რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედას ყველაზე ნაზი და ლამაზი ხელები აქვს

calendar მარტი 18, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„იცით რა არის ყველაზე მტკივნეული? როცა შენკენ თითს იშვერენ და დაგცინიან, მასხარად გიგდებენ… ზურგსუკან კი არა, პირდაპირ თვალებში გიყურებენ და შეურაცხყოფას ისე გაყენებენ, რომ გული უფრო მეტად გეტკინოს. მეეზოვის შვილს, ბინძურს, მათხოვარს მეძახიან, თითქოს მეეზოვეობა სირცხვილი იყოს… დიახ, დედაჩემი ქუჩებს ჰგვის, მაგრამ მე ამას უღირს საქმედ არ მივიჩნევ! და როცა გავიზრდები, დიდზე დიდი თანამდებობაც რომ მქონდეს, ცუდი ადამიანების ჯინაზე, ცოცხს ავიღებ და მას დავეხმარები!“ – მიყურებენ ამქვეყნად ყველაზე სევდიანი, ყავისფერი თვალები – ცრემლების ორი უძირო ტბა…
12 წლის განმავლობაში ირმამ თანატოლებისგან იმდენი დაცინვა და შეურაცხყოფა აიტანა, რასაც ვერც ერთი ზრდასრული ადამიანი ვერ გაუძლებდა. უზრდელი ბავშვები რა სიტყვებით აღარ ამკობენ…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„თითქოს მეეზოვეობა სირცხვილი იყოს“, – აგრძელებს ირმა. – „დედაჩემი დილით ძალიან, ძალიან ადრე დგება, როცა ჯერ კიდევ ყველას სძინავს და რა ამინდიც არ უნდა იყოს – ქარი, ყინვა თუ წვიმა, სამუშაოდ გადის… ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახლში საჭმელი გვქონდეს, რომ მამას წამლები ჰქონდეს. როცა სახლში დაღლილი და გათოშილი ბრუნდება, ცხელ ჩაის ვუმზადებ; მის ხელებს ხელებში ვიქცევ და ვათბობ. ისეთი დამსკდარი და დაკოჟრილი ხელები აქვს… მისი მადლიერი ვარ იმისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს. ჩემი ოცნებაა, ხელის საცხი ვუყიდო და ხელებზე წავუსვა.“

ამ საშინელი სურათის დანახვაზე ძარღვებში სისხლი მეყინება… ნაადრევად გაზრდილ, ტანჯულ გოგონას ამქვეყნად არავინ ჰყავს. გულშემატკივარმა მეზობელმა აგვიხსნა, რომ გოგონას მშობლები გონებრივად ჩამორჩენილები არიან; სად ცხოვრობდნენ მანამდე ან აქ როგორ აღმოჩნდნენ – არავინ იცის. ჩვენს ფონდს სწორედ ის დაუკავშირდა, რადგან ხედავდა, რამდენად უმწეოა ეს საბრალო ოჯახი და როგორ სჭირდება ჩვენი დახმარება.

ირმა:შეიძლება დედას არაფერი ჰკითხოთ? მე თვითონ მოგიყვებით ყველაფერს… დედა ავადაა და შეიძლება არასწორად გაგიგოთ…

შეგიძლია გვითხრა, რა სჭირს დედას?

ირმა:ზუსტად არ ვიცი, ამას რა ჰქვია… (თვალებს მარიდებს გოგონა.) ოღონდ ცუდი არაფერი იფიქროთ, კარგი? ის ამქვეყნად ყველაზე კეთილი და ალერსიანია! ერთმანეთს კარგად ვუგებთ… მამასაც ვუგებ, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი თითქმის არ შეუძლია…

შენი მშობლები ყოველთვის აქ ცხოვრობდნენ?

ირმა:მე მხოლოდ ეს სახლი მახსოვს… დედაჩემმა ერთხელ ახსენა, რომ სამსახურში მამაჩემის მომვლელად აიყვანეს; ერთმანეთი სწორედ ასე გაიცნეს, მერე კი დაქორწინდნენ. სხვაგან არსად მიცხოვრია; საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც აქვე დავდიოდი… კვირაობით მამასთან ერთად ეკლესიაში დავდივართ. ისიც ახლოს არის… იქ ზოგჯერ ტანსაცმელს ან საჭმელსაც გვაძლევენ.

– და რა შემოსავლით ცხოვრობთ?

ირმა: დედასაც და მამასაც ბარათები აქვთ, რომლებზეც პენსია ერიცხებათ. ასევე, დედა მეეზოვედ მუშაობს; სახლიდან ადრე გადის და შუადღისკენ ბრუნდება, რომ სკოლაში წასვლა შევძლო…

მამას პატარა მარიამზე ზრუნვა რატომ არ შეუძლია?

ირმა:ხელ-ფეხი სტკივა და ძლივს დადის… ზოგჯერ მარის ჩაცმა ავიწყდება და მერე ის მიწის იატაკზე ფეხშიშველი დარბის ხოლმე! ცივდება!

თუ სახლში არც მე ვარ და არც დედაჩემი, მას მეზობელთან ვტოვებთ. კეთილი ქალია… დაბადების დღეზე ტორტი გამომიცხო! წარმოიდგინეთ, მთელი ეზო შეიკრიბა! ნამდვილი დღესასწაული მქონდა!

სხვა ნათესავები თუ გყავთ? ბებიები ან ბაბუები?

ირმა:დედის მხრიდან ბებია მყავს, რომელიც სოფელში, არც ისე შორს ცხოვრობს და ზოგჯერ ვნახულობ კიდეც; მაგრამ დიდი ხნით არა, რადგან ჩემი დის დატოვება არ მინდა. დედა მუშაობს, მამას კი მასზე ზრუნვა არ შეუძლია.

დედა სადილად რას აკეთებს ხოლმე?

ირმა:რა ვიცი… კარტოფილს ხარშავს ან წვავს. ამის გაკეთება მეც შემიძლია! კვერცხის შეწვაც ვიცი!

ყოჩაღ! უკვე დიდი გოგო ყოფილხარ! სკოლაში სიარული თუ გიყვარს?

ირმა:სიმართლე გითხრათ, არც ისე… უფრო სწორედ, მიყვარს, მაგრამ ცუდ ამინდში სკოლაში ჩასაცმელი არაფერი მაქვს, არც თბილი ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი. (უხერხულობისგან გოგონამ თვალები დახარა.) თან სწავლაც მიჭირს. მათემატიკა მიყვარს, მაგრამ ძალიან რთული და გაუგებარია. აი, ქართული კი ძალიან მომწონს!

საყვარელი მოთხრობა ან ზღაპარი თუ გაქვს?

ირმა:დიახ, „სიზმარა“ ჰქვია… ერთ კაცზეა, რომელიც სხვადასხვა საინტერესო სიზმარს ხედავს…

კარგი სიზმრები შენ თუ გესიზმრება, ირმა? რაზე ოცნებობ?

ირმა:სწავლაზე და მუშაობაზე ვოცნებობ, რომ ბევრი ფული მქონდეს და დედ-მამა განვკურნო! (სხაპასხუპით მომაყარა გოგონამ.)

როგორ ფიქრობ, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ირმა:მე მაცივარი და სარეცხი მანქანა მჭირდება. (ზრდასრული ადამიანის სერიოზულობით მიპასუხა ირმამ. ის ამბობს „მე“ და არა „ჩვენ“. როგორც ჩანს, საოჯახო საქმეები მთლიანად ამ პატარა გოგონას აწევს მხრებზე.) ძალიან გვიჭირს, არაფერი გვაქვს. სახლში ყველაფერი ძველია და გატეხილი. არც კომპიუტერი მაქვს, ამიტომ სანამ ონლაინ გაკვეთილებს ატარებდნენ, მათი გაცდენა მიწევდა…

***

  მეგობრებო, ირმა ჯერ მხოლოდ 12 წლისაა, მაგრამ თავისი პატარა, ნაზი, ბავშვური მხრებით ის მეტად მძიმე ტვირთს ეზიდება. მისი მშობლები შშმ პირები არიან, პატარა დაიკო, მარი კი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა. ოჯახს ძალიან უჭირს; ერთი ბეწო ოთახში სინესტე, სიბინძურე და სიცივეა, პატარა ბავშვი კი მიწის იატაკზე ფეხშიშველი დადის… პატარა ირმას ყველაზე მეტად უჭირს, რადგან ის თავისი მდგომარეობის სიმძიმეს ცხადად აცნობიერებს და კრიჭაშეკრული ითმენს, რადგან ესმის, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია. მას და მის ოჯახს ჩვენი დახმარება მართლა ძალიან სჭირდება.

  ოჯახი მადლიერი იქნება ნებისმიერი დახმარებისთვის: საკვებით, საბავშვო ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, სარეცხი მანქანით, მაცივრით, ჭურჭლით… ირმას კი არც კომპიუტერი აქვს და არც დისტანციურად სწავლა შეუძლია.

  ბოგვერაძეების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება პირადადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: ჭიათურა, ზედა ნაგუთის დასახლება, გოგებაშვილის ქ. 45, IIსართული.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთებათავად არ შეუძლიათ. გაჭირვებულიადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთღვთისადმისიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება,გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ბოგვერაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ბოგვერაძეების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აპრ 20
საწოლი
850.00₾
2021 აპრ 23
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1166.00₾
2021 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
645.00₾
2021 ივლ 03
კარადა
500.00₾

სულ ხარჯები:

3161.00₾

დატოვა:

0.40₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ქუბიაშვილი კახაბერი
03.06.2021 20:00:00
₾1.00
მიქაბერიძე შორენა
01.05.2021 20:00:00
₾5.00
აბრამიშვილი ნიკა
30.04.2021 20:00:00
₾1.00
ხინიკაძე-გირკელიძე თამარ
28.04.2021 20:00:00
₾10.00
შარინგერ ნათია
28.04.2021 20:00:00
₾10.00
ნინო ანიაშვილი
25.04.2021 20:00:00
₾30.00
ნინო ნიშნიანიძე
25.04.2021 20:00:00
₾3.00
ნიკოლოზი გვენეტაძე
23.04.2021 20:00:00
₾2.90
თამარი თოდუა
23.04.2021 20:00:00
₾10.00
შავშიშვილი ნანი
22.04.2021 20:00:00
₾10.00
გვანცა ჭიკაიძე
22.04.2021 20:00:00
₾2.00
გაბაიძე გულნაზ
21.04.2021 20:00:00
₾20.00
ქუბიაშვილი კახაბერი
20.04.2021 20:00:00
₾2.00
რამაზაშვილი ივანე
20.04.2021 20:00:00
₾20.00
ღვინიანიძე ნანო
20.04.2021 20:00:00
₾10.00
ნინო შანიძე
20.04.2021 20:00:00
₾10.00
ბურდული ქეთევან
19.04.2021 20:00:00
₾30.00
რევაზ ბერიძე
19.04.2021 20:00:00
₾20.00
მიქაძე ნინო
18.04.2021 20:00:00
₾50.00
ჩაჩუა გვანცა
17.04.2021 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,161.40

225 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,161.40

225 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება