რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ცხოვრების განმავლობაში, პატარა სანდროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ხოლო როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდება ის ტირის…
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ ახლა
სანდრო აღარ ტირის… სანდრო ცეკვავს!“
„არ მეგონა, ასე თუ ხდებოდა! ვის
შეიძლება ვუთხრა მადლობა? ვის? ვის? ძალიან მინდა ყველას პირადად ვუთხრა მადლობა! არ
მინდა ვინმე გამომრჩეს! – 10 წლის გიოს უნდა, რომ იცოდეს თითოეული ადამიანის სახელი,
ვინც დაეხმარა მის ძამიკოს, ახლა ხომ, სანდრო აღარ ტირის… სანდრო ცეკვავს!
გახსოვთ სანდრო? სწორედ
მისი ისტორია გიამბეთ პოსტში „როდესაც ბავშვის
ტკივილი გაუსაძლისი ხდება…“
https://chernovetskyifund.ge/ru/projects/552-grigolia
ფონდის
მეგობრებო! ჩვენმა გაერთიანებულმა ძალისხმევამ,
ცხოვრება შეუმსუბუქა, ამ პატარა, მშვენიერ, მაგრამ საშინლად დატანჯულ ქართველ ბავშვს!
ის დაიბადა დაუნის სინდრომით. ამის გარდა, სანდრო დაავადებულია კანის საშინელი, ვერაგი
დაავადებით, ფსორიაზით. საშინელი წყლულების გამო მუდმივი ქავილი აწუხებს და ბავშვი
არაადამიანური ხმით კივის… ნებისმიერი შეხება, დედის ჩახუტებაც კი, ბავშვს ტკივილსა
და ტანჯვას აყენებს…
საბრალო, სასოწარკვეთილმა, დედამ, დარეჯანმა, ფონდს იმ იმედით
მიმართა, რომ გუსხმიერი ადამიანები, გულთან ახლოს მიიტანენ მისი შვილის ტკივილს და
ისე მოიქცევიან ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდნენ ამაყი საქართველოს ამაყი შვილები.
და ის არ შეცდა.
უფალმა
ისინი არ მიატოვა! კეთილი ადამიანების დახმარების მეშვეობით, მან დაატკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია! ჩვენ, ყველამ ერთად, ეს ოჯახი შედარებით
ბედნიერი გავხადეთ, ჩვენი პატარა, მაგრამ მაინც გმირი სანდრო კი, გაუსაძლისი ტანჯვისგან
ვიხსენით! ფონდი ამაყობს თავისი მეგობრებით და მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს,
ვინც გამოეხმაურა ამ საბრალო ქალბატონს, რომლის ბედიც ამდენად მძიმეა.
„მსოფლიოში არსებული ყველა სიტყვაც არ მეყოფა, რომ
გამვხატო ჩემი თქვენდამი მადლირების გრძნობა!“ – გვეუბნება დედა, დარეჯანი და არც იკავებს
ცრემლებს.
მოირბინა გიორგიმ(10 წლის) და ხტუნაობა დაიწყო: – თქვენ მოგვიტანეთ
ეს ყველაფერი? ძალიან მინდა უდიდესი მადლობა რომ ვთქვა!!! შეიძლება, თქვენ რომ გითხრათ?
კიდევ ვის? – ცნობისმოყვარედ მკითხა 10 წლის ბიჭმა.
– ფონდმა გაგიკეთა ეს საჩუქარი!
გიორგი(10 წლის): არ მეგონა ასე თუ ხდებოდა! მადლობა ვის უნდა ვუთხრა? ვის? ვის?
იმიტომ რომ მინდა ყველას მადლობა გადავუხადო! არ მინდა ვინმე რომ გამომრჩეს! – ჩემს
გარშემო დაიწყო ხტუნაობა პატარა გიომ.
– აუცილებლად
გადავცემ ყველას შენი მადლიერების სიტყვებს, არ იდარდო, ყველა გაიგებს! უფრო დაწვრილებით
გვიამბე, რა საჩუქრები მიიღე ფონდისგან და მისი მეგობრებისგან?
გიორგი(10 წლის): ძალიან ბევრი რამ მოგვიტანეს, მაგრამ, რაც მთავარია, ტელევიზორი!
ნახეთ რამხელაა! ადრე ჩემს ძამიკოს ზრაპრებს ვუკითხავდი ხოლმე, ახლა კი, მულტფილმებსაც
ვუყურებთ და სიმღერებსაც ვუსმენთ!
ადრე, როდესაც
ტიროდა და კიოდა ხოლმე, მისი დამშვიდება შეუძლებელი იყო… მას ხომ ვერ ჩავეხუტებოდი
და ვერ მოვეფერებოდი… უფრო ეტკინებოდა. ახლა კი მუსიკას ვრთავთ ტელევიზორში და სანდრო
მაშინვე წყნარდება! არ ვიცოდი შესაძლებელი თუ იყო ასეთი რამ!
– როგორ
ფიქრობ, ჩვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ, შენი ძამიკო ცოტათი უფრო ბედნიერი თუ გახდა?
გიორგი(10 წლის): ვფიქრობ, ლაპარკი რომ შეეძლოს, ძალიან ბევრჯერ გიპასუხებდათ:
„კი-კი-კი-კი-კი!“ – ემოციებს ვერ იკავებს და ყვირის გიო.
– სუფრასთან
მობრძანდით – ოთახიდან გაისმა ხმა. სანამ გიორგის ვესაუბრებოდი, დარეჯანმა ჩაი მოამზადა
და სუფრაზე ლანგარი დადო, ცხელი, დაბრაწული ფუნთუშებით.
– ასე რატომ
წუხდებით, დარეჯან? – თავი უხერხულად ვიგრძენი.
დარეჯანი: რას ამბობთ, საყვარელო! თქვენი დამსახურებით,
ახლა მაქვს, რისგან, და რაზეც შემიძლია მოვამზადო საჭმელი! ფონდმა იმდენი პროდუქტი
მოგვიტანა! გაზქურა კი, ჩემი დიდი დამხმარეა!
ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავით. საერთოდ
არ გვქონდა საჭმელი! ვერც კი წარმოვიდეგნდი, რომ მხოლოდ სანდროს მალამოებითა და პროდუქტით
კი არა, ტექნიკითაც დაგვეხმარებოდით! ეს ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო! საკუთარ
ბედნიერებას ვერ ვიჯერებდი, როცა ეს ყველაფერი მოგვიტანეს!
გიო ხელებს იჩქმეტდა, თავი სიზმარში ეგონა! ვინმეს
რომ მოვუყვე, არც დამიჯერებენ! არ დამიჯერებენ!
– მოხარულები ვართ, ფონდი
ასე რომ დაგეხმარათ! გვითხარით, სანდროს მდგომარეობა თუ შეიცვალა?
დარეჯანი:
მალამოებმა მისი მდგომარეობა საგრძნობლად შეამსუბუქა. ფსორიაზის გამო, მისი ცხოვრება, მუდმივი ტკივილია… მაგრამ წამლებმა,
რომლებიც ფონდმა მოგვიტანა, ჩემი შვილი გადაარჩინა! შეწყვიტა ქავილი, გაქრა წყლულები,
მისი ჩახუტებაც კი შეიძლება! შემიძლია ჩავიხუტო, და არ შემეშინდეს, რომ ჩემს ბიჭუნას
ეტკინება!
– რა განიცადეთ თქვენ ამ დროს?
დარეჯანი: ბედნიერება! ბედნიერება
და შვება! გულზე მომეშვა… ძალიან მძიმე ტვირთისგან მიხსენით და მაჩუქეთ იმის შესაძლებლობა,
შვილი ბოლოს და ბოლოს გულში რომ ჩავიკრა და
არ მეშინოდეს, რომ ტკივილისგან იყვირებს!
– გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, თქვენს
შესახებ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
დარეჯანი:
ადამიანები მირეკავდენენ, მამხნევებდნენ! ძალიან ბევრი გამოეხმაურა ჩვენს გაჭირვებას!
ჩემი ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა! ადრე გული ისეთი დამძიმებული მქონდა. ახლა კი
იმდენი კარგი მეგობარი შევიძინე! ფონდმა მაჩუქა ეს სიხარული! მეგობრობისა და მხარდაჭერის
სიხარული!
– ყველაზე
მეტად რა დაგამახსოვრდათ? გახსოვთ იმ ადამიანების სახელები, ვინც გირეკავდათ? ვინმე
მოვიდა და დაგეხმარათ რამით?
დარეჯანი: სახელები არ მახსოვს! ძალიანაც რომ მეცადა, ალბათ მაინც
ვერ დავიმახსოვრებდი. არავინ არ მოსულა, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი, არა? უდიდესი
ბედნიერება იყო იმის ცქერა, თუ როგორ დარბოდა ჩემი გიო ახალი სარეცხი მანქანის გარშემო!
ძლივს დავამშვიდე, ბავშვი დარბოდა, და არ იცოდა, რა ექნა სიხარულისგან! ნუთუ ეს არ
არის ის მომენტები, რის გამოც ნამდვილად ღირს ცხოვრება? შვილი ასეთი აღტაცებული პირველად
ვნახე! სანდრიკოს წამლებისთვის კი, ცალკე მინდა გითხრათ მადლობა! უფალმა დაგლოცოთ, ასეთი კეთილი გულები რომ გაქვთ.
– ადგილობრივი ხელისუფლება
თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? დაინტერესდნენ თქვენი მდგომარეობით, რამით თუ დაგეხმარნენ?
არა, – თქვა დარეჯანმა და
ჩაი მოსვა, – უნდა გამოხმაურებოდნენ? არც ზარი, არც რაიმე სხვა სახის, ყურადღების გამოხატვა
ადგილობრივი ხელისუფლებისგან არ ყოფილა, ამას დანამდვილებით გეუბნებით.
– პირადად თქვენთვის, რას
ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
დარეჯანი: თითოეულმა, ჩემი მისამართით
ნათქვამმა კეთილმა სიტყვამ, შემმატა ძალა რათა ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, მქონდეს მომავლის
რწმენა და იმედი. არ მეგონა, საქართველოში ამდენი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი თუ
იყო. არც მქონდა იმის იმედი, ვინმე რომ დაგვეხმარებოდა, ძალიან ბევრი ადამიანია, რთულ
მდგომარეობაში ჩავარდნილი და დახმარება სჭირდებათ, მაგრამ… ჩემი ყველაზე ლამაზი სიზმარი
ახდა! გიომ, როგორც იქნა იგრძნო, რას ნიშნავს უდარდელი ბავშვობა! ადრე ხომ მხოლოდ იმით
იყო დაკავებული, რომ მისი ძმის მოვლაში მეხმარებოდა. ახლა კი ტელევიზორში, მუსიკას
უსმენს სანდრიკოსთან ერთად! ასე მგონია, ჩემს შვილს მუსიკა კურნავს! ის აღარ ყვირის
და აღარ ტირის გაუსაძლისი ტკივილისგან, არამედ ზის და თამაშობს გიოსთან ერთად!
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე
პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ…
დარეჯანი: რას ამბობთ, საყვარელო…
რა ნამუსით უნდა გთხოვოთ კიდევ რამე?
– ძალიან გთხოვთ, ჩვენ ეს
შეგვიძლია, დამიჯერეთ! ასე რომ, გვითხარით… იქნებ სანდროს სჭირდება რამე, მედიკამენტები,
მაგალითად?
დარეჯანი: თქვენ ისედაც საგრძნობლად
შეგვიმსუბუქეთ ცხოვრება, მაგრამ… – მერყეობს დარეჯანი, – კარგი იქნებოდა, ექიმთან
რომ წაგვეყვანა. ახლა ზაფხულია და ძალიან ცხელა… ფსორიაზი გაუმწვავდა…
სოფელ საჯავახოში ვცხოვრობთ,
აქ კი კარგი სპეციალისტები არ გვყავს, ვისაც შეიძლება, რომ მივმართოთ.
თბილისში ვმკურნალობთ, იქ გვყავს ექიმი, გზას კი 4 საათი უნდა! თუ ვინმე ერთი
დღით აპირებს თბილისში წასვლას, მადლობელი ვიქნებოდი, მე და სანდრიკოც რომ გაგვიყოლონ!
უბრალოდ ექიმს ვაჩვენებ და უკან წამოვალ!
—
სულ ხარჯები:
7858.49₾დატოვა:
0.51₾