ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თუ სიკვდილი გვიწერია – სამივე მოვკვდებით

თუ სიკვდილი გვიწერია – სამივე მოვკვდებით – ამბობს ბავშვების დედა, ია. „დედა ბორბლებზე დადის და ძალიან სტკივა, მაგრამ მე მას წამლებს ვაძლევ!“ - პატარა, ლამაზი ქეთი ზღურბლიდანვე ისეთი სიამაყითა და ბავშვური გულუბრყვილობით შემოგვძახის, რომლისგანაც უფროსებს მაშინვე ცრემლი ადგებათ თვალებზე. ის „მზიანი ბავშვია“ - როგორც ახლა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ეძახიან... „დედა, დე, სტუმრები გვყავს!“ - ეს მშვენიერი გოგონა, რომელიც მართლაც მზეს ჰგავს, მხიარული ყიჟინით შერბის ოთახში და დამხმარე ეტლში მჯდომ ქალს მუხლებზე ახტება...
1,065.9 ₾
96
დონორები
შეგროვებულია

თუ სიკვდილი გვიწერია სამივე მოვკვდებით

– ამბობს ბავშვების დედა, ია.

„დედა ბორბლებზე დადის და ძალიან სტკივა, მაგრამ მე მას წამლებს ვაძლევ!“ - პატარა, ლამაზი ქეთი ზღურბლიდანვე ისეთი სიამაყითა და ბავშვური გულუბრყვილობით შემოგვძახის, რომლისგანაც უფროსებს მაშინვე ცრემლი ადგებათ თვალებზე. ის „მზიანი ბავშვია“ - როგორც ახლა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ეძახიან... „დედა, დე, სტუმრები გვყავს!“ - ეს მშვენიერი გოგონა, რომელიც მართლაც მზეს ჰგავს, მხიარული ყიჟინით შერბის ოთახში და დამხმარე ეტლში მჯდომ ქალს მუხლებზე ახტება...  

„ლამაზო ია, ლამაზო ია, არ იტირო, რა! ისევ გტკივა?“ – 8 წლის ქეთი დედას ალერსიანად უსვამს თავზე ხელს...

„სულ ასეა, ერთი ნაბიჯითაც კი არ მშორდება! იცით, ჩემზე როგორ ზრუნავს?! არადა, ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ ორივე დავიღუპებოდით! რომ მე თვითონ ინვალიდი, ავადმყოფ შვილს ვერ მოვუვლიდი! იმის გახსენებაც კი მზარავს, რამდენი საზიზღრობის მოსმენა მომიწია, როცა დაიბადა... (ია სახეს ხელებით იფარავს.)

25 წლის წინ საშინელმა ავტოსაგზაო შემთხვევამ იას ცხოვრება ორად გაყო - ავტოსაგზაო შემთხვევამდე და მას შემდეგ და 16 წლის წინ გოგონა ორი წლით მიაჯაჭვა ლოგინს... „არავის ეგონა, რომ ოდესმე ჯდომას შევძლებდი, არათუ სიარულს“, - ქვითინებს უბედური ქალი. – „მაგრამ, როგორც ხედავთ, უფალმა არა მხოლოდ ეტლით გადაადგილების შესაძლებლობა მომცა, არამედ ჩემი შესანიშნავი შვილების დედობის უდიდესი ბედნიერებაც მარგუნა!მე მათთვის ვცოცხლობ!“  

ია - ნამდვილი გმირია! დამხმარე ეტლს მიჯაჭვულმა ქალმა 8 წლის ქეთის და 7 წლის გაბრიელს სიცოცხლე აჩუქა. ისინი საშინელ პირობებში, მწირ სოციალურ დახმარებაზე ცდილობენ გადარჩენას და ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ.  

„წამო, ყავა დავლიოთ! დედას არ შეუძლია, ამიტომ მე მოვხარშავ! ნახე, ფეხების მაგივრად ბორბლები აქვს! ისეთი სასაცილოა! მაგრამ მისი ბორბლები შესაკეთებელია, სულ ფუჭდება... შემდეგ ჯერზე ტორტი მოგვიტანე! ყავა ტორტთან ერთად უფრო გემრიელია“, - სხაპასხუპით გვეუბნება პატარა ქეთი, დედას დაუღალავად ეხუტება და კნუტივით დაძვრება მასზე.

ია: ოჰ, ისეთი ლაქლაქა მყავს! ცოტა გაუგებრად საუბრობს, სიტყვებს ბოლომდე არ ამბობს, მაგრამ მე მისი მესმის. ალბათ შენიშნეთ, რომ ქეთის დაუნის სინდრომი აქვს. რამხელა ბედნიერება მყავს, ნეტავ იცოდეთ! იმდენი საზიზღრობა მითხრეს, როცა გავაჩინე... რვა წელი გავიდა, მაგრამ ეს სიტყვები გულში დღემდე დანასავით მხვდება!

შეგიძლიათ, რომ მოგვიყვეთ? მართალი ხართ, ზოგჯერ სიტყვები უფრო მეტ ტკივილს აყენებს ადამიანს, ვიდრე ფიზიკური ტანჯვა.

ია:ოჰ, როგორი მართალი ხართ! მოდი ყველაფერს თავიდან დავიწყებ, მე ხომ ყოველთვის ასეთი არ ვიყავი! ჯანმრთელი ქალი ვიყავი, მაგრამ ერთმა შემთხვევამ მეც გამტეხა და ცხოვრებაც გამინადგურა! სკოლის დამთავრებისთანავე გავთხოვდი. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ის 21 წლის იყო, მე - 16-ის. ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა! 1996 წელს სახლში ვბრუნდებოდით, ღრუბლიანი ამინდი იყო; ჩემმა ქმარმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მანქანა მოგვისრიალდა... ძლიერი დარტყმა იყო. ჩემი მეუღლე ერთადერთი იყო, ვინც არ დაშავდა. მე უმძიმესი ტრავმა - ხერხემლის მოტეხილობა მივიღე, დედამისმა კი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, მის ხელებში დალია სული... სასწრაფომ მოსვლაც კი ვერ მოასწრო. ნამდვილი კოშმარი იყო!

ამ ყველაფრის მერე მდგომარეობიდან როგორ გამოხვედით? ვინ გივლიდათ?

ია: ჩემი მეუღლე და დედაჩემი... ორი წელი საწოლში ვიწექი.ვერავინ გვაძლევდა გარანტიას, რომ ოდესმე დაჯდომას ან მოძრაობას შევძლებდი... მაგრამ აი, დავჯექი! მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე ეტლში ვზივარ, შვილების გაჩენა მაინც შევძელი და ბედნიერი ვარ! ისინი ჩემი ყველაფერია! ისინი ჩემი ცხოვრებაა! მართალია, მათი მარტო გაზრდა ძალიან მიჭირს, მაგრამ მე ამას აუცილებლად შევძლებ!

მარტო რატომ დარჩით? ხომ თქვით, რომ მეუღლე გივლიდათ?

ია:იცით, მან, ხუთი წლის წინ, უბრალოდ მიგვატოვა... ბავშვები სულ პატარები იყვნენ; მაგრამ ჩვენთან ცხოვრება აღარ ისურვა... ვერც გავამტყუნებ. ალბათ ხეიბართან ცხოვრება რთულია. მე მას არ განვსჯი და არც სხვას მივცემ ამის უფლებას! მან ჩემი მშვენიერი შვილები მაჩუქა.

ია, თუ შეიძლება, ქეთის შესახებ მოგვიყევით. მისი დიაგნოზი მის დაბადებამდე იცოდით? 

ია: უი, არა! ბავშვი რვათვიანი დაიბადა. ინკუბატორში დააწვინეს. ერთი კვირა არ მინახავს. როცა მივაკითხე, მითხრეს, რომ ავადმყოფი დაიბადა, ინვალიდი იყო და ვერ გავუმკლავდებოდი. ყურში დღემდე ჩამესმის ეს სიტყვები: „ინვალიდმა ინვალიდი გააჩინე... ვერ გადარჩებით. მასთან დიდხანს ვერ შეძლებ, გაწამდები, მასაც დაღუპავ და თავსაც დაიღუპავ.“ ამას ჩემს საკუთარ შვილზე მეუბნებოდნენ, წარმოგიდგენიათ? გული ისე მტკიოდა, თავს ისე უბედურად ვგრძნობდი... და არც არავინ მყავდა, ვინც გვერდში დამიდგებოდა! ბევრი ვიტირე, მაგრამ შვილი არ მიმიტოვებია. გულში ჩავიკარი და ვუთხარი, რომ მისი სიცოცხლისთვის აუცილებლად ვიბრძოლებდი და თუ სიკვდილი გვეწერა, - ერთად მოვკვდებოდით! მაგრამ როგორც ხედავთ, მშვენიერი გოგონა მყავს! დედის სიხარული!

ია, შვილების მოვლა არ გიჭირთ?

ია:იმის თქმა, რომ მიჭირს - არაფრის თქმის ტოლფასია... იცით, მარტო ერთი პრობლემა კი არ გვაქვს, რომელსაც ვერ ვაგვარებთ... იმდენი პრობლემა გვაქვს, რომ ყველას ვერც კი ჩამოვთვლი...

მოდი მთავარი პრობლემით დავიწყოთ!

ია:მოდი!ჩემთვის ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემა გაუმართავი დამხმარე ეტლია. მეშინია, რომ ერთ დღესაც უბრალოდ მწყობრიდან გამოვა და შეიძლება ისე დავშავდე, რომ ვერც ერთმა ქირურგმა ვეღარ ამაწყოს.  

დამხმარე ეტლი სახელმწიფოსგან არ გეკუთვნით?

ია:დიახ, მეკუთვნის და ამის შესახებ განცხადება არაერთხელ დამიწერია... რაზეც ახლა ვზივარ, ისიც სახელმწიფომ მომცა, მაგრამ ხომ გესმით, ისინი სამუდამო არაა, გამოყენებისას ცვდება და გამოცვლა სჭირდება. მეუბნებიან, გაჩუქეთ და გეყოთ, ბიუჯეტში ფული არაო. ჰოდა, ვზივარ!  ზოგჯერ კი ვახსენებ, მაგრამ აზრი არ აქვს.

თქვენს დეპუტატს წერილს აუცილებლად მივწერთ!

ია: დიდი მადლობა! თორემ ჩემი არ ესმით... მეორე დიდი პრობლემა ისაა, რომ სარეცხი მანქანა არ მაქვს. უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ვწვალობ! პატარა ტაშტს მუხლებზე ვიდგამ და ისე ვრეცხავ. ბავშვებს სკოლაში ჭუჭყიანებს ხომ არ გავუშვებ?


სკოლაში თავისით დადიან?

ია:არა, დილით მიმყავს და გაკვეთილების შემდეგ, უკან მომყავს. ჯერ პატარები არიან. არ მინდა, რომ გზაში ვინმემ აწყენინოს! ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ? ვიღაცები შეიძლება გაჩერდნენ, დაჟინებით უყურონ, მათკენ თითიც კი გაიშვირონ... ძალიან ძნელი ასატანია... მაგრამ მესმის: ჩემი შვილი ყველას არ ჰგავს. მე ამას შევეგუე! 

ია, რა შემოსავალი გაქვთ? როგორ ახერხებთ გადარჩენას?

ია: პენსიას ვიღებ - 140 ლარს, ჩემი შვილი კი 250 ლარს იღებს... სოციალური დახმარებაც გვაქვს. ბურღულეულს, მაკარონს, პურს, ხილფაფას ვყიდულობ. ეს არის ჩვენი საკვები. თუ ფასდაკლებაა, ზოგჯერ ბავშვებს ქათმის ბარკლებითაც ვანებივრებ. ჩემს წამლებზე აღარაფერს ვამბობ. რაც ყოველდღე უნდა ვსვა, იმას დღეგამოშვებით ან სამ დღეში ერთხელ ვსვამ. ტკივილგამაყუჩებელს ვერ ვიყიდი, როცა ვიცი, რომ ბავშვი მშიერი დარჩება, ხომ გესმით? გგონიათ, წამლები იაფია? ერთ აბს ორი პურის ფასი ადევს - მაგარია, არა? როგორ, როგორ უნდა ვიცხოვროთ? მუშაობა არ შემიძლია, სულ მარტო ვარ, ქმარი არ მყავს, ჩემი მშობლები გარდაცვლილები არიან - ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები... რა გავაკეთო?

დიახ, მართლაც რომ წარმოუდგენელია! ნამდვილი გმირი ხართ!

ია:დიახ, სწორედ ასე წარმომიდგენია ჩემი თავი! ჩემი შვილებისთვის სუპერგმირი ვიქნები! მე მათ მარტო არ დავტოვებ!

ქეთი უკვე შემოგვეგება და ყავაც შემოგვთავაზა, გაბრიელი კი თვალითაც არ გვენახება. შეიძლება, მათ რომ გავესაუბროთ?

ია: დიახ! ქეთი ისეთი მოსიყვარულეა, ხომ ხედავთ, საერთოდ არ მშორდება. გაბრო კი მორცხვი ბიჭია.

ქეთი (8 წლის): მე დედა მიყვარს. მას „ვავა“ სტკივა, ქეთი კი წამალს და წყალს აძლევს. დედას ქეთი კარგი ჰყავს!

და კარგ ქეთის რა უნდა, რომ ჰქონდეს?

ქეთი: გაბროსთვის - „სამაკატი“, ქეთისთვის კი ცივი ჩაი და ტორტი მოიტანე! ყავას მოვხარშავ და გემრიელი იქნება! მულტფილმებიც მოიტანეთ!

ტელევიზორი გინდა?

ქეთი:დე, ტელევიზორი მინდა? მე მულტფილმები მინდა!

ია:დიახ, ტელევიზორზე ოცნებობს. ისეთი სასაცილო გოგოა!

ია, პირადად თქვენ რა გჭირდებათ?

ია: ოჰ, ნუ მკითხავთ!..ძალიან მჭირდება მასაჟები, წამლები, საფენები და ტელეფონი, მაგრამ თქვენთან ამის გამო არ მოვსულვარ. მინდა დამაიმედოთ, რომ იმაზე აღარ ვდარდობდე, რომ ჩემს შვილებს მშივრებს დაეძინებათ და დილითაც არაფერი მექნება, რომ ვაჭამო...

***

მეგობრებო, დასამატებელი აღარაფერი გვაქვს... ამ ოჯახის პრობლემებს  ერთ პოსტში ვერ ჩამოვთვლით. ჩვენ ყველაზე მთავარი მოგიყევით, ახლა კი გელოდებით, რომ მთავარი გადაწყვეტილება მიიღოთ: ან უბრალოდ თავი გააქნიოთ და თქვათ, რომ საქართველოში ცხოვრება რთულია, ან გააკეთოთ ის, რასაც გული გიბრძანებთ - მის ძახილს მიჰყვეთ.

მეგობრებო, ია ქოქაშვილისოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას! როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ქართველებიისე უნდა ცხოვრობდნენ,როგორც ეს მსოფლიოში ყველაზე ამაყ ერს შეეფერება!

გადასარჩენად ოჯახს საკვები, წამლები, სარეცხი მანქანა და დამხმარე ეტლი სჭირდება! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ახლობლები არიან!

შეგიძლიათ ოჯახი პირადად გაიცნოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ. უფალი ამისთვის აუცილებლად დაგლოცავთ და დაგაჯილდოებთ! მათი მისამართია: წეროვანი, დევნილთა დასახლება, რიგი №16.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ია ქოქაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ  ოჯახსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: