რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როგორ ავუხსნა შვილებს, რომ მათი ომის გმირი მამა საქართველოს მტრების ტყვიამ კი არა, იმ ქვეყნის გაუნათლებელმა ექიმებმა მოკლეს, რომელსაც იგი იცავდა?!

calendar ოქტომბერი 19, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მინდა, მამასავით, ჯარისკაცი ვიყო!“ – ამაყად აცხადებს გაბრიელი და წინკარიდან, მამის პორტრეტისაკენ მექაჩება. – „იცით, დეიდა, მამაჩემი გმირია. ის ომში იყო და მეც აუცილებლად გმირი გავხდები!“ – აგრძელებს გულღია ბიჭუნა. – „მამა ახლა ზეცაშია. არ იფიქროთ, რომ მიგვატოვა. ის უბრალოდ ანგელოზებმა წაიყვანეს თავისთან, იმიტომ რომ ასეთი კეთილი, მამაცი და კარგია!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„მინდა,
მამასავით, ჯარისკაცი ვიყო!“ – ამაყად აცხადებს გაბრიელი და წინკარიდან, მამის
პორტრეტისაკენ მექაჩება. – „იცით, დეიდა, მამაჩემი გმირია. ის ომში იყო და მეც აუცილებლად
გმირი გავხდები!“ – აგრძელებს გულღია ბიჭუნა. – „მამა ახლა ზეცაშია. არ იფიქროთ, რომ
მიგვატოვა. ის უბრალოდ ანგელოზებმა წაიყვანეს თავისთან, იმიტომ რომ ასეთი კეთილი, მამაცი
და კარგია!“

საბრალო ობლებს, გაბრიელსა (5 წლის) და
ილიას (9 წლის) საყვარელი და მზრუნველი მამის მოგონებად ახლა შავ ჩარჩოში ჩასმული
პორტრეტი-ღა დარჩათ; მათ დედას, უბედურ ქვრივს, მარეხი ჩხვიმიანს (41 წლის) კი მწუხარებით
სული ეხუთება და გარდაცვლილი მეუღლის გლოვას არ წყვეტს.

„ჩვენ დავობლდით“, – ქვითინებს საბრალო
ქალი. – „მეუღლის წასვლასთან ერთად თითქოს მიწა გამოგვეცალა ფეხქვეშ… ის ჩვენი
საყრდენი და მფარველი იყო, ახლა კი სრულიად მარტო ვართ. და არ კი ვიცი, მარტომ, მის
გარეშე, შვილები როგორ გავზარდო…“

მეგობრებო, მარეხი და მისი ორი არაჩვეულებრივი
შვილი – გაბრიელი და ილია, მარჩენალის გარეშე დარჩნენ, საყვარელი მეუღლისა და
მამის, საყრდენისა და მფარველის გარეშე. ორი წლის წინ მისი სიცოცხლე ავადმყოფობამ
შეიწირა. არადა, ის აფხაზეთის ომის ვეტერანი, ოსეთის საომარი მოქმედებების
მონაწილე იყო და მას არაერთხელ ჩაუგდია საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩვენი
სამშობლოს – მშვენიერი საქართველოს კეთილდღეობისათვის. ახლა, მის ოჯახს ძალიან
სჭირდება ჩვენი დახმარება.

ქვრივი და ორი პატარა ობოლი საშინელ
პირობებში ცხოვრობს, ზოგჯერ მათ შიმშილიც უწევთ. სასოწარკვეთილებამდე მისულმა,
უბედურმა ქალმა, უფლის რწმენითა და კეთილი ხალხის იმედით, ჩვენ მოგვმართა. მათი
მამა საქართველოს იცავდა, ახლა კი ისინი ჩვენ უნდა დავიცვათ!  

მარეხი, თუ შეიძლება, მოგვიყევით, ჩვენს ფონდში რა გაჭირვებამ მოგიყვანათ?
რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

მარეხი: სიღარიბე… და სრული უსაშველობა. ძალა
აღარ მაქვს, ბავშვების მშიერ თვალებს ვუყურო და მუდმივად, ყველაფერზე უარი ვუთხრა.
მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ, ჩემი მეუღლე
გარდაიცვალა, ჩვენი მდგომარეობა უბრალოდ საშინელი გახდა.

– თქვენთვის ალბათ ძალიან მტკივნეულია
ამაზე საუბარი, მაგრამ თუ შეიძლება, მოგვიყევით, ეს როგორ მოხდა?

მარეხი: ჩემი მეუღლე სამხედრო იყო. მთელი
ცხოვრება სამშობლოს ემსახურებოდა, რწმენითა და ჭეშმარიტებით. გამოიარა აფხაზეთის
ომი, შეიარაღებული შეტაკება ოსეთში… სწორედ იქ გაცივდა, თოვლში დიდხანს წოლის
შედეგად. თბილისში, ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს – ფილტვების ანთება. არასწორად
მკურნალობდნენ. აღმოჩნდა, რომ მას გულის კუნთის ანთება ჰქონდა, მაგრამ უკვე
შეუძლებელი იყო რამის გაკეთება. სიტყვებით ვერ აღვწერ, რისი გავლა მოგვიწია 8 წლის
განმავლობაში. ქმარს ელექტროკარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს. ის მუდმივად მკურნალობდა,
დროის უმეტეს ნაწილს საავადმყოფოში ატარებდა. იქვე გარდაიცვალა, ორი წლის წინ…
(ტირის). იცით, ყველაზე საშინელი რა არის? ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში
არ მტოვებდა შიში, რომ მას შეიძლება დაეძინა და აღარასოდეს გაეღვიძა… რამდენჯერმე,
მას გულიც გაუჩერდა და  პირდაპირ ბავშვების
თვალწინ დაეცა. ჩვენი უფროსი ვაჟი, ილია, ამას დღემდე ვერ ივიწყებს. ვგრძნობ,
როგორ განიცდის… შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის ასეთი გულჩათხრობილი… საბრალო, რის
გადატანა აღარ მოუწია!

 – შეგიძლიათ, დაწვრილებით
მოგვიყვეთ, როგორ შეხვდით თქვენს სიყვარულს? როგორ გეარშიყებოდათ მეუღლე?

მარეხი: მე და ბაჩუკი – ორივე აფხაზეთიდან
დევნილები ვართ. მე და დედაჩემმა დროულად მოვახერხეთ გაგრის დატოვება.  ფაქტობრივად, ომის მთელი ეს საშინელება მე არ
მინახავს. აი, ჩემი მეუღლე კი იბრძოდა. ამაზე საუბარი არ უყვარდა და არაფერს
მიყვებოდა. ერთმანეთი 15 წლის წინ გავიცანით აქ, სასტუმრო „უშბაში“, რომელიღაც
ნაცნობის დაბადების დღეზე. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა, ცოტა ხანი ვხვდებოდით,
ყველაფერი ლამაზი იყო, როგორც ზღაპარში… მეგობრულ ოჯახზე, ბავშვებზე
ვოცნებობდით… მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწინების შემდეგ, შვილები მთელი ხუთი წელი
არ გვყავდა. გამუდმებით ვმკურნალობდი, მთელი ფული ამაზე იხარჯებოდა. ორსულობის
მესამე თვეში შვიდჯერ მომწყდა მუცელი. გესმით? შვიდჯერ! შვიდჯერ ვემზადებოდი
დედობისთვის, ვხარობდი – და მოულოდნელად, პატარა იღუპებოდა! ეს საშინელებაა…
მაგრამ მოწყალეა უფალი! იგი ხედავდა, რომ მთელი გულით მინდოდა, დედა გავმხდარიყავი
და ორი არაჩვეულებრივი ვაჟი მაჩუქა! მე მათთვის უფლის ისეთი მადლიერი ვარ!

როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი, კიდევ რა გეგმებს აწყობდით?

მარეხი:ბინის ფული რომ მოგვეგროვებინა და თავზე საკუთარი
ჭერი გვქონოდა, ბაჩუკი დაქირავებულ მებრძოლად წავიდა ერაყში. სამწუხაროდ, სწორედ
მაშინ დაიწყო ომი ოსეთში და უკან გამოიხმეს, იქ რომ გაეგზავნათ. ოსეთიდან კი,
როგორც უკვე გითხარით, მძიმე ავადმყოფობით დაბრუნდა. მას მუდმივი მოვლა
სჭირდებოდა, ბავშვებიც პატარები იყვნენ და ვერავის ვუტოვებდი, ამიტომ მუშაობა არ
შემეძლო. რვა წელი ვუყურებდი საყვარელი მეუღლის ტანჯვა-წამებას… ხელ-ფეხი
უსივდებოდა, ჰაერი მუდმივად არ ჰყოფნიდა… ძალიან ცუდად იყო… წარმოდგენაც კი არ
გაქვთ, რა არაჩვეულებრივი, მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე და მამა იყო…
(ტირის.)

– არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?

მარეხი:ჩემი მშობლები უკვე მოხუცები არიან.
ძალიან შორს, სოფელში, სვანეთში ცხოვრობენ. დედამთილ-მამამთილი რამდენიმე წლის წინ
გარდაიცვალნენ. მართალია, ჩემს მეუღლეს ორი და ჰყავს, მაგრამ ისინიც ძალიან
ღარიბულად ცხოვრობენ. ჩემი და-ძმაც ღარიბულად ცხოვრობს, დევნილები და სოციალურად
დაუცველები არიან…

გულწრფელად თანავუგრძნობთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ადგილობრივი
ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?

მარეხი:რა თქმა უნდა! ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა,
რაიონის ადმინისტრაციიდან და მერიიდან დაკრძალვისთვის 800 ლარი გადმომირიცხეს. ასევე,
საცხოვრებელი ფართის მისაღებად რიგში ვდგავართ, მაგრამ როდის მოხდება ეს სასწაული,
მხოლოდ უფალმა უწყის… მანამდე, კი ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ… ერთი ბეწო ოთახი
სასტუმროს დამპალ შენობაში, სახურავი ჟონავს, აბაზანაში, მაპატიეთ და საერთოდ
შეუძლებელია შესვლა. გაუთავებელილპობა,
სიმყრალე, საშინელება…

რა შემოსავალი გაქვთ და რაზე გყოფნით?

მარეხი: ჩვენსოციალურ დახმარებას ვიღებთ, ასევე, 100-100 ლარს ჩემს
ობლებზე და კიდევ, ვეტერანის პენსიას 22 ლარის ოდენობით. ჯამში, სადღაც 400 ლარამდე
და კვების ვაუჩერი… რაზე გვყოფნის? მხოლოდ იმაზე, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ. მუშაობა
ჯერ არ შემიძლია, ბავშვები პატარები არიან, მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. ჰოდა,
ასე გაგვაქვს თავები. არ დაიჯერებთ, ხანდახან წყალწყალა წვნიანი – ჩვენი მთელი
დღის საკვებია!

უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

მარეხი:დიახ, მჯერა. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში უამრავი
კეთილი და გულისხმიერი ადამიანია. თქვენი ფონდი ამის ნათელი მაგალითია. თქვენს
„ფეისბუქის“ გვერდს მუდმივად თვალყურს ვადევნებ. ვხედავ, რამდენ გაჭირვებულს
ეხმარებით და რაც მთავარია, საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს აძლევთ
შესაძლებლობას, დახმარების ხელი გაუწოდონ ახლობელს. როდესაც ჩვენი მდგომარეობა
გაუსაძლისი გახდა, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა, რადგან სხვა არავინ მყავს,
ვისაც დახმარებისთვის მივმართავდი…

უფლის გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

მარეხი: მხოლოდ უფლის რწმენამ არ მომცა სულიერად დაცემის საშუალება. ღმერთმა მომცა
იმ საშინელი ტკივილის დაძლევის ძალა, რომელიც საყვარელი მეუღლის დაკარგვის შემდეგ
მაწუხებდა. მე ჩემს შვილებს ვჭირდები და ვალდებული ვარ, მათთვის ძლიერი ვიყო! მყავს
სულიერი მამა, ვცდილობ ხშირად ვიარო ტაძარში, მივიღო ზიარება და ვეზიარო ეკლესიას.

თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით. სკოლაში, საბავშო ბაღში
თუ დადიან? რით არიან გატაცებულები?

მარეხი:ილია
9 წლისაა, მესამე კლასშია. ძალიან მახარებს. კარგად ეხერხება მათემატიკა. როგორც
სოციალურად დაუცველები, წრეებზე სიარული უფასოდ შეგვიძლია. ცურვაზე დამყავდა,
მაგრამ მერე, კორონავირუსის გამო, ყველაფერი დაიხურა. გაბრიელი კი სულ რაღაც 5
წლისაა. საბავშვო ბაღში შარშან მივიყვანე… და სხვათა შორის, ძალიან დამეხმარა
ის, რომ საბავშვო ბაღების დახურვის შემდეგ, პანდემიის დროს, პროდუქტებს გვირიგებდნენ.
ბიჭებს სიგიჟემდე უყვარდათ მამა და მის სიკვდილს ძალიან მძიმედ განიცდიან. ილია
საკუთარ თავში ჩაიკეტა, თითქოს ესმის, როგორ მტკივა და ჩუმად არის. პატარა გაბრიელი
კი, სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ამბობს: „აქ მამასთან ერთად ვიყავით, მაშინ
ასე თქვა, ან ასე მოიქცა… ამას ან იმას დამპირდა…“ მე კი ცრემლებს ვმალავ…


თუ შეიძლება, ბიჭებს გავესაუბრები. გამარჯობა, ილია! შენ შესახებ მომიყვები? როგორ
სწავლობ? ყველაზე მეტად რა საგანი მოგწონს?

ილია (9 წლის): კარგად ვსწავლობ, სახლში სულ „ათიანები“
მომაქვს, დედა რომ გავახარო… მამა ჩვენთან აღარ არის და დედა სულ მოწყენილია,
მაგრამ როდესაც კარგ ნიშნებს ვიღებ, ის იღიმის! განსაკუთრებით მათემატიკა მომწონს,
მიყვარს ამოცანების ამოხსნა.

დედას ეხმარები?

ილია:რა
თქმა უნდა! ოთახის დალაგებაში ვეხმარები და ყველაფერში ვუჯერებ!

რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

ილია:პოლიციელი!
მანქანით ვივლი, ციმციმა და ხმოვანი სიგნალებითდა წესრიგს
დავიცავ!

რაზე ოცნებობ, ილია?

ილია:ძალიან
მინდა ველოსიპედი. მეზობლის ბიჭი მაძლევს ხოლმე, მაგრამ მინდა, ჩემი მქონდეს, რომ
ერთად ვატაროთ! ისეთი სახალისოა! კიდევ, ძალიან მინდა კომპიუტერი, რომ ვისწავლო.
ინტერნეტში იმდენი საინტერესო რამ არის… ყველაფრის პოვნა შეიძლება, ასევე,
მულტფილმების ყურება ან თამაში.

და შენ რაზე ოცნებობ, გაბრიელ?

გაბრიელი:მე
სათამაშოები მინდა… შაშხანა მინდა. ბახ, ბახ! ბაღში ბევრი სათამაშოა, მაგრამ ის დახურეს
და ახლა, სახლში ვზივარ. სახლში მოსაწყენია, მაგრამ თუ კარგი ამინდია, ძმასთან
ერთად ბაღში დამალობანას ვთამაშობ ხოლმე.  

რატომ მაინცდამაინც იარაღი?

გაბრიელი:მამასავით,
ჯარისკაცი ვიქნები! ძლიერი და მამაცი!

შენი ყველაზე საყვარელი მულტფილმი რომელია?

გაბრიელი:„ადამიანი-ობობა“!
ისე მაგრად უშვებს ქსელს და სახურავებზე დახტის!


ბიჭებო,
რას უსურვებდით საქართველოს ყველა ბავშვს?

ილია: ჯანმრთელობას და სიხარულს ვუსურვებ და
კიდევ იმას, რომ მათი მშობლები ჯანმრთელები იყვნენ!

– მარეხი, რა არის თქვენი ყველაზე დიდი
ოცნება?

მარეხი: მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემს შვილებს
თავზე ჭერი ჰქონდეთ. მათ შემხედვარეს, გული სისხლით მევსება. მათ მოსიყვარულე მამა
დაკარგეს, იმდენი ტანჯვა გამოიარეს, მე კი მათი გახარების შესაძლებლობა არ მაქვს,
ერთი ზედმეტი კანფეტის ყიდვაც კი არ შემიძლია… ეს ძალიან მტკივნეულია.

– თქვენი აზრით, პირველ რიგში რა
გჭირდებათ?

მარეხი: ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს…
საერთოდ არაფერი გვაქვს! ახლა ძალიან გვჭირდება საწოლი, რადგან ეს, სადაცაა,
დაიშლება. ძალიან გამახარებს სარეცხი მანქანა. წელი მტკივა და ხელით რეცხვა
ჩემთვის ჯოჯოხეთური ტკივილია. ასევე, გაზქურა – სახლში თვითონ გამოვაცხობდი, ეს კი
მნიშვნელოვანი დანაზოგია. ბავშვებიც სულ რამე გემრიელს ითხოვენ. ღუმლით მარტივია,
პურის ცომი და კარტოფილი – და ესეც შენი ღვეზელები!

ილიას სკოლის ნოუთბუქი გაუფუჭდა.
გაზაფხულზე მეზობლებში სირბილი უწევდა, ონლაინ გაკვეთილები რომ არ გამოეტოვებინა.
სკოლა კვლავ რომ დახურონ, წარმოდგენა არ მაქვს, რას გავაკეთებთ…

მთელი გულით მადლიერი ვიქნები ყველა იმ
ადამიანის, ვინც ჩვენს ტკივილს გულთან ახლოს მიიტანს და მიიღებს; ვინც მოისურვებს,
თუნდაც კეთილი სიტყვით გაგვამხნეოს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ
შენი მწუხარება ვიღაცისთვის სულ ერთი არ არის!

  ***

მეგობრებო, ჩვენი თანამემამულე, მარეხი
ჩხვიმიანი და მისი ორი პატარა ვაჟი, ილია (9 წლის) და გაბრიელი (5 წლის)
გაჭირვებაში იმყოფებიან. მათ ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა და დახმარება.  მრავალი სიძნელისა და ტანჯვის შემდეგ, ოჯახმა
მარჩენალი დაკარგა. დაქვრივებულ მარეხს თავი ძლივს გააქვს და ხშირად, თავისი პატარა
შვილების გამოსაკვებად არაფერი აქვს.

ილიამ და გაბრიელმა მოსიყვარულე და
მზრუნველი მამა დაკარგეს. პატარებისთვის ეს უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა. ბიჭები
მოკლებულნი არიან ყველაფერს – ნორმალურ კვებას, ტანსაცმელს, სათამაშოებს. მათ არ
აქვთ ბედნიერი ბავშვობა და ნორმალურად განვითარების შესაძლებლობა! არადა, სწორედ
ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი!

ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის
დახმარება – საწოლები, სარეცხი მანქანა, გაზქურა, კომპიუტერი და ბავშვის
ტანსაცმელი.

შეგიძლიათ, თავად მოინახულოთ ჩხვიმიანების
ოჯახი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ. მისამართი: თბილისი,
აღმაშენებლის ხეივანი, სასტუმრო „უშბა“.

ან დაურეკეთ მარეხს და გაამხნევეთ იგი
კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 597 10 85
81.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ
ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან
მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს
თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ,
დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ
თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ
გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ჩხვიმიანების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის
მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology,
TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი
ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს
დავეხმარეთ! მოდით ჩხვიმიანების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული
არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც
დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თქვენ ადამიანების ცხოვრებას კი არ ცვლით უკეთესობისკენ, – თვითონ ადამიანებს ცვლით!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„იცით, რა ყოჩაღები ხართ? და რა ჭკვიანები?“ – ამ სიტყვებით შეგვეგება 5 წლის გაბი. – „ჩვენთვის ორი პლანშეტის ჩუქება ვინ მოიფიქრა? საერთოდ აღარ ვჩხუბობთ, – ახლა ჩემი დროა, ახლა შენი დროა, – პირიქით, მშვიდად და მეგობრულად ვსხედვართ.“ პატარა ბიჭი ემოციებს ვეღარ მალავს და ვერ ჩერდება: – „ჩვენთან მთელი ფეხბურთის გუნდი მოვიდა, წარმოგიდგენია?! და ნამდვილი ფეხბურთის ბურთი გვაჩუქეს! და ფორმებიც! გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელი გავხდე… ან ჯარისკაცი, მამაჩემივით. ერთმანეთს ხელს ხომ არ შეუშლის?“

უმცროსს უფროსი ძმა, ილია აწყვეტინებს: „ოოოჰ, რამდენს ლაპარაკობ?! აცადე ადამიანს გაიაროს და დაჯდეს! გინდათ მიკროტალღურ ღუმელში ბუტერბროდებს გაგიკეთებთ? ძალიან გემრიელია!“

არადა, ექვსი თვის წინ ბავშვებს ჩვენთან საუბარიც კი არ უნდოდათ. მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ძალიან მოწყენილები იყვნენ და აღარაფრის სჯეროდათ. თქვენ თვითონ შეაფასეთ: განსხვავება ექვსი თვეა!

ამ ფოტოებს შორის განსხვავება ექვსი თვეა. დატკბით, მეგობრებო! განა ეს ნამდვილი სასწაული არ არის?!

  მეგობრებო, გარდაცვლილ ნათესავებს და საყვარელ ადამიანებს ვერავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ მზრუნველობის გამოჩენა და საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. ყველაზე მთავარი კი ადამიანისთვის ადამიანური მოწყალების და სიკეთის რწმენის დაბრუნებაა.

  – მარეხი, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

  მარეხი: დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის, გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ვითარებაში, როცა მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს უჭირს, ხალხი ჩემს ამბავს ასე ახლოს მიიტანდა გულთან და ასეთი გაგებით მოეკიდებოდა. თქვენთვის მადლობის თქმით არასოდეს დავიღლები. თქვენ ჩემს ოჯახს ახალი სიცოცხლე შთაბერეთ! ბავშვები – ყველაფერია, რაც გამაჩნია! მათ გახარებულს და ბედნიერს რომ ვხედავ, – ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამქვეყნად! მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი ლარი გადმოგვირიცხა! დაე, თქვენს სულებში და ოჯახებში მუდამ სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდეს! ღმერთმა გაშოროთ ტკივილი და განშორება მასთან, ვინც გიყვართ!

„მამა რომ ხედავდეს, რა მაგარი რაღაცები გვაქვს, ძალიან ბედნიერი იქნებოდა!“

  ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რა ადვილი ყოფილა თეთრეულის სარეცხ მანქანაში რეცხვა! მიკროტალღურ ღუმელს დღემდე შევხარი; ბიჭები კი თავიანთ პლანშეტებს ხელიდან არ უშვებენ. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი ნამდვილი სასწაულია და მადლიერები ვართ ყველასი და თითოეული ადამიანის! თქვენ ჩვენს ცხოვრებაში დაუვიწყარი სიხარული შემოიტანეთ! ღმერთმა დაგლოცოთ!

„მგონი მიკროტალღურ ღუმელს ისე შევხარი, როგორც ჩემი ბიჭები – პლანშეტებს.“

  –  მარეხი, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

  მარეხი: ერთი გოგონა დამამახსოვრდა, – დიანა წურწუმია. ჩვენ შესახებ თქვენი პოსტი წაიკითხა და მაშინვე დამირეკა. თითოეული ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც ჩვენს პოსტს გამოეხმაურა, მაგრამ დიანა რაღაცნაირად გულში ჩამრჩა. დარეკვიდან რამდენიმე დღეში სტუმრად გვეწვია და გაზქურა მოგვიტანა. აღმოჩნდა, რომ ჩემ შესახებ სამსახურში მოყვა და მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ჩვენთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინათ: თანხა შეაგროვეს და გაზქურა გვიყიდეს. ძველი კი მქონდა, მაგრამ უკვე აღარაფრად ვარგოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სრულიად უცხო ადამიანს, – ვგულისხმობ, არა სისხლით ნათესავს ან მეგობარს, – ასე შეეძლო ჩვენი გახარება!

  – ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? თქვენს ოჯახს რამით თუ დაეხმარნენ?

  მარეხი: ჩვენ მათთვის არ ვარსებობთ! უბრალოდ არ ვარსებობთ და მორჩა! არავის დაურეკავს და არც არავინ გამოგვხმაურებია; შესაბამისად, არც რამენაირად დაგვხმარებიან. დღემდე ძველ სასტუმრო „უშბა“-ში ვცხოვრობთ, სხვა აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად. შვილებთან ერთად ერთ ძალიან პატარა ოთახში ვცხოვრობდი, მაგრამ კიდევ კარგი, მეზობელმა თავის საცხოვრებელ ფართში გაგვიცვალა და ახლა ცოტა თავისუფლად მაინც ვართ; მაგრამ ეს სასტუმრო მთლიანად ნესტიანია. ზაფხული გავიდა, წინ ცივი შემოდგომაა, მერე ზამთარი… არ ვიცი, ასე როდემდე ვიცხოვრებთ. ყველაზე მეტად კი ის მწყინს, რომ ვადები არ ვიცით – არ ვიცით, როდის გვეღირსება საკუთარი კუთხე. ნუთუ ჩემი გარდაცვლილი ქმრის, – აფხაზეთის ომის ვეტერანის და ოსეთში საომარი მოქმედებების მონაწილის ოჯახი ხელისუფლების მხრიდან სულ ცოტა ყურადღებას მაინც არ იმსახურებს?! ის ხომ სამშობლოსთვის იბრძოდა და მისთვის სიცოცხლეც კი გაიღო მსხვერპლად?!

  –  და რას ამბობს ხელისუფლება – თქვენ და სხვა დანარჩენ ოჯახებს საკუთარ ბინებს როდის მოგცემენ?

  მარეხი: კაცმა არ იცის! ჩვენთვის არაფერი უთქვამთ, როდის ან რა ვადებში მოხდება ეს ყველაფერი. მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ამჟამად, პანდემიის გამო, ყველაფერი შეჩერებულია. შეჩერებულია გაურკვეველი ვადით…

  – რა თქმა უნდა, გაურკვევლობაში ცხოვრება ძალიან ძნელია, მაგრამ მოდი უკეთესის იმედი ვიქონიოთ… თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით, – საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

  მარეხი: მე ყველაფერი მომწონს! (იცინის.) თქვენს საჩუქრებს ყოველდღე სიამოვნებით ვიყენებ! რომელიმე მათგანის გამოყოფა ძალიან მიჭირს, რადგან თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. სარეცხი მანქანა ძალიან მეხმარება – მისი წყალობით ბევრ დროს და ენერგიას ვზოგავ. მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის გაკეთება ან გაცხელება ნამდვილი სიამოვნებაა! მასში უბრალო პურიც რომ შეათბო, ეგეც კი ბევრად გემრიელია.

„სარეცხი მანქანა ძალიან მეხმარება.“

  ადრე, როცა თეთრეულს ვრეცხავდი, წელი საშინლად მტკიოდა და ამ ყველაფერთან გამკლავება ძალიან მიჭირდა. ილიას და გაბის თქვენი ნაჩუქარი პლანშეტები დღემდე ისე უხარიათ, რომ გვერდიდან იშვიათად იშორებენ. თქვენი უზომოდ მადლიერები ვართ ყველაფრისთვის!

„მაგარი ბიჭები ვართ! და ყველაზე მაგარი თამაშების თამაში შეგვიძლია!“

– ძალიან გვიხარია, რომ საჩუქრები ბიჭებსაც მოეწონათ. შეიძლება ბავშვებსაც გავესაუბრო? საინტერესოა, ისინი რას გვეტყვიან. უფროსით დავიწყოთ, – ილია, ყველაზე მეტად რომელი საჩუქარი მოგეწონა?

ილია (9 წლის): გამარჯობა! ყველაზე მეტად ჩემი პლანშეტი მომეწონა. მასზე მულტფილმების ყურება, თამაშების თამაში და ბევრი საინტერესო რამის გაგება შემიძლია. გაბისაც თავისი საკუთარი პლანშეტი აქვს და მასაც ძალიან უხარია. ერთმანეთს აღარ ვეუბნებით: „მომეცი, ახლა ჩემი თამაშის დროა.“

  – საყვარელი მულტფილმი თუ გაქვს, რომლის ყურებაც არასოდეს გბეზრდება?

  ილია: ჩემი საყვარელი მულტფილმია „შრეკი“. ისეთი სასაცილო და საინტერესოა, შემიძლია ასჯერ ვუყურო. მალე სკოლა დაიწყება და ჩემი პლანშეტით ონლაინ გაკვეთილებშიც უპრობლემოდ ჩავერთვები. ძალიან მაგარია!

„მალე სკოლა დაიწყება და ონლაინ გაკვეთილებში უპრობლემოდ ჩავერთვები“

  – ძალიან ჭკვიანი და კეთილი ბიჭი ხარ! ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში! ახლა გაბრიელს გავესაუბრები. გაბი, შენ რა მოგეწონა და დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

  გაბრიელი (5 წლის): პლანშეტი მეც მომეწონა. მასზე ფეხბურთის თამაშებს ვუყურებ. მინდა ფეხბურთი ვითამაშო, როგორც ნამდვილმა ფეხბურთელმა, მაგრამ ასევე, მინდა მამაჩემივით ჯარისკაცი გავხდე. ის ძალიან მამაცი იყო! როცა ჯარისკაცი გავხდები, ჩემს სამშობლოს დავიცავ. იცი, დეიდა, საქართველოში ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს. ერთხელ ჩვენთან სტუმრად ნამდვილი ფეხბურთელები მოვიდნენ და მე და ილიას ბურთები და ფორმები მოგვიტანეს. ძალიან საინტერესო და მაგარი იყო!

  – აუცილებლად გახდები ის, ვინც გინდა, რომ იყო და ძალიან ბედნიერი და სამართლიანი იქნები, გაბი! ახლა კი, შენი ნებართვით, დედას დავუბრუნდები კითხვით. მარეხი, რა საფეხბურთო გუნდზე ლაპარაკობს გაბი?

  მარეხი: როგორ დამავიწყდა?! მას კი ყველაფერი ახსოვს, ხედავთ? თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ საფეხბურთო გუნდი „ზაქარი“-ს მწვრთნელმა დამირეკა. ინიციატივა გამოიჩინა და ნებართვა მთხოვა, რომ თავის გუნდთან და პატარა მოთამაშეების მშობლებთან ერთად, ჩვენთან მოსულიყო სტუმრად. მოვიდნენ და ბიჭებს ბურთები და ფორმები მოუტანეს.

„გავიზრდები და ფეხბურთის კარგად თამაშს ვისწავლი. ასევე, მინდა მამაჩემივით ჯარისკაცი გავხდე.“

  ბავშვებმა ძალიან იხალისეს, სიხარულისგან თვალები უბრწყინავდათ… ვფიქრობ ეს დღე მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ! გაბიზე გავლენა სწორედ ამ შემთხვევამ მოახდინა და ამის შემდეგ დაინტერესდა საფეხბურთო თამაშებით, რომლებსაც თავის პლანშეტზე სიამოვნებით უყურებს. სამწუხაროდ, „ზაქარი“-ს მწვრთნელის გვარი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ გიორგი ჰქვია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის!

  – იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?

მარეხი: თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის! ჩვენთვის ისედაც ბევრი გააკეთეთ… მაგრამ ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ოდესმე საკუთარი კუთხე გვექნება და ძალიან მინდა, რომ ვადები მაინც ვიცოდეთ. ძველ სასტუმროში ცხოვრება ძალიან რთულია, – ყველაფერი ნესტიანია, კედლები კი დაობებული. მალე აცივდება, ჩვენ კი არ ვიცით, როდის გვექნება საკუთარი კუთხე, საკუთარი საცხოვრებელი. თქვენი არ იყოს, გაურკვევლობაში ცხოვრება ძალიან ძნელია.

***

  ძვირფასო მკითხველებო, კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ საოცარ ოჯახს დაეხმარა. იქნებ ჩვენ შორის არიან ისეთებიც, ვისაც მათი საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება შეუძლია? ეს ორი ბიჭი ისევე იმსახურებს ბედნიერ ბავშვობას საკუთარი სახლის სიმყუდროვეში, როგორც სხვა ყველა ბავშვი. 

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ჩხვიმიანების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/641-chkhvimiani

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ნოე 05
სარეცხი მანქანა
690.00₾
2021 იან 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
270.00₾
2021 იან 14
მიკროტალღური ღუმელი
300.00₾
2021 თებ 08
პროდუქტები
89.86₾
2021 ნოე 01
პროდუქტები
139.37₾

სულ ხარჯები:

1489.23₾

დატოვა:

0.31₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ზუხბაია ალექსი
08.10.2021 20:00:00
₾50.00
ჯაჯანიძე გიორგი
07.10.2021 20:00:00
₾5.00
მანუკიანი ერნესტ
06.10.2021 20:00:00
₾25.00
ქებურია კახაბერ
06.10.2021 20:00:00
₾7.00
ლომსიანიძე ლევან
06.10.2021 20:00:00
₾5.00
ირაკლი გაბაიძე
06.10.2021 20:00:00
₾10.00
ნინო ნიშნიანიძე
05.10.2021 20:00:00
₾5.00
ჯიჯელავა გიგა
04.10.2021 20:00:00
₾1.00
გიორგი ლორთქიფანიძე
04.10.2021 20:00:00
₾20.00
გაგანაშვილი მაკა
03.10.2021 20:00:00
₾1.00
აბრამიშვილი ნიკა
03.10.2021 20:00:00
₾2.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
03.10.2021 20:00:00
₾1.00
ლევან კობაიძე
02.10.2021 20:00:00
₾5.00
ირაკლი ჯავახიშვილი
05.09.2021 20:00:00
₾3.00
მაჩიტაძე ლუკა
04.02.2021 20:00:00
₾5.00
ნათია ჯახია
04.01.2021 20:00:00
₾10.00
ხვთისო ტაბლიაშვილი
31.12.2020 15:52:50
₾20.00
ზუხბაია ალექსი
20.12.2020 20:00:00
₾50.00
სოიტაშვილი ნინო
15.12.2020 20:00:00
₾10.00
ხვთისო ტაბლიაშვილი
10.12.2020 13:23:47
₾20.00

შემოწირულია:

₾1,489.54

113 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,489.54

113 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება