ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამ გოგონას ბედნიერება ჩვენს ხელთაა, უფალმა ასე ინება!..

დროულად გაკეთებული ძვირადღირებული ოპერაცია მარიტას მხედველობას შეუნარჩუნებს.
3,661.51 ₾
203
დონორები
შეგროვებულია
გოგონასათვის, ბიჭისგან განსხვავებით,  გარეგნული სილამაზე ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას ამაზეა დამოკიდებული მისი ბედნიერი მომავლი, სიყვარულით დაქორწინების, ბევრი შვილისა და სარკეში ჩახედვისას სიხარულის... მარტა 4 წლისაა, მაგრამ თავისი ბავშვური ცხოვრების განმავლობაში ბევრი განსაცდელი გამოიარა. 7 თვის იყო, როცა მშობლებმა შეამჩნიეს, რომ თვალზე პრობლემა ჰქონდა. ექიმების თქმით, ბავშვს ზედა ქუთუთო დაწეული  აქვს  და დროული ოპერაციული ჩარევა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მხედველობის პრობლემები შეექმნას, ხოლო დროულად გაკეთებული ძვირადღირებული ოპერაცია მარიტას მხედველობას შეუნარჩუნებს. 
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, დროული დახმარებაა, მაგრამ ოპერაციის თანხის მოძიება ოჯახისთვის წარმოუდგენელია. 
- ნინო, მოგვიყევით მარიტაზე.
ნინო: მარიტა განსაკუთრებული გოგონაა. ნიჭიერი, ჭკვიანი და ხალისიანი ბავშვია.უზომოდ მოსიყვარულეა, სულ ბავშვებთან უნდა თამაში, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს. ღმერთმა დაიფაროს, თვალი ოდნავ მაინც თუ დაუზიანდა, მხედველობას უნდა გამოვემშვიდობოთ. ბაღში წასვლაც ძალიან უნდა, მაგრამ ვერ მიმყავს. მხოლოდ თავის თოჯინებთან შეუძლია თამაში. მაგიდასთან დასვავს ხოლმე  და წერა-კითხვას ასწავლის, ესაუბრება. სიმართლე, რომ გითხრათ, ფინანსურად ძალიან გვიჭირს. მარიტას ქუთუთოზე ოპერაცია სჭირდება. თვალს ვერ ახელს და ხანდახან წებოვანი ლენტითაც ვუმაგრებთ... ეს მძიმე სანახავია... 
- ნინო, მარიტა განიცდის? აცნობიერებს თავისი მდგომარეობის სირთულეს?
ნინო: ჩემი გოგონა ისეთი ტკბილია! უკვე შეკითხვებს მისვამს და ცრემლებს ვერ ვიკავებ. მეკითხება, ხალხი ასე რატომ უყურებს უცნაურად. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, მშვიდად რომ შეძლოს სკოლაში სწავლა და არ შერცხვეს საკუთარი გარეგნობის. არ მინდა დასაცინი გახდეს, ხომ იცით, ბავშვები ერთმანეთს არასდროს ინდობენ.
- ნინო, რა არის თქვენი საარსებო წყარო? გეხმარებათ ვინმე?
ნინო: ჩემი მეუღლე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მსახურობს. არაა მარტივი მისი სამსახური, მაგრამ შვილისთვის ყველაფერს აკეთებს.
- ნინო, გვითხარით, სანამ მარიტა ოპერაციას ელოდება, რით შეგვიძლია, რომ გავახაროთ?
ნინო: ძალიან უყვარს თოჯინების და ყვავილების ხატვა. ძალიან გაუხარდებოდა ფუმფულა სათამაშოები, ლამაზი კაბები.
- შეიძლება მარიტას გავესაუბროთ?
ნინო: კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ოპერაციაზე არაფერი უთხრათ, ჯერ არაფერი იცის. თანხას თუ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ, გული ეტკინება.
- მარიტა, საყვარელო, მოგვიყევი შენს მეგობრებზე, ამ თოჯინას ხელს რომ არ უშვებ, ძალიან გიყვარს, ხო?
მარიტა(4 წლის): ის ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს. მამიკომ მაჩუქა, ასე თქვა, ქუჩაში შემხვდაო, მარტო იჯდა და ტიროდა, მამიკომ უთხრა რომ სახლში ულამაზესი გოგონა, მარიტა ელოდება, მასთან წაგიყვან და შენი დედიკო გახდებაო.
- მარიტა, რაზე ოცნებობ?
მარიტა(4 წლის):  ვოცნებობ ვისეირნო, ბაღში ვიარო, სკოლაში და ბავშვების დაბადების დღეებზე. დედა მეუბნება, რომ ჯერ არ შეიძლება. დედა მულტფილმებსაც არ მაყურებინებს, მაგაზეც ამბობს, ჯერ არაო.
- ნინო, თქვენი მეუღლე სად გაიცანით? როგორი ადამიანია?
ნინო:  უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ ოჯახი შევქმენით. დავითი კარგი მამა და მეუღლეა, მისთვის ოჯახი წმინდათა წმინდაა!
- ნინო, გვითხარით, რა გჭირდებათ?
ნინო: უპირველეს ყოვლისა, მათ, ვინც წაიკითხავს ამ სტატიას, ვუსურვებ შვილები მუდამ ჯანმრთელი ყავდეთ. რამის თხოვნა ძალიან მიჭირს! მხოლოდ შვილის ავადმყოფობის გამო მოგმართეთ! თავადაც ყველაფერს ხედავთ.  მე და ჩემს მეუღლეს, მარიტას სევდიანი თვალების ცქერა ძალიან გვიჭირს, როცა სხვებთან ერთად  ეზოში სირბილი და მხიარულება უნდა. 
-------------
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას მარიტა აფციაურის დასახმარებლად, მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.
დაურეკეთ ნინოს, გაამხნევეთ და უთხარით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ასევე შეგიძლიათ ეს პატარა პრინცესა პირადად გაიცნოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. ტელეფონის ნომერი: 595 07 48 42 მისამართი: ასპინძა, სოფელი იდუმალა. 
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე; office-fsp@fsp.ge.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ანგარიშებზე: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: მარიტა აფციაური) 
ვებგვერდიდან:
სწრაფი გადახდის აპარატებიდან: nova technology, tbcpay и expresspay 
(ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus) 
მეგობრებო, გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ და ვაჩუქოთ იმედი პატარა მარიტას, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ბედნიერი იყოს  და იცხოვროს ისე, როგორც ნამდვილ, პატარა, ქართველ პრინცესას შეეფერება!

თეგები:
#ბავშვები

მსგავსი პროექტები: