ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ექიმი უნდა გავხდე, დედა აუცილებლად უნდა განვკურნო!

„დეიდა, გეხვეწები, გაზრდაში დამეხმარე, რა! დედის გადარჩენა უნდა მოვასწრო!“ - ყურში ჩუმად მეჩურჩულება ექვსი წლის, დიდთვალება, სევდიანი თოჯინა ნუცა, როცა მასთან დედაზე ვიწყებ საუბარს. ის მხოლოდ ექვსი წლისაა, მაგრამ უკვე იცის, რა არის სიკვდილი და ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანის - დედის არაადამიანური ტკივილი!
1,309.9 ₾
80
დონორები
შეგროვებულია

„დეიდა, გეხვეწები, გაზრდაში დამეხმარე, რა! დედის გადარჩენა უნდა მოვასწრო!“ - ყურში ჩუმად მეჩურჩულება ექვსი წლის, დიდთვალება, სევდიანი თოჯინა ნუცა, როცა მასთან დედაზე ვიწყებ საუბარს. ის მხოლოდ ექვსი წლისაა, მაგრამ უკვე იცის, რა არის სიკვდილი  და ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანის - დედის არაადამიანური ტკივილი!

გამუდმებით საბრალო ქალის ცრემლნარევი ლოცვები ესმის, სიტყვებით: „ღმერთო, ნუ მომკლავ! ნუცას მარტო ნუ დატოვებ! იზრუნე მასზე!“ ბავშვი ჯერ ვერ ხვდება, ამ კეთილმა ღმერთმა დედის მაგივრობა როგორ უნდა გაუწიოს და სად წაიყვანს ქალს, თუკი ის აღარ იქნება; მაგრამ დედის ყურში ლოცვების ჩუმად ჩურჩული, მისთვის წყლის მიტანა და დღედაღამ იმის შემოწმება, სუნთქავს თუ არა დედა, - უკვე ისწავლა.

სამი წლის წინ ამ ოჯახს საშინელი უბედურება დაატყდა თავს: დედას, ნინოს, - ჯერ კიდევ ლამაზ, 37 წლის ქალს, - თირკმელების მწვავე უკმარისობა დაეწყო... და რომ იცოცხლოს, დღეგამოშვებით ის არაადამიანურ ტანჯვას იტანს!

ერთ ასეთ პროცედურას, რომელსაც ნინო უძლებს, ალბათ ყველაზე ძლიერი კაციც კი ვერ აიტანდა... ის კი უკვე 3 წელი იტანჯება, დღეგამოშვებით! რა საშინელებაა!

„ორ დღეში ერთხელ, დილის 6 საათზე, საავადმყოფოში უნდა ვიყო. არ წავალ და - სიკვდილი მელის!

ხელზე მუდმივად „ხელოვნური თირკმელის“ მსგავსი, სპეციალური აპარატი მიკეთია, რომელსაც საავადმყოფოში აერთებენ და სისხლი იწმინდება. მერე კი სახლამდე ძლივს ვაღწევ ხოლმე, ჩემს შვილთან... და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჩემს საყვარელ გოგონასთან ერთად კიდევ ერთ დღეს გავატარებ!

ღმერთო, რამხელა ტანჯვაა! მტერს არ ვუსურვებ. ეს კოშმარი ოთხ საათს გრძელდება, დაუსრულებლად... მერე მთელი დღე მკვდარივით ვგდივარ: წნევა მიწევს, თავბრუ მეხვევა, გული მერევა... ნუცა კი, დიდი გოგოსავით, ხელზე მეფერება და წყალი მოაქვს ხოლმე“.

ნინო ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს ეს მისი უკანასკნელი დღე იყოს... ვინც იცის, ეს რა არის, მისი სიყვარულის ძალას კი მიხვდება; არა, სიცოცხლის კი არა, - ნუცას სიყვარულის!  

„ჩემთვის ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს“, - ამბობს 37 წლის ნინო და ცრემლებს ძლივს იკავებს. – „მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემს ნუცასთან უფრო დიდხანს ვიყო, ის ხომ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, ძალიან ვჭირდები, მე კი ის მჭირდება!“

ნინოს რაციონში მხოლოდ წიწიბურა და პური შედის, საბრალო ნუცას კი გაკვეთილების ჩასაწერად არაფერი აქვს... მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ოჯახს, რომელმაც ამდენი ტანჯვა გამოიარა! მოდი სიცოცხლისათვის ბრძოლაში ჩვენს თანამემამულეს მხარი დავუჭიროთ! თქვენი წყალობისთვის უფალი დაგლოცავთ!

ნინო, თუ შეიძლება, თქვენი დაავადების შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით.

ნინო: თირკმელების უკმარისობა მაქვს; ყოველ მეორე დღეს დიალიზზე დავდივარ... ყოველდღე შვიდი დასახელების წამალს ვსვამ. ღმერთო, რა ძვირია! მაგრამ მათ გარეშე არ შემიძლია, უბრალოდ მოვკვდები. მე კი გოგონა მყავს, ჩემი ანგელოზი, სინათლის სხივი და ცხოვრების აზრი! ჩემ გარეშე როგორ იქნება?

თუ გახსოვთ, ეს ყველაფერი როგორ დაიწყო?

ნინო: იცით, ბავშვობიდან მოყოლებული, ავად არასდროს გავმხდარვარ; გაციებითაც იშვიათად ვცივდებოდი... სამი წლის წინ, ზაფხულში, უცებ ხელ-ფეხის თითები დამისივდა, მუდმივი სისუსტე და თავბრუსხვევა მქონდა... ყველაფერს გადაღლას ვაბრალებდი, რადგან მაშინ ჩემი ნუცა მხოლოდ სამი წლის იყო და კი იცით, ბავშვებს რამდენი რამ სჭირდებათ. ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ დავეცი და გონს საავადმყოფოში მოვეგე... ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი რამის გადატანა მომიწია! ექიმებს თავიდან ლეიკემია ეგონათ, იმდენად დაბალი ჰემოგლობინი მქონდა, მაგრამ რენტგენმა აჩვენა, რომ თირკმლები სულ მთლად თეთრი იყო! წელიწად-ნახევარი მაწამებდნენ, ქიმიას მიკეთებდნენ, საავადმყოფოში სამჯერ დამაწვინეს. ამბობდნენ, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ მქონდა... კრიჭაშეკრული ყველაფერს ვითმენდი, უკანასკნელი ძალებით ვიბრძოდი, რადგან პალატის კედლებს მიღმა ქმარი და შვილი მელოდა, რომლებიც ჩემთვის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია. ვერაგმა დაავადებამ ჩემი თირკმლები უბრალოდ „შეჭამა“ - სამ წელიწადში ფუნქციონირება მთლიანად შეწყვიტეს. მკურნალობამ არ მიშველა... ერთადერთი გამოსავალი გადანერგვაა, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. არაამქვეყნიურ თანხებზეა საუბარი და არც დონორის პოვნაა ადვილი. რომც იპოვო, ერთი თავსებადობის ანალიზი 5000 ლარი ჯდება. წარმოგიდგენიათ? მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგო, თავსებადია თუ არა დონორი! ამაზე არც კი ვოცნებობ. დიალიზის გარეშე არ შემიძლია, ცოცხალი მისი წყალობით ვარ, მაგრამ ამავდროულად ის მთელ სასიცოცხლო ძალებს მართმევს... თუმცა მზად ვარ ნებისმიერ ტანჯვას გავუძლო, ოღონდ ჩემი გოგონას გვერდით ვიყო. მას ხომ ძალიან ვჭირდები! იცით, მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდით, უბრალოდ რაღაც მომენტში, მოულოდნელად, ყველაფერი თავდაყირა დადგა. როგორც ამბობენ, უბედურება არასოდეს მოდის მარტო...

თუ შეიძლება, ყველაფერი თანმიმდევრულად მოგვიყევით...

ნინო: ჩემი მეუღლე, ლაშა, აფხაზეთის ომის ვეტერანია - ორჯერ დაიჭრა, კანტუზია აქვს. ამის მიუხედავად, ოსეთში კონფლიქტი რომ დაიწყო, საომარ მოქმედებებშიც მიიღო მონაწილეობა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პრესტიჟულ კომპანიაში მოეწყო მძღოლად; ნორმალური ხელფასი ჰქონდა და არ გვიჭირდა... შვიდი წლის წინ უბრალოდ კბილი ასტკივდა, მერე გართულებები დაეწყო, დაუჩირქდა და ღრძილი გასაჭრელი გაუხდა... როგორც ჩანს, რაღაც ინფექცია შეეჭრა... ალბათ არც დაიჯერებთ, მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, - მთელი ყბა ფაქტობრივად დამპალი ჰქონდა. ექიმები ოპერაციაზე უარსაც კი ამბობდნენ! ლაშამ შვიდი ოპერაცია გადაიტანა, ლითონის იმპლანტის ჩასმა მოუწია. ახლა მცირედი დატვირთვაც კი ეკრძალება, მისთვის ორ კილოგრამზე მეტის აწევა არ შეიძლება, თორემ ყბა უბრალოდ ამოუვარდება. სამსახურის დატოვება მოუწია, მერე კი მე გავხდი ავად. ადრე ბინას ვქირაობდით, მაგრამ ამ ყველაფრის გამო, ქირის გადახდა უკვე ვეღარ შევძელით და აქ მოგვიწია გადმოსვლა...ამ შენობაში ადრე საავადმყოფო იყო, ახლა კი ჩვენსავით ღატაკი ხალხი ცხოვრობს: ლტოლვილები, სოციალურად დაუცველები...

ეს საცხოვრებელი სახელმწიფომ მოგცათ?

ნინო:არა! ჩვენ ეს ორი ოთახიც კი არ გვეკუთვნის. ნათესავი წავიდა და დროებით ჩვენ დაგვითმო, თორემ არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა... აქ ცივა, ფანჯრები დამპალია, წვიმის დროს წყალი მთელ სახლში ასხამს, არც აბაზანაა... თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ქუჩაში ყოფნას ეს სჯობს.

ნინო, ასეთ რთულ ვითარებაში რა გეხმარებათ? რა არ გაძლევთ სასოწარკვეთის საშუალებას?

ნინო: მე და ჩემი ქმარი ორივე ძალიან მორწმუნეები ვართ, ეკლესიაში ხშირად დავდივართ და სახლშიც ვლოცულობთ. მჯერა, რომ ყველაფერი უფლის ნებაა და ის ადამიანს არასდროს უგზავნის ისეთ განსაცდელს, რომელიც მის ძალებს აღემატება... არ ვიცი, ასე რატომ მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ ეს გზა უნდა გავიარო და კი არ უნდა ვიწუწუნო, არამედ ყოველი ახალი, ნაჩუქარი დღისთვის უფალს მადლობა უნდა შევწირო.   

მოგვიყევით, მეუღლე როგორ გაიცანით?

ნინო: იცით, მჯერა, რომ ქორწინება ზეცაში რიგდება. ორივე აფხაზეთიდან ვართ, ერთმანეთი კი აქ, თბილისში გავიცანით, მრავალი წლის შემდეგ... მამაჩემი დახვრიტეს, - საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გარდაიცვალა. მე და დედა თბილისში გამოვიქეცი, ლაშამ კი იქ სამი წელი გაატარა და მთელი ეს საშინელება გამოიარა... სამი წლის განმავლობაში მისი ოჯახი ტყვეობაში იყო, რაღაც სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი, არ აჭმევდნენ, დასცინოდნენ... თავად ლაშა ორჯერ დაიჭრა, კანტუზია მიიღო... ომის დასასრულს ფეხში დაიჭრა, ამიტომ სასწრაფოდ თბილისში გადმოიყვანეს თვითმფრინავით. მხოლოდ ღმერთმა იცის, რის გამოვლა მოუწია... ერთმანეთი 10 წლის შემდეგ გავიცანით. სურსათის მაღაზიაში გამყიდველად ვმუშაობდი, ის კი ჩვენს რაიონში მეგობრებთან მოდიოდა სტუმრად და საყიდლებზე შემოდიოდა ხოლმე. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა, სამი წელი ვხვდებოდით, მერე კი დავქორწინდით. ყველა უსიამოვნების მიუხედავად, სიამტკბილობით ვცხოვრობთ. ლაშა მგრძნობიარე და მზრუნველი კაცია, ძალიან მეხმარება... და საქმე ის კი არაა, რომ ფულის შოვნის შესაძლებლობა ორივემ დავკარგეთ, არა! ჩვენ არც ფუფუნება გვჭირდება და არც სიმდიდრე. საშინელება ისაა, რომ წამლები, რომლებიც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძალიან ძვირი ღირს, ჩვენ კი მათი შეძენის საშუალება საერთოდ არ გვაქვს...

ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ

ნინო:სახელმწიფო წამლებს სამ თვეში ერთხელ მიფინანსებს, იმასაც ნაწილობრივ. რა ვქნა, ამისთვისაც მადლობელი ვარ. სამწუხაროდ, უფრო მეტის მოლოდინი აღარ მაქვს.

– საერთოდ არავინ გეხმარებათ? ნათესავები ან მეგობრები?

ნინო: დედაჩემი ჩვენთან ერთად ცხოვრობს, მენისკი აქვს და ოპერაცია სჭირდება, რადგან ძლივს დადის. ლაშასაც მხოლოდ დედა ჰყავს ცოცხალი, - პენსიონერია და ლაშას დასთან ცხოვრობს. იცით, მათაც ძალიან უჭირთ, თავი ძლივს გააქვთ. მეგობრები და მეზობლები გვეხმარებიან... ამ დახმარების გარეშე უბრალოდ ვერ გადავრჩებოდი! თვეში 300 ლარზე მეტი ღირებულების წამალი მჭირდება, მთელი ჩვენი შემოსავალი კი სახელმწიფო დახმარება და დედაჩემის პენსიაა; იმასაც ნაწილობრივ ვიღებთ, რადგან საავადმყოფოში რომ ვიწექი, სესხის აღება მოგვიწია. ჭამაც ხომ გვინდა, არა? იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დიეტა მჭირდება; ჩემთვის ჩვეულებრივი საკვები არაფრით არ შეიძლება. მარილი, შემწვარი და ცხიმიანი მეკრძალება, წყლის დალევაც კი არ შეიძლება! წამლებთანაც ფრთხილად უნდა ვიყო. ადრე გავცივდი, ვახველებდი, ექიმის დანიშნულების გარეშე მუკალტინი დავლიე და... კომაში ჩავვარდი! ექიმებმა იმქვეყნიდან მომაბრუნეს!

პროდუქტებიდან რის ყიდვას ახერხებთ?

ნინო: ყველაზე ხშირად ცარიელ წიწიბურას და პურს მივირთმევ. დიეტური საკვებიდან ეს ყველაზე უბრალო და იაფია, რისი ყიდვაც შემიძლია. ეგ არაფერი, შემიძლია საერთოდ ვიშიმშილო... მაგრამ ჩემი ნუცას გამო გული მტკივა, რადგან ჯერ ძალიან პატარაა, საერთოდ ყველაფერი აკლია. წარმოიდგინეთ, მისთვის სასკოლო რვეულების, ფანქრების და კალმების ფულიც კი არ გვქონდა. დიდი მადლობა ჩემი ქმრის მეგობარს - ის დაგვეხმარა... მაგრამ ხომ გესმით, ახლა ყველას როგორ უჭირს... გადარჩენას ყველა ისე ცდილობს, როგორც შეუძლია.

– თუ შეიძლება, ნუცას შესახებ მოგვიყევით.

ნინო: ჩემი ანგელოზია, ისეთი ალერსიანი და მზრუნველია, ისე ეშინია ჩემი დაკარგვის... როცა დიალიზის შემდეგ ვწევარ და ვერ ვინძრევი, ჩემთვის წყალი, წამლები და წნევის აპარატი მოაქვს, საბანს მაფარებს... მუდმივად მეკითხება: „დე, ხომ არ მოკვდები?“ საწყალი ბავშვი! ექიმების და სასწრაფო დახმარების მანქანების პანიკურად ეშინია. როცა საავადმყოფოში ვიწექი, ეს ყველაფერი იმდენ ხანს ისმინა, რომ უკვე ხვდება, რამდენად მძიმედ ავად ვარ... წელს სკოლაში მივიდა! ამბობს, რომ კარგად ისწავლის, ექიმი გახდება და განმკურნავს.

– თუ შეიძლება, მასაც გავესაუბრები. ნუცა, მოდი ერთმანეთი გავიცნოთ. მითხარი, აბა, სკოლა მოგწონს? შენი საყვარელი საგანი რომელია?

ნუცა (6 წლის): ძალიან მომწონს! განსაკუთრებით - მათემატიკა და ქართული!

– დედამ თქვა, რომ უკვე გადაწყვიტე, ვინ გამოხვალ, როცა გაიზრდები...

ნუცა: დიახ, ექიმი უნდა გავხდე და დედა განვკურნო. რაღაცების კეთება უკვე შემიძლია: როცა ხელი სტკივა, მასაჟს ვუკეთებ; როცა ცუდადაა, ვკოცნი, უკეთ ხდება და იძინებს...

– რაზე ოცნებობ, ნუცა?

ნუცა: იმაზე, რომ დედა ყოველთვის გვერდით მყავდეს... მე ის ძალიან მიყვარს!

– არაჩვეულებრივი გოგონა ხარ! დარწმუნებული ვარ, ყველა ოცნება აგისრულდება! ნინო, თქვენ რაზე ოცნებობთ?

ნინო: იმაზე, რაზეც ჩემი გოგონა - უფრო დიდხანს რომ ვიცოცხლო და ობლად არ დავტოვო. იცით, როცა სიკვდილს თვალებში ყოველდღე უყურებ, სხვა ოცნება აღარ გრჩება, გარდა იმისა, რომ უბრალოდ იცოცხლო!...

– გვითხარით, როგორ შეგვიძლია დახმარება და თქვენი მდგომარეობის შემსუბუქება?

ნინო:ძალიან გვიჭირს. ყველაზე დიდი პრობლემა წამლებია, მათზე ფული საშინლად არ გვყოფნის, მათ გარეშე კი შეიძლება მოვკვდე. ძალიან გვჭირდება სურსათი, ბავშვს ნორმალური კვება სჭირდება. წიწიბურაზე როგორღაც იოლად გავალ, მაგრამ ის იზრდება, ისედაც ბევრი ტანჯვა გამოიარა... კიდევ ერთი ოცნება მაქვს - სარეცხი მანქანა. თითქმის ვეღარაფერს ვაკეთებ, დედაც მოხუცდა, ფეხები აწუხებს, ამიტომ რეცხვა ძალიან სერიოზულ პრობლემად იქცა. თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მოხვედით და მომისმინეთ, თანაგრძნობა გამოიჩინეთ და ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანეთ. მერწმუნეთ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს! ღმერთმა დაგლოცოთ!

  ***

მეგობრებო, ნინო გასაშვილი მხოლოდ 37 წლისაა. საშინელმა სენმა მისი ცხოვრება ტანჯვა-წამებად აქცია, მისი სიცოცხლე კი დიალიზზე და წამლებზეა დამოკიდებული. მას მშვენიერი გოგონა - 6 წლის ნუცა ეზრდება, რომელსაც დედის გარეშე დარჩენის ძალიან ეშინია. ამ საბრალო ოჯახს ყველა უბედურება ერთიანად დაატყდა თავს; ისინი საშინელი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ და ჩვენი დახმარების გარეშე ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდებიან!

ნინოსთვის ძვირადღირებული წამლებისასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მას და მის ოჯახს კი ძალიან სჭირდებათ საკვები და სარეცხი მანქანა.  

ნინო გასაშვილის ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: თბილისი, დიღმის მასივი, დისევის ქუჩა, კორპ. 7, ბინა 36

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ნინო გასაშვილი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ნინო გასაშვილსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: