთ, მართლა არ ველოდი! საკვები ხომ ჩვენი ერთადერთი პრობლემა არ არის. ჩემი უფროსი გოგონა, თამარი, მძიმედ არის ავად, ამიტომ საფენებისთვის და წამლებისთვის ბევრი ფული გვჭირდება… თქვენ ჩვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეამსუბუქეთ და ამისათვის, თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ!

ტელევიზორზე რაღა უნდა ვთქვა?! თქვენ საუცხოო საჩუქარი გაგვიკეთეთ! რატომღაც, პატარა ეკამ გადაწყვიტა, რომ ეს პირადად მისთვის იყო და მისი გახსნის უფლება არ მოგვცა. რომ აგიხსნათ: ჩვენ ამ ბინას ვქირაობთ და უახლოეს მომავალში, გადასვლა მოგვიწევს, ჩემმა გოგონამ კი მისი ახალ სახლში დაკიდება ითხოვა; მაგრამ როგორც ჩანს, ახალ წელს აქ შევხვდებით… და რა თქმა უნდა, ტელევიზორი ძალიან გამოგვადგება! ჩვენი – დიდი ხნის წინ გადაიწვა. ახალი წელი კი სადღესასწაულო გადაცემებისა და საშობაო ფილმების გარეშე რა ახალი წელია? ბავშვებს ისე უხარიათ! კორონავირუსის გამო, ისინი სახლში არიან გამოკეტილები და დღის სინათლეს ვერ ხედავენ! თქვენმა არაჩვეულებრივმა საჩუქარმა ჩვენი სევდიანი ცხოვრება ნამდვილად გააფერადა!

ეკა (6 წლის):ეს ჩემი საკუთარი ტელევიზორია! თქვენ ხომ ის პირადად მე მომიტანეთ?

მეგი (14 წლის): ჰო, ჩურჩუტმა ეკამ გადაწყვიტა, რომ თქვენ ის პირადად მას მოუტანეთ – ლმობიერად იღიმის ასაკთან შედარებით საკმაოდ მოწიფული გოგონა. – წინააღმდეგი არ ვარ. დაე, ასე იფიქროს, ის ხომ ჯერ პატარაა? ტელევიზორს კი მაინც ყველანი ერთად ვუყურებთ!

ეკა: დიახ, დიახ! ჩემი ტელევიზორის ყურების უფლებას ყველას ვაძლევ! მე ხომ კეთილი ვარ?! თქვენ კი იმდენი პირის ჩასატკბარუნებელი მოგვიტანეთ…

მეგი: დედამ ყველაფერი ისე გაანაწილა, რომ კარგა ხანს გვეყოს. პატარებს განსაკუთრებით კრეკერები და შოკოლადის ბურთები გაუხარდათ! დედას ხომ ჩვენთვის ისინი არასდროს უყიდია…

დავითი (4 წლის): დიახ. ისეთი გემრიელი იყო…

მეგი: ძალიან დიდი მადლობა!

  ნინო, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

ნინო: საკუთარიშვილების ბედნიერი თვალების დანახვა ყველა დედისთვის უდიდესი ბედნიერებაა! არასდროს დამავიწყდება, ტელევიზორის გარშემო როგორ დახტოდნენ და ტაშს როგორ უკრავდნენ! ჩვენ ისეთ სიღარიბეში ვცხოვრობთ… ბავშვები საჩუქრებს მიჩვეულნი არ არიან. მათ უბრალოდ არ სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი მათთვის იყო – უამრავი საჭმელი და უზარმაზარი, ახალი ტელევიზორი. მათ ფართოდ გახელილ თვალებში ბედნიერება და გაოცება იკითხებოდა! ამდენი საჭმელი ერთად მხოლოდ მაღაზიაში თუ უნახავთ…

– ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და რამით თუ დაგეხმარნენ?

ნინო:სამწუხაროდ, არა. ჩვენთან არავინ მოსულა და არც არავის დაურეკავს. სამაგიეროდ, თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჟურნალისტებმა შეგვამჩნიეს. ცოტა ხნის წინ, მონაწილეობა მივიღეთ ცნობილი ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“. მათ საზოგადოებას ჩვენ შესახებ უამბეს, ტელევიზიით აჩვენეს, როგორ ვცხოვრობთ, რა გვჭირდება და ხალხს დახმარება სთხოვეს.

– თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით.

ნინო:მათი სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. იმხელა ბედნიერებაა, როდესაც სახლში საჭმელია… ვერაფრით ეგუები იმ ფაქტს, რომ აღარ გჭირდება იმაზე ფიქრი, საკვები სად იშოვო; რომ შეგიძლია თავისუფლად ამოისუნთქო… თქვენი იმდენი საჭმელი მოგვიტანეთ, რომ თავიდან ვერც კი მივხვდი, ეს ყველაფერი სად წამეღო. სამი თვე გვეყო! სამი თვე – მშვიდი ცხოვრება… ჩვენთვის ეს უდიდესი დახმარებაა! ყველას ძალიან დიდი მადლობა!

და ასეთ ტელევიზორზე ვერც კი ვიოცნებებდით. ჩვენ პურის ფულიც კი არ გვქონდა, არათუ ასეთი ძვირადღირებული ტექნიკის შეძენის. ჩვენ, ალბათ, თავს მისი ყიდვის უფლებას ვერასდროს მივცემდით. ჩვენი ოჯახისთვის ეს წარმოუდგენელი ფუფუნებაა, ბავშვებისთვის კი – სასწაული, უბრალოდ ზღაპრული საჩუქარი! და-ძმის სიხარულის დანახვაზე, თამარსაც კი რაღაც ღიმილის მსგავსი მოეფინა სახეზე!

თქვენ ჩვენთვის ყველაზე რთული დროს მოხვედით. საჭმელი საერთოდ არაფერი გვქონდა… თქვენი დახმარება ჩვენთვის ზეციური მანანასავით იყო! თქვენი თანამშრომელი, დავითი იმდენად ყურადღებიანი, იმდენად კეთილი იყო ჩვენს მიმართ, ამას არასდროს დავივიწყებთ! იშვიათად თუ შეხვდები ასეთ არაჩვეულებრივ, გულისხმიერ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ თავის სამუშაოს ასრულებენ, არამედ მასში მთელ სულსა და გულს დებენ!

 – პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

ნინო: ეს არის იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ჩვენს პრობლემებთან, რომ ხალხისთვის ჩვენი გასაჭირი სულ ერთი არ არის! არიან ამქვეყნად კეთილი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, სუსტი დაიცვან, გვერდში დაუდგნენ, გაამხნევონ, შესაძლოა, მას უკანასკნელი თეთრები გაუზიარონ. დაე, უფალმა მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მისცეს! სიკეთე ხომ უკვალოდ არ ქრება?! ის ყოველთვის ასმაგად ბრუნდება! და საქმე არც საჭმელსა და ტელევიზორშია… არამედ იმაში, რომ ხვდები, რომ მარტო არ ხარ და არსებობს ვიღაც, ვინც მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოს! უდიდესი მადლობა თქვენს ფონდს, რადგან სწორედ თქვენი წყალობით გაიგო ხალხმა, თუ რამდენად გვჭირდება მათი დახმარება!

– ნინო, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

ნინო: თქვენ უკვე ისე დაგვეხმარეთ, რომ კიდევ რაიმეს თხოვნის უფლებას სინდისი აღარ მომცემს… უბრალოდ ნუ დაგვივიწყებთ, გთხოვთ. როდესაც ოჯახში ავადმყოფი ბავშვია, პრობლემები არ სრულდება. მუდმივად გვჭირდება საფენები, წამლები… ბავშვები გაჭირვებას განიცდიან, მუდმივად ცუდად იკვებებიან. გარდა ამისა, ჩვენ საკუთარი საცხოვრებელი არ გვაქვს, ბინის ქირის გადახდა კი ძალიან გვიჭირს… იძულებულები ვართ, საცხოვრებელი ხშირ-ხშირად ვიცვალოთ. ეს კი ძალიან, ძალიან რთულია.

კიდევ ერთხელ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს ფონდს და თქვენს ყველა კეთილ მეგობარს! უფალმა დაგლოცოთ თქვენი სულგრძელობისა და გულშემატკივრობისთვის!

***

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

  #GE15TB7194336080100003,

  #GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ვარდიაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/547-1/description/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აპრ 02
პროდუქტები
299.62₾
2020 აპრ 06
ფონდის ზედნადები ხარჯები
235.00₾
2020 მაი 29
ტელევიზორი
700.00₾
2021 იან 14
პროდუქტები
159.99₾

სულ ხარჯები:

1394.61₾

დარჩა:

0.25₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.01.2021 11:47:27
₾35.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.12.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.03.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.03.2020 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,394.86

125 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,394.86

125 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება