რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მეგობრებო, გვინდა სამაჩაბლოდან დევნილი ფხეიძეების ოჯახი გაგაცნოთ და მათი პრობლემების შესახებ მოგიყვეთ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ოჯახში 5 მცირეწლოვანი
ბავშია, მაგრამ პატარა გაბრიელი
ყველას განსაკუთრებულად უყვარს. დედიკოს მთელი
ყურადღება და თავისუფალი დრო მას ეკუთვნის, და არავინ ეცილება! გაბრიელს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ყველას ესმის, რომ ის ვერასდროს გაიგებს, რა არის ნამდვილი ბავშვობა. როცა მისი
2 წლის ტყუპისცალი, გიორგი დარბის და თამაშობს, ის მხოლოდ ტირის, არავინ იცის, ტკივილისგან
თუ შიმშილისგან…
ჩვენ მათ დედიკოს, ნათიას გავესაუბრეთ, რომელმაც
ყველა ჩვენს შეკითხვას უპასუხა და გაგვიზიარა საკუთარი გულის ტკივილი.
– ნათია, გვიამბეთ
თქვენს ოჯახზე.
ნათია: დიდი ოჯახი
გვაქვს. მე, ჩემი
მეუღლე, ჯუმბერ ფხეიძე და ჩვენი შვილები: 11 წლის მარიამი, 9 წლის ლიზი, 2 წლის ტყუპები
– გიორგი და გაბრიელი და 1 წლის ნინი.
– ძალაინ საყვარელი
ბავშვები გყავთ. უპირველეს ყოვლისა, გაბრიელზე გვიამბეთ. რა პრობლემა აქვს?
ნათია: გიორგი და
გაბრიელი ტყუპები არიან, გიორგი ჯანმრთელია, გაბრიელს კი დაბადებიდან ცერებრალური დამბლა
და ჰიდროცეფალია აქვს. არ შეუძლია თავის დაჭერა, გადაბრუნება. ის ვერ ლაპარაკობს და
ხშირად ტირის, ბოლო დროს ხშირად ვარდება კრუნჩხვებში. დაბადებიდან მესამე დღეს თავის
შუნტირების ოპერაცია გაუკეთდა, რათა ტვინის პარკუჭებში სითხე არ დაგროვდეს.
– რა არის ყველაზე
რთული ბავშვის მოვლის პროცესში?
ნათია: ყველაზე რთული
ის არის, რომ ხშირად ვერ ვიგებ ჩემს შვილს რა აწუხებს. გაურკვეველია, რა არის მისი
ტირილის მიზეზი, ტკივილი თუ შიმშილი.
– თქვენსავით გაუსაძლის
მდგომარეობაში მყოფ დედებს რა რჩევას მისცემდით?
ნათია: ყველა დედას
ვურჩევ მოთმინება გამოიჩინოს. თქვენს გარდა ამას ვერავინ შეძლებს! ტირილი, უმოქმედება
და იმის ლოდინი, რომ რამე თავისით შეიცვლება, გართმევთ ენერგიას, რომელიც შეგიძლიათ
თქვენი შვილის დახმარებას მოახმაროთ. სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი დედა
ვარ, რომლის ბავშვიც ასეთი დაიბადა. გთხოვთ, ღირსეულად ატარეთ ეს ჯვარი!
– ნათია, ამ ეტაპზე,
თქვენი ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა რაში მდგომარეობს?
ნათია: 5 შვილი მყავს,
3 მათგანი 3 წლამდე ასაკის. მეუღლემ სამსახური დაკარგა და შემოსავლის წყაროს გარეშე
დავრჩით. ძალიან გვჭირდება პამპერსი და პროდუქტი, გაბრიელს კი – მკურნალობა. ორ თვეში ერთხელ, ბავშვს უტარდება პროცედურები,
რათა ცერებრალური დამბლის სიმპტომები შეუმსუბუქონ. მაგრამ ფეხზე დადგომა, მაინც ვერ
შეძლო. ნაბიჯებს ვერ დგავს, იღლება, ეტლში ზის და ტირის. ექიმები გვეუბნებიან, რომ
მეტი მასაჟი სჭირდება, 10 პროცედურა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, არაა საკმარისი.
სჭირდება ნევრიპათოლოგის კონსულტაცია, რომლის საფასურიც 15-20 ლარია. ექიმის დროის
ყოველი წუთი ფასიანია, ჩვენ კი ფული საერთოდ არ გვაქვს. ხედავთ, სულ გაბრიელზევსაუბრობ, თითქოს დანარჩენებს დალხენილი ცხოვრება ჰქონდეთ.
– გვიამბეთ, თქვენი
მეუღლე როგორ გაიცანით, როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?
ნათია: სამაჩაბლოში გავიცანით ერთმანეთი, უკვე დიდები ვიყავით,
ჯუმბერი 26 წლის, მე კი 24-ის. ერთმანეთი საერთო მეგობრებმა, ვითომ შემთხვევით გაგვაცნეს.
მაგრამ ცხოვრებაში შემთხვევითობა არ არსებობს! ორსულად ვიყავი, როცა ომი დაიწყო და გამოვიქეცი
მშობლიური ქალაქიდან…
– ვინმე გეხმარებათ?
ალბათ, მარტო ვერ გაუმკლავდებოდით ამდენ სირთულეს?
ნათია: ჩემი მშობლები
და დედამთილი ჩვენსავით დევნილთა
დასახლებაში ცხოვრობენ, ბავშვების მოვლაში ძალიან მეხმარებიან, მაგრამ ფინანსურად – ვერ. თავადაც ასეთ
პირობებში უწევთ ცხოვრება და ძალიან უჭირთ. ჩვენი მშობლები რომ არა, ვერ გავუმკლავდებოდით.
მძიმე წუთებში, მხარში სწორედ ისინი ამოგვიდგნენ.
– სახელმწიფო გეხმარებათ?
ადგილობრივი მმართველობისთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის?
ნათია: ცერებრალური
დამბლით დაავადებული ბავშვების დახმარების პროგრამაში შედის ლოგოპედის კონსულტაცია
და 10 მასაჟი. მაგრამ ექიმების თქმით, მეტი პროცედურაა საჭირო, რათა ბავშვს დავეხმაროთ
და ტანჯვა შევუმსუბუქოთ.
– გვიამბეთ თქვენს
შვილებზე, სკოლაში სწავლობენ?
ნათია: მარიამი მეექვსე
კლასშია, ლიზი კი მეოთხეში. ნიჭიერი გოგონები არიან. მარიამს უნდა რომ სტომატოლოგი
გახდეს, ლიზი სტილისტობაზე
ოცნებობს. ახლა სულ სახლში არიან. ჩვენ არ გვაქვს კომპიუტერი, რომელიც აუცილებელია
დისტანციური სწავლებისთვის.
რა თქმა უნდა, სრულფასოვანად
ვერ იკვებებიან. ორ თვეში ერთხელ გავქვს შესაძლებლობა, რომ ხორცის ან რძის ნაწარმი
ვაჭამოთ. ძირითადად წვნიანებს ვაჭმევ, ბურღულეულს და მაკარონს. ადრე პურს თვითონ ვაცხობდი,
მაგრამ ახლა ღუმელი გაგვიფუჭდა.
– ბავშვებო, შეიძლება
გაგესაუბროთ? როგორ ხართ? რა თამაშები გიყვართ? დედას და მამას როგორ ეხმარებით? რაზე
ოცნებობთ?
მარიამი(11 წლის):
გამარჯობა, მე კარგად ვარ. სკოლაში აღარ დავდივარ და ცოტათი მიხარია. კბილი რომ ამტკივდა,
კბილის ექიმთან წამიყვანეს და მეც გადავწყვიტე სტომატოლოგი გავხდე. ძალიან ლამაზი
ხელსაწყოები აქვთ, კაბინეტებში კი ყველაფერი წკრიალებს. ამისთვის ბევრი სწავლაა საჭირო,
ხოდა მეც ვსწავლობ. ველოსიპედზე
ვოცნებობთ! დედას ვეხმარებით გაბრიელის მოვლაში. პამპერსებს ვუცვლით. ძნელია, მაგრამ
რას ვიზამთ, ის ხომ ჩვენი ძმაა. კიდევ ოთახს ვალაგებთ და ჭურჭელს ვრეცხავთ. ჩვენ კარგი
გოგოები ვართ!!
ლიზი(9 წლის): მე
არ ვიცი, ალბათ სტილისტიგავხდები. მიხარია, რომ სკოლაში არ დავდივართ, სახლში სწავლა
უფრო სახალისოა. მაგრამ კომპიუტერი არ გვაქვს, დედას ტელეფონი კი ძველია და არაფერი
ჩანს. ძალიან გვინდა ველოსიპედი.
– ნათია, რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?
ნათია: ბავშვის ინვალიდობის
პენსია 160 ლარი და სოციალური დახმარება – 180 ლარი.მეუღლე თავიდან ცეხში მუშაობდა,
დაბალი ხელფასი ჰქონდა და არ გვყოფნიდა. მერე თბილისში დაიწყო მუშაობა. ახლა კი, კორონავირუსის
ეპიდემიის გამო, ისიც უმუშევარი დარჩა. ასე დიდხანს ვერ გავძლებთ!
– რა არის თქვენი
სანუკვარი ოცნება?
ნათია: პროდუქტი გვჭირდება,
საჭმლის საყიდლად ფული არ გვყოფნის. ძალიან გვჭირდება პამპერსი. სამი ბავშვისთვის,
სულ მცირე, დღეში 10 ცალია საჭირო. ვალადაც
ვეღარ ვიღებ. თანხა გვჭირდება გაბრიელის გამოკვლევებისა
და პროცედურებისთვის. ორსართულიანი საწოლები კარგი იქნებოდა. პატარა ნინის კი, დღემდე
ეტლში სძინავს, სულ მეშინია არ გადმოვარდეს. ღუმელიც გაგვიფუჭდა და პურს ვეღარ ვაცხობ.
– რატომ გადაწყვიტეთ,
ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?
ნათია: ჩვენს დასახლებაში,
თქვენი ფონდი რამდენიმე ოჯახს დაეხმარა. გვირჩიეს, თქვენთვის მოგვემართა. მათ გვითხრეს,
რომ ნამდვილად ძალიან დაეხმარეთ. ზოგადად ფონდებმა ნდობა დაკარგეს. მოვლენ, სურათებს
გადაიღებენ და დაგივიწყებენ. ჩერნოვეცკის ფონდის კი გვჯერა!
– გინდათ ფონდის მეგობრები
გაიცნოთ, ახალი მეგობრები რომ შეიძინოთ?
ნათია: ფონდის მეგობრები,
ჩვენი მეგობრებიც არიან! ძალიან გაგვიხარდება.
———
მეგობრებო, როგორც
ხედავთ, ფხეიძეების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი, საოჯახო ტექნიკა და საწოლები!
გამოვიჩინოთ გულისხმიერება,
ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და
ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება.
მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ნათიას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ
და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მათი მისამართია:
წეროვანი, დევნილთადასახლება, მე-5 რიგი. ტელეფონის ნომერი: 551 02 45 73
აუცილებლად გააზიარეთ
ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს
მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ
ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ თქვენს
ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ
ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის საბანკო
ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან
GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ფხეიძეების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ
თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA,
TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში
„ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ
ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
რა მშვენიერია ცხოვრება, როდესაც გოგოების ოთახი გაქვს…
„ვაშა! ჩვენი ჯადოქრები მოვიდნენ! – მშვენიერი ლიზი (9 წლის) და მარიამი (11 წლის) ჩვენთან შესახვედრად გამოიქცნენ. – თქვენ ხომ ჩვენი ყველაზე დიდი ოცნება აასრულეთ?! ახლა, საკუთარი გოგოების ოთახი გვაქვს, სადაც ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდოდა და შეგვიძლია, ერთმანეთს ვეჩურჩულოთ და საიდუმლოებები გავუზიაროთ! წამოდით, წამოდით, ყველაფერს გიჩვენებთ!“ – ხელზე მექაჩებოდნენ ცქვიტი გოგონები.
მეგობრებო, ფოტოებზე თხელიძეების ოჯახი იცანით? მათი სევდიანი ისტორია ჩვენ არცთუ ისე დიდი ხნის წინ მოგიყევით… მაგრამ ახლა, თქვენ მათ ვეღარ კი იცნობთ! მათი სახეები თქვენი სიკეთისა და გულისხმიერების წყალობით განათდა!
ძვირფასო მეგობრებო, თქვენ კვლავ გააკეთეთ ღვთისმოსაწონი საქმე და შეცვალეთ კიდევ ერთი ქართული ოჯახის – თხელიძეების ოჯახის ცხოვრება. ხუთ პატარა ანგელოზს: მარიამს (11 წლის), ლიზის (9 2ლის), ტყუპებს – გიორგისა და გაბრიელს (3 წლის) და პატარა ნინის (2 წლის) თქვენ სიხარული აჩუქეთ და სურვილები აუსრულეთ!
სულ რაღაც ექვსი თვის წინ, როდესაც თავის პრობლემებს გვიზიარებდნენ, თხელიძეების ოჯახი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათ შესახებ მთელი საქართველო შეიტყობდა და მათი ბედი ათასობით ადამიანს ჩასწვდებოდა გულში.
დღეს ისინი ბედნიერები არიან! მათ იციან: ამიერიდან და მრავალი წლის განმავლობაში, თქვენ მათი მეგობრები და მფარველები გახდით!
სახლის ზღურბლზე, მარიამი და ლიზი მოუთმენლად გველოდნენ.
„ამდენხანს სად ხართ? დავიღალეთ ლოდინით! პირველებს გვინდოდა თქვენთან საუბარი და ყველაფრის ჩვენება“, – ერთხმად დაიძახეს გოგონებმა და დედის, ნათიას დალოდების გარეშე, სახლში, პირდაპირ თავის ოთახში შეგვიყვანეს.
მარიამი (11 წლის): იმდენი რამის თქმა გვინდა, მაგრამ პირველ რიგში, მადლობა ყველაფრისთვის! ვიცი, ამდენი კარგი რამ სწორედ თქვენი წყალობით მოხდა! იცით, რამდენი რაღაც მოგვიტანეს? ამდენი პროდუქტი და ტკბილეული აქამდე არც კი გვინახავს. დედა კანფეტებს გვიმალავდა კიდეც, მუცელი რომ არ აგვტკივებოდა!
ლიზი (9 წლის):ვიცი, რომ ჯადოქრები ხართ! ჯადოსნური ჯოხი აიქნიეთ და ჩვენი ოცნებაც ახდა! ტკაც – და მე და მარის საკუთარი ოთახი გვაქვს! აი, შეხედეთ! აქ თქვენი ნაჩუქარი საწოლები დავდგით და ყველაფერი მხოლოდ გოგოებისთვის მოვაწყვეთ! ბიჭებს შემოსვლა სასტიკად ეკრძალებათ! მხოლოდ პატარა ნინის შეუძლია!
მაგრამ ბიჭები იმიტომაც არიან ბიჭები, რომ ყველა წესი დაარღვიონ; ამიტომაც ტყუპებმა – გიორგიმ და გაბრიელმა (3 წლის) გოგონების საძინებელში მაინც შემოაღწიეს, ფოტოობიექტივის წინ რომ ეპოზიორათ.
ნათია(38 წლის): ბავშვები ისე გელოდნენ! უნდოდათ, პირველები დაგხვედროდნენ და თავისი სიხარული გაეზიარებინათ. მარიამისა და ლიზისთვის, მართლაც რომ სანუკვარი ოცნება ახდა – საკუთარი ოთახის ქონა! ისინი ხომ უკვე დიდები არიან, საკუთარი სივრცე სჭირდებათ, ერთმანეთს რომ ეჩურჩულონ და თავისი ბავშვური საიდუმლოებები გაუზიარონ.
– ძალიან გვიხარია, გოგონების ოცნების ასრულება რომ შევძელით! და თქვენი უმცროსი შვილები – გიორგი, გაბრიელი და ნინი რამ გაახარა?
ნათია: ტელევიზორმა! როგორც იქნა, მულტფილმების ყურება შეუძლიათ! ჩვენ ხომ წარღვნამდელი ტელევიზორი გვქონდა, რომელიც ძლივს აჩვენებდა და რამის გასარჩევად, ბავშვებს ეკრანში ცხვირის ჩაყოფა უწევდათ.
ახლა კი, თქვენი და ფონდის მეგობრების წყალობით, ახალი, ფართოეკრანიანი ტელევიზორი გვაქვს. საღამოობით, ხუთივე ტახტზე იყრის თავს და სახლში სრული სიჩუმე ისადგურებს: ყველა მულტფილმს უყურებს და როგორც იქნა, აღარ ყაყანებენ (იცინის).
– ნათია, გვითხარით, ჩვენმა პოსტმა თქვენი ოჯახის ცხოვრება რამენაირად შეცვალა?
ნათია:რა თქმა უნდა, ჩემო კარგო! რაც მთავარია, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა შეიცვალა. ჩვენ კვლავ ვიგრძენით, რომ ამ სამყაროში მარტონი არ ვართ! ჩვენ შესახებ, ჩვენი ცხოვრების, ბედის შესახებ ათასობით ადამიანმა შეიტყო და გულგრილი არავინ დარჩა! შეხედეთ, რამდენმა ადამიანმა წაიკითხა ჩვენ შესახებ „ფეისბუქზე“, რამდენი მოწონება და კომენტარი დატოვეს პოსტის ქვეშ!.. ეს ბევრს ნიშნავს!
რამდენმა გაიღო ალბათ, უკანასკნელი ლარი და ჩვენს დასახმარებლად ფული გადმორიცხა! ყოველ ჯერზე, ამაზე რომ ვფიქრობ, ცრემლებს ვერ ვიკავებ… წარმომიდგენია, როგორ კითხულობს ვიღაც სტატიას ჩემი შვილების შესახებ, როგორ სტკივა გული და უჩნდება სურვილი, რომ დაგვეხმაროს… დაგვეხმაროს სწორედ ჩვენი – თხელიძეების ოჯახს… ღმერთმა დალოცოს თითოეული მათგანი!
თქვენი გამოცემის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაგვირეკეს და გვესტუმრნენ, მათ შორის ჩვენნაირმა, სამაჩაბლოდან დევნილებმა. ბავშვებისთვის საჭმელი, ტანსაცმელი და სათამაშოები მოჰქონდათ. ლტოლვილი, ლუშკა მორბედაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თქვენს პოსტს გამოეხმაურა. ის თბილისიდან ჩამოვიდა და ბავშვებს საჩუქრების მთელი მთა მოუტანა – კანფეტები, სხვადასხვა წვენი, პროდუქტი… ბავშვები აღტაცებულები იყვნენ.
ასევე, გვესტუმრა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, რომლისაც ძალიან მადლიერები ვართ. მან ბავშვებს ტანსაცმელი, საფენები და სხვადასხვა ტკბილეული მოუტანა…
– ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და რამით თუ დაგეხმარნენ?
ნათია:არა, ხელისუფლების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. თუმცა, არც ველოდით… სიმართლე გითხრათ, ხელისუფლების გულგრილობას უკვე შეჩვეულები ვართ.
– ნათია, თქვენი და ბავშვების ემოციების შესახებ მოგვიყევით.
ნათია: რა უნდა ვთქვა?.. ემოციებით სავსე ვართ! თითოეული სტუმარი, რომელმაც ფონდის გამოცემის შემდეგ მოგვინახულა, ჩვენი მეგობარი გახდა. ისინი არ გვივიწყებენ, დროდადრო გვირეკავენ, გვეკითხებიან, როგორ ვართ, რამე ხომ არ გვჭირდება, როგორ არის გაბრიელი, რადგან მას ცერებრალური დამბლა, ჰიდროცეფალია და ეპილეფსია აქვს…
ორი დღის წინ, მე და გაბრიელი ისევ საავადმყოფოში მოვხვდით – მას ეპილეფსიის მორიგი შეტევა ჰქონდა. თბილისში, ექიმებმა დამტუქსეს, რომ გაბრიელი გეგმიურ გამოკვლევაზე იშვიათად დაგვყავს.. მაგრამ რას ვიზამთ? თბილისში ხშირად ჩასვლის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან ბავშვი დედაქალაქში ავტობუსით, ან სამარშრუტო ტაქსით უნდა წაიყვანო (სოფელი წეროვანიდან თბილისამდე 35კმ-ია) და წამოიყვანო, თბილისში ყოფნის ხარჯები… ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს ძალიან ურტყამს…
ახლაც, იძულებით მოვხვდით საავადმყოფოში და გაბრიელს ახალი, ძვირადღირებული წამლები დაუნიშნეს, რომელთა შეძენის საშუალებაც არ გვაქვს… ჩვენი ერთადერთი იმედი კვლავ კეთილი ადამიანები, თქვენი ფონდი და მისი მეგობრებია…
აი, ისევ პრობლემებს დავუბრუნდით… თქვენ და თქვენი მკითხველები ბევრით დაგვეხმარეთ! მინდა, ჩემი და მთელი ჩემი ოჯახის სახელით, უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ვინც ჩვენს დასახმარებლად თუნდაც ერთი ლარი გაიღო! მათ სიკეთეს ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ. და დაე, იცოდნენ: ჩვენ მათ ყოველდღე ვუგზავნით მადლიერების ყველაზე გულწრფელ სიტყვებს და სიყვარულს!
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
ნათია: ჩვენი პრობლემა – გაბრიელის ავადმყოფობაა… დახმარებას მხოლოდ ამაში გთხოვთ… მას მუდმივად სჭირდება წამლები, საფენები… სხვა სათხოვარი არაფერი მაქვს! თქვენ და ფონდის მეგობრებმა ყველაზე მთავარი გააკეთეთ – ადამიანების, სიკეთისა და ხვალინდელი დღის რწმენა დაგვიბრუნეთ! ჩვენ ყველაფრისთვის მადლიერები ვართ!
მარიამი (11 წლის): შეიძლება, მე გთხოვოთ? მე და ლიზის კიდევ ვარდისფერი ველოსიპედები და ნამდვილი ტელეფონი გვინდა. მართალია, ზაფხულმა ჩაიარა, მაგრამ ჯერ კიდევ თბილა და ველოსიპედით სეირნობას მაინც მოვასწრებთ! ახლა, ეს ჩემი და ლიზის ოცნებაა! ერთი ოცნება – გოგოების ოთახი უკვე აგვისრულეთ. გეხვეწებით, ესეც აგვისრულეთ, რა!
***
მეგობრებო, მოდით, ამ ორი პატარა გოგონას ეს ოცნებაც ავუსრულოთ, – ვარდისფერი ველოსიპედი და ნამდვილი ტელეფონი, – ორს თუნდაც ერთი რომ ჰქონდეს! ეს ბავშვები ხომ ისედაც მოკლებულნი არიან უბრალო, ბავშვურ ბედნიერებას…
გვერწმუნეთ, მეგობრებო, მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ თხელიძეების ოჯახისთვის გააკეთეთ, მათი გასაჭირი ამით არ დასრულებულა. ოჯახს კვლავინდებურად ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და განსაკუთრებით, საფენები პატარა ბავშვებისთვის – სამი წლის გიორგისთვის და გაბრიელისთვის და ორი წლის ნინოსთვის.
და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თხელიძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/566-pkheidze/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
სულ ხარჯები:
1485.00₾დატოვა:
0.00₾