რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ეს არის პატარა, ხუთი წლის სალომეს სიტყვები, რომლის ყველაზე დიდი ოცნებაა, თავისი უფროსი დაიკო, მარიამი, გამოჯანმრთელებული რომ ნახოს! მარის აქვს ეპილეფსია და ცერებრალური დამბლა, 8 წლის ასაკში, მას ჯერ კიდევ პამპერსი სჭირდება…
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270კეთილი ბიძიას ყოველი სიტყვა ახდა! ახლა ჩვენ ზღაპრული გოგონები ვართ, თოჯინებით!
არავინ დაიჯერებდა, რომ ისტორიას, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოგიყევით, ასეთი ზღაპრული დასასრული ექნებოდა. უფრო სწორედ, ეს დასასრული კი არა, დასაწყისია! ახალი, ლამაზი და ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი! ეს არის ტანჯვის, ყველაფერი ცუდისა და უიმედოს დასასრული!
„დეიდა, იცი, მზად ვარ, ეს ტელევიზორი დავკოცნო! მასში ისეთ მულტფილმებს აჩვენებ და ის ისეთი ფერადია! – გვეუბნება 6 წლის ანასტასია. – მთელი ჩვენი ცხოვრება ფერადი გახდა, როგორც მულტფილმებში!“
და ეს თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო! ეს თქვენ აიღეთ სიკეთის საღებავები და ცისარტყელას ფერებით შეღებეთ ამ მშვენიერი ბავშვების ნაცრისფერი სამყარო! ახლა მათ შემოდგომის პირქუში და ცივი დღეებიაღარ აშინებთ, როგორც უწინ!
„თქვენი წყალობით, ჩვენ ახლა სასწაულების გვჯერა! – ამ სიტყვებით შემოგვეგება ზღურბლზე მარინა, ოთხი მშვენიერი გოგონას ბებია. – თქვენ სიღარიბიდან ამოგვიყვანეთ და ჩემს შვილიშვილებს ბავშვობის სიხარული და მომავლის რწმენა დაუბრუნეთ. მათ ხომ თოჯინებიც კი არ ჰქონდათ… სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ მათ სასწაულების ირწმუნეს!“
ჩვენ სულ ახლახან მოგიყევით ხუბაშვილების ოჯახის ისტორია, რომლის ცრემლების გარეშე წაკითხვა უბრალოდ შეუძლებელია. პაწაწინა, ნახევრად დანგრეულ ქოხში 9 ადამიანი ცხოვრობს! სამი მათგანი უიმედოდ არის ავად: ბაბუა მერაბი, რომელსაც სკლეროზი აქვს, გონებრივად ჩამორჩენილი გოჩა (23 წლის) და საბრალო, პატარა გოგონა, მარიამი (8 წლის), რომელიც დაბადებიდან ცერებრალური დამბლით იტანჯება.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/593-khubashvili/description/
მეგობრებო, შეხედეთ ფოტოს! ახლა მათი ცნობა უბრალოდ შეუძლებელია!
მათი ცხოვრება უფერული ჩანდა, მაგრამ მათმა გასაჭირმა ჩვენს გულებში ჰპოვა გამოძახილი და საერთო ძალისხმევით, ჩვენ კიდევ ერთი კეთილი, ქართული ოჯახის ცხოვრების გამარტივება შევძელით. მეგობრებო, ყველა თქვენგანის წყალობით, ახლა მათ სახეებს ღიმილი ანათებს!
– მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
მარინა: ჩვენი ცხოვრება არა მხოლოდ შეიცვალა, არამედ ასჯერ უკეთესი და ბედნიერი გახდა! თქვენი დიდი ხნის ნანატრი ოცნება აგვისრულეთ და ჩვენ ჩვენი ქოხისთვის დიდი, ფართო სამზარეულოს მიშენება შევძელით! თქვენ რომ არა, არც კი ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიარსებებდით ასე! საპირფარეშო ეზოში გვქონდა, ყოველგვარი პირობების გარეშე და გოგონები მუდმივად ცივდებოდნენ… დასრულდა ჩვენი წამება! როგორც იქნა, აბაზანის მიშენება და ადამიანურად ცხოვრება შევძელით!
დაშლილი ტახტის ადგილას თავს ახალი საწოლი იწონებს, რომელზეც მე და ჩემი სამი შვილიშვილი მშვენივრად ვეტევით… გოგონები ხეებზე კი არ დაძვრებიან მთელი დღე, მაუგლივით, არამედ მულტფილმებს უყურებენ, ან თოჯინებით თამაშობენ… ახალი სარეცხის მანქანაც კი მოგვიტანეს, ძველი აღარაფრად ვარგოდა…
ანა, გოგონების დედა:არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ, რადგან თქვენ ჩვენი ყველა ოცნება აასრულეთ! და ეს ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
ჩვენ სასოწარკვეთილებისაგან მოგმართეთ… როგორც წყალწაღებული, რომელიც ხავსს ეჭიდება… მხოლოდ საფენებს და პროდუქტებს ველოდით, ისიც – საუკეთესო შემთხვევაში. თქვენ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ და ჩვენს მრავალტანჯულ ოჯახს ნამდვილი ბედნიერება აჩუქეთ!
მერე, როგორ უხაროდათ გოგოებს ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი თანამშრომელი, დავითი რეკავდა?! მაშინვე მზადებას იწყებდნენ, ერთმანეთს ვარცხნილობას უკეთებდნენ და ჩურჩულით განიხილავდნენ, თუ რა საჩუქრებს მოუტანდნენ მათ ამჯერად? რამდენი სიხარული, რამდენი აღტაცება იყო მათ თვალებში! მათ ხომ ნორმალური თოჯინებიც კი არ ჰქონდათ! თქვენი წყალობით მათ ბავშვობის ბედნიერება შეიგრძნეს!
–ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
ანა: არც კი ვიცი… თქვენი თანამშრომლების ყოველი ზარი ჩვენს ცხოვრებას ნამდვილ დღესასწაულად აქცევდა! პირადად მე, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მიშენების გაკეთება მოვახერხეთ, რომელზეც ასე ვოცნებობდით და რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც ამ ერთი ბეწო, მუყაოს სახლში ცხრა კაცია მიყუჭული!
თქვენ ჩვენს ოჯახს ენით აუწერელი ბედნიერება აჩუქეთ! ჩემი პატარები მხიარულად ჭიკჭიკებენ; მარიამიც კი, რომელსაც საუბარი არ შეუძლია და ლოგინს არის მიჯაჭვული, თითქოს ხვდებოდა, რომ ჰაერში ბედნიერება ნავარდობს!
– ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და რამითთუ დაგეხმარნენ?
მარინა:იცით, არა…მართალია, ჩვენთან ადგილობრივი მმართველობიდან კი მოვიდნენ და თანხა – 500 ლარი გადმოგვცეს, მაგრამ ეს პანდემიის გამო გაკეთდა, მათ თქვენი პოსტის შესახებ არაფერი იცოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, დახმარებისთვის დიდად მადლობელები ვართ.
– თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით.
მარინა: ემოციების? მათი სიტყვებით აღწერა უბრალოდ შეუძლებელია… როგორც უკვე გითხარით, თქვენგან ამხელა დახმარებას არ ველოდით… არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას… რა თქმა უნდა, ქართველები ყოველთვის განთქმულნი იყვნენ თავიანთი სიკეთითა და გულისხმიერებით, მაგრამ ასეთ რთულ პერიოდში, როდესაც ამდენი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ძლივს გააქვთ თავი… შეიძლება, ვიღაცამ ჩვენი ისტორია წაიკითხა და ის მას იმდენად ჩასწვდა გულში, რომ გადაწყვიტა, ჩვენთვის უკანასკნელი გაეღო… ასე რომ, მინდა, თქვენმა თითოეულმა მკითხველმა იცოდეს: ჩვენ თქვენზე ლოცვით არ დავიღლებით! ცხოვრებაში სიკეთე უკვალოდ არ ქრება და დარწმუნებული ვარ, ასმაგად მოგეზღვებათ თითოეული კეთილი სიტყვისთვის, თითოეული თეთრისთვის, რომელიც ჩვენთვის არ დაგენანათ!
– თუ შეიძლება, გოგონებსაც გავესაუბრები. აბა, ნინო, გვითხარი, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
ნინო (10 წლის): ჩვენ სულ-სულ-სულ ყველაფერი მოგვეწონა! დიდი მადლობა თქვენ!
ანასტასია (6 წლის):ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თოჯინები გვაქვს!
–თქვენს თოჯინებს რა დაარქვით?
ანასტასია: ჩემს თოჯინას, ჩემსავით, ანასტასია ჰქვია! ნინოს და სალომეს თოჯინებსაც მათი სახელები ჰქვიათ. ხომ მაგარია?!
სალომე (5 წლის): ჩემი თოჯინა – ექიმია! მასთან ერთად დავდივარ და ყველას ვმკურნალობთ! ისე ვოცნებობ, ექიმი გავხდე!..
– კიდევ რა გაგიხარდათ, გოგოებო?
ნინო: რა თქმა უნდა, პლანშეტები! რომ გვაჩუქეს, ისეთი ბედნიერი ვარ!
სალომე:დიახ, სულ ორი ცალია. ნინომ და ანასტასიამ თქვეს, რომ რიგრიგობით ვითამაშებთ. მე პლანშეტი რად მინდა? ნახეთ, რამხელა ტელევიზორი მაქვს!
ანასტასია (6 წლის):დიახ, დიახ! ეს უზარმაზარი პლანშეტი სალომესია! კიდევ, ახალი სარეცხი მანქანა გვაქვს, რომელიც არ დახტის და არ გრუხუნებს!
–რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
მარინა:ჩვენ კვლავ მოგვეცა კეთილდღეობისთვის და ნორმალური, ადამიანური არსებობისთვის ბრძოლის სტიმული. თითქოს, ძალა მოგვემატა… ახლა ხომ დანამდვილებით ვიცით: ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ უამრავი კეთილი ადამიანი, ჩვენი კეთილშობილი თანამემამულე თანაგვიგრძნობს. ცხოვრება სასტიკად მოგვექცა. ჩვენს ოჯახში სამი ავადმყოფია, მაგრამ სიმტკიცე არ დაგვიკარგავს და თქვენი თანადგომის წყალობით, შევძელით სიცოცხლის გასაგრძელებლად ძალები მოგვეკრიბა. ეს თქვენი არაჩვეულებრივი ფონდისა და თქვენი მეგობრების მხარდაჭერის წყალობით მოხდა! რადგან ამდენმა ადამიანმა ჩვენ შესახებ სწორედ თქვენი წყალობით შეიტყო და შეძლო, დასახმარებლად მოსულიყო!
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
მარინა:თქვენ ჩვენ ურთულესი მდგომარეობიდან გამოგვიყვანეთ. ყველა თქვენგანის წყალობით, ჩვენი ქოხი თანდათან სახლს დაემსგავსა! რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია… ამ დროისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა კარ-ფანჯარაა. მინაშენს ისინი ჯერ უბრალოდ არ აქვს. არადა, უკვე აცივდა და ძლიერ უბერავს…
თქვენ ჩვენთვის ის გააკეთეთ, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით! სხვა რა მეთქმის, მადლობის გარდა? ეს გრძნობა მავსებს და მინდა, უსასრულოდ ვიმეორო: უდიდესი მადლობა ყველას!
.
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთშიდაეხმარეთ.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხუბაშვილების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/593-khubashvili/description/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
4484.42₾დატოვა:
0.31₾