რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
როცა 5 წლის ნატო თვალებს ატრიალებს და თავს უკან ისე აგდებს, თითქოს სადაცაა ხერხემალში გადატყდება, შიში გიპყრობს; ხოლო როცა ტკივილისგან ყვირის – ძარღვებში სისხლი გეყინება. დედისთვის ამის ყურება ორმაგად რთულია. ზოგჯერ ქალი ოცნებობს, რომ თავისი გოგონას ყველა ტკივილი მასზე გადავიდეს; მაგრამ შეძლებს თუ არა ამ ყველაფრის ატანას – არ იცის…
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270როცა 5 წლის ნატო თვალებს ატრიალებს და თავს უკან ისე აგდებს, თითქოს სადაცაა ხერხემალში გადატყდება, შიში გიპყრობს; ხოლო როცა ტკივილისგან ყვირის – ძარღვებში სისხლი გეყინება. დედისთვის ამის ყურება ორმაგად რთულია. ზოგჯერ ქალი ოცნებობს, რომ თავისი გოგონას ყველა ტკივილი მასზე გადავიდეს; მაგრამ შეძლებს თუ არა ამ ყველაფრის ატანას – არ იცის…
ნატო ოჯახში მეორე შვილია. ის სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. როცა 40 დღის იყო, ბედნიერი დედ-მამა და მათი მშვენიერი გოგონები ნათესავებისგან შინ ბრუნდებოდნენ. მოულოდნელად, მათ პატარა მანქანას დიდი სიჩქარით მოძრავი ჯიპი შეეჯახა…. და ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა…
„მე უკვე მკვდრად მთვლიდნენ; ჩემს მეუღლესაც კი უთხრეს, რომ გადარჩენის შანსი არ მქონდა; ჩემმა გოგონამ თავის სერიოზული დაზიანება მიიღო. საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გული ორჯერ გაუჩერდა… მაგრამ ექიმებმა ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს! გამოწერის შემდეგ ბავშვი თავს ნორმალურად გრძნობდა, მაგრამ მერე, საწყალს, ძლიერი თავის ტკივილები დაეწყო. გაუთავებლად ტიროდა, ვერც დღისით იძინებდა, ვერც ღამით; ერთი-ორჯერ გონებაც კი დაკარგა… უკეთესი იქნებოდა, ეს ყველაფერი მე დამმართნოდა!“
წაიკითხეთ ცრემლებით, ტკივილითა და სასოწარკვეთით სავსე ისტორია… ეს დედის გულის ძახილია, რომელმაც უკვე აღარ იცის, სიკვდილს როგორ ებრძოლოს. უფალმა თავისი შვილები ჩვენამდე მოიყვანა და მათი დახმარება სწორედ თქვენი ხელით სურს!
ეკა:მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემს გოგონას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ჟესტების ენაზე გვესაუბრება – ცდილობს თავისი ემოციები გადმოგვცეს. სიტყვიერად არ შეუძლია, ამიტომ ამას ყვირილით, ახირებებით აკეთებს; ზოგჯერ, როცა რაღაც სიამოვნებს, გვიღიმის… სიმღერების მოსმენა უყვარს – მუსიკა ცოტათი ამშვიდებს.
–ეკა, უფრო დაწვრილებით მოგვიყევით, ნატოს დაავადების შესახებ როგორ შეიტყვეთ?
ეკა:როცა ჩემი გოგონა 40 დღის იყო, მეუღლესთან და უფროს შვილთან – მეგისთან ერთად, მანქანით ნათესავებისგან შინ ვბრუნდებოდით და ავარიაში მოვყევით. ის მოვლენები ცუდად მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ საშინელ ტკივილებს ვგრძნობდი. მეგი და ჩემი მეუღლე ძალიან არ დაშავებულან, მე და ნატო კი სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით. ღმერთმა დაგვიფარა! მე უკვე მკვდრად მთვლიდნენ. ჩემს მეუღლესაც კი უთხრეს, რომ გადარჩენის შანსი არ მქონდა, მაგრამ გადავრჩი; ჩემმა გოგონამ თავის სერიოზული დაზიანება მიიღო. საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გული ორჯერ გაუჩერდა… მაგრამ ექიმებმა მისი სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს! მაშინ ჰიდროცეფალიაზე საუბარიც კი არ იყო, ექიმები მხოლოდ თავის ტრავმაზე საუბრობდნენ. საავადმყოფოში მრავალი კვირა დავყავით. გამოწერის შემდეგ ბავშვი თავს ნორმალურად გრძნობდა, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ძლიერი თავის ტკივილები დაეწყო. გაუთავებლად ტიროდა, ვერც დღისით იძინებდა, ვერც ღამით; ერთი-ორჯერ გონებაც კი დაკარგა… ექიმები ამბობდნენ, რომ გადატანილი ტრავმების შემდეგ, ბავშვის მსგავსი რეაქცია ნორმალური იყო, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა. მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება…
– და მართალი აღმოჩნდით, არა?
ეკა:დიახ!სხვა ექიმთან მივედით და დიაგნოზი დაგვისვეს – ჰიდროცეფალია. ამის გაგონება საშინელება იყო! ჩვენთვის განაჩენივით გაისმა! ერთ ოპერაციას მეორე მოჰყვა, ზოგჯერ თვეში ორის გაკეთებაც გვიწევდა. ფაქტობრივად საავადმყოფოებში და რეანიმაციებში ვცხოვრობდით. ყველა ეს პროცედურა, ქირურგიული ჩარევა… რთულია გაუძლო! მტერსაც კი არ ვუსურვებ! და წარმოიდგინეთ, 5 წლის სიცოცხლის მანძილზე ბავშვს 10 ოპერაცია გაუკეთდა.
–რას ამბობენ ექიმები? გამოჯანმრთელების შანსი არის?
ეკა:ექიმებმა, საფრანგეთში რომ გემკურნალათ, სრული გამოჯანმრთელების შანსი ბევრად მეტი იქნებოდაო; მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი წამლები და პროცედურები ჯერ არ არსებობს… ნატოს კრუნჩხვები აქვს, თავს უკან აგდებს, ბავშვი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ უნდა გაასწორო. როცა სტკივა, ხმამაღლა ტირის. სულ მის გვერდით უნდა ვიყო… გული მწყდება! აუტანელია, როცა შვილის ტანჯვას უყურებ და ვერაფერს აკეთებ! ახლა მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ერთ დღესაც ნატო გამოჯანმრთელდება, მაგრამ ამისთვის ბავშვს წამლები, სამედიცინო პროცედურები და სულ მცირე თვეში ერთხელ მაინც ექიმებთან ვიზიტი სჭირდება; მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფრისთვის საკმარისი თანხები არ გვაქვს…
–რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს?
ეკა:სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 340 ლარს და 60 ლარიან ბავშვთა კვების ვაუჩერს. გარდა ამისა, ინვალიდობის პენსიასაც გვიხდიან – 250 ლარს, მაგრამ ამ პენსიის დიდი ნაწილი წინასწარ ავიღეთ, რადგან ოპერაციისთვის ფული გვჭირდებოდა. ძალიან ბევრი ვალი დაგვიგროვდა. რამდენიმე ოპერაცია სახელმწიფომ დააფინანსა, დანარჩენს ჩვენ თვითონ ვიხდიდით – ვალს ვიღებდით. ჩემს ქმარს მუდმივი სამსახური არ აქვს, ნებისმიერ დამატებით სამუშაოს ეჭიდება…
–ეკა, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
ეკა:თქვენც კარგად გესმით, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩემი შვილი. მას წამლები, ჰიგიენური საშუალებები, საფენები, სამედიცინო პროცედურები და სპეციალური კვება სჭირდება, რადგან ყველაფერს ვერ ჭამს. სხვადასხვა ნარევებს, ფაფებს ვყიდულობ… მაგრამ ამ ყველაფერზე ფული უკვე აღარ გვყოფნის! მთელ დღეებს სახლში ატარებს, თუმცა სუფთა ჰაერიც სჭირდება და გასეირნებაც; მაგრამ ნატო უკვე დიდია, მისი ხელში აყვანა მიჭირს. ძალიან გვჭირდება დამხმარე ეტლი, წელისა და თავის დამჭერით, რომ მისი გასეირნება შემეძლოს.
–როგორ ხედავთ ნატოს მომავალს?
ეკა: როგორც ნებისმიერი დედა, მინდა მხოლოდ კარგზე ვფიქრობდე და მჯეროდეს, რომ ჩემი გოგონა გამოჯანმრთელდება და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრებას შეძლებს! მაგრამ რეალისტი ვარ, ამიტომ მესმის, რომ… ვიცი, ის სულ ჩემ გვერდით იცხოვრებს. ის ჩემი შვილია, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი საუნჯე! ღმერთმა ძალა მომცეს, რომ მის გვერდით ვიყო და ვეხმარებოდე!
–ეკა, იმ ადგილის შესახებ მოგვიყევით, სადაც ცხოვრობთ. სახლში ყველაფერი საკმარისად გაქვთ?
ეკა:ამ შენობას ვქირაობთ. აქ ნესტი და სიცივეა, მაგრამ თავს სხვა სახლის დაქირავების უფლებას ვერ ვაძლევთ – სახსრები არ გვაქვს. სამზარეულოში მხოლოდ ცივი წყალია, ცხელი არაა. როცა ჭურჭელს ვრეცხავ, ზოგჯერ თითები ისე მეყინება, რომ ვეღარ ვგრძნობ. ძალიან გვჭირდება მაცივარი. ამინდი ჯერ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სურსათი კარადაში შევინახო, მაგრამ ზაფხულში, მაცივრის გარეშე, საჭმელი გაფუჭდება და ამაზე უკვე ძალიან ვდარდობ. მით უმეტეს, რომ ნატოს სპეციალური კვება, პროდუქტები და ნარევები სჭირდება… ეს ყველაფერი უმაცივროდ სად შევინახო? ტელევიზორიც კარგი იქნებოდა… იცით, ნატოს მუსიკა და გასართობი გადაცემები ძალიან უყვარს. სიმღერის ხმა რომ ესმის, მაშინვე წყნარდება და იღიმის.
–ვინმე გეხმარებათ?
ეკა:ნათესავები ცდილობენ, როგორც შეუძლიათ. ყველას თავისი ოჯახი და პრობლემები აქვს, მაგრამ უყურადღებოდ მაინც არ გვტოვებენ. მშობლები სოფლიდან ხან პროდუქტებს გვიგზავნიან, ხანაც კონსერვებს… და ასე ვცხოვრობთ!
– ხელისუფლებისთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?
ეკა: სოციალურ დახმარებას უკვე გვიხდიან; რამდენჯერმე ჩემი გოგონას ოპერაციაც დააფინანსეს… სიმართლე გითხრათ, კიდევ რამის თხოვნა ძალიან მერიდება.
– ეკა, მეუღლე როგორ გაიცანით?
ეკა: თხილის გადამამუშავებელ საწარმოში ვმუშაობდი და ერთხელაც, ჩემმა კოლეგებმა ჯამბული გამაცნეს. წელიწადზე მეტხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. ისე ლამაზად მეარშიყებოდა! ისეთი ყურადღებიანი, მზრუნველი და კეთილი იყო… ერთმანეთი შეგვიყვარდა და ვიქორწინეთ. არც მოვტყუვდი! ჩემი მეუღლე შესანიშნავი ადამიანია!
– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ?
ეკა: არა, რას ამბობთ?! ახალგაზრდები და შეყვარებულები ვიყავით, ბედნიერ ცხოვრებაზე ვოცნებობდით. ჯერ მეგი შეგვეძინა, შემდეგ ნატო… ორივე ჯანმრთელი. სხვა მეტი რაზე უნდა გვეოცნება? მერე ის საშინელი ავარია მოხდა… არასდროს იცი, წინ რა გელოდება!
–ეკა, შვილების შესახებ მოგვიყევით.
ეკა: მეგი სკოლაში დადის. ძალიან ჭკვიანი გოგოა! ყველაფერს ასწრებს, საშინაო დავალებებსაც ასრულებს, სახლშიც მეხმარება. რაც არ უნდა ვუთხრა, არაფერი ეზარება, მაშინვე კეთებას იწყებს. ამბობს: „დედა, შენ დაისვენე, მე დავრეცხავ.“ ვუყურებ და თვალები ცრემლით მევსება. ჯერ მხოლოდ რვა წლისაა… უმცროსი გოგონა, სესილი კი წლის და სამი თვისაა. ჩვენი სიხარული! ხან სერიოზულია, ხანაც იღიმის; ძალიან მოუსვენარია! მეგი მის მოვლაშიც მეხმარება. ამას, ჩემი ძვირფასი მეუღლისა და გოგონას გარეშე, მარტო ვერ გავუმკლავდებოდი!
– ეკა, შესანიშნავი შვილები გყავთ! თუ შეიძლება, მეგისაც გავესაუბრები. პატარავ, დედა ძალიან გაქებს, ამბობს, რომ ყველაფერში ეხმარები. მეგობრებთან გასეირნების დრო თუ გრჩება?
მეგი: მეგობრებისთვის ბევრი დრო არ მრჩება. დედას და ჩემს დას ვჭირდები. მეგობრებმა იციან, რომ საოჯახო საქმეების კეთებაში უნდა დავეხმარო და სულ ნატოს გვერდით ვიყო, ამიტომ ჩემთან თვითონ მოდიან და ყოველთვის სახლში ვთამაშობთ.
–სკოლაში შენი საყვარელი საგანი რომელია?
მეგი: სპორტი მიყვარს, მაგრამ ექიმობაზე ვოცნებობ.
–რის ექიმი გინდა გახდე?
მეგი:პედიატრი, რომ ჩემი და განვკურნო. დედას სულ იმას ვეუბნები, რომ არ იტიროს, არ იდარდოს. უკვე თითქმის დიდი ვარ. კარგად ვისწავლი, მსოფლიოში საუკეთესო ექიმი გავხდები და ნატოსაც განვკურნავ.
–ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ?
მეგი:ვოცნებობ, რომ ჩემი დაიკო გამოჯანმრთელდეს და ჩვენთან ერთად თამაში შეძლოს. მთელი დღეები წევს და უყურებს, როგორ ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ძალიან მეცოდება! მინდა, რომ ჩვენთან ერთად სირბილი და დამალობანას თამაში მასაც შეეძლოს…
– კარგი გოგო ხარ, მეგი! გისურვებ ყველაფერს მიაღწიო, რასაც მოისურვებ! ახლა დედას გავესაუბრები. ეკა, ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ?
– ეკა: შეიძლება ბევრმა ვერ გამიგოს… მაგრამ ვოცნებობ ერთხელ მაინც გავიგონო, ჩემი ნატო დედას როგორ მეძახის!
– ეკა, რას ურჩევდით დედებს, რომლებიც თქვენსავით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან?
ეკა: არასდროს დანებდეთ! რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ თქვენს შვილს სჭირდებით! საკუთარი შვილის სიყვარული ყველაფერს დაგაძლევინებთ! უფლის გჯეროდეთ, მისი იმედი გქონდეთ და იცოდეთ, რომ ის არასოდეს მიგატოვებთ!
***
მეგობრებო, ზალიკაშვილების ოჯახს კეთილი ხალხის დახმარება ძალიან სჭირდება! არ შეიძლება, რომ არ დავეხმაროთ! ვილოცოთ პატარა ნატოსთვის! უფალს ყველამ ერთად შევთხოვოთ, რომ პატარა გოგონას ცხოვრება უდროოდ არ შეწყდეს! გადასარჩენად გოგონას წამლები, ჰიგიენური საშუალებები და სპეციალური დამხმარე ეტლი სჭირდება! დაეხმარეთ მას გადარჩენაში!
მეგობრებო, ზალიკაშვილების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მისამართი: თბილისი, კუკია, ლარეხის შესახვევი, სახლი №2.
ზალიკაშვილების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას! აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზალიკაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
ეს თუ სიზმარია, გაღვიძება არ მინდა
„ახლა დეიდას ვეტყვი, რომ წაგიყვანოს და შენ მაგივრად თოჯინა მომიტანოს! ისეთი მოუსვენარია… ჯერ ერთი წლისაა, მაგრამ თითქოს ბავშვების მთელი ჯგროა! ნახე, სათამაშოები მაჩუქეს, ის კი მართმევს“, – 8 წლის მეგი წარბშეკრული უყურებს დაიკოს. პატარა სესილის კი, რომელიც ჯერ ორი წლისაც არ არის, ამდენი სათამაშო ცხოვრებაში არ უნახავს; უფრო სწორად, საერთოდ არ უნახავს!
ზალიკაშვილების ოჯახის შესახებ უკვე მოგიყევით. მათ დიდი უბედურება დაატყდათ თავს – 5 წლის ნატო მძიმედ ავად არის. როცა ბავშვი ერთი თვის იყო, ის და დედამისი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ და სასწაულებრივად გადარჩნენ. დედამ ჯანმრთელობა შეინარჩუნა, მაგრამ ნატოს, მას შემდეგ, ერთი დღეც აღარ ახსოვს ტკივილის გარეშე. ბავშვი თვალებს ატრიალებს და თავს უკან ისე აგდებს, თითქოს სადაცაა ხერხემალში გადატყდება. დედამისი კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ შვილის ყველა სატკივარი მასზე გადავიდეს, მაგრამ შეძლებს თუ არა ამ ტკივილის ატანას, – არ იცის. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/725-zalikashvili
”ასეთი ბედნიერები არასდროს ვყოფილვართ… და საქმე ნივთებში კი არა, თქვენს მხარდაჭერაშია.”
ამ ამბავმა გულგრილი არც ერთი თქვენგანი არ დატოვა და ამისთვის მადლობას გიხდით! გვინდა ის ემოციები გაგიზიაროთ, რომლებიც, მიუხედავად მძიმე დღეებისა, ამ ოჯახს აჩუქეთ. ჩვენთვის მხოლოდ სხვისი ტკივილის გადმოცემა კი არ არის მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია დაგანახოთ ის, რომ თუნდაც უმნიშვნელო დახმარებამ შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანის კი არა, მთელი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. სამწუხაროდ, პატარა, წამებულ ნატოს ჯანმრთელობას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ ის, რაც დედამისისთვის და მისი დებისთვის გავაკეთეთ, ძალიან ბევრს ნიშნავს.
„ჩემი და თოჯინაში გამიცვალეთ… ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ თოჯინა ძალიან მინდა.“
მეგი (8 წლის): მოდიიმით დავიწყოთ, რომ ამდენი სათამაშო ცხოვრებაში არ მქონია და ძალიან ბედნიერი ვარ! აი, ეს პატარა გოგო, რომელსაც სესილი ჰქვია, სულ ხელს მიშლის თამაშში, მაგრამ არა უშავს… მას თოჯინაში ვერ გამიცვლით? ვხუმრობ, რა თქმა უნდა! ჩემი დები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით – ნატო; უბრალოდ სესილი მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევს…
– და რა ვერ გაგიყვიათ?
მეგი: ყველაფერი! თუნდაც დედა! რასაც ხელში ვიღებ, მასაც იგივე უნდა! ყველაფერზე ამბობს: „ჩემია, ჩემია, არ მოგცემ!“ უფრო მეტი სათამაშო რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამისთვისაც დი-ი-იდი მადლობა.
„ჩემია, არ მოგცემ!“
– ეკა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ეკა: სიტყვები არ მყოფნის. რა შემიძლია გითხრათ? დიდი მადლობა? ეს სიტყვები ჩემს მადლიერებას ვერანაირად ვერ გამოხატავს. თქვენმა მხარდაჭერამ ცხოვრება იმდენად შეგვიმსუბუქა, რომ ამ დახმარების წყალობით ძალიან მნიშვნელოვანი ყოფითი პრობლემები მოგვარდა. მსგავსი ფუფუნების უფლებას თავს ვერასდროს მივცემდით. დიახ, დიახ! ეს ყველაფერი ჩვენთვის უბრალო საყოფაცხოვრებო ტექნიკა კი არა, ფუფუნებაა. ღმერთმა დაგლოცოთ!
– ეკა, ძალიან გვიხარია, რომ ასეთ ემოციებში ხართ. ახალი მეგობრებიდან ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით? მათი სახელები თუ გახსოვთ?
ეკა: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს გასაჭირს გვერდი არ აუარა. ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ! და ყველა იმ ქართველით ვამაყობ, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაშია, თავისიანებს არ ივიწყებს. განსაკუთრებული მადლობა ნიკა სულაშვილს და მის მშვენიერ ოჯახს. ნიკამ, რომელიც საქართველოდან ათასობით კილომეტრში იმყოფება, ჩვენი გასაჭირი უყურადღებოდ ვერ დატოვა, გამოგვეხმაურა და ემიგრაციიდანაც კი გამოგვიწოდა დახმარების ხელი. ეს იმდენად ამაღელვებელია, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ვამბობ და თვალზე ცრემლი მადგება. მის წინაშე ქედს ვიხრი! უღრმესი მადლობა! დიდი მადლობა ფონდის ყველა მეგობარს!
„ყველა კუბი რომ ავაწყოთ, ჩემზე მაღალი ფიგურა გამოვა. ამდენი სათამაშო არასდროს მქონია.“
– არც კი ვიცი, გკითხოთ თუ არა ხელისუფლების დახმარების შესახებ. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მაინც თუ „გაიღვიძეს“?
ეკა: არა, სამწუხაროდ. არანაირი რეაქცია არ ყოფილა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი მადლობელი ვარ, რადგან ნატოს ხუთი ოპერაციიდან ორი დააფინანსეს.
„როცა სახლში ცხელი წყალია, თავს ნამდვილ ადამიანად და ქალად ვგრძნობ!“
– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ემოციები მკითხველებამდე მივიტანოთ. ისინი ამას ძალიან ელოდებიან. თქვენი სიხარულით ისინიც ხარობენ.
ეკა: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმ ემოციების და მადლიერების გამოსახატად, რასაც ახლა ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი იმის განცდაა, რომ მარტო აღარ ხარ და მეგობრები გყავს. თქვენთან შეხვედრამდე ცხელ წყალთან – ბავშვების ბანაობასთან, ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებით საშინელი პრობლემა გვქონდა. თქვენი საჩუქარი, – გაზის წყლის გამაცხელებელი, – მთელი ოჯახის ხსნაა. მაცივარს რაც შეეხება – ადრე ყოველღამე იმაზე ლოცვით ვიძინებდი, რომ ცივი ღამე ყოფილიყო და საჭმელი არ გაფუჭებულიყო. თქვენი ნაჩუქარი ტელევიზორის წყალობით სახლში მუსიკა ხშირად ისმის და ჩვენს ნატოსაც კი ჰგვრის ღიმილს. ჩვენთვის იმდენი გააკეთეთ!.. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ნატოსთვის დამხმარე ეტლი და წამლები იყო… მადლიერების სიტყვები არ მყოფნის. თითოეული თქვენგანისთვის ყოველდღე რომ ვილოცო, ალბათ საკმარისი არ იქნება, რომ მიხვდეთ, რამდენად მადლობელი ვარ!
„როგორც იქნა, ნატოს სუფთა ჰაერზე გასეირნების შესაძლებლობა ექნება და ოთხ კედელში აღარ იქნება გამომწყვდეული.“
მეგი: მეც მადლობას ვუხდი ყველას! ძალიან მიხარია, რომ დედას უხარია. ყველაფერი ძალიან მომეწონა.
– იქნებ კიდევ გაქვს რაიმე ოცნება?
მეგი: დიახ, მაქვს… რომ მოგიყვეთ, დედას ხომ არ ეწყინება?
– არა, რა თქმა უნდა! თან ჩვენი კეთილი მეგობრები დახმარებას აუცილებლად მოისურვებენ…
მეგი: ძალიან მჭირდება კომპიუტერი ან ტელეფონი. მათ გარეშე გაკვეთილების სწავლა ძალიან მიჭირს; არადა, დედას დავპირდი, რომ კარგად ვისწავლიდი, ექიმი გავხდებოდი და ნატოს განვკურნავდი.
– ნატოზე მომიყევი. სესილი რომ გაბრაზებს, მაგას კი მივხვდი…
მეგი: ნატო მთელ პლანეტაზე ყველაზე საყვარელი არსებაა. სულ წევს და წევს. ზოგჯერ ისეთ ხმებს გამოსცემს, თითქოს კნუტი იყოს… მაგრამ ვერ ვხვდები, რა უნდა. დედა ხვდება… წარმოიდგინეთ, ერთი თოჯინა მქონდა, ლამაზი თმებით, მაგრამ სესილიმ „გაბდღვნა“.
– ეგ როგორ?
მეგი: თმებით დაათრევდა და თმები „გაებდღვნა“. თოჯინა გაფუჭდა და ლამაზი აღარ არის. ისე მეწყინა… ვინმემ თოჯინა რომ მაჩუქოს, ძალიან მაგარი იქნებოდა! მხოლოდ მაშინ ვითამაშებდი, როცა სესილი დაიძინებდა.
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?
ეკა: ამაზე საუბარი ძალიან მერიდება, მაგრამ ერთი კვირის წინ სარეცხი მანქანა საბოლოოდ გაგვიფუჭდა, ხელით რეცხვა კი ძალიან მიჭირს… ასევე, ზამთრისთვის ბავშვებს თბილი ტანსაცმელი, ფაქტობრივად, არ აქვთ… მაგრამ ყველაზე მთავარი, რის თქმაც თქვენთვის და ფონდის მეგობრებისთვის მინდა, მადლიერების სიტყვებია. დიდი მადლობა, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე!
ამ ანგელოზს ჯანმრთელობას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ ჩვენ მისი ტანჯვის შემსუბუქება შეგვიძლია
***
მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც ზალიკაშვილების ოჯახს დაეხმარა და იმედი გვაქვს, რომ ამ მშვენიერ ოჯახს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, არაერთხელ დავეხმარებით. მათ სარეცხი მანქანა და თბილი ტანსაცმელი სჭირდებათ, რომ როგორმე ზამთარი გადააგორონ; მშვენიერ მეგის კი ძალიან სჭირდება თოჯინა და პატარა კომპიუტერი, რომ სწავლა შეძლოს.
ერთად ჩვენ ბევრი ღვთისნიერი საქმის კეთებას ვახერხებთ და მიუხედავად ამისა, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს. სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. პირველი არის იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე – იმის დაცვა, ვინც დაუცველია და რაც მთავარია – იმედის მიცემა მისთვის, ვინც ის დაკარგა!
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ზალიკაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/725-zalikashvili/reports/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
სულ ხარჯები:
2754.50₾დატოვა:
0₾