ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ...

2020 დეკემბერი 30       2343
„პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ“, - ამბობს ყავისფერთვალება, მშვენიერი გოგონა, თინათინი (5 წლის) და კეთილი მეზობლების ნაჩუქარ პურის ყუას კოცნის და გულში იხუტებს... ის მართალია! პურის ყუა სადღესასწაულო კერძია ამ ნახევრად დანგრეულ სახლში, რომელიც მალე ალბათ ჩამოინგრევა და თავის უბედურ მაცხოვრებლებს ცოცხლად დამარხავს... მათი მოკრძალებული შემოსავალი ხომ მთლიანად წამლებზე იხარჯება... „წამლების შეძენაზე უარს ვერ ვიტყვი. ეს ნიშნავს, რომ ბებო მოკვდება! - ამბობს დედა, მაია. - ვერ ვუყურებ, როგორ ირხჩობა ადამიანი ჩემ თვალწინ!“ ბოროტმა ბედმა ეს კეთილი ქართველი ქალი საშინელი არჩევანის წინაშე დააყენა: მძიმედ ავადმყოფ ბებოს წამლები უყიდოს და პატარა გოგონა მშიერი დატოვოს... ან ბავშვი გამოკვებოს და ბებო ბედის ანაბარა მიატოვოს... უფლის წყალობისა და კეთილი ხალხის იმედად, საბრალო ქალმა ჩვენს ფონდს მომართა. ქართველები ხომ მოძმეს გასაჭირში არასოდეს დატოვებენ?!
5,123.06 ₾
391
დონორები
შეგროვებულია

  მარჯვე თინათინმა შემომთავაზა: „ახლა თქვენ დედას დაელაპარაკეთ, მე კი ჩემს გოგონას უნდა ვაჭამო. მართლა კი არა, ვითომ... ბებო საერთოდ ვერ ხედავს, დედა კი ხშირად ტირის... მაგრამ ნუ გეშინიათ...“

  „არ მეშინია, გოგონავ“, - ვპასუხობ, თუმცა სინამდვილეში ტირილი მინდა... მაგრამ მე ძლიერი ვარ და ცრემლებს ვიკავებ. ოთახში შესვლისას, ცრემლები თავისით იწყებენ დენას!  კარგია, რომ ნიღაბი სახეს მიფარავს. ეტლში გოგონა ბებო ზის და ძლივს სუნთქავს. დედა, მაია ღუმელში უკანასკნელ შეშას უკეთებს, რომელიც ჩვენთვის გადაინახა, რომ არ გავყინულიყავით... ბოდიშს იხდის, რომ დაჯდომას ვერ მთავაზობს - სკამი არ აქვთ... ბოდიშს იხდის, რომ ჩაის შემოთავაზებაც კი არ შეუძლია - ის უბრალოდ არ აქვთ!

სახლი ინგრევა და ფეხქვეშ ჭრიალებს, ფანჯრებიდან ქარი უბერავს, სახურავი სკდება... ეს სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩამოიშალოს, მაგრამ ეს ვის აღელვებს?

მაია:განცხადება რამდენჯერმე შევიტანეთ, ხელისუფლებას ვთხოვდით, რომ ჩვენთვის სახურავი შეეკეთებინათ. მოვიდნენ, შეხედეს, ხელები გაშალეს და თქვენს, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. მაგრამ თვეში 350 ლარად სახურავი როგორ შევაკეთოთ? როდესაც მთელი ფული წამლებზე იხარჯება?

– მაია, ყველაფერი თანამიმდევრობით მოგვიყევით. ამ სახლში როგორ აღმოჩნდით?

მაია:ეს ჩემი მეუღლის მშობლების სახლია. ისინი ყოველთვის ღარიბულად ცხოვრობდნენ, მაგრამ ბოლო 5 წელი ჩვენთვის საშინელი აღმოჩდა. სამი წლის წინ, ჩემი მამამთილი მძიმედ ავად გახდა და გარდაიცვალა. მისი მკურნალობისთვის, შემდეგ კი დაკრძალვისთვის, ფული ვისესხეთ და დღემდე ვერ გადაგვიხდია...

ნერვიულობისგან, ჩემმა საწყალმა დედამთილმა მხედველობა დაკარგა. მას ავადმყოფი გული და ქოშინი აქვს, ფილტვებში მუდმივად წყალი უდგება, რის გამოც იხრჩობა... ის წამლების გარეშე ვერ იცოცხლებს. მთელი ჩვენი შემოსავალი სწორედ წამლებზე იხარჯება. თვეში, წამლებზე, 300 ლარია საჭირო.

კი მაგრამ კვება?

მაია:აი, ორი დღეა, ყურძენს ვჭამთ. კალორიულია და ტკბილი... წამლების შეძენაზე უარს ვერ ვიტყვი, ხომ გესმით? ეს ნიშნავს, რომ ბებო მოკვდება. ხვდებით, რა არჩევანის წინაშე ვდგავართ? არ შემიძლია, ვუყურო, როგორ იხრჩობა ადამიანი!

– მაგრამ ბავშვს ხომ ჭამა სჭირდება?

მაია: მესმის, რასაც გულისხმობთ... გგონიათ, ამაზე არ ვფიქრობ? აი, შეიძლება, მეზობლებმა პური აჩუქონ. პურის ყუას ეხუტება, კოცნის, ყნოსავს და უხარია... ამბობს, რომ პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ. იმ წუთას, მზად ვარ  გული გამისკდეს და მოვკვდე! 

– მეზობლების გარდა არავინ გყავთ? მშობლები, ნათესავები...

მაია:ნათესავებიდან დედები დაგვრჩნენ. ჩემი მეუღლის დედა, რომელსაც ჩვენ ვუვლით და დედაჩემი. დედაჩემიც ავად არის. მას ხერხემლის თიაქარი აქვს, ამიტომ მოძრაობა არ შეუძლია. ის კახეთში ცხოვრობს. უსინათლო დედამთილს ვერ დავტოვებ, ამიტომ ახლა, დედაჩემთან ჩემი უფროსი ვაჟი, ალექსანდრე ცხოვრობს. ის თვითონაც ბავშვია; 16 წლისაა, მაგრამ ნახეთ, როგორ ინება განგებამ! ბებოს ის უვლის, საჭმელს უმზადებს, საპირფარეშოში დაჰყავს, სახლს ალაგებს (ტირის.) ჩემი შვილები ძალიან უბედურები არიან, ამ ცხოვრებაში კარგი არაფერი უნახავთ! არც დღესასწაულები არსებობს მათთვის, არც საჩუქრები.

თინათინი (5 წლის): დედიკო, არ იტირო, რა. ხომ მითხარი, თოვლის ბაბუა ბავშვებთან ყოველთვის არ მოდისო? ამბობდი, რომ ჩვენთან, სოფელში, ცოტა ბავშვია და მას აქ მოსვლა ამიტომაც ეზარება. არ იტირო! გავიზრდები და თოვლის ბაბუას ჩვენთან მე თვითონ მოვიყვან!

ახალ წელს საჩუქრად რას ისურვებდი?

თინათინი:რა, შეიძლება, ასე უბრალოდ, რაღაც გინდოდეს? მაშინ მინდა, მეც სხვა ბავშვებივით ვიყო! მათ ლამაზი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აქვთ. მე კი  შეუხედავი! დედა მათ სულ კერავს. მე კი არ მომწონს. კიდევ, ვიცი, რომ სხვა ბავშვებს აქვთ...  სხვებს აქვთ...  ყველაფერი აქვთ. ფანქრები და სახატავი ფურცლები და ბევრი პური აქვთ! შეუძლიათ, თუნდაც ყოველდღე ჭამონ! და ალბათ, მათ ნამდვილი მეგობრებიც ჰყავთ. მე ისე მინდა ნამდვილი მეგობარი!

მაია: აი, არ დაიჯერებთ, მაგრამ ბავშვს საჩუქრები არასდროს მიუღია. არც დაბადების დღეზე! არც საახალწლოდ! რომელ საჩუქრებზეა საუბარი, როდესაც ჩვენთვის პურიც კი ოცნების ზღვარია?!

– თინათინმა ისიც თქვა, რომ მას მეგობრები არ ჰყავს. ვისთან ურთიერთობს? როგორ ატარებს დროს?

მის გართობას მე და მეუღლე ვცდილობთ. ვუყვებით ზღაპრებს, დედა-შვილობანას ვეთამაშებით. მას თავისი ქალიშვილი, ცუცუ, ჩვენთან მოჰყავს სამკურნალოდ. ხან მე ვარ ექიმი, ხან ჩემი ქმარი. ზოგჯერ, მასთან ერთად კედლებზე ვხატავთ, მაგრამ ის მაინც ძალიან ჩაკეტილია.

თინათინი:წამოდი, ჩემს მეგობრებს გაჩვენებ! აი, შეხედე, ისინი მე დავხატე! აი, ნახე, მე მათთან ერთად ვთამაშობ და ვესაუბრები! ეს თამარია. მე მას ვეუბნები: „გამარჯობა!“ - ის კი ჩემსკენ ხელს იშვერს! შეხედე, როგორი ღიმილაა! ის ყველაზე მხიარულია!

– მაია, ვერ წარმომიდგენია, რომ შეიძლება შეგიმსუბუქოთ ცხოვრება, მაგრამ იქნებ, თქვენ გაქვთ რაიმე ოცნება?

მაია: მინდა, რომ ჩემი დედამთილი არ ავადმყოფობდეს, რომ დედაჩემი არ ავადმყოფობდეს, რომ ჩემმა ქმარმა სამსახურის შოვნა შეძლოს. ახლა, სხვა ქალაქში ვერ მიდის, იმიტომ რომ მე მარტო ვერ გავუმკლავდები. პანდემიის დაწყებამდე, ხელოსნად მუშაობდა. ეს ჩვენთვის ხსნა იყო, მაგრამ ახლა ესეც არ არის. ასევე, ვოცნებობ, რომ ჩემმა უფროსმა ბიჭმა სწავლა გააგრძელოს, რომ თინათინს ნამდვილი მეგობრები გაუჩნდეს, რომ მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს. ეს ოცნებებია... ახლა კი, რამდენიმე სიტყვას საჭიროებების შესახებაც ვიტყვი, შეიძლება?

– რა თქმა უნდა, შეიძლება. ჩვენ აქ სწორედ ამისთვის ვართ. თქვენი ოჯახის შესახებ მთელი საქართველო შეიტყობს! თქვენ ყველასთვის ახლობელი გახდებით. ჩვენ კი, ქართველები, ჩვენიანებს გასაჭირში არ დავტოვებთ!

მაია: მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის! ეს ისეთი დამაიმედებელია!  პირველ რიგში, საკვები პროდუქტები, წამლები და ბავშვებისთვის - ზამთრის ტანსაცმელი გვჭირდება. ასევე, ძალიან გთხოვთ სარეცხის მანქანას და თუ შეიძლება, კომპიუტერსაც. სულ ეს არის. საწოლებისა და ავეჯის თხოვნას ვერ გავბედავ... სკამიც კი არ გვაქვს, რომ დაჯდომა შემოგთავაზოთ. მაპატიეთ.

***

მეგობრებო, რას ველოდებით? აი, რეალური ისტორია და არა გამოგონილი ზღაპარი! თქვენ ის წაიკითხეთ, ახლა კი თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევით - წახვალთ და თქვენთვის გამაგრილებელ სასმელს იყიდით, თუ ამ საბრალო ხალხს დაეხმარებით?! არჩევანი ხომ ყოველთვის გვაქვს?! ან იქნებ, ნაცნობი თოვლის ბაბუა გყავთ, რომელიც პატარა ლამაზმანის სურვილს შეასრულებს?

მათი მონახულება და დახმარება პირადადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. დერჩი. ტელ: 592 09 38 23.

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ საბრალო ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება! მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული, სამწუხაროდ, არავინაა!

ძალიან გთხოვთ, აუცილებლად გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რომ ასათიანების ოჯახის გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ასათიანების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: