ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რისი ეშინია პატარა ნიკოს ყველაზე მეტად?

“გული მტკივა, როდესაც დედიკო ტირის... შეიძლება, მე თვითონ მოგიყვეთ ყველაფერი? ჩემი უფროსი ძმა, ნიკო (12 წლის) ძალიან მიყვარს - ის ძალიან კეთილია; ერთი თვალით ვერაფერს ხედავს და შესაძლოა, საერთოდ დაბრმავდეს. მე კი ამის ყველაზე მეტად მეშინია...
2,710.21 ₾
155
დონორები
შეგროვებულია

“გული მტკივა, როდესაც დედიკო ტირის... შეიძლება, მე თვითონ მოგიყვეთ ყველაფერი? ჩემი უფროსი ძმა, ნიკო (12 წლის) ძალიან მიყვარს - ის ძალიან კეთილია; ერთი თვალით ვერაფერს ხედავს და შესაძლოა, საერთოდ დაბრმავდეს. მე კი ამის ყველაზე მეტად მეშინია... 

მამა არ გვყავს... მარტოები ვართ... დაეხმარებით ჩემს ძმას, ნიკოს?“– 7 წლის ლევანმა პირდაპირ სულში ჩამხედა თავისი ლამაზი, მაგრამ საოცრად მოწყენილი თვალებით.

ღმერთო! რამდენი უბედურების გადატანა მოუწია მის ნაზ დედიკოს... შვილების გამო იგი ნებისმიერ წამებას დაითმენს, მაგრამ ბავშვები?! ეს ბავშვებიქართველები არიან! მარტოები?! გაწვდილი ხელებით?! მათხოვრები?! ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია, როდესაც მოსიყვარულე დედა ჯერ კიდევ ცოცხალია?! 

4 წელია, რაც ქეთი და მისი შვილები სხვის კუთხე-კუნჭულში ეძებენ თავშესაფარს...

ქეთი ბოსტოღანაშვილი ორი შვილის - ლევანისა (7 წლის) და ნიკოლოზის (12 წლის) მარტოხელა დედაა. მათ არაფერი აბადიათ... სახლის ფლოსტებიც კი - იმიტომ, რომ სახლი არ აქვთ... 

„ღმერთო, რა საშინელებაა! ჩემი შვილი შეიძლება დაბრმავდეს, სანამ მე - როგორც ჩიტი ალიაში, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძვი სიღარიბისგან თავის დასახსნელად... ორი ბავშვით ხელში, ქუჩაში რომ არ აღმოვჩნდე... თქვენ ჩემი ხსნა და იმედი ხართ - მხოლოდ თქვენ, ფონდის მეგობრებო! თქვენი სიკეთე გადაარჩენს ბავშვებს და დაუბრუნებს მათ ბავშვობას!“

„ხვალ“... ეს სიტყვა თითქმის ყველა ადამიანისთვის გულისხმობს რაღაცა ახლის, კარგისა და ნათელის დასაწყისს. მაგრამ არა 36 წლის ქეთი ბოსტოღანაშვილისთვის,  რომელიც ორი მშვენიერი ბიჭის, 12 წლის ნიკოლოზისა და 7 წლის ლევანის, მარტოხელა დედა გახლავთ. ქალს ეშინია ხვალინდელი დღის მოსვლის, ხვალ ხომ შესაძლოა მისი შვილები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ...

ნეტავ, მხოლოდ თავად ქეთის ეხებოდეს ეს პრობლემა. მზად არის საკუთარი შვილების გამო, ნებისმიერი ტანჯვა რომ აიტანოს.  მაგრამ ბავშვები! ქართველი ბავშვები მარტონი ქუჩაში? სამათხოვროდ ხელგამოწვდილები? უსახლკაროები?! ასეთი რამ ხომ დაუშვებელია, როცა დედა ცოცხალი ჰყავთ და ისინი ძალიან უყვარს!

4 წლის მანძილზე, ქეთი და მისი შვილები, სხვის ბინებში აფარებენ  თავს... ღმერთო! ამ უმწეო ქალს რამდენი ტანჯვის ატანა მოუხდა! როდესაც გამოექცა მეუღლეს, რომელიც გამუდმებით სასტიკად სცემდა, ქეთი მუხლჩაუხრელად შრომობდა, რათა მის შვილებს თავზე ჭერი და საჭმელი ჰქონოდათ. მაგრამ დამლაგებლისა და ჭურჭლის მრეცხავის ხელფასით განა რას იყიდი? - „ჩვენ გვყოფნიდა“ - ამბობს ქეთი მოკრძალებულად.

ყოფნიდათ... ბინის ქირაზე, დანგრეულ საწოლებსა და მწირ საკვებზე, როდესაც პურის ზედმეტი ლუკმაც კი - დაუშვებელი ფუფუნებაა! 

პანდემიამ, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, ქეთი ამ მიზერული შემოსავლისა და მომავლის იმედის გარეშეც დატოვა. ბავშვებს რა აჭამოს? ბინის ქირა როგორ გადაიხადოს? როგორ მოახერხოს და არ დარჩეს ქუჩაში? ან დახმარებისთვის ვის მიაკითხოს?!

სრული უსუსურობა. ქეთის სწორედ ეს გრძნობა დაეუფლა. სწორედ ამაზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს ყოველდღე ქალი. უფალს ევედრება მხოლოდ ერთს, მისცეს მას ძალა და ხვალინდელი დღის იმედი... სთხოვს დასახმარებლად კეთილი ადამიანები გამოუგზავნოს!  

- ქეთი, გვიამბეთ, რა გასაჭირმა მოგიყვანათ ჩვენს ფონდში?

ქეთი: ღმერთო! იმდენი პრობლემა გვაქვს, რომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო. მაგრამ ახლა, უპირველეს ყოვლისა, ქირის გადახდაში გვჭირდება დახმარება. ბოლო 3 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა დავალიანება 1200 ლარის ოდენობით,  და ეს თვეც იწურება... არ ვიცოდი, ფული საიდან მომეტანა, ან ვისთვის მეთხოვა დახმარება... თქვენ კი, სასწაულის იმედით მოგმართეთ!

იცით, სასწაული იმაზე ბევრად ადრე მოხდა, ვიდრე მოველოდი! ბინის მეპატრონე ჩვენს მდგომარეობაში შევიდა და 2 თვის ქირა გვაპატია! ამჟამად ჩვენი დავალიანება 400 ლარს შეადგენს - და ივლისის ბოლოს, კიდევ 400 უნდა გადავიხადოთ.

ადრე ვმუშაობდი და მქონდა მცირედი შემოსავალი მაინც... არ მაქვს პროფესია, ამიტომაც დამლაგებლად, ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი. ჩემი შვილების გამო, არანაირ შრომას არ ვთაკილობდი. ასეა თუ ისე, გაგვქონდა თავი, ყოველ შემთხვევაში არ ვშიმშილობდით. მაგრამ ამ კორონავირუსის შემდეგ... სამსახურს ვეღარ ვშოულობ, ყველაფერი დაკეტილია, და თუკი სადმე რამე გაიხსნა, მათ უკვე ჰყავთ პერსონალი.

რა თქმა უნდა სამსახურის ძიებას ვაგრძელებ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ბინის ქირის დავალიანება კი იზრდება, ბავშვები შიმშილობენ. დავიღალე, იმის ცქერა აღარ შემიძლია, მაღაზიაში მაკარონის საყიდლად რომ შევდივართ, უმცროსი ბიჭი საწყალი თვალებით როგორ უყურებს სოსისს, პილმენსა და ტკბილეულს... მას ხომ ყველაფერი უნდა, მე კი საშუალება არ მაქვს რომ ვუყიდო...

მაგრამ ჩვენთვის, ქუჩაში დარჩენაა ყველაზე დიდი საშინელება.
- და რა არის იმის მიზეზი, რომ თქვენ და თქვენს შვილებს საკუთარი ჭერი არ გაგაჩნიათ? მეუღლის სახლში რატომ არ ცხოვრობთ?

ქეთი: მეუღლე... მე და ჩემმა ყოფილმა ქმარმა, 10 წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად. აქედან 7 წელი ნაქირავებ ბინებში ვიხეტიალეთ.

4 წლის წინ დავშორდით და ბავშვებიც წამოვიყვანე. მას ისინი არ სჭირდება. ჩემი პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო, მაგრამ არასდროს არ დავუბრუნდები... 

ღმერთო, როგორ სასტიკად მცემდა... დღემდე მაკანკალებს ამის გახსენებაზე... შვილების გამო დიდხანს ვითმენდი ცემასა და შეურაცხყოფას, მეგონა, რომ ბიჭებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ მამა... მაგრამ ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება! და წამოვედი ბავშვებთან ერთად... 

სამივე თავს ხან ერთ ნათესავთან ვაფარებდით, ხან მეორესთან. მაგრამ ნათესავების შეწუხებაც როდემდე შეიძლებოდა? გადავწყვიტე, ბინა მექირავებინა...

- სულ არ გეხმარებათ ყოფილი ქმარი? ალიმენტს არ იხდის?

ქეთი: არა, არ იხდის... ალიმენტის თაობაზე სასამართლოსთვის არც მიმიმართავს...

- რა სახსრებით ცხოვრობთ? სახელმწიფოსგან რაიმე სახის დახმარებას თუ იღებთ?

ქეთი: სახელმწიფოსგან? ამჟამად, სამწუხაროდ არანაირს! ადრე, მეუღლესთან ერთად როდესაც ვცხოვრობდი, ჩვენს ოჯახს სოციალურად დაუცველების სტატუსი ჰქონდა. მაგრამ ბავშვებთან ერთად ქირით ცხოვრება და მისამართების ხშირად შეცვლა რომ მოგვიწია, სტატუსიც მოიხსნა. 

სოციალურ სამსახურს მივმართე, სტატუსის აღდგენისა და დახმარების გაწევის თხოვნით, მაგრამ უარი მივიღე. აგენტმა, ჩვენი „ქონება“ 100 ათასზე მაღალი ქულით შეაფასა. რატომ? არ ვიცი. დიახ, ამ ბინაში, ტელევიზორიც, მაცივარიც და სარეცხი მანქანაც არის, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი ხომ არაა! ჩვენ არფერი გვეკუთვნის აქ, ბავშვებს კომპიუტერიც კი არ აქვთ. საუბარიც კი ზედმეტია... სახელმწიფო არაფრით არ გვეხმარება. საერთოდ არანაირი შემოსავალი არა გვქვს.

ხანდახან ჩემი და გვეხმარება პროდუქტით, მაგრამ ისიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი მხარდაჭერა რომ არა, ჩვენ დიდი ხანია... (ტირის). მაპატიეთ, თავს ვერ ვიკავებ, რომ წარმოვიდგენ... 

- თუ გსურთ, შეგვიძლია შევწყვიტოთ საუბარი...  

ქეთი: არა, არა! ყველაფერი უნდა მოგიყვეთ! ოღონდაც დაგვეხმარეთ! გემუდარებით! მე დახმარება არასდროს მითხოვია, მაგრამ ჩემი შვილების გამო, მზად ვარ მუხლმოდრეკილი გევედროთ... 

- არავინ არ გეხმარებათ თქვენი დის გარდა? თქვენი მშობლები?

ქეთი: დეიდაჩემი ძალიან გვეხმარება. 63 წლისაა. მისი შვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს და პერიოდულად თანხას უგზავნის. დეიდას კი, ჩემსა და ჩემს ბიჭებზე ზრუნვა არ ავიწყდება.

მშობლები კი... მამამ მიგვატოვა, როცა სულ პატარა ვიყავი. სხვა ოჯახი ჰყავს, ბავშვობიდან არ მქონია მათთან არანაირი ურთიერთობა... დედაჩემი კი მოხუცია, რით უნდა დამეხმაროს, თავადაც დახმარება სჭირდება, საბრალოს! მისი ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა. მე უნდა ვეხმარებოდე! ძალიან მრცხვენია და გული მტკივა იმის გამო, რომ ამის შესაძლებლობა არ მაქვს...

- ქეთი, როდესმე წარმოიდგენდით, რომ ასეთ დღეში ჩავარდებოდით?
 
ქეთი: ღმერთმა ყველანი დაგვიფაროს! ასეთ რამეს, როგორ წარმოვიდგენდი? ბედნიერ ოჯახზე ვოცნებობდი... მაგრამ, თავადაც ხედავთ, რა გამოვიდა... ამაზე უკვე აღარ ვფიქრობ. ახლა მთავარია, ქუჩაში არ დავრჩეთ, და რაღა თქმა უნდა ჩემი შვილების ჯანმრთელობა! 

- ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აწუხებთ?

ქეთი: უფროსს, ნიკოლოზს, მხედველობის პრობლემა აქვს. ყველაფერი, როცა პირველ კლასში წავიდა, მაშინ დაიწყო. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ცუდად ხედავდა მარჯვენა თვალით. მაგალითად, მასწავლებელი რომ სთხოვდა, დაფიდან რამე რომ წაეკითხა, ნიკუშა (ნიკოლოზი) ვერაფერს ხედავდა. პედაგოგმა ამის შესახებ მითხრა. მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა შესაძლებლობა  და ბავშვი მაშინვე ექიმთან წავიყვანეთ. აღმოჩნდა, რომ ნელ-ნელა მხედველობას კარგავდა მარჯვენა თვალში. როცა 4 წლის წინ, ექიმთან ბოლოს ვიყავით, გვითხრა, რომ მეორე თვალზეც პრობლემა აქვს, და საბოლოოდ დაბრმავდება ოპერაციას თუ არ გავუკეთებთ...

- რა არის ოპერაციის საფასური?

ქეთი: დაახლოებით 2 000 ლარი. სად მაქვს ამხელა ფული? ბავშვის ექიმთან წაყვანაც კი არ შემიძლია, ვიზიტი ძალიან ძვირი ღირს.  უფულოდ ვართ, საერთოდ უფულოდ! ღმერთო, რატომ? ჩემი შვილი მხოლოდ ჩემი უსუსურობის გამო უნდა დაბრმავდეს!  

- დამშვიდდით, ქეთი! ყველაფერი კარგად იქნება! ხელისუფლებას მიმართეთ დახმარებისთვის?

ქეთი: კი, რა თქმა უნდა, მივმართეთ! თანაც რამდენჯერ! აზრი? უარი გვითხრეს! გვიპასუხეს, რომ მხოლოდ ძალიან სერიოზულ ოპერაციებს აფინანსებენ, ეს კი, მათი თქმით „სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“ არ არის. მაგრამ ჩემი შვილი ხომ დაბრმავდება! გესმით? დაბრმავდება!

არ ვიცი, ცხოვრება როგორ განვაგრძო... ღმერთო! რა ძნელია იმის გაცნობიერება, რომ შენი შვილის მკურნალობის საშუალებაც კი არ გაქვს!

- ქეთი, ფონდსა და მის მეგობრებს, ნიკუშას საკითხთან დაკავშირებით, რით შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?

ქეთი: როგორ გავბედავ, ამ თხოვნით მოგმართოთ! მხოლოდ ერთს გთხოვთ, ქირის გადახდაში რომ დამეხმაროთ! ეს პრობლემა, მხრებზე უმძიმეს ტვირთად რომ აღარ დამაწვეს! მერე კი თავადაც შევძლებ ფეხზე მყარად რომ დავდგე, სამსახურს ვნახავ და გავაკეთებ ყველაფერს, შემოვივლი ყველა ინსტანციას და ნიკუშას აუცილებლად ვუმკურნალებ!

- ქეთი, არ ინერვიულოთ, ყველაფერი მოგვარდება! შეიძლება, ბიჭებსაც რომ გავესაუბრო?

- ნიკუშა, ლევანი, ყველაზე მეტად რის კეთება გიყვართ? რით ერთობით ხოლმე?

ნიკოლოზი(12 წლის): მე და ჩემი ძმა, ჩვენს მეგობრებთან ერთად, ეზოში, ყოველდღე ვთამაშობთ ფეხბურთს, კალათბურთსაც, ათასნაირ თამაშს ვთამაშობთ! აბა სახლში სხვა რა ვაკეთოთ? ხანდახან ტელევიზორს თუ ვუყურებთ. ოღონდ არ გვინდა დედიკო მთელი დღე მარტო რომ იყოს, ამიტომაც, სახლში დღეში ათასჯერ მაინც შემოვირბენთ, დედას მოვიკითხავთ და მერე კი, ისევ ეზოში ჩავდივართ.

– რომელი საჭმელი გიყვართ ყველაზე მეტად?

ნიკოლოზი (12 წლის): რა თქმა უნდა,  ხაჭაპური,  როგორც ყველა ნამდვილ ქართველს! ადრე დედიკო სულ აცხობდა ხოლმე, ყოველთვის გემრიელ საჭმელებს აკეთებს!  დიდი ხანია ხაჭაპური არ გვიჭამია...

- ნიკოლოზ, დედიკომ გვითხრა, რომ თქვენ კომპიუტერი არ გაქვთ? ონლაინ გაკვეთილებს არ ესწრებოდით?

ნიკოლოზი (12 წლის): კომპიუტერი არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრი მეგობარი გვყავს! მათთან დავდიოდით სახლში, სკოლის პროგრამას რომ არ ჩამოვრჩენოდით.

- გიყვარს სკოლა? რომელია შენი საყვარელი საგანი?

ნიკოლოზი (12 წლის): კი, მიყვარს სწავლა! მათემატიკა მაინტერესებს და საკმაოდ კარგადაც ვსწავლობ. ოღონდ ძალიან ბევრ დავალებას გვაძლევენ, მე კი, როდესაც დიდხანს ვკითხულობ, თვალი მტკივდება... კარგია, რომ არდადეგები დაიწყო და შესაძლებლობა მოგვეცა, სწავლისგან ცოტა ხანს დავისვენოთ.

- ვიცი, რომ მხედველობის პრობლემა გაქვს. შეგიძლია გვითხრა, თავს როგორ გრძნობ?

ნიკოლოზი (12 წლის): მაგალითად, როდესაც მარცხენა თვალს ვხუჭავ, ძალიან ბუნდოვნად ვხედავ ყველაფერს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წყალი შემესხა მარჯვენა თვალში და ვერაფერს ვერ ვარჩევ. თვალი არ მტკივა, უბრალოდ მეშინია...

- რის გეშინია?

ნიკოლოზი (12 წლის): იმის რომ საერთოდ დავბრმავდები. საშინელება იქნება...

- ამაზე ნუ ფიქრობთ, კარგი? მხედველობა აუცილებლად გამოგისწორდება! ახლა შენს ძამიკოს გავესაუბრები. რაზე ოცნებობ, ლევან?

ლევანი (7 წლის): ფეხბურთელობაზე! უუუზომოდ მიყვარს ფეხბურთი! ნიკას არ უყვარს ასე ძალიან, მაგას უფრო სწავლა მოსწონს და წიგნების კითხვა! მე კი მგონია, რომ ჩემგან მაგარი ფეხბურთელი გამოვიდოდა! ისეთივე ცნობილი ვიქნებოდი, როგორც მესი, ან რონალდუ! ხო მაგარია? დედიკო ტელევიზორში მნახავდა და სიამაყით იტყოდა, რომ მისი შვილი ვარ! დედიკოს ვთხოვე ფეხბურთზე რომ შევეყვანე, მან კი მიპასუხა, რომ ფული არა აქვს, და ტირილი დაიწყო. მაგის მერე აღარ მითხოვია...

- დედიკო ხშირად ტირის?

ლევანი (7 წლის): ხშირად. ჰგონია, რომ მე ვერ ვხედავ, მაგრამ მე ყველაფერს ვამჩნევ. დედიკო მთელი ცხოვრება ტირის... ძალიან ვუყვარვართ, და ჩვენც გვიყვარს, უზომოდ, მსოფლიოში ყველაზე მეტად! 

- არაჩვეულებრივი ბიჭები ხართ! ახლა დედიკოს დავუბრუნდები, მასთან კიდევ რამდენიმე შეკითხვა მაქვს... 

- ქეთი, რამდენად მორწმუნე ხართ?

ქეთი: მთელი გულით მწამს უფლის... ყოველთვის, როცა ვიძინებ იმაზე ფიქრით, ხვალ რა ვაჭამო ბავშვებს? დილით აუცილებლად მოიძებნება რაღაც გამოსავალი. ან ჩემი და მოგვიტანს საჭმელს, ან დეიდა, ან მეზობლები... ვიცი, ღმერთი აქ არის, ჩვენს გვერდით, და ის არასდროს არ მიგვატოვებს. 

- ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ქეთი: როგორ არ უნდა მჯეროდეს? ქვეყანაზე უამრავი კეთილი ადამიანია, და თქვენი ფონდი ამის ნათელი მტკიცებულებაა! სწორედ იმიტომ მოგმართეთ, რომ ვიცი, თქვენ ადამიანებს ნამდვილად ეხმარებით!

მახსოვს, სასწავლო წლის დასაწყისში, ბავშვები სკოლაში იმის გამო ვერ გავუშვი, რომ ფეხსაცმელი არ ჰქონდათ... რამდენიმე კვირის გაცდენა მოუხდათ... მაგრამ მერე გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, ვინც ბიჭებს ფეხსაცმელი მოუტანა, და ჩემმა შვილებმა ბოლოს და ბოლოს შეძლეს გაკვეთილებზე დასწრება! 

- რაზე ოცნებობთ, ქეთი?

ქეთი: ოცნება უკვე ამიხდა, ჩემი შვილების სახით... ცხოვრება სულ სხვანაირად წარმომედგინა, მეგონა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ზღაპარში. როგორ ვცდებოდი... მაგრამ არ ვაპირებ სასოწარკვეთილებას მივეცე! კი, ხშირად ვტირი. მაგრამ მერე საკუთარი თავის ხელში აყვანას ვახერხებ ხოლმე, ღმერთმა ორი არაჩვეულებრივი ბიჭუნას დედობა მარგუნა, და თუნდაც ამიტომ ვგრძნობ თავს ბედნიერად. მათ ხომ ისე ძალიან ვუყვარვარ, ისე ვჭირდები... მე მხოლოდ მათთვის ვარსებობ! ახლა, მათ ჩემი დახმარება სჭირდებათ, მე კი - თქვენი! 

სხვა არავინ მყავს, თხოვნით რომ მივმართო... ბევრი მაქვს წაკითხული, თქვენსა და თქვენი ფონდის შესახებ! უკვე ძალიან ბევრს დაეხმარეთ, და ვიფიქრე, რომ ჩვენც არ მიგვატოვებდით გასაჭირში... გთხოვთ, არ დატოვოთ ჩემი შვილები ქუჩაში! ჩემი და ჩემი ბიჭების მომავალი თქვენს ხელშია!


--------
მეგობრებო, ამ საბრალო ქალს გასაჭირში ვერ მივატოვებთ! ისეთი გულკეთილია და მიუხედავად იმ ყველაფრისა, რის გადატანაც მოუხდა, ულევ  დადებით ენერგიას აფრქვევს. ოჯახმა ბინის ქირა ვერ გადაიხადა და დიდი დავალიანება დაუგროვდა. რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადონ! ქეთისა და მის შვილებს ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტი, უფროსი ბიჭის, ნიკოლოზის მხედველობას სერიოზული საფრთხე ემუქრება! მათ ხომ ექიმთან წასვლის საშულებაც კი არ აქვთ! ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს მათ გასაჭირს!

       გამოვიჩინოთ გულისხმიერება და ქეთის ოჯახს მხარში ამოვუდგეთ. შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ისინი და გაუწიოთ დახმარება. ძალიან გაუხარდებათ! დაურეკეთ ქეთის,  ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

      მათი მისამართია: ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, 1მ/რ, კორპუსი 19, ბინა 48.   ტელეფონის ნომერი: 598 451 367

       მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ქეთი ბოსტოღანაშვილისა და მისი ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას მომავალი არა აქვს! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

         აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

          უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გამოვიჩინოთ გულისხმიერება გაჭირვებული ადამიანების მიმართ, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ქეთი ბოსტოღანაშვილი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: