რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მათი მთავარი სიმდიდრე, უფლის რწმენაა!

calendar მაისი 27, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ამ ინტერვიუში, გიამბობთ შამოვების ოჯახზე. მათ, ტირილის უამრავი მიზეზი აქვთ, მაგრამ! ისინი, ჯიუტად ცდილობენ, ბოლომდე მიჰყვნენ ნეტარების მომგვრელ, ბიბლიურ ჭეშმარიტებას, – „შევინარჩუნე რწმენა“ (2 ტიმოთე 4:7) ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
– მარია, უპირველეს ყოვლისა, გაგვაცანით თქვენი დიდი ოჯახი.
მარია: ოჯახში რვანი ვართ: ჩემი მეუღლე – სერგო, 40 წლის, დედაჩემი – ლიდია, 74 წლის, ჩემი შვილები – 12 წლის ნიკიტა, 11 წლის ნიკოლოზი, 6 წლის იური, 4 წლის ანა-მარია, 2 წლის ილია, და მე, 36 წლის მარია. დღე დღეზე, ოჯახში მატებას ველოდებით –  ქვეყანას კიდევ ერთი პატარა მოევლინება!
– გილოცავთ! არ გეშინიათ ასეთ რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, მშობიარობის?
მარია: დიახ, ძალიან მეშინია… მაგრამ ყველაფერი ხომ უფლის ხელთაა! მწამს, არ მიგვატოვებს, და კარგად ვიქნებით მეც და პატარაც…
– ხმა ძალიან გიკანკალებთ, რამე გაწუხებთ?
მარია: შიში. მაგრამ მშობიარობის შიში კი არა, არამედ შიში, პატარას მომავლის გამო, ყველა ჩემი შვილის მომავლის გამო. ჩვენ, მშობლები, ნორმალურად ვერ ვაჭმევთ, ჩემი სერგო, თანახმაა ყველანაირ სამსახურზე, ეჭიდება ყველაფერს, ოღონდაც ზედმეტი კაპიკი იშოვოს… ახლა კი… ამ ვირუსის გამო, ჩვენ საერთოდ… საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს…
ბავშვები ნესტიან ოთახში მყავს – ყველა კედლიდან წყალი ჩამოდის… ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მაშინებს…
ამიტომაც მჭამს შიში – ვერ ამოვისუნთქე – არანაირი ხალისი… მხოლოდ შვილები და უფლის რწმენა! მხოლოდ იმაზე ვფიქრობ – როგორ აეწყობა მათი ცხოვრება, რა ბედი ელით…
მეც ავად ვარ – ნერვიულობის გამო, მეორე ჯგუფის შაქრიანი დიაბეტი დამემართა… სიკვდილის ძალიან მეშინია, მაგრამ ჩემი თავის გამო კი არა, გჯერათ? ჩემი შვილების გამო – არავის ადარდებს ამათი ბედი… (მარიამ ცრემლი ვეღარ შეიკავა და მწარედ ატირდა)
– წამლები და მკურნალობა გჭირდებათ?
მარია: კი, დამინიშნეს კიდეც ექიმებმა… მაგრამ სად მაქვს საკუთარ თავზე ფიქრის დრო, ან შესაძლებლობა? არა, სჯობს ბავშვებს საჭმელი ვუყიდო, მე კი!.. (ხელი ჩაიქნია მარიამ) დედაც უარს ამბობს… არადა, უკვე სიკვდილის პირასაა მისული!
– რა სჭირს დედათქვენს?
მარია: ბავშვობიდან ავადმყოფი გული აქვს, ახლა კი ასაკიც მოემატა, უკვე 74 წლისაა. წამლები სჭირდება, მაგრამ ფაქტობრივად, ჩემი შვილებისთვის თავს წირავს  – უარს ამბობს წამლების ყიდვაზე, ბავშვებს ლუკმა პური რომ ჰქონდეთ!
– რა სახსრებით არსებობთ?
მარია: სახელმწიფოსგან დახმარებას ვიღებთ, 600 ლარის ოდენობით. ესაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი. ცოტაოდენ საჭმელსა და წამლებს ვყიდულობ და კომუნალურ გადასახადებს ვიხდი. სულ ესაა, რაზეც ეს თანხა გვყოფნის…
– ეს სახლი თქვენია?
მარია: დიახ, ეს სახლი, ჩემმა მშობელმა მამამ დედაჩემს დაუტოვა… მაგრამ ეს როდის იყო? ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ. მაგრამ, აი, გამოგვადგა კიდეც. ახლა აქ, მე და დედაჩემი, ერთად ვკვდებით! 
სახლში ბევრი ოთახია მაგრამ ჩამოსული წყლისგან სულ სველია. ყველა ერთ ოთახში ვართ შეყუჟულები, 30 კვადრატული მეტრია. 
         – როდის დაიწყო ეს საშინელება?! ნუთუ, ბედნიერი არასდროს ყოფილხართ?!
მარია: არა, რატომ! უფალს ვერ განვარისხებ. ჩემი და სერგოს სიყვარული  იყო და შვილები… ნახეთ, რა კარგები! ნუთუ ეს, ნამდვილი ბედნიერება  არ არის? ვუყურებ ამათ და ვლოცულობ. ვიცი, უფალი არ მიგვატოვებს! არასდროს არ მიგვატოვებს! 
საშინელება კი უეცრად, და დიდი ხნის წინ მოხდა! როცა მეუღლემ სამსახური დაკარგა… ამის გარდა ბევრი რამ მოხდა… მარტო ჩვენ ხომ არ ვართ ასე? თავადაც იცით. არ მინდა, იმ ადამიანებს, ვინც წაიკითხავს, გული რომ ეტკინოთ. ცუდზე ლაპარაკი არ მსურს.
გასაჭირი ბევრნაირი არსებობს, ბედნიერება კი ერთია. მინდა, თქვენს მკითხველებს, ბედნიერება ვუსურვო! ზუსტად ასე გადაეცით!
– მაშინ კარგზე გვიამბეთ, თქვენსა და სერგოს სიყვარულზე…
მარია: ეს მართლაც ბედნიერი დრო იყო… (როგორც იქნა, მარიას სახე ღიმილით გაუბრწყინდა). 20 წლის ვიყავი და პურის ქარხანაში ვმუშაობდი. იქ მუშაობდა სერგოც. ერთმანეთი სამსახურში გავიცანით, ჯერ მიმოწერა გვქონდა, ცოტა ხანში კი დავქორწინდით. 
სერგოს არაჩვეულებრივი თვისებები ახასიათებს, ვაჟკაცობა რომელიც მამისგან ერგო მემკვიდრეობით, ის სამხედრო  გახლდათ, ასევე  მზრუნველობა, რომელიც ბავშვობიდანვე ასე ძალიან მაკლდა… მამაჩემმა ოჯახი მიატოვა – მე, დედაჩემი და ჩემი და, ერთხელაც არ გავხსენებივართ ამდენი წლის მანძილზე. ეს ნახევრად დანგრეული სახლი კი, ერთადერთია რაც მისგან შემოგვრჩა.
სერგო კი, მაშინაც, და ახლაც გამუდმებით ზრუნავს ჩემზე! ნამდვილად ბედნიერები ვართ და არაფერს ვნანობ! მერე რა, რომ ახლა, ასე ძალიან გვიჭირს, ჩვენი შვილები ყველაფერს მოკლებულები არიან, მე ჩემს ცხოვრებას სხვას, მაინც ვერ დავუკავშირებდი! ის, დედაჩემი და ჩვენი შვილები – ესაა ჩემი ბედნიერება, ღვთისგან ბოძებული სიყვარული! 
– ცოტა ბავშვებზეც გვიამბეთ.
მარიას, სახე გულწრფელი და ამაყი ღიმილით გაუნათდა.
მარია: ოოო, ესენი ჩემი სიხარული და იმედი არიან. უბრალოდ არაჩვეულებრივი ბავშვები არიან ყველა! ყველაზე უფროსი, 12 წლის ნიკიტა – ძალიან სპორტული ბიჭია, მისი ოცნებაა, გახდეს ცნობილი კარატისტი. ადრე ვარჯიშობდა. სექცია ჩვენთვის უფასო იყო, ჩვენ ხომ სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. ნიკიტას მშვენიერი შედეგებიც ჰქონდა. მაგრამ აუცილებელი იყო სპორტული ფორმის შეძენა, სწორი კვება, ჩვენ ეს ვერ შევძელით და ჩემმა ბიჭმა ვარჯიში შეწყვიტა. აი, ასე წავართვით ოცნება… მაგრამ მერწმუნეთ, უბრალოდ ვერ მოვახერხეთ…
11 წლის ნიკოლოზს სიგიჟემდე უყვარს სწავლა. საათობით ზის მაგიდასთან და მეცადინეობს, მუდამ აკლია რვეულები და კალმები. სულ გვთხოვს, რომ ახალი ვუყიდოთ, ჩვენ კი არ გვაქვს ამის საშუალება… მაშინ ზის და ზეპირად, ხმამაღლა ხსნის ამოცანებს – ეს ისეთი სასაცილოა, და ამავდროულად მწარეც…
– ყველა ბავშვი დაგყავთ სკოლაში, ან საბავშვო  ბაღში?
მარია: რა თქმა უნდა, უფროსები – ნიკიტა, ნიკოლოზი და იური – სკოლაში სწავლობენ, უმცროსები კი, ანა-მარია და ილია – საბავშვო ბაღში.
– ხანდახან მაინც თუ გაქვთ შესაძლებლობა, რაიმე გემრიელით რომ გაანებივროთ?
მარია: ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ უმეტესწილად არ გამომდის. ახლა სახლში, მხოლოდ ფქვილი და ლობიო გვაქვს. ბავშვები უკვე გასივდენენ – მხოლოდ პურს, მაკარონისა და მოხარშულ ლობიოს ჭამენ…
– თუ ნებას მომცემთ, ბავშვებსაც გავესაუბრები. ნიკოლოზ(11 წლის), ვინ გახდები, რომ გაიზრდები?
ნიკოლოზი(11 წლის): ფეხბურთელი. ჩემი ფეხბურთის გუნდი, ჩვენს ეზოში ყველაზე, ყველაზე მაგარია. სულ მინდა ფეხბურთის თამაში და ეზოში, ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა. დედიკო კი ამის გამო, ხანდახან მეჩხუბება და მაძალებს წიგნების კითხვას.
        – მეცადინეობა და წიგნების კითხვა არ გიყვარს?
ნიკოლოზი(11 წლის): არა, ძალიან მოსაწყენია… უბრალოდ, დედიკო რომ გავახარო, ხანდახან ვზივარ და წიგნს ვკითხულობ.
– საყვარელი გმირი თუ გყავს?
ნიკოლოზი(11 წლის): დიახ, ბეტმენი. ის ძლიერია, როგორც ჩვენი მამიკო.
– გიყვარს ზღაპრების მოსმენა? 
ნიკოლოზი(11 წლის): არაა, მე ხომ უკვე დიდი ბიჭი ვარ. ადრე, პატარა რომ ვიყავი, ბებო ძილის წინ გვიყვებოდა ზღაპარს, სამ გოჭზე – ჩვენი საყვარელი ზღაპარია. ბებო, როდესაც ყვებოდა, გოჭებს ჩვენს სახელებს არქმევდა, ისე ვიცინოდით, რომ მუცელი გვტკიოდა(იცინის).
ახლა ბებია ანა-მარიას (4 წლის) და ილიას (2 წლის), ძილის წინ, ხან უკრაინულს, ხან ქართულ იავნანას უმღერის. ბებიას სიმღერას რომ ვუსმენ, მაშინვე მეძინება. სასწაულად მღერის! გეგონება… ჰმ… (ფიქრობს), გეგონება, რომ ეკლესიაში ხარ.
– და რატომ, „ეკლესიაში“?
ნიკოლოზი(11 წლის): შაბათ-კვირას ტაძარში დავდივართ, იქ ისე ლამაზად მღერიან… ბებოს სიმღერაც, ეკლესიურ გალობას ჰგავს. მისი ხმა, ძალიან თბილი და წმინდაა.
– ხშირად დადიხართ ტაძარში?
ნიკოლოზი(11 წლის): დიახ, ხშირად – ყოველ შაბათ-კვირას. ვლოცულობთ, ჩვენი მშობლებისთვის, ძმებისთვის და დაიკოსთვის, ბებიასთვის – ჯანმრთელად რომ იყვნენ, და ძალიან, ძალიან დიდხანს რომ იყვნენ ჩვენს გვერდით. და კიდევ, მამაო ეკლესიაში ხანდახან ტკბილეულს გვჩუქნის… 
– ნიკოლოზ, როგორ ფიქრობ, რა გჭირდება, თავი ბედნიერად რომ იგრძნო?
ნიკოლოზი(11 წლის): არც კი ვიცი…
          – და რას ნიშნავს შენთვის ბედნიერება, სიხარულს რა განიჭებს?
ნიკოლოზი(11 წლის): აი, მაგალითად… (ფიქრობს) მაგალითად როდესაც ანა-მარია ძალიან ხმამაღლა ხარხარებს, და ჩვენც, ყველანი ერთად ვიწყებთ სიცილს მაგასთან ერთად. ეს ხომ ბედნიერებაა? კიდევ ბებია გვეუბნება ხანდახან: „ჩემი ბედნიერება ხართო“. როცა მასთან მივრბივართ, გაშლილი ხელებით გვხვდება, გულში თბილად გვიკრავს და გვკოცნის.
– ხატვა იცი?
ნიკოლოზი(11 წლის): ისე რა, იმდენად კარგად არა, როგორც ჩემმა ძმებმა და ანა-მარიამ. იცით, დედიკო ხატვას გვასწავლის – ნამდვილი მხატვარივითაა, ყველაფერი ისე ლამაზად გამოსდის!
– კედელზე ნახატები რომ გაქვთ გაკრული, ყველა შენმა ძმებმა და ანა-მარიამ დახატეს?
ნიკოლოზი(11 წლის): დიახ, და დედამ. მაგრამ მას, ხატვისთვის დრო არასდროს რჩება…
– კი, ძალიან მაგარია! ძალიან ლამაზი ნახატებია… ზღვაზე ყოფილხარ როდესმე?
ნიკოლოზი(11 წლის): არა, არასდროს.
– როგორ ფიქრობ, როგორია?
ნიკოლოზი(11 წლის): ვფიქრობ, ძალიან დიდია და ლურჯი, შიგნით კი უამრავი დიდი და პატარა თევზია.
– მაგალითად?
ნიკოლოზი(11 წლის): მაგალითად ზვიგენი. კიდევ ბევრი სხვადასხვანაირი თევზი და ქალთევზები.
– ქალთევზები? როგორები არიან?
ნიკოლოზი(11 წლის): ალბათ, ისეთივე ოქროსფერი თმა აქვთ, როგორც ჩემს დედიკოს. ძალიან მიყვარს, დედიკოს ქერა დალალებით თამაში… ისეთი ლამაზია და გრძელი. ნანახი გაქვთ?
– კი, ვნახე, მართლაც ძალიან ლამაზი თმა აქვს. ალბათ ძალიან კეთილიც არის?
ნიკოლოზი(11 წლის): რა თქმა უნდა!!! ის ყველაზე კეთილია!
– როგორ ფიქრობთ, დედას თქვენს შორის, ვინ უყვარს ყველაზე მეტად?
ნიკოლოზი(11 წლის): დედიკოს, ყველანი ერთნაირად ვუყვარვართ! 
– იცი, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ზღვისპირა ქვეყანაა? 
ნიკოლოზი(11 წლის):  არა, ეს რას ნიშნავს?
– ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შავ ზღვასთან პირდაპირი წვდომა აქვს და ეს, ჩვენი დიდი უპირატესობაა, მოკლედ რომ ვთქვათ.
ნიკოლოზი(11 წლის): ააა… ვიცი კიდევ ასეთი ქვეყნები, მაგალითად იტალია.
– ყოჩაღ! როგორია ტალღები, შენს წარმოსახვაში?
ნიკოლოზი(11 წლის): არც კი ვიცი… ანდა, ვეცდები აგიხსნათ. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობთ, მასწავლებელი სულ გვეუბნება, რომ აუცილებელია მა… ნევ… მარნევ…
-მანევრირება?
ნიკოლოზი(11 წლის): დიახ, დიახ, უნდა გავაკეთოთ მანევ… მარნევ… აი, ტალღებივით უნდა ვიყოთ, მოქნილები და დახვეწილი მოძრაობები გვქონდეს. 
– როგორი იყო შენი ყველაზე საინტერესო სიზმარი?
ნიკოლოზი(11 წლის): ოოო… (გაუხარდა) მახსოვს! მოგიყვებით! დამესიზმრა, ვითომ ჩემმა ფეხბურთის გუნდმა მსოფლიო ჩემიონატში გაიმარჯვა. გამარჯვების შემდეგ კი, ოქროს თასით ხელში, თავიდან ფეხებამდე სველი და ტალახიანი სახლში დავბრუნდი. ვკიოდი და ვტიროდი. მამიკო სამზარეულოში იჯდა და გაზეთს კითხულობდა. რომ შემომხედა, თავადაც მიხვდა რა მოხდა. ხელში ამიტაცა, მკოცნიდა და ტიროდა. ყველანი, გაოცებული, ნელ-ნელა შემოდიოდნენ სამზარეულოში, გვეკითხებოდნენ – რა მოხდა? რატომ ყვირით?.. მერე კი ყველანი ვიცინოდით, ვცეკვავდით და ვმღეროდით. ეს ყველაზე კარგი სიზმარია, რაც კი ოდესმე მინახავს. 
– ვინ გიყვარს ყველაზე მეტად და რატომ?
         ნიკოლოზი(11 წლის): ყველა ერთნაირად მიყვარს. მშობლები სულ მარიგებენ, რომ ყველა ერთნაირად უნდა გიყვარდეს.
– ნიკოლოზ, რას უსურვებდი ყველა ქართველ ბავშვს?
ნიკოლოზი(11 წლის): ვუსურვებ ჰყავდეთ კეთილი მშობლები, კარგი ნიშნები მიიღონ და ბევრი სათამაშო რომ ჰქონდეთ.
– და შენს თავს რას უსურვებდი?
ნიკოლოზი(11 წლის):  ველოსიპედი მინდა. ჩემი სულ დაიშალა. ჩემი მეგობრები, ხანდახან, ეზოში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მე კი ვუყურებ, და ძალიან მინდა შეჯიბრში მონაწილეობა მივიღო. ჩემს ძმებსაც ძალიან უყვართ ველოსიპედით სეირნობა. ასე რომ, ჩემს თავს ახალ ველოსიპედს ვუსურვებდი.
– ნიკიტა, ნიკოლოზს უკვე გავესაუბრეთ. მოდი, შენც გვიამბე საკუთარ თავზე.
ნიკიტა(12 წლის): მე კარატისტი ვარ. დღე და ღამე ვვარჯიშობ.
– გინდა, ცნობილი სპორტსმენი რომ გახდე?  როგორც ვხედავ, ძალიან ბევრი ჯილდო გაქვს… 
ნიკიტა(12 წლის): დიახ, ძალიან ბევრ შეჯიბრში გავიმარჯვე! მაგარი კარატისტი ვარ, მაგრამ ახლა დავანებე… ფორმა მჭირდებოდა, მამიკო ეხლა ვერ მუშაობს და კარატეზეც უკვე ვეღარ დავდივარ… მაგრამ მე აუცილებლად გავხდები ცნობილი კარატისტი! აი, ნახავთ! ყველა ცნობილ სპორტსმენს, მაგალითად რონალდუს, ან მესის, ძალიან ბევრი ფული აქვთ. მეც ძალიან ბევრი ფული მექნება და შევძლებ, რომ მამიკოს დავეხმარო, რომ მუშაობა აღარ დასჭირდეს, დედიკოსაც ყველაფერს ვუყიდი, ჩემს ძმებსაც და ანა-მარიასაც.
– როგორ სწავლობ?
ნიკიტა(12 წლის): ისე რა. მასწავლებელი ხუთიანებს ხშირად მიწერს, მაგრამ ხანდახან ცუდ ნიშნებსაც ვიღებ. (ჩურჩულზე გადადის) დედიკოს არ უთხრათ, მისთვის ხომ ნერვიულობა არ შეიძლება.
– რატომ არ შეიძლება?
ნიკიტა(12 წლის): ის ხომ ორსულად არის!
(პატარა ძამიკო, ანდრია, ინტერვიუს შემდეგ 2 დღეში გაჩნდა)
– ეხმარები დედიკოს?
ნიკიტა(12 წლის): ხანდახან მას და მამიკოს სადმე წასვლა რომ სჭირდებათ, ჩემს დაიკოსთან და ძამიკოსთან მე ვრჩები. ძალიან მომწონს მათი მოვლა, მიჯერებენ. როდესაც ვეთამაშები, არ ტირიან და არ ჭირვეულობენ. 
– უახლოესი მეგობარი თუ გყავს?
ნიკიტა(12 წლის): სამი მყავს, ალეკო, კახა და გიორგი. დილით სკოლაში ერთად დავდივართ. დასვენებებზეც ერთად ვთამაშობთ ხოლმე. ხანდახან, როცა მე არ მაქვს ფული, სკოლის ბუფეტში ქიშმიშიანი ფუნთუშა რომ ვიყიდო, ისინი ჩემთვისაც ყიდულობენ. მერე ერთად ვსხედვართ მერხზე, ვჭამთ, ვთამაშობთ და ვმხიარულობთ. მასწავლებელი, ძალიან ხშირად,  ინტერნეტიდან გვაძლევს დავალებებს. მე კი არ მაქვს კომპიუტერი. ჩემი მეგობარი, ალეკო თავის სახლში მეპატიჟება და ერთად ვმეცადინეობთ.
– ნიკოლოზმა მითხრა, რომ ხატვა კარგად გამოგდის.
ნიკიტა(12 წლის): კი, დედა მეუბნება, რომ ყველაფერში მას დავემსგავსე… ის ნამდვილი მხატვარია და ძალიან დარდობს ხატვისთვის დრო რომ არა აქვს. მაგრამ ჩვენ, ყველაფერს გვასწავლის, გვაჩვენებს, როგორ უნდა ხაზის სწორად  გავლება და ფერების შერჩევა…
– კლასში, ყველაზე ლამაზი გოგო უკვე ამოირჩიე? იქნებ დახატე კიდევაც, გვაჩვენე.
ნიკიტა(12 წლის): არააა, რას ამბობთ, ჩემთვის ჯერ ადრეა…
– როდესმე გიფიქრია, რამდენი წლის იქნები, ცოლს რომ შეირთავ და რამდენი შვილი გეყოლება?
ნიკიტა(12 წლის): არ ვიცი… (შერცხვა). ამაზე, რაღაცნაირად არ მიფიქრია.
– ყველაზე მეტად ვინ გიყვარს?
 ნიკიტა(12 წლის): ყველაზე მეტად მიყვარს დედიკო, მამიკო, ბებო, ყველა ჩემი ძამიკო და ანა-მარია. ყველაზე კარგები არიან…
– იურა(6 წლის) გამესაუბრები? მომიყევი, ყველაზე საყვარელი სათამაშო თუ გაქვს?
იურა(6 წლის): მამიკომ, დაბადების დღეზე, მანქანა მაჩუქა. ეს მანქანაა ჩემი უსაყვარლესი სათამაშო. 
– და რომელია შენი საყვარელი მულტფილმის გმირი?
იურა(6 წლის): შრეკი! ის მხიარულია, სასაცილო და ძლიერი. კანი კი, ნიანგივით, მწვანე ფერის აქვს.
– რაზე ოცნებობ, რომ გაიზრდები ვინ გახდები?
იურა(6 წლის): მე კოსმონავტი ვიქნები.
– რატომ?
იურა(6 წლის): კოსმონავტებს ფრენა შეუძლიათ, როდესაც დედამიწას ტოვებენ, სხვა პლანეტებზე მიდიან. ჰმ… (ფიქრობს). შეუძლიათ ვარვსკვლავებს ახლოდან შეხედონ. ალბათ, მზის სათვალეს ხმარობენ იმიტომ, რომ ვარვსკვლავები, ახლოდან ძალიან დიდია და კაშკაშა, სათვალის გარეშე რომ უყურო, შეიძლება თვალები გეტკინოს.
 კიდევ… (ფიქრობს). კოსმონავტები უცხოპლანეტელებთან მეგობრობენ, როდესაც კოსმონავტები კოსმოსში, სხვა ქვეყნებს სტუმრობენ, მათ იქ,  მეგობარი უცხოპლანეტელები ხვდებიან.
– და როგორები არიან უცხოპლანეტელები?
იურა(6 წლის): ძალიან დიდები არიან, გრძელი ხელები და ფეხები აქვთ.
– როდესმე დაგსიზმრებია?
იურა(6 წლის): უცხოპლანეტელები არა, მაგრამ ერთხელ თოვლის ბაბუა დამესიზმრა. მას გრძელი, თოვლივით თეთრი წვერ-ულვაში ჰქონდა, აააააააიიიი ამხელა (ხელებით მაჩვენებს) ბევრი სათამაშოები მაჩუქა და კიდევ თოჯინები, ანა-მარიასთვის.
– იურა, გმადლობ ამდენ კითხვაზე რომ მიპასუხე, ძალიან საზრიანი ბიჭი ხარ. ახლა კი ანა-მარიას(4 წლის) გავესაუბრები. მასზე იმდენი მსმენია…
ანა-მარია(4 წლის): გამარჯობა, დეიდა.
– გამარჯობა ანა-მარია! შენ ისეთი ლამაზი ხარ!
ანა-მარია(4 წლის): დიახ, მე ნამდვილი პრინცესა ვარ. 
– ნამდვილად ასეა! პრინცესას ლამაზი კაბები თუ გაქვს?
ანა-მარია(4 წლის): დიახ, ბებომ ნამდვილი პრინცესას კაბა შემიკერა, წითელი, როგორც ავრორას… კიდევ, პრინცესები მღერიან და ხატავენ. ხატვას და სიმღერას დედიკო მასწავლის.
– იცი ხატვა?
ანა-მარია(4 წლის): კი, ძალიან კარგად ვხატავ. ბებო მეუბნება, რომ „ ოქროს ხელები“ მაქვს და დედიკოც სულ მაქებს. 
– ყველაზე მეტად რის ხატვა გიყვარს?
ანა-მარია(4 წლის): ყვავილების, პეპლების და პრინცესების. ალისფერი ყვავილი დავხატე და დედიკოს ვაჩუქე. კედელზე მიაკრა, სადაც ყველა ჩვენი ნახატია გაკრული.
– შენ, თმაც ისეთი გაქვს როგორც პრინცესას. თმა ასე ლამაზად ვინ დაგიწნა? 
ანა-მარია(4 წლის): დედიკომ. ყოველდღე მიკეთებს სხვადასხვა ვარცხნილობებს. საიდუმლოდ მითხრა, რომ ჩემი თმა, მას ამშვიდებს. აი, ასეთი ვარ, დამამშვიდებელი.
– საბავშვო ბაღში დადიხარ?
ანა-მარია(4 წლის): (დაღონდა) ბაღში აღარ დავდივარ, ახლა სულ სახლში ვარ.
– საბავშვო ბაღი მოგენატრა?
ანა-მარია(4 წლის): დიახ, იქ ვმხიარულობდით, სულ ვთამაშობდით და ვმღეროდით. 
          – საჩუქრად რას ისურვებდი?
          ანა-მარიას(4 წლის): ლამაზი თოჯინა მინდა, თავისი ტანსაცმლით. ვნახე, გოგონებს ჰქონდათ, ესეთი პატარა, „ლოლ“ თოჯინები – მათ პატარა ტანსაცმელი და ბოთლები მოჰყვებათ. ბურთებში ცხოვრობენ, იქ კიდევ ბევრი სხვადასხვა სიურპრიზია… მეც მინდა ასეთი, დედიკოს ვთხოვ, მაგრამ ჯერ ვერ მიყიდა… ალბათ, მერე მიყიდის…
         – მოდი ილიას(2 წლის) ვკითხოთ, რა უნდა საჩუქრად რომ მიიღოს.
         მაგრამ ილია გაიქცა და სადღაც დაგვემალა…
         ანა-მარია(4 წლის): შერცხვააა (იცინის). მკითხეთ, მაგის მაგივრად მე გიპასუხებთ.
         – რა ვაჩუქოთ ილიას? რა გაუხარდება ყველაზე მეტად?
         ანა-მარია(4 წლის): რა თქმა უნდა მანქანები! თუ დიდ მანქანას მოუტანთ, რომელშიც ჩაჯდომა შეიძლება – ეს მისთვის ააი ამხელა სიურპრიზი იქნება! მოუტანთ? მე კი თოჯინებს? ხომ არ დაგავიწყდებათ?
– რა თქმა უნდა, არ დამავიწყდება, და კიდევ ბევრ სხვა    სათამაშოსაც მოგიტანთ! ახლა, მოდი, ისევ დედიკოს შევეკითხოთ:
– მარია, წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გელით – თქვენ, მეექვსედ გახდებით დედა! მაგ მხრივ, რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ? რა გჭირდებათ სასწრაფოდ?
მარია: ჩვილისთვის ანა-მარიას და ილიას პატარა ტანსაცმელი გვაქვს შენახული. მეგობრებმა ძველი საბავშვო ეტლი გვაჩუქეს – მაგრამ გატეხილია… სერგო ეცადა, შეეკეთებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. პატარასთვის საწოლიც არ გვაქვს, ალბათ, ჩვენთან ერთად მოუწევს ძილი…
– მაგაზე ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენთვის, სახლისთვის რა გჭირდებათ?
მარია: ჩემი ოცნება, სარეცხი მანქანაა! ამდენი შვილი მყავს და უამრავი სარეცხია, ყოველდღე! ტაშტში მიწევს რეცხვა, ამხელა მუცლით! უბრალოდ ვკვდები… პატარა რომ მეყოლება, საერთოდ ვეღარ შევძლებ… და კიდევ მაცივარი, საჭმელი რომ არ გაგვიფუჭდეს. რვანი ვართ და საჭმელსაც ისე ვაკეთებთ, ცოტა ხანს მაინც რომ გვეყოს, მაგრამ ვერ ვინახავთ. 
          მაგრამ მთავარი, კომპიუტერია, ბავშვებისთვის! ახლა  დავალებებს ინტერნეტიდან აძლევენ, კომპიუტერის გარეშე, მათ სწავლა არ შეუძლიათ. ზაფხული მოდის, ჩვენ კი მაცივარი არ გვაქვს… უხერხულია ამდენი რამის თხოვნა, მაგრამ რადგანაც იკითხეთ…
– მარია, რაზე ოცნებობთ ყველაზე მეტად?
მარია: არც კი ვიცი, რა გითხრათ… იმდენ რამეზე! დედაჩემი ჯანმრთელად რომ იყოს, მე და ჩემს შვილებს, გვერდში, რაც შეიძლება დიდხანს რომ გვყავდეს. ბოლოს და ბოლოს,  ამოვიდეთ ამ გაჭირვებიდან, და აღარ მოგვიწიოს, ყოველ წვრილმანზე, ბავშვებისთვის უარის თქმა… ლამაზი, სუფთა და ნათელი სახლი რომ გვქონდეს… ალბათ ყველაფერი ის, რაზეც ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს… 
————-       
        მეგობრებო, როგორც ხედავთ, შამოვების მრავალშვილიანი ოჯახი დიდ გასაჭირშია. ძალიან სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი!
      გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მარიას, ჰკითხეთ, ოჯახში რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
      მათი მისამართია: თბილისი, უჯარმის ქ. №12 ტელეფონის ნომერი: 558 18 67 83 
      მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  შამოვების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება, ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.
         აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ, ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
       უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, მას ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც დავუმტკიცოთ!
        მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შამოვების ოჯახი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
           ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
            ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივლ 28
მაცივარი
725.00₾
2020 ივლ 31
პლანშეტი
370.00₾
2020 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
280.00₾

სულ ხარჯები:

1375.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
16.07.2020 13:01:05
₾100.00
ნინო რამიშვილი
01.07.2020 20:00:00
₾1.00
ცერცვაძე ანა
25.06.2020 20:00:00
₾5.00
გიორგი
25.06.2020 20:00:00
₾5.00
აბრამიშვილი ნიკა
24.06.2020 20:00:00
₾1.00
გიორგი ლორთქიფანიძე
24.06.2020 20:00:00
₾10.00
ქებურია კახაბერ
23.06.2020 20:00:00
₾5.00
აბრამიშვილი ნიკა
22.06.2020 20:00:00
₾1.00
ქებურია კახაბერ
17.06.2020 20:00:00
₾5.00
ნიკოლოზ დარჩაშვილი
15.06.2020 20:00:00
₾5.00
ჟღენტი ბექა
14.06.2020 20:00:00
₾10.00
გოჩიტაშვილი თამარა
14.06.2020 20:00:00
₾20.00
ირაკლი ლომთაძე
12.06.2020 20:00:00
₾20.00
გიორგი თხელიძე
12.06.2020 20:00:00
₾70.00
ჭანტურია ანა
11.06.2020 20:00:00
₾30.00
აბრამიშვილი ნიკა
10.06.2020 20:00:00
₾1.00
ივანიძე ლუკა
10.06.2020 20:00:00
₾5.00
სულაბერიძე აკაკი
10.06.2020 20:00:00
₾1.00
გიორგი ლორთქიფანიძე
10.06.2020 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
10.06.2020 06:40:11
₾20.00

შემოწირულია:

₾1,375.00

71 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,375.00

71 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება